Author: women

TAm Oonz (თამუნა წახნაკია), 30 წლის, თბილისი

„პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი ვარ. ჩემი პროფესიით ერთი წელი ვიმუშვე და მივხვდი, რომ ეს სფერო ნაკლებად მაინტერესებს, სხვა მიმდინარეობები მიზიდავდა ყოველთვის, ის რაც ხელოვნებასთან უფრო ახლოს არის - ანიმაცია, ილუსტრაცია, გრაფიკა, კომიქსების ხატვა და ა.შ. სივრცე მიყვარს ბავშვობიდან. დიდ სივრცეში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, თავისუფლებასთან ასოცირდება ჩემთვის ,

რუსუდან გოცირიძე, 42 წლის, თბილისი

„მორჩილება და მდუმარება - „კარგი ქალის“ სახე-ხატება?!“ ბაპტისტური ღვთისმსახურის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მეოთხე თაობის მორწმუნე ვარ ჩვენს ოჯახში. ერთის მხრივ ჩემი რელიგიური ოჯახი და ხუცესი პაპის ავტორიტეტი ახდენდა ჩემს ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას, მეორეს მხრივ გარემო. გავიზარდე თბილისის გარეუბანში, სადაც ძალიან შეკრული თემივით ვცხოვრობდით

ნინო ბაციაშვილი, 30 წლის, ბათუმი/თბილისი

„ჭადრაკის თამაში მამამ მასწავლა. ოთხი და-ძმა ვართ. 5 წლის ასაკში ყველას ვუგებდი სახლში, რის შემდეგაც საჭადრაკო კლუბში მიმიყვანეს. 2004 წელს კი, შესაბამისი ქულებისა და რეიტინგის შემდეგ, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი გავხდი. 2008 წელს - საერთაშორისო დიდოსტატი. ამ დროს 21 წლის ვიყავი, რაც ჭადრაკისთვის მაინცდამაინც პატარა ასაკი

მარუსა ხახიძე, 86 წლის, ქვემო ალვანი/დიკლო…

ტექსტი თუშურ დიალექტზეა დაწერილი, რადგან ერთი მხრივ მიგვაჩნია, რომ რესპონდენტის მონათხრობის ავთენტურობა უნდა გადმოვცეთ ამ პლატფორმის საშუალებით, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ და ვინარჩუნებდეთ დიალექტს, როგორც ქართული ენის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს. ----------------------------------------------------------------------------------------------------------- მარუსა ხახიძე, 86 წლის, ქვემო ალვანი/დიკლო „განამ თავად ვთხოვდებოდით ჩვენ“ ---------------------------------------------------- "სისწორე უნდ გითხრათ

ხათუნა ინასარიძე, 46 წლის, სოფელი ტიმოთესუბანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„სულ თავიდან ბოსტნეული მომყავდა. ყველაფერი ასე დაიწყო, ჩვეულებრივ. საკუთარი მოხმარებისთვისაც ვშრომობ და ზაფხულში, როცა ბევრი დამსვენებელია, სავაჭროდაც. ძალიან კარგადაც ვყიდი. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მომყავს, არანაირ ქიმიურ წამლებს არ ვხმარობ. სალათები, კიტრი, არაჩვეულებრივი მწვანილი. ჩვენ მცირემიწიან ადგილას ვცხოვრობთ და მოსავალიც ცოტა მოდის, ამიტომ მირჩევნია ნაკელით გავანოყიერო.

მატილდა მირზოევა, 42 წლის, სიღნაღი

მატილდა, რომელსაც უყვარს ცხოველები ------------------------------------------------------------ „ფეისბუქზე პროფილის ფოტოს ეს სლოგანი მაწერია. ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები. ქუჩაში უპატრონო ძაღლებს დავსდევდი. ერთხელ, მამამ მოსკოვიდან ბალონკა ჩამომიყვანა, იფიქრა, საკუთარი ძაღლი რომ ეყოლება, უპატრონო ძაღლებს თავს დაანებებსო. მაგრამ აბა, დავბერდი და თავს ვერ ვანებებ. ძალიან მეცოდებიან, განსაკუთრებით ავადმყოფი და ნაწამები ცხოველები და

ლილი მურთაზაშვილი, 76 წლის, სოფელი ქვემო ალვანი

„ჩვენაცამ ნუ გვისწავლავავ ეს საქმეივ“ --------------------------------------------------- „ჴეტოლას“ეძახდნენ იმ ქალს თუშეთში, ვისაც ხელსაქმე არ ეხერხებოდა. ასეთი ქალი ვერც გათხოვდებოდა იმ დროს. გასული საუკუნის 60-იან წლებამდე, ძირითადად, ქალის ხელით კეთდებოდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ ცხენის აღკაზმულობა. წარმოება ჯერ ისე არ იყო განვითარებული, რომ ყველაფრის ყიდვა შესძლებოდათ და თან

როზა ჩაჩანიძე, 33 წლის, კურორტი ცემი

„დედაჩემი ყოველთვის იმაზე მეტს მავალებდა, ვიდრე შეიძლებოდა ბავშვს გაეკეთებინა. ჩვენთან შრომა იყო პრიორიტეტი. დედაჩემს ყანაშიც ვეხმარებოდი ხოლმე და ძროხების მოვლაშიც. ახლაც არ მაქვს პრობლემა, ახლაც შემიძლია ამ საქმის კეთება. ჩემთვის არავითარი საქმე არ არის სათაკილო. ნომრებსაც ვალაგებ, თუ დამჭირდება, ეზოსაც დავგვი და ქუჩასაც. არასოდეს არ

გვანცა გაბუნია, 33 წლის, თემი ქედელი/სიღნაღი

„ჩემი ცხოვრება იყო ღამის სიბნელე“ -------------------------------------------------------------------- „გადმოცემით ვიცი, დაბადებისთანავე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვეს, სადაც 4 წლამდე ვიზრდებოდი. ამ პერიოდიდან იწყება საკუთარი მეხსიერება. 4 წლის ასაკში სენაკის ბავშვთა თავშესაფარში გადამანაწილეს და აქ დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთიც. ამ პერიოდის გახსენება ყოველთვის მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ იმიტომ რომ აღარ დაუშვას ქვეყანამ

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com