Author: women

სესილი ღვინჯილია, 21 წლის, თბილისი

„განსხვავებული ვარ თუ არა? ვერ მივხვდი ამ შეკითხვას. არ ვიცი, რას ნიშნავს იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა. სიამოვნებისგან ვტირი, როცა მოცარტს ვუსმენ - ბედნიერ დროს მაგონებს, რომელიც ბათუმში გასტროლებზე გამიტარებია და მომავალსაც, სადაც კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები. „ჩემი პირადი ცხოვრება“ - ასე დავარქვი დღიურს,

ნაცო ბერიძე-გაბაიძე, 33 წლის, ბათუმი

"გვარი --------- ჩემს თავზე საუბარი მინდა დავიწყო იმის აღნიშნვით, რომ ფემინისტი ვარ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემს თავს ფემინისტად ვაიდენტიფიცირებ, რაზეც, ალბათ, ჩემი გვარიც მეტყველებს - ჩემი და გარდაცვლილი ქმრის გვარი ჩემს ფემინისტობასთან ერთად ზუსტად იმ ევოლუციას ასახავს, რაც გავიარე. ბევრჯერ უკითხავთ, განსაკუთრებით ბოლო დროს, შევიცვლი

მელანო წიწილაშვილი, სოფელი მერჯევი, საჩხერის მუნიციპალიტეტი

„2000 წლიდან ვმუშაობ მერჯევის სკოლის პედაგოდად, მაქვს 17 წლიანი სტაჟი, ვასწავლი ფიზიკა-მათემატიკას. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩიეს. 12 კანდიდატიდან ერთადერთი ქალი ვიყავი. ჩემი გამარჯვება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. უდიდესი როლი ჩემმა ოჯახმა და მისმა წარსულმა ითამაშა. ჩემი მეუღლის ბაბუა და ბებია დამსახურებული პედაგოგები იყვნენ,

ლალი ხანდოლიშვილი, 51, სიღნაღი

მახსოვს ის განცდა, გამთენიისას, სიღნაღის ტაძრიდან, დილის წირვისას სახლში რომ ვბრუნდებოდი, როგორი ამაყი და ქედმაღალი ვიყავი, რომ სოფელს ეძინა, მე კიდევ, “ვიშ ნაღვაწი, ნაამაგარი, სხვებისთვის მლოცველი მოვდიოდი

ნათია (ფრიდა) ბოლქვაძე, 36 წლის, ბათუმი

„რაკუშკებიან კაფეში ვარ, ფრიდასთან“ - ასე უთხრა ტელეფონში ერთმა ჩვენმა კლიენტმა მეგობარს. მას მერე კაფეს „რაკუშკები“ დაერქვა, მე - ფრიდა. ჩემი ხელით მოხატული და გაფორმებული კაფის ფერები - ყვითელი, ცისფერი და თეთრი ფერები - მექსიკურია. ჩემი ნაწნავები და თმაში გაბნეული ყვავილები - ფრიდასეული. ამით გაითვქა

ანა კუბლაშვილი (Newa), 27 წლის, თბილისი

"მუსიკალურ ოჯახში ვარ გაზრდილი და ამიტომ, მუსიკასთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა. 4 წლიდან ხან ვმღეროდი, ხან ფორტეპიანოზე და დრამზე ვუკრავდი. მოკლედ, ბევრი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული და ყველა ჟანრის მუსიკა მომისინჯავს. ელექტრონული მუსიკა ადრეული ასაკიდან მიზიდავდა და მაინტერესებდა, მაგრამ მუსიკის კეთება უზბეკეთში ცხოვრებისას დავიწყე, სადაც მშობლებთან ერთად

სალომე საღარაძე, 22 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან მიყვარდა ბურთის თამაში. სულ აქტიური ვიყავი. მაშინ, როდესაც გოგოები ბიჭებს ეპრანჭებოდნენ, მე ბურთს ვეპრანჭებოდი. მამამ შემაყვარა სპორტი, 9 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. ხობში, სანამ გუნდი არ იყო და შეიქმნებოდა, მამა მავარჯიშებდა. თამაში რომ დავიწყე, მეზობლებისგან იყო დამოკიდებულება, რომ „გოგოა და რას ერჩით?!“, მაგრამ არ მაინტერესებდა სხვისი

ნათელა სოსელია. 87 წლის. სოფელი გუდავა, გალის რაიონი.

„ნახევრად ცარიელი იყო ჩვენი სოფელი იმ ღამით. უკვე დაძინებას ვაპირებით მე და დათიკო, ვიღაცამ კარზე რომ დაგვიბრახუნა. გაიქეცით, დაიმალეთ სადმე, აფხაზები მოდიან და ვინც დარჩენილები არიან, ყველას კლავენო. როგორც ვიყავით ჩაცმულები ისე გავიქეცით. მე პერანგი მეცვა და ხალათი, ფეხშიშველი ვიყავი. მარტო სანთლის ჩაქრობა მოვასწარი, სახლი

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com