Author: women

ანა კოვალენკო, 35 წლის, თბილისი

„პირველი თაობის ტრანსად ვითვლები. წარმოიდგინეთ, ეძიკას დროს უკვე მქონდა ჩემი იდენტობა. 90-იანების საქართველოში, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, „ძველი ბიჭობის“ პერიოდს გადავურჩი ცოცხალი და აქამდე მოვედი. არ ვიცი, ეს ალბათ ჩემი პიროვნების დამსახურებაც იყო, არ ვიყავი რთულად საურთიერთო ადამიანი, და ალბათ იმისიც, რომ მაშინ ჯერ

ბელა მაღლაფერიძე, ნიუ-იორკი, 34 წლის

„ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს ერთი ასეთი მანტრა გვაქვს: შემოდგამ თუ არა ფეხს JFK-ის აეროპორტში, უნდა განულდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაივიწყო შენი წარსული და თავიდან დაიწყო ცხოვრება. მე არ გამინულებია ჩემი წარსული, არ დამვიწყებია ჩემი მიზნები. თუ რამე გავანულე ამერიკაში ჩამოსვლისას, მხოლოდ ის ამბიციები იყო, რომელსაც

ელენე ჯაფარიძე, 35 წლის, ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი

ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორი იყო ჩემი ცხოვრება ამ ამბებამდე. ვიღაცები ამბობენ, რომ დაისვენეს, რაღაც ახალი აღმოაჩინეს, ვიღაცისთვის რუტინა საერთოდ არ შეცვლილა და განსაკუთრებით ამ ხალხის მშურს, რადგან ჩემი ცხოვრება ამ პანდემიასთან ერთად, ფაქტობრივად, 180 გრადუსით ამოტრიალდა. მყავს სამი შვილი და პირველად დავაფასე სკოლისა და

26 წლის ანონიმი რესპონდენტი გალიდან

„ქალები საქართველოდან“ პერიოდულად შემოგთავაზებთ ქალების ისტორიებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამ ქალებისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეგულებოდეთ სანდო პლატფორმა, სადაც თავის ხმას გააჟღერებენ და სათქმელს მოჰყვებიან. ჩვენი პირველი რესპონდენტი აფხაზეთში მცხოვრები ქალია, რომელმაც საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, კონიფიდენციალურად დარჩენა ამჯობინა. ინტერვიუ ერთ-ერთი საკომუნიკაციო პლატფორმის მეშვეობით, დისტანციურად ჩავწერეთ.

შალალა ამირჯანოვა მარნეული

შალალა ამირჯანოვა მარნეულში, ე.წ. „წითელ წონაში“ ცხოვრობს. ის მოხალისეობრივად ეხმარება მარტოხელა დედებსა და მოხუცებს იმ შემოწირულობით, რომელსაც პასუხისმგებლიანი მოქალაქეები რეგიონში გზავნიან. „ქალები საქართველოდან“-ს გააქტიურებული აქვს ვებრგვერდზე www.womenofgeorgia.ge დონაციის ფუნქცია, რომელიც PayPal- ის მეშვეობით გაძლევთ შესაძლებლობას თქვენც მიიღოთ შემოწირულობის შეგროვებაში მონაწილეობა იმ ქალებისთვის, რომლებიც კრიზისის გამო ყოველდღიური შემოსავლის

ნუცა ჭირაქაძე, 36 წლის, თბილისი

“ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩოში დავიწყე მუშაობა. მალევე აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი და მოულოდნელი სიხარული იმაზე დარდმა შეცვალა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რადგან ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადით ვიყავი დასაქმებული. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ტყუილის თქმას გულწრფელობა სჯობდა და ჩემს უფროსს, ელჩს ვუთხარი, რომ

სოფიო ტუაევი, გორი, დევნილი ცხინვალიდან (დიდი ლიახვის ხეობა)

ჩემი ისტორია არაა მარტივი მოსაყოლი, თუმცა, ვეცდები, მსუბუქი ფორმებით მოვიტანო თქვენამდე. დავიწყებ ღრმა ბავშვობიდან, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო კონფლიქტი ოსებსა და ქართველებს შორის. ვცხოვრობდით მშვიდად და ბედნიერად თბილისში, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი, შერეული ეროვნების ოჯახი. თუმცა დადგა დრო, როდესაც დაიწყო სამწუხარო და ძალიან მძიმე შეცდომების პერიოდი

თეა კუპრაშვილი, თბილისი

"მე მქვია თეა და უკვე 3 წელიწადია არანებაყოფლობით ვცხოვრობ ჩემს თანამგზავრთან ერთად, მას ალოპეცია ჰქვია. მართალი რომ გითხრათ უკვე შემიყვარდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულად დაიწყო. თავიდან სიზმარში მეგონა თავი, როდესაც ერთ დილით თვალი გავახილე და წარბი ვეღარ დავინახე სახეზე. გამალებით ვხუჭავდი თვალებს იმის იმედით, რომ

gorabet.site -
altinclubcasino.com
-

royalbetsclub.com