Author: women

მადონა (მარგარიტა) ნაროუშვილი, 60 წლის, თბილისი

„ვმუშაობდი სენაკის ხალიჩების კომბინატში, მქსოველად. საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. სულ კაცები მუშაობდნენ და მე - ერთი ქალი ვმუშაობდი უზარმაზარ დაზგაზე. ეს იყო ქარხნული ხალიჩების წარმოება და ვქსოვდი ამ დიდ ხალიჩებს. მსიამოვნებდა იმ ფაბრიკაში მუშაობა, ქალურ საქმეებს ვერ ვერგებოდი. ხელფასიც კარგი მქონდა, გამომუშავებაც და სახელიც და

ნატალი გაფრინდაული, 16 წლის, ქვემო ალვანი

„ხშირად მესმის, რომ ახალგაზრდობა ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, რადგან შეცდომების დაშვება ყველაზე მეტად ამ დროს არის მიღებული. ჩვენ ხომ მათ ხარჯზე ვსწავლობთ და ვყალიბდებით პიროვნებებად. შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი, ოცნებები მიზნებად ვაქციოთ და შევიქმნათ სასურველი მომავალი. თუმცა, ჩემი აზრით, ახალგაზრდობა რთული უფროა, ვიდრე კარგი, რომელსაც პატარა ასაკთან ერთად

ბაია აბულაძე, 23 წლის, სოფელი ობჩა, ბაღდათი

„ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ამჟამად ყველაზე მეტად დაკავშირებულია მევენახეობა-მეღვინეობასთან. ეს არის ის, რაც უკვე დიდი ხანია მაინტერესებს, თუმცა მეწარმეობის, მომგებიანობის კუთხით ეს საქმე სულ ახლახანს დავინახე. სხვათაშორის, 1 წელია უკვე, რაც ჩემი სახელობის ღვინო ჩამოვასხი. მახსოვს, ლიტვაში

ქეთი ოქიტაშვილი, 47 წლის, თბილისი

„33 წლის ვიყავი ნიკუზე რომ დავფეხმძიმდი. პრობლემური ორსულობა მქონდა. ორსულობის 32-ე კვირაზე, ჩემმა მეანმა კატეგორიულად მოითხოვა ორსულობის შეწყვეტა, რადგან ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ იქნებოდა. ქმრის ოჯახმაც მითხრა, თუ ბავშვს არ მოვიშორებდი, ჩემს ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე - ამის გაგონება არც კი მინდოდა, რადგან

მაია გოჩაშვილი, 45 წლის, ცხინვალი/წეროვანი

„მე დევნილობის „პირველ ტალღაში“ მოვყევი, 91 წელს წამოვედი ცხინვალიდან და მას მერე არ ვყოფილვარ ჩემს ქალაქში. დედა მყავს ახალგორის რეგიონიდან, შესაბამისად, იქაც დავკარგე ჩემი საყვარელი ადგილი. 2008 წლის ომის შემდეგ ვცხოვრობ წეროვანის დევნილთა დასახლებაში დედასთან ერთად. დავიბადე და გავიზარდე ცხინვალში. იქ ვსწავლობდი სკოლაში. ცხინვალის ინსტიტუტში მხოლოდ

მარიამ ქებაძე, 14 წლის, პანკისის ხეობა

"7 თვე იქნება, დაახლოებით, პანკისში რაც ვცხოვრობ. ორწლინხევრის ვიყავი დედა და მამა რომ დაცილდნენ ერთმანეთს და ვცხოვრობდი მამასთან ყვარელში. რამდენიმე წელი დედა არც კი მყავდა ნანახი, ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო მშობლებს შორის. ბევრი სასამართლო შედგა, რომ დედასთან ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. რთული იყო ეს

მერი ლეჟავა, 98 წლის, თბილისი

„24 წლის ვიყავი მეორე მსოფლიო ომის დროს კომისარიატიდან გაწვევა რომ მომივიდა და ჩვენი პოლკი უკრაინაში წაიყვანეს, თუმცა მანდ სულ 2-3 დღე მოგვიწია გაჩერება. პროფესიით ექიმ-სტომატოლოგი ვიყავი, რეგისტრაციაში გაგვატარეს და მერე გვითხრეს, რომ ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით. გამიხარდა ძალიან, რა თქმა უნდა, ამას რა სჯობდა. დაბრუნების შემდეგ

ხატია გოგალაძე, 20 წლის, გორი

„ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსელი იუნკერი ვარ. დავაზუსტებ, რომ ამ აკადემიის სტუდენტებს ჰქვიათ იუნკერები და ეს არის ტრადიციული სახელი, რადგან კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაიღუპნენ იუნკერები. ესენი იყვნენ პირველი აკადემიის წარმომადგენლები და 2013 წლიდან, ახალი აკადემიის სტუდენტებსაც ოფიციალურად დაერქვათ იუნკერები. აკადემიის დამთავრების შემდეგ ვხდები ლეიტენანტი. მინიმუმ, ექვსი წელი

შორენა კრაველიძე, 40 წლის, მარნეული

„მე დავიბადე ზურგის ტვინის თიაქარით და ერთი წლის ასაკში ხერხემალზე ოპერაცია გამიკეთეს. მანამდე ჩვეულებრივად ვვითარდებოდი. ფეხებსაც ვამოძრავებდი. არასწორი ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი, ჩემს მშობლებს გამოუცხადეს, რომ ოპერაციამ უშედეგოდ ჩაიარა. ახლანდელი დრო რომ ყოფილიყო, იმ ექიმებს მოეთხოვებოდათ პასუხი იმიტომ, რომ ადამიანი კიდურებს ამოძრავებს, ფეხზე დგება და

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com