Author: women

დავინახოთ უხილავი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების ისტორიები საქართველოში

  დავინახოთ უხილავი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების ისტორიები საქართველოში

გვანცა კიკალეიშვილი, 37 წლის, ხობი/თორსა

„პროფესიით ექიმი ვარ, ერთი წელი „ჩაჩავას კლინიკაშიც“ ვმუშაობდი. ისე გამოვიდა, რომ 2010 წელს, დროებით წამოვედი სოფელში და ბოლოს დიდი ხნით დავრჩი. 2013 წელს, ჩვენს სოფელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათი“ შემოვიდა, რომელიც გაეროს ერთობლივი პროექტის - „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების პროექტის - „ქალთა

ანა თითმერია, 34 წლის, ზუგდიდი

„მათემატიკა ყოველთვის კარგად გამომდიოდა და სკოლიდანვე ვიცოდი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა მინდოდა. მათემატიკის მასწავლებელს რომ ვუთხარი, ინფორმატიკაზე ვაბარებ-მეთქი, სხვათა შორის, არ გაჰკვირვებია, პირიქით - ძალიან გაუხარდა და სულ ხელს მიწყობდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ბაკალავრის დიპლომიც ავიღე, მაგრამ მეგონა, უნივერსიტეტში უკეთეს ცოდნას

თამარ მაჭარაშვილი, 56 წლის, თბილისი

მენჯ-ბარძაყის ორმხრივი დისპლაზიით დავიბადე. ეს ის პრობლემა არ არის, რომელიც სწორი მიდგომების შემთხვევაში ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ აქცევს, მაგრამ მე „ჩვენი ტრადიციული აკვნის წყალობით“, ზუსტად ასე დამემართა. სახსარს თვითგანკურნების უნარი გააჩნია და აკვნის ნაცვლად, ჩვეულებრივ საწოლში რომ ვწოლილიყავი და შებოჭვით სახსარი არ დათრგუნულიყო, სრულიად ჯანმრთელი

მარიამ ქველიაშვილი, ქუთაისი

„ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ, რეალურად, სულ სხვა სფერო მაინტერესებდა. მამაჩემი მოყვარული ფოტოგრაფი იყო. მახსოვს, ფირის კამერა „ზენიტი“ ჰქონდა. ფოტოებსაც თავად ამჟღავნებდა პატარა, ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მე და ჩემს და-ძმას არ გვიშვებდა, არადა ფირის გამჟღავნების პროცესის ნახვა ძალიან მინდოდა. ფოტოგრაფიისადმი ინტერესი მაშინ

თამთა კაპანაძე, 20 წლის, სოფელი ტყემლანა, ახალციხის მუნიციპალიტეტი

''როგორც ყველა ბავშვი სოფელში, მეც ისე გავიზარდე. მშობლებს სოფლის საქმეებში ვეხმარებოდი, ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. ოჯახში სულ მესმოდა, რომ სწავლის ფასი არაფერია, დედა მათემატიკოსია, მამაც ძალიან განათლებული ადამიანია ამიტომ, ვცდილობდი, კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი. ცოტა კი მეზარებოდა ხოლმე, მაგრამ როცა ვხედავდი, რამხელა მხარდაჭერა მქონდა და როგორ

ია თავდიშვილი, 31 წლის, სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

“სოფელ გურიანთაში, ქმართან და სამ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ძალიან პატარა, 18 წლის გავთხოვდი, მაგრამ გამიმართლა - ძალიან კარგი ოჯახი მყავს. თავიდან, 7-8 წელი, სახლში ვიჯექი, არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ბავშვები რომ წამოვზარდე, მომინდა, ჩემი საქმე მქონოდა და ბიზნესით დავკავებულიყავი. დედაჩემისგან კერვა ვისწავლე, საკერავ მანქანას მივუჯექი და

თამარ წერაძე, 41 წლის, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პანსიონი

„გალში დავიბადე. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ვიყავი. ალბათ, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი აცრა არ გამიკეთეს, 5 წლის ასაკში პოლიომიელიტის ვირუსი შემეყარა. სოფელში ისე ვერ მიმკურნალეს, როგორც საჭირო იყო – ხერხემლიდან არასწორად ამომიღეს დიდი რაოდენობის სითხე და რაღაც ნაწილი მაშინ დაზიანდა. მას მერე, ფეხზე აღარ დავმდგარვარ. ამ მდგომარეობის გამო,