Author: women

მანანა მაცაცო ნარიმანიძე – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი

ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის დუშეთის მეორე სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი კლასი გამორჩეული იყო იმით, რომ აქ მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების შვილები სწავლობდნენ. მე რიგითი მშრომელი ოჯახის შვილი ვიყავი: დედა ბანკში ბუღალტრად მუშაობდა, მამა კი პოლიციელი იყო. მამა ახალგაზრდა იყო, როცა გულის შეტევით გარდაიცვალა და, პრაქტიკულად, ამ პერიოდიდან იწყება ჩემი

ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტი, მერის მოადგილე

თბილისში დავიბადე და ვაკის 54-ე სკოლაში ვსწავლობდი, 1989 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი დავამთავრე. მოგეხსენებათ, ეს რა წელიც იყო საქართველოს ისტორიაში, ძალიან რთული პერიოდი მოგვიწია მაშინდელ გამოსაშვებ ჯგუფს. მე ვარ ის თაობა, რომელსაც ეროვნული მოძრაობის პირველი ტალღა წამოეწია. 1988 წლის ნოემბრის

რუსუდან შავაძე – შუახევის მერის მოადგილე

თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება მაქვს. პედაგოგობიდან მერის მოადგილეობამდე ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ შუახევში, ჩემს სოფელში, ჩანჩხალოს სკოლაში დავიწყე მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2003 წელს იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და 2004 წელს ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე. 2006 წელს პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა

ლელა სურმანიძე – ბათუმის მერის მოადგილე

აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ. ბათუმის მერის მოადგილეს, ჯანდაცვა და სოციალური სფერო მაბარია. ვერასდროს ვიქნები პოლიტიკურად მიკერძოებული, როცა ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას ეხება საქმე. ეს არის ჩემი რწმენაც და ჩემი იდეოლოგიაც. გზა მერის მოადგილეობამდე პროფესიით ექიმი ვარ. სანამ საჯარო სამსახურში მოვიდოდი, ექიმ-ანესთეზიოლოგად 15 წელი ვიმუშავე. ძალიან მიყვარდა

თამარ ბელქანია – წალენჯიხის მერის მოადგილე

,,დავიბადე წალენჯიხაში - ექიმების ოჯახში. მთელს ჩემს ოჯახს უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, მე კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. პირველი ჩემი სერიოზული არჩევანი სწორედ პროფესიის არჩევას უკავშირდება. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, ხარისხიც სამხატვრო აკადემიაში მაქვს დაცული, კულტურის კვლევათა დოქტორი გახლავართ და, ამავდროულად, ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების

ლია ზურებიანი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

დავიბადე და ვიზრდებოდი აფხაზეთში. 1993 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, 300 000 ქართველი დევნილად ვიქეცით საკუთარ სამშობლოში. დევნილობის პირველი წლები ქუთაისში გავატარე. 1995 წელს ქუთაისის საბუნებისმეტყველო ლიცეუმში ჩავირიცხე, რომლის დასრულების შემდეგაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა, მაგისტრატურაც იქვე დავამთავრე საერთაშორისო მარკეტინგისა და

მანანა გოფოძე – ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

„უმაღლესი განათლება მაქვს. 1995-96 წლებში სანეპიდსადგურში ექიმ-ლაბორანტად, ასევე, განყოფილების ხელმძღვანელად ვმუშაობდი. შემდეგ თბილისში გადავედი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად, თუმცა ხონში მალევე დავბრუნდით. 2009 წელს სკოლა-ლიცეუმში დავიწყე მუშაობა, შემდეგ ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიაში - მათემატიკისა და ზოგადი უნარების მასწავლებლად. 2013 წელს, როდესაც პროფესიული ეროვნული ლიგა ჩამოყალიბდა, ვიყავი მისი გამგეობის

ნინო ბატიაშვილი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

"ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩადუნიანში დავიბადე, გავიზარდე და წარჩინებით დავამთავრე ცოდნისკარის საშუალო სკოლა. უმაღლესი იურიდიული განათლება მაქვს - აქტიური სტუდენტი ვიყავი, სტიპენდიატი, სტუდენტთა ღია საერთაშორისო კონფერენციებშიც ხშირად ვმონაწილეობდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩავაბარე სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და იმავე წელს სტაჟიორ ადვოკატად დავიწყე მუშაობა. 2009 წელს

ნათია მაწონაძე – ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

"რუისის #1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისში გავაგრძელე - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი და მენეჯმენტის მაგისტრი ვარ. სანამ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში დავსაქმდებოდი, მანამდე თბილისში, კერძო კომპანიებში ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ვარ დაბადებული, აქეთ დაბრუნებას არ ვფიქრობდი, მაგრამ მინდოდა, საკუთარი თავი სხვადასხვა