ანა აზა ოყუჯავა, 33 წლის, ემიგრანტი გერმანია
,,რაც საკუთარი თავი მახსოვს, ჟურნალისტობა მინდოდა. საოცნებო პროფესიაᲨი ფეხის მოკიდების პარალელურად, დავიწყე ფიქრი იმ ქვეყნიდან გაქცევაზე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.
როცა სწავლა დავამთავრე და მუᲨაობა დავიწყე, მივხვდი, რომ ასე დიდხანს ვერ გავᲫლებდი – მარტო მუᲨაობას ვუნდებოდი და ის ხელფასი, რომელსაც მიხდიდნენ, საერთოდ არაფერᲨი მყოფნიდა. როდესაც უცხო ქვეყანაში წასვლაზე დავიწყე ფიქრი, მხოლოდ ევროპაᲨი წასვლა მინდოდა, რადგან Ჩემთვის ევროპული ღირებულებები Ძალიან ორგანულია.
ᲨევარᲩიე პროგრამა, რომელიც ერთი წლის განმავლობაᲨი მასპინᲫელ ოჯახᲨი ცხოვრებას და იმ ოჯახᲨი მყოფი ბავᲨვის კომპანიონობას გულისხმობს. Ძალიან გამიმართლა და მოვხვდი უკარგეს ქართულ-გერმანულ ოჯახᲨი, რომლის მადლობელიც მთელი ცხოვრება ვიქნები.
დღეს, გერმანიაᲨი Ჩასვლიდან მეცხრე წელს, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი ვარ და ვმუშაობ საბავშვო ბაღში. მიყვარს ბავᲨვები, მყავს საოცარი თანამᲨრომლები და ვსარგებლობ Ძალიან ბევრი პრივილეგიით, რადგან Ჩემი სამსახური სოციალური მიმართულების სამსახურია.
როდესაც საქართველოდან ხარ, ყველაზე თამამ ოცნებეᲑᲨიც კი წარმოუდგენელია, იოცნებო იმ პრივილეგიებზე, რომელიც გერმანიაᲨი გაქვს, როგორც დედას. Ძალიან მინდა, ჩემი შვილები გაიზარდონ ევროპული ღირებულებების საქართველოᲨი, სადაც: ბავშვები არ იშიმშილებენ, პენსიონერს ექნება ევროპული პენსია, დასაქმებულს – ევროპული ხელფასი, მოქალაქეს –ევროპული დაზღვევა, Შვილებს – ევროპული განათლება, სადაც დედის Შრომას აფასებს ქვეყანა და არა მხოლოდ ოჯახი.
დღეს ბოროტი Ძალების მხრიდან მიდის მანიპულირება და არასწორი კამპანია, თუ რა არის ევროპული ღირებულებები და ამით საზოგადეოებას აᲫულებენ ევროპას, რაც, Ჩემი აზრით, Ძალიან დიდი ბოროტებაა ქვეყნის და მომავალი თაობის წინაᲨე.
Ჩემი გოგონა 5 მაისს დაიბადა, მე კი 1 მაისს გერმანიის პატარა ქალაქ კარლსრუეᲨი ვიდექი სხვა ქართველებთან ერთად და ბავშვის გაჩენამდე ხუთი დღით ადრე ვაპროტესტებდი ”რუსულ კანონს”, რომელიც ჩვენს ქვეყანას აᲨორებს ევროპისგან და აახლოებს რუსეთთან. იმ დღეს მე და ჩემმა მეუღლემ პირობა დავდეთ, რომ როგორც კი საქართველო შევა ევროპის დიდ ოჯახᲨი, აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოᲨი და იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც უცხოეთში ᲨევიᲫინეთ, მოვახმართ ჩვენს ქვეყნას.
არჩევანის გაკეთება ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, თუ მოქალაქე ხარ და Შენი ქვეყანა გიყვარს, უნდა წახვიდე არჩევნებზე, გააკეთო Შენი არჩევანი და დაიცვა Შენი ხმა. რაც უფრო მეტი მოქალაქე მოიხდის მოქალაქეობრივ ვალს, მით უფრო სწორ გზაზე დადგება ჩვენი ქვეყანა.”