მაია ადუაშვილი, ემიგრანტი ნიდერლანდები

მაია ადუაშვილი, ემიგრანტი ნიდერლანდები

,,ჩემი ემიგრაციაში წასვლა ჩემს მეუღლეს უკავშირდება. ვცხოვრობთ ამსტერდამში და გვყავს სამი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამი ათეული წელია, ნიდერლანდების სამეფოში ვცხოვრობ, ჩემი ბმა სამშობლოსთან გონებრივად არ შეჩერებულა. ფიზიკურად ვარ აქ, მაგრამ ჩემი გონება ჩემს სამშობლოშია და როდესაც ჩაფიქრებული ვარ, ბავშვებმა უკვე იციან, რომ მე ჩემს სამშობლოზე, საქართველოზე ვფიქრობ.

ჩვენი ქვეყნის დღევანდელი რეალობა ძალიან მძიმეა, შეიძლება ითქვას, რომ უკიდურესად მძიმე! როგორც ეკონომიკური, ასევე განათლების სფერო, ჯანდაცვა… ადამიანების უფლებები ხომ საერთოდ არ არის დაცული. ამას ემატება ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილება, რასაც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება უკვე აღარ მალავს და პირდაპირ მიგვაქანებს ჩრდილოეთისკენ. ამის გამო, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაედინება ქვეყნიდან, ტვინი გაედინება ქვეყნიდან! ეს ყველაფრის უნდა შეჩერდეს 26 ოქტომბერს, იმისათვის, რომ ქართველები დაბრუნდნენ სამშობლოში და ჩვენს ქვეყანას მოახმარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რომ არ გაყალბდეს. ისევ ავიდეთ და დავდგეთ იმ რელსებზე, რომელიც სწრაფი ტემპით ევროპისაკენ წაგვიყვანს.

ამიტომ, მივმართავ პროევროპულ ოპოზიციურ სპექტრს – მოიშორეთ საკუთარი ეგო, ჯანსაღი და ცივილური ურთიერთობით, დებატებით და ერთი მიზნით, რომელსაც “სამშობლო’’ ჰქვია, გაერთიანდით და ხალხთან ერთად, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გაიყვანეთ ქვეყანა სამშვიდობოზე, რომელსაც ცივილიზაცია, ანუ ევროპა ჰქვია!”