Author: women

ისკრა ოსვალდ, 93 წლის, თბილისი

„ომი! რა საშინელი სიტყვაა და წარმოიდგინეთ მისი გადატანა როგორი იქნებოდა. 1941 წლის 22 ივნისი იყო. მე მაშინ მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი. ჩვენს ეზოში, სადაც ვცხოვრობდი, ხეზე რადიო იყო დამონტაჟებული და აცხადებდა სიახლეებს. იმ დილასაც გამოაცხადეს, რომ ფაშისტურმა გერმანიამ გადმოლახა ჩვენი საზღვრები და დაიწყო ომი. იმ

ლინდა გუნაშაშვილი, 18 წლის, პანკისი

„ჩეჩნეთში დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი და. ძალიან პატარები ვიყავით, იქ ომმა რომ მოგვისწრო და სხვა ლტოლვილებთან ერთად საქართველოში გადმოგვიყვანეს მშობლებმა. მას მერე პანკისის ხეობაში ვცხოვრობთ დედასთან ერთად და ახლა უკვე 6 დედ-მამიშვილი ვართ. მამა უკრაინაში არის სამუშაოდ წასული და იქიდან გვეხმარება. ჩვენი აღმსარებლობა ისლამია. ამ

ელენე დარიანი (ბაქრაძე) 1897-1979 /პოეტი

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც “დარიანული ციკლის” სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა “ქალურ” ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო

ლალი, 46 წლის, გალი

„რომ არა დევნილობა, პირადად მე, ზუსტად ვიცი, რომ იმ გზით არ ვივლიდი რა გზითაც მომიწია სიარული. მთელი ჩემი ცხოვრების სირთულეები მიეკუთვნება დევნილობის პერიოდს. სულ პატარა იყო ჩემი შვილი, წლის და 6 თვის. მე პროფესიით პედაგოგი ვარ და გალში ვმუშაობდი. მაშინ პედსაბჭოზე ვიჯექი, როდესაც განგაში ატყდა.

მაკა მოსიაშვილი, თელავი

„ყველაზე მეტად რისი გახსენებაც არ მინდა, ჩემი პატიმრობის პერიოდია. ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ვისაუბრე და ამოვწურე ეს თემა, მაგრამ როდესაც ჩემი ისტორიის მოყოლა მიწევს, მაინც მიხდება იმ პერიოდის მოგონება. საპატიმროში რომ მოვხვდი, გარეთ სამი მცირეწლოვანი შვილი დავტოვე

ქეთი ყაჯრიშვილი, 48 წლის, თბილისი

„წლების განმავლობაში თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვმუშაობდი. იცით ეს რა პერიოდი იყო? ხანდახან ვაკიდან ფეხით მივდიოდი საბურთალოზე. აღებულ მცირე ხელფასს, კუპონები რომ ერქვა, დედას ვაძლევდი ჩვენი კვებისთვის. ვცდილობდი, უკეთესი ვყოფილიყავი ჩემს საქმეში და ჩემი მწირი ხელფასის ნაწილს გადამზადების კურსებში ვიხდიდი, რომელიც არც თუ იაფი ღირდა.

რუსა ჩხაიძე, 29 წლის, ბათუმი

"15 წლის ასაკში გავიკეთე ფეხის ამპუტაცია. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაგრამ, ალბათ, ბავშვურად ბოლომდე გაუცნობიერებელი. ამიტომ, ძალიან სწრაფად გაიარა ამ რთულმა პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში. 16 წლის ასაკში გავიკეთე დამხმარე საშუალება ე.წ. „პროტეზი“. ძალიან კარგად მოვირგე და მალე შევეგუე ამ უცხო სხეულს, რამაც მეტი საშუალება მომცა

სალომე საღარაძე, 37 წლის, ბათუმი/თბილისი

„რეჟისორობა ყოველთვის მინდოდა. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში გაიხსნა კინოსარეჟისორო და როცა პირველად გამოაცხადეს მიღება, კულუარული ინფორმაცია გაჟღერდა - გოგონებს არ ღებულობენო. ინსტიტუტში თვლიდნენ, რომ გოგოს საქმე არ იყო კინორეჟისორობა. ერთი გოგო იყო იმ წელს თურმე, ვისაც უნდოდა ჩაბარება და ურჩიეს, რომ კინომცოდნეობაზე გადაეტანა საბუთები. მართლაც, პირველ

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com