გურანდა გოგიტაძე, 43 წლის, ემიგრანტი თურქეთი, ბოდრუმი

გურანდა გოგიტაძე, 43 წლის, ემიგრანტი თურქეთი, ბოდრუმი

,,სამშობლოს და ოჯახის დატოვება არ არის ადვილი. როგორც უმრავლესობას, მეც არასაკმარისი შემოსავლის გამო მომიწია ქვეყნის დატოვება და აგერ უკვე 15 წელი შესრულდა, ემიგრანტი ვარ. თუ შეიქმნება სამუშაო ადგილები შესაბამისი ანაზღაურებით, მაშინ დაუფიქრებლად დაბრუნდება ემიგრანტების უმრავლესობა სამშობლოში.

,,ქართულმა ოცნებამ’’ ხალხის საკეთილდღეოდ ვერაფერი გააკეთა, პირიქით, ჩემზე კარგად იციან, რამდენი ადამიანი ტოვებს ქვეყანას ყოველდღე. ოპოზიციას ვეტყოდი, რომ დაპირებები ცარიელი სიტყვებად არ დარჩეს. იზრუნეთ ხალხზე!

ეს არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი დაბრუნებისთვის, ისე ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სხვა შემთხვევაში ისინიც ჩვენს ბედს გაიზიარებენ. არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეთ, ეს ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე.

არა რუსულ მთავრობას!

არა რუსეთს!

კი ქართულ, ევროპულ მომავალს!”