დარია ფერცულიანი, ემიგრანტი ბარსელონა, ესპანეთი

დარია ფერცულიანი, ემიგრანტი ბარსელონა, ესპანეთი

,,ისევე, როგორც ყველა, ქვეყნიდან გავექეცი სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეს. მინდა ევროპა საქართველოში და საქართველო ევროპაში. სწორედ იმიტომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე, რომ შევცვალოთ ეს მთავრობა, რომელმაც კონსტიტუცია თავზე გადაგვახია და სახელმწიფოს სრულიად შეუცვალა კურსი. პოლიტიკოსებს ვეტყოდი, რომ თქვენ ემსახურებით ხალხს. ხალხი გიხდით ფულს, პატივი ეცით მათ ნდობას და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაფერი წარმავალია. პოლიტიკა ფულის ჭრას და პრივილეგიას არ ნიშნავს, ნებისმიერი მთავრობა უნდა ემსახუროს ხალხს, მიიღოს კრიტიკა და წავიდეს დროულად!”