თამარ გვარაძე, ემიგრანტი გერმანია

თამარ გვარაძე, ემიგრანტი გერმანია

,,ემიგრაციაში 23 წლის წინ წავედი. მიზეზი კომპლექსური იყო – ერთი მხრივ, განტვირთვა მინდოდა პირადი პრობლემებისგან, მეორე მხრივ, საქართველოში არ მქონდა პროფესიული ზრდის პერსპექტივა.

საქართველოში რომ დავბრუნდე, პირველ რიგში, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. ჩემი შვილი ტრანსგენდერია და მე ვერასდროს ვიცხოვრებ ქვეყანაში, სადაც ჩემს შვილს შეეშინდება ყოფნა. ზოგადად, მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსების დაცვა, სამართლიანი ხელფასი, ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, ასევე, უმცირესობების დისკრედიტაციის აღმოფხვრა საგანმანათლებლო პროექტებით.

საზოგადოებას ვეტყვი, რომ ეს არჩევნები წყვეტს ჩვენს მომავალს. პოლიტიკოსებს ვეტყოდი, რომ სოფლებში წავიდნენ! მეტი ესაუბრეთ პერიფერიებში მცხოვრებ ხალხს. ეს სინათლეს მოიტანს. ესაუბრეთ დამამთავრებელი კლასების ბავშვებს, ისინი მომავალი ამომრჩევლები არიან. ბავშვებს მიაქვთ მესიჯი ოჯახში და მათ მშობლები უსმენენ.”