#ემიგრანტიქალებივირჩევთ2024

კატო მიქელაძე, 46 წლის, ემიგრანტი ნიუ-იორკი, აშშ

,,არასოდეს მიფიქრია ემიგრაციაზე, შესაბამისად, არც ეს გადაწყვეტილება მიმიღია ერთ დღეში. წამოსვლამდე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მქონდა განცდა, რომ შეკრულ წრეზე ვტრიალებდი: აქციიდან-აქციამდე, მუდმივი შეგრძნებით, რომ საფრთხეში ხარ. მუქარა, დაუცველობის განცდა, პროტესტი, უიმედობა… საქართველოდან არც უმუშევრობას გამოვექეცი და არც ფინანსურ პრობლემებს. ვიყავი რეალიზებული და ყოველთვის იმ საქმეს

დარია ფერცულიანი, ემიგრანტი ბარსელონა, ესპანეთი

,,ისევე, როგორც ყველა, ქვეყნიდან გავექეცი სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეს. მინდა ევროპა საქართველოში და საქართველო ევროპაში. სწორედ იმიტომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე, რომ შევცვალოთ ეს მთავრობა, რომელმაც კონსტიტუცია თავზე გადაგვახია და სახელმწიფოს სრულიად შეუცვალა კურსი. პოლიტიკოსებს ვეტყოდი, რომ თქვენ ემსახურებით ხალხს. ხალხი გიხდით ფულს, პატივი ეცით მათ

მაია ფელიშვილი, 50 წლის, ემიგრანტი ნეაპოლი, იტალია

,,ემიგრაციაში იმიტომ წავედი, რომ სახლი არ მქონდა, პენსიის პერსპექტივა მინიმალური იყო და ძალადობის წახალისება ხდებოდა მთავრობის მიერ. ამან მაიძულა, დამეტოვებინა ქვეყანა. მე რომ საქართველოში უკან ჩამოსვლა შევძლო, პირველ რიგში, ევროპულ კურსს უნდა დაუბრუნდეს ქვეყანა, მერე განვითარების გრძელვადიანი გეგმა წარადგინოს მთავრობამ, სადაც ემიგრანტების დაბრუნების რეალური პროგრამები