Author: women

მარი კორკოტაძე, 35 წლის, თბილისი

„დათა ჩემი პირველი შვილია. ახლა რვა წლისაა. მქონდა ძალიან ჩვეულებრივი და მშვიდი ცხოვრება, ვზრდიდი ჩემს შვილს წყნარად, მერე გავაჩინე მეორეც და როცა ორი თვის გახდა, იმდენად აქტიური და კონტაქტური იყო, დათას ბავშვობასთან დავიწყე შედარება და სულ ვამბობდი, რომ დათა ამ ასაკში ასეთი არ იყო. ბავშვებს

მაგდა კალანდაძე, თბილისი

„იმის გამო, რომ ქვიარ აქტივისტი ვარ, მეტწილად თავს ამაყად და ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა არანაკლები სიძლიერით განმიცდია ჩაგვრა და გარიყვა. შეიძლება, პირველი ვარიანტი უფრო დიდი დოზითაა, რაოდენობრივად რომ ავიღოთ, მაგრამ ხარისხობრივად ძალიან ძლიერია ეს ჩაგვრა და დამთრგუნველია გარიყულად ყოფნა. ვიყო ქვიარი ნიშნავს, რომ ჩემთვის

ნატალია ცერცვაძე, ექიმ-გინეკოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისი

„ჩემი მოღვაწეობა სამედიცინო დარგში დაიწყო მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებიდან მოსკოვში, სადაც გინეკოლოგური განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი მოსკოვის 26-ე სამშობიარო სახლში. სამოქალაქო ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქ. თბილისში გადმოვედი და გლდანის რაიონის ქალთა კონსულტაციის გამგედ დავინიშნე. 1970 წლიდან დღემდე ვმუშაობ ექიმ-გინეკოლოგად. ასევე, ოჯახის დაგეგმვის მიმართულებითაც. გავრცელებულია

ანამარია ბრაგვაძე, 23 წლის, თბილისი

„სტუდენტი ვარ. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულებაზე და ვარ დამამთავრებელ კურსზე. სწავლის პარალელურად ვმუშაობ ბარმენად. ჯერ სულ სამი თვეა, რაც ბარმენობა დავიწყე და ორ სამსახურში ვმუშაობ, მაგრამ მანამდე ბევრგან მიმუშავია სტუდენტობის პერიოდში. ძირითადად, მომსახურების სფეროსა და არაფორმალურ სექტორში მიწევდა

ცია ლაბაძე, 23 წლის, ზესტაფონი

„ბავშვობიდან იმ თევზივით ვარ, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ ცურავს. ხშირად უთქვამს დედას, რომ ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა თუ ასეთად დავრჩებოდი. ყოველთვის განვსხვავდებოდი იმ სოციუმისგან, რომელშიც ცხოვრება მიწევდა. არ შემიძლია უმრავლესობასავით, ადამიანების წარმომავლობის, ეთნიკურობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან თუნდაც რელიგიის მიხედვით მსჯელობა. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვერც ადამიანის ჩაცმულობით,

შალალა ამირჯანოვა, 19 წლის, მარნეული

„მე შალალა მქვია. „შალალა“ ჩემს ენაზე ჩანჩქერს ნიშნავს. ერთადერთი გოგო ვარ ჩემი ყოფილი კლასიდან, ვინც გათხოვილი არ არის. გასულ წელს ექსტერნად დავამთავრე მარნეულის სკოლა და ილია უნიში ჩავაბარე მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციოლოგიაზე. რომ ჩავაბარე, ერთი წელი მარტო ქართულს ვსწავლოდი. მეორე წელს დავიწყე საგნების სწავლა. დედაჩემის

გვანცა აფხაიძე, 25 წლის, თბილისი

„20 წლის ვიყავი, როცა, სრულიად შემთხვევით, მივედი ექიმთან, რადგან მეგონა, რომ მქონდა ფარისებრი ჯირკვალი და აღმოჩნდა ლიმფომა ბოლო სტადიაში

მარიამ თოფჩიშვილი, 18 წლის , გორი

„სულ თავიდან ფემინიზმი გორის ახალგაზრდულ ცენტრში აღმოვაჩინე, რომელიც გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა. ამ ცენტრში რამდენიმე შეხვედრაზე გაჟღერდა სიტყვა „ფემინიზმი“. თავიდან, ნამდვილად, ტერმინის დონეზეც კი არ ვიცოდი მისი მნიშვნელობა. უბრალოდ, იმ პრობლემებს, რასაც გენდერული და ფემინისტური პრობლემები ქვია, ვგრძნობდი სკოლაში, გარემოში, რაღაც დონეზე, შეიძლება

ნინო კიკნაძე, 37 წლის, თბილისი

„2006 წლიდან ჩემი პროფესიული სამუშაო ჯანდაცვის სისტემაში ადამიანის უფლების დაცვას უკავშირდება. ჩემი პირადი გამოცდილებით და პროფესიული ინტერესით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშების მიმართულებით გარკვეული ცოდნა დავაგროვე, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში ამ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და მათი მხარდაჭერის კუთხით მინდა გამოვიყენო. ბავშვები ყოველთვის ძალიან მიყვარდა,

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com