ადრეული ქორწინება

მარუსა ხახიძე, 86 წლის, ქვემო ალვანი/დიკლო…

ტექსტი თუშურ დიალექტზეა დაწერილი, რადგან ერთი მხრივ მიგვაჩნია, რომ რესპონდენტის მონათხრობის ავთენტურობა უნდა გადმოვცეთ ამ პლატფორმის საშუალებით, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ და ვინარჩუნებდეთ დიალექტს, როგორც ქართული ენის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს. ----------------------------------------------------------------------------------------------------------- მარუსა ხახიძე, 86 წლის, ქვემო ალვანი/დიკლო „განამ თავად ვთხოვდებოდით ჩვენ“ ---------------------------------------------------- "სისწორე უნდ გითხრათ...

0

თამთა აბუსელიძე, 27 წლის, ბათუმი/თბილისი

„„ქალის მოტაცება“ - ასე ვიცოდი 9 წლის წინ. მერე ჩავანაცვლე სიტყვებით „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა“ ჯერ საკუთარ მაგალითზე, მერე უკვე უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე. იქამდე არ მისწავლია, სოფელში სანამ ვცხოვრობდი მოტაცების ამბები უამრავჯერ მსმენია, ცხადია არასოდეს ჩამითვლია, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რომ კანონდარღვევა და...

0

შალალა ამირჯანოვა, 19 წლის, მარნეული

„მე შალალა მქვია. „შალალა“ ჩემს ენაზე ჩანჩქერს ნიშნავს. ერთადერთი გოგო ვარ ჩემი ყოფილი კლასიდან, ვინც გათხოვილი არ არის. გასულ წელს ექსტერნად დავამთავრე მარნეულის სკოლა და ილია უნიში ჩავაბარე მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციოლოგიაზე. რომ ჩავაბარე, ერთი წელი მარტო ქართულს ვსწავლოდი. მეორე წელს დავიწყე საგნების სწავლა. დედაჩემის...

0

ჟუჟუნა გაბაიძე, 59 წლის, ქობულეთი

„3 თვის ორსული ვიყავი, რომ ქვრივი დავრჩი. ძალიან ახალგაზრდამ გავაჩინე ბიჭი და გავზარდე. მართალია ოჯახი მეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში, მაგრამ მეც ბევრს ვშრომობდი: ვმუშაობდი სასათბურე მეურნეობაში. სამუშაოს დასრულებისთანავე მივდიოდი საგზაო დეპარტამენტში და იქ გვიანობამდე ვალაგებდი 12 ოთახს. ამ შრომის შედეგად მივიღე 2-ოთახიანი ბინა ქობულეთში. რადგან დედა...

0

ანა გამისონია, 41 წლის, გალი

„ჩემი ნაადრევი გათხოვება, ალბათ, განპირობებული იყო იმით, რომ მე რატომღაც ვთვლიდი, მზად ვიყავი ამ პასუხისმგებლობისთვის. მაგრამ მერე მივხდი, რომ არც ისე ადვილია, როცა ეს პასუხისმგებლობა არის ცალხმრივი. 16 წლის ვიყავი და ცხადი იყო, რომ ქალები უფრო სწრაფად იღებენ პასუხისმგებლობას ოჯახზე, ვიდრე მამაკაცები. ძალიან ბევრი მომენტი...

0

გული ხურცილავა, 74 წლის, ქობულეთი

„მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ შემიყვარდა. ერთნამეთს არც კი ვიცნობდით, სიმღერებით გადავცემდით გრძნობებს. როცა მის სოფელში ჩავიდოდი, მის მელოდიებს გავიგონებდი და მეც სიმღერებით ვპასუხობდი. ერთხელ, ჯარობაზე, სათამაშო მოედანზე შევხვდით და ცოლობა მთხოვა. შევეხვეწე, სკოლას დავამთავრებ, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარებ და გამოგყვები-თქო. დამეთანხმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამომაკითხა. მაგრამ...

0