თაკო ილურიძე, 24 წლის, გორი
სექტემბერში, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით, იტალიაში წავედი სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. ჩასვლის დღიდან იტალიურს ვსწავლობდი. ამერიკელი ჯგუფელები მყავდა, რომლებიც, ჩემგან განსხვავებით, მხოლოდ 6 თვით რჩებოდნენ რომში და ამიტომ, სულ მოგზაურობდნენ. პანდემია რომ დაიწყო, ჯერ მილანში წავიდნენ და მერე ვენეციის იმ ცნობილ ფესტივალზე, რომელიც თავიდანვე არ გააუქმეს