Author: women

მაია ქარცივაძე, 40 წლის, ქობულეთი (ჩვენი რესპოდენტის, ანა კენჭაძის დედა)

„27 წლის ვიყავი მეზობელმა, ჩხუბში ქმარი რომ მომიკლა. იმ პერიოდში 2 მცირეწლოვანი შვილი, 1 წლის ანა და 6 წლის მარიამი, დამრჩა, ასევე ავადმყოფი, საწოლს მიჯაჭვული დედამთლ-მამამთილი. მე კიდევ ერთადერთი მარჩენალი და მზრუნველი ადამიანი აღმოვჩნდი, რომელსაც მთელი ოჯახისთვის უნდა მოევლო. იმ პერიოდში ბავშვებს მარჩენალმოკლებულის პენსია დაენიშნათ

ლიკა ბარაბაძე, 31 წლის, თბილისი

"იმ გამოწვევებზე მინდა ვისაუბრო, რაც შვილის დაბადებისას გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვი 11 თვის ხდება და ახლახანს დავინახე გვირაბის ბოლოს სინათლე , მაგრამ ჯერ ვერ ვიტყოდი, რომ უკვე დავძლიე პრობლემები. ამ გამოწვევებიდან ერთ-ერთია საკუთარი თავის პოვნა, ანუ ვინ ვარ მე ახალ როლებში და ვინ ვარ მე,

ციცინო შენგელია, 31 წლის, ზუგდიდი

„2003-2008 წლებში ბანკში ვმუშაობდი საკრედიტო ოფიცრად. პირველად სწორედ იქ გავიაზრე, რამდენი ქალი ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი სამუშაო ადგილებზე. პირველად მაშინ გავოცდი, როდესაც კონტრაქტი წავიკითხე, რომელშიც საკუთარი კაბის სიგრძე მილიმეტრებით იყო გაზომილი. გარდა ამისა, სამეგრელოში, ზუგდიდში, იმ პერიოდში 3 გოგო ვიყავით მხოლოდ ამ თანამდებობაზე და ეს საბანკო

თამუნა ნიკოლეიშვილი, 28 წლის, ქუთაისი

„ჩვენს კულტურაში დაუოჯახებელი ქალი ორ კატეგორიად იყოფა: გაუთხოვარი და გასათხოვარი ქალები. ქალის თავისუფალი ნების მიმართ საერთოდ არ არის ტოლერანტობა. პირიქით, თუ ქალი დაუქორწინებელია გარკვეულ ასაკამდე, ის ხდება საზოგადოებისთვის საეჭვო. მე მუდმივად ვაწყდები ჩემს გარემოში შეკითხვას „ რატომ არ თხოვდები?“ ძირითადად თვლიან, რომ რადგან უკვე მივიღე

მაია რაზმაძე, 43 წლის, თელავი

„თელავში დავიბადე. მამა იყო ყრუ და დედა სმენა დაქვეითბული. მყავდა ბებია, საკმაოდ განათლებული ქალი, რომელმაც გამზარდა და მომცა სხვადასხვა უნარი, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავი იმ გარემოში. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი იყო, სადაც კიდევ უფრო იჩაგრებოდნენ ეს ადამიანები და 80% მეტს ჰქონდა ადაპტაციის პრობლემა. ჩვენთვის კარგი

ივეტა წითაშვილი, 42 წლის, ზუგდიდი

“ვფიქრობ, სიცოცხლის უფლების შემდეგ, არჩევანის უფლება ყველაზე მთავარი უფლებაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ ირჩევენ სად მიიღონ განათლება, სად იმუშაონ, სად წავიდნენ და დაისვენონ და ა.შ. სახელმწიფო (ან საზოგადოება) მიუთითებს მათ კონკრეტულ ადგილებზე, რადგან სხვა ადგილები მათთვის შეუღწევადი და დახურულია. ისინი აღიქმებიან უუნაროებად და არა

ანა კენჭაძე, 14 წლის, ქობულეთი

„ყველაზე მეტად ზაფხული მიყვარს. იმიტომ, რომ ზაფხულის სეზონის დაწყება მიხარია, როცა აქ ბევრი ხალხი ჩამოდის და ძველ მეგობრებს ვხვდები და ახალ ადამიანებს ვიცნობ. ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე ვიკრიბებით ხოლმე. ზაფხულში აქ ყველაფერი გაცოცხლებულია - კაფეები, ბარები, დისკოთეკები. სექტემბრიდან კი ყველა ბრუნდება ქალაქში და ცარიელდება ქობულეთი. მაშინ

მზია ჭანტურია, 60 წლის, გაგრა

„1992 წელს ქმარი გარდამეცვალა, არეულობა დაწყებული იყო უკვე აფხაზეთში. ქმრის გარდაცვალებიდან 40 დღის მერე წამოვედით გაგრიდან მე და ჩემი ორი შვილი, პატარები იყვნენ, გოგო 9 წლის და ბიჭი - 7 წლის. აი, სასეირნო გემები რომ არის, იმით წამოვედით. ამ გემზეც ძლივს მოვხვდით, იმხელა რიგი იყო.

ანიჩკა ბებო, 82 წლის, ხადას ხეობა, სოფელი წკერე

„18 წლის ვიყავი შავები რომ ჩავიცვი: ჯერ მშობლები დამეღუპა, მერე ქმარი, შემდეგ შვილი. წკერე ხადას ხეობის ბოლო სოფელია, მთის წვერზე არის გაშენებული და აქ მას შემდეგ ვცხოვრობ რაც გავთხოვდი. 21 წლისა ვიყავი მაშინ. ახლა ჩემი შვილები და შვილიშვილები ზოგი ქალაქში, ზოგიც ფასანაურის ახლო სოფლებში ცხოვრობენ.

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com