პუბლიკაციები
“თანასწორი უღთიერთობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან საქართველოში” – https://issuu.com/unicefgeorgia/docs/commixes-how_to_interact_with_peopl
“მითები და რეალობა შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საქართველოში” – https://issuu.com/unicefgeorgia/docs/myth_and_reality_brochure
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 4 გამარჯვებული წყვილი 2 ძირითად ასაკობრივ კატეგორიაში :
- 13-18 წლამდე სკოლის მოსწავლეები
- 18-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები
კონკურსის მონაწილეებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ატვირთვა შეეძლებათ Youtube-ის არზე, რის შემდეგაც ისინი გაზიარდება „დაინახე ყველაფერი“-ს Facebook გვერდზე. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში ჟიურის მიერ გამოცხადდება ორი გამარჯვებული. დამატებით, თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული წყვილი გამოვლინდება Facebook გვერდზე მიღებული Like-ების მიხედვით.
გამარჯვებული დაჯილდოვდება პლანშეტით.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელები.
კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.
კონკურსის წესები
- კანდიდატები უნდა იყვნენ 13–25 წლის საქართველოს მოქალაქეები;
- კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ერთი ვიდეოფილმი ერთ პროექტზე;
- მიიღება ჯგუფური ნამუშევრები, თუმცა ის განიხილება, როგორც ერთი საკონკურსო განაცხადი;
- კონკურსში მონაწილეობით კანდიდატები ადასტურებენ, რომ ფლობენ ყველა საავტორო უფლებას ვიდეოფილმზე;
- კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ნამუშევრებს, რომლებზეც მათ არ აქვთ საავტორო უფლება, გამოეთიშებიან კონკურსს;
- ორწუთიანი ფილმების ფესტივალის ფარგლებში აუცილებელია 18 წელზე ნაკლები ასაკის კანდიდატების მშობლების ან მეურვეების თანხმობა ახალგაზრდის კონკურსში მონაწილეობაზე;
- განიხილება მხოლოდ ის ფილმები, რომლებიც პასუხობს თემას „მითები და რეალობა შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საქართველოში“ და „თანასწორი ურთიერთობები“
- ყველა ფილმი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული სახით, როგორც ეს მითითებულია „დაინახე ყველაფერი“-ს Facebook გვერდზე
- ფილმები უნდა იყოს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე ან საერთოდ დიალოგის გარეშე;
- ფილმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს;
- ნამუშევრების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 25 მაისი.
- გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლებისაგან.
- კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს, რომ იგი გაეცნო და ეთანხმება კონკურსის წესებს;
- გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2018 წლის 2 ივნისამდე;
- ჟიურის მიერ გამოვლინდება 4 გამარჯვებული წყვილი (2 გამარჯვებული წყვილი თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში)
- დაჯილდოების ცერემონიაზე ნაჩვენები იქნება 6 გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჟიური გამოავლენს და დააჯილდოვებს გამარჯვებულებს.
- ჟიურის წევრებს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და Action Global Communications–ის თანამშრომლებს ეკრძალებათ კონკურსში მონაწილეობა;
- გაეროს ბავშვთა ფონდი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს წარდგენილი ფილმები საპრეზენტაციო მასალებში და მედიაში, ასევე, გამოიყენოს ნებისმიერი ფორმით ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერის“ პოპულარიზაციისთვის.