Author: women

მარიამ ავაქოვი, 24 წლის, თბილისი

„მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც ორი პარალელური კლასი გაგვაერთიანეს. მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, აქტიური მოსწავლე ვიყავი. მუდმივად კითხვებს ვსვამდი, კარგ ქულებს ვიღებდი და ძალიან კარგად ვსწვალობდი. სწორედ ამიტომ და კიდევ, ვფიქრობ, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო, ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ისინი, ვისაც სწავლა არ უნდოდა და მასწავლებლის მოსმენა,

ნათია ლაბაძე, 24 წლის, ბათუმი

„2015 წლის 18 ივლისს, 22 წლის ასაკში, ჰონგ-კონგის პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემის ხიდურაზე პირველად ჩამოვართვი ხელი კაპიტანს, რომელმაც მითხრა „კეთილი იყოს შენი მობრძანება გემზე. მშვიდობიან ცურვას გისურვებ“ „ჩემს ოჯახში ყველა მეზღვაურია. მამაც და ძმაც. ბიძებიც. თუმცა მემედ აბაშიძის გემის დაღუპვას ჩინეთის ზღვაში, ბიძების სიცოცხლე შეეწირა.

ლელა ხარშილაძე, 38 წლის, მარნეული

მე მეშვიდე, ყველაზე პატარა შვილი ვარ ოჯახში. ჩემი ერთ-ერთი და 21 წლით დიდია ჩემზე. ის და დედაჩემი ერთდროულად იყვნენ ორსულად. მერე ჩემი და მიყვებოდა ხოლმე, რომ თავიდან ვბრაზდებოდი, მეც ორსულად რომ ვიყავი და დედაცო, მაგრამ დავიბადე მე და მომყვა ჩემი დის შვილი

ქეთო ნინიძე, 34 წლის, მარტვილი

„შეიძლება ცოტა არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები და გაზრდილები. ამას წინათ გავაცნობიერე, რომ ჩემი პროფესიული ინტერესებიც, სწორედ, ამ თემებს უტრიალებდა - რომანტიზმი ლიტერატურაში, სენტიმენტალური რომანი, ბუკოლიკური და პასტორალური პოეზია, ღვინის ჟურნალისტიკა

მანანა ბოლქვაძე, 31 წლის, ბათუმი/წალკა

„ყოველ დილით, სანამ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად წავალ, ზღვის სანაპიროზე ვჯდები, ვაკვირდები ტალღების მოძრაობას და ვფიქრობ იმ ოცნებეზე, რომლებიც ავიხდინე და იმაზეც, რომელსაც მომავალში აუცილებლად ავისრულებ.“ „13 წლის დამნიშნეს“ „ჩვენი ოჯახი ხულოდან მეწყერის შედეგად მოხვდა წალკაში. დღე არ გავიდოდა „მაჭანკალი“ რომ არ მოსულიყო ჩვენთან სახლში, ჩემი ხელის სათხოვნელად.

ხათუნა სამნიძე, 38 წლის, ბათუმი/თბილისი

„ეს ის შემთხვევაა, როცა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას კი არ იღებ, არამედ ისეთი ვითარებაა, რომ ხვდები, რასაც აკეთებ, გინდა მომავალშიც აკეთო, პოლიტიკა ქვია. ვსწავლობდი გერმანიაში, უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, როცა ბავშვიც თან წავიყვანე (2 წლამდე ბებიასთან იზრდებოდა ბათუმში), სამსახურიც ნაპოვნი მქონდა. და ამ დროს, საქართველოში მოხდა ე.წ.

ნინო ისაკაძე, თბილისი

„ზაფხულის ერთ დღეს მარტო ვიყავი სახლში და კაკუნზე გავაღე კარი. კარებში იდგა საშუალო სიმაღლის სიმპატიური ქალი. იკითხა ლამარა თუ აქ ცხოვრობსო, ვერ ვიცანი

კამილა მამედოვა, 32 წლის, მარნეული

"დაბადება --------------- მე უფროსი და-ძმა მყავს და ნაბოლარა შვილი ვარ ოჯახში. არასოდეს მიგრძვნია, რომ არასასურველი ბავშვი ვარ ჩემი სქესის გამო, მაგრამ მამაჩემს სულ ვეუბნებოდი - შენ, ალბათ, მესამე ბიჭი გინდოდა-მეთქი და ისიც მეხუმრებოდა - არა, ვიცოდი მეოთხეც გვეყოლებოდა, მაგრამ დედამ აღარ გაგვიჩინაო. ჩემს საგვარეულოში ყველაზე პატარა ვიყავი. ამის

თამარ (ბუდე) აბრამიშვილი, თბილისი

„აქ, ახლა სადაც ვცხოვრობ კასპის სოფლის ახალქალაქიდან მოვხვდი. იქ ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი, სკოლაც იქ დავამთავრე და შემდეგ ტექნიკუმში ვსწავლობდი, რომლის დამთავრების შემდეგ კავშირგაბმულობაში გამანაწილეს ოპერატორად. ეს საერთო საცხოვრებელიც კავშირგაბმულობას ეკუთვნის და ამიტომ მოვხვდი აქ. თუმცა, ის ჩემი სამსახურიც დაიხურა და დავრჩი ასე

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com