Author: women

თურაჯ იბრაჰიმოვა, 30 წლის, მარნეული

„დავიბადე და გავიზარდე ჯანდარაში, ეს არის დაბა ქ. მარნეულში. სკოლაც ჯანდარაში დავამთავრე. სწავლის პერიოდში ქართული ძალიან ცუდად ვიცოდი, თუმცა მისი ცოდნა დიდად არც მოგვეთხოვებოდა. მოგვიანებით, ნელ-ნელა ამ კუთხით სიტუაციაც შეიცვალა და ქართული ენის ცოდნაც სავალდებულო გახდა, რადგან სახელმწიფო ენაა, გვჭირდება და ა.შ სკოლის დამთავრების შემდეგ

ვენერა მარტყოფლიშვილი, 63 წლის, გარდაბანი

"14 წლის გავთხოვდი, რომ იტყვიან, სიყვარულით. არ ვიცი რა ჭკუაზე ვიყავი, 8 კლასიც არ მქონდა დამთავრებული მაშინ

ნათია ნინიკელაშვილი, 35 წლის, თელავი/თბილისი

„სულ მქონდა იმის განცდა, რომ „არავისშვილი“ ვიყავი. თელავში დავიბადე 1981 წელს. დავიბადე უმამოდ. იმ პერიოდში, მე როცა გავჩნდი, მამას სხვა ოჯახი ყავდა და დედა ჩემი მუცლად ყოფნის პერიოდში მიატოვა. წარმოგიდგენიათ, დედამ ეს ნაბიჯი რა პერიოდში გადადგა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვი გააჩინა. რამხელა სითამამე იყო ეს

ნანა გარჯიკაული, 53 წლის, თელავი

"მე დედისერთა ვარ თვითონ და ძალიან მაკლდა, რომ დედმამიშვილები არ მყავდა. ამიტომ ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი, არანაკლებ სამისა. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოება ფიქრობს, ბიჭი აუცილებლად უნდა გყავდეს, მეტყოდნენ ხოლმე - „აა, ბიჭის გამო გააჩინე?“. მართლა შეურაცხმყოფელი იყო და ძალიან ვბრაზდებოდი ხოლმე ამაზე. რაც შეეხება ოჯახში

ნინო ხაჟომია, 40 წლის, თბილისი

„ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით წესით უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული. ყველამ ვიცით, რომ

ნენე დალაქიშვილი, 40 წლის, თბილისი

„22 წლის გავთხოვდი და 7 წელი ვიცხოვრე ჩემგან სრულიად განსხვავებულ ადამიანთან ერთად. ჩემს უფროს შვილს, მარიამს აქვს ჰიდროცეფალიის დიაგნოზი და ეს იყო სამშობიარო ტრავმა. სამშობიაროდან სახლში გამომატანეს როგორც ჯანმრთელი, არავის უთქვამს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა. მახსენდება მშობიარობის დროს როგორ მედგა პედიატრი თავზე და მკაცრად მეუბნებოდა:

ლეილა ბექაური, 62 წლის, პანკისის ხეობა

„პროფესიით ფილოლოგი ვარ, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი სკოლაშიც და დუისის საგანმანათლებლო ცენტრშიც. მე არ ვიცი, რამდენად საინტერესოა ჩემი ნაამბობი თქვენთვის, მაგრამ რადგან პედაგოგი ვარ და სკოლასთან მაქვს შეხება, პანკისის ხეობის ახალგაზრდების პრობლემებზე მინდა საუბარი. თითქმის 10 წელია ბავშვებს ვამზადებ და ხეობის ყველა აბიუტურენტთან მქონია

მზია ბებოშვილი, 18 წლის, თბილისი

„სანამ ძიუდოზე დავიწყებდი სიარულს, ტანვარჯიშზე დავდიოდი მშობლების სურვილით. ჩემს სკოლაში ვიცოდი რომ რაღაც სპორტული წრე იყო და ჩავედი სანახავად, ძიუდოს წრე აღმოჩნდა. პირველად რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ძალიან მომინდა მეც ვმდგარიყავი ტატამზე და მეასპარეზა. თუ სწორად მახსოვს 11 წლის ვიყავი მაშინ. სახლში მისვლისთანავე, მშობლებს

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com