Author: women

ელენე ლუხუტაშვილი, 88 წლის, თელავი

„დედა იყო პედაგოგი ქალი, თავმომწონე და ლამაზი. მაგრამ როდესაც ჩვენ გაგვაჩინა, ტყუპები, დადამბლავდა მშობიარობის დროს. ამის მერე ქმარმა მიატოვა და დარჩა მარტო სამ შვილთან ერთად - სამი წლის ჩემი ძმა და ჩვენ ახალდაბადებული ტყუპები. 1930 წელი იყო, შიმშილის წელი. ჩემი ძმა და ტყუპისცალი შიმშილით გარდაიცვალნენ

მანანა, 31 წლის, გალი

„მძაფრად მახსოვს ის მომენტი, როდესაც სახლს ვტოვებდით. მაშინ 9 წლის ვიყავი. ბევრი ცუდი მოგონება მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მეტად დედაჩემის სახე დამამახსოვრდა, როდესაც ვუყურებდი როგორ ტიროდა. იმ დროს ვაცნობიერებდი რაც ხდებოდა. ვიცოდი რომ ომი იყო, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავით და ასეც მოხდა

მონიკა ქობალია, 15 წლის, ზუგდიდი

„მინდა რომ ერთხელ მაინც გადავუშალო ადამიანებს გული საკუთარ ცხოვრებაზე და კარგი იქნება ჩემი მსმენელები, ქალები თუ იქნებიან. 8 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა. მე და დედიკო დავრჩით. იმისათვის, რომ სკოლაში სრულფასოვნად მესწავლა, ჩამეცვა, სასკოლო ნივთები მეყიდა, შემოსავალი გვჭირდებოდა. მანამდე მამა არაფერს მაკლებდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ

იზოლდა მაჭავარიანი, 59 წლის, თელავი

„სკოლის დამთავრების შემდეგ, ძალიან მინდოდა სტომატოლოგიურ ტექნიკუმში ჩაბარება, მაგრამ სასწავლებელი არ იყო ადაპტირებული ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის საქართველოში. რუსეთში იყო, მე უკვე გათხოვილი ვიყავი და იქ სასწავლებლად ვერ წავედი. შემდეგ ჭრა-კერვა ვისწავლე და შემეძლო ყრუთა სკოლაში ეს მესწავლებინა, მაგრამ მასწავლებლები ამ სკოლაშიც სმენიანები იყვნენ და

ეკა მიქენაია, 41 წლის, ზუგდიდი

„ჩემი მიწასთან ურთიერთობა, 2011 წლამდე მხოლოდ ქოთანში ჩარგული მცენარეებით შემოიფარგლებოდა. მთელი ბავშვობა თეთრი შურით მშურდა კლასელი ბავშვების, შაბათ-კვირას სოფელში რომ გარბოდნენ. ვიდრე 2011 წელს მეგობრის, ნანი ფიფიას სოფელ ჩხორიაში USAID/NEO პროექტის ფარგლებში მარწყვის გაშენების საგრანტო კონკურსში არ მივიღეთ მონაწილეობა. პროექტში გავიმარჯვეთ და ერთ-ერთი პირველები ვიყავით

ნუნუ ბერია, 80 წლის, თელავი

"ბავშვობიდანვე მიყვარდა თოჯინების კეთება. მე ზესტაფონელი ვარ, არდადეგებზე ვისვენებდით ხოლმე სოფელში და იქ სიმინდის ღეროსაგან დავიწყე თოჯინების გაკეთება, კაბებს ვუკერავდით და ასე ვერთობოდით. მაშინ არ იყო არც ტელევიზია, არც რადიო და რაღაცით ხომ უნდა გავრთობილიყავით?! მერე უკვე სწავლა რომ დაიწყო და უკვე დიდი გავხდი, ამას

ციცინო გაურგაშვილი, 49 წლის, პანკისის ხეობა

„დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, პანკისის ხეობაში. თუმცა მერე, 4 წელი ჯერ რუსეთში ვსწავლობდი და მერე უმაღლესი ჩეჩენ-ინგუშეთში დავამთავრე. ჩემი მომავალი ქმარიც იქ გავიცანი. უკვე დაძაბული პერიოდი იყო ჩეჩნეთში, 93 წელი იდგა. ჩემი ქმარი ჯოჰარ დუდაევის ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. მაშინ უკვე პირველი შვილი შეგვეძინა.

ანა მოზაიძე, 15 წლის, ნათია ნაკვეთაური, 17 წლის, ზემო ალვანი

ანა: „ პატარა ვიყავი მშობლებმა მუსიკალურში რომ შემიყვანეს. ეს მუსიკალური, ზუსტად სტადიონის წინ იყო და როცა გამოვდიოდი, საათობით ვიდექი და ვაკვირდებოდი, ბიჭები როგორ თამაშობნენ ფეხბურთს. მასწავლებელს შეუმჩნევია და დედაჩემისთვის უთქვამს, მგონი ფეხბურთი ძალიან აინტერესებსო. დედას არ უნდოდა ჩემი ფეხბურთზე შეყვანა. სანაცვლოდ, ჯერ ქართული ცეკვები შემომთავაზა,

ფატიმა რომანოვა, 27 წლის, თბილისი

„დავიბადე მამრობითი სქესის, თუმცა ვარ ინტერსექს ადამიანი, ანუ ადამიანი, ვისაც აქვს xx ქრომოსომა. სხვებს ბავშვობიდანვე არ ვგავდი და ამას ყველა მატყობდა ოჯახში, მითუმეტეს იმის პირობაზე, რომ 8 დედმამიშვილიდან, სადაც 4 ბიჭია, ყველაზე გამორჩეული მე ვიყავი. ჩამოყალიბების პროცესში მეტყობოდა, რომ სხვანაირი აღნაგობა მქონდა: გამოკვეთილი წელი, მკერდი,

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com