ქალები და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

თამუნა გახოკიძე, თბილისი, 37 წლის

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე. 2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე...

0

მაკა სუდაძე, 47 წლის, ახალციხე

“33 წლის ვიყავი მე და ჩემი მეუღლე რომ დავქორწინდით. ქალისთვის ეს ის ასაკია, როცა უკვე ყველა გათხოვებაზე ეკითხება. ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, როცა მეკითხებოდნენ - „რატომ არ თხოვდები, რამე პრობლემები ხომ არ გაქვს?!“ და პასუხსაც არ ელოდებოდნენ ხოლმე, ისე იწყებოდა შეგონებები - „გათხოვდი, ოჯახი აუცლებელია!“. მახსოვს,...

0

გვანცა ლაღიძე, 32 წლის, თბილისი

ჩემი დიაგნოზი „ 2011 წელს მკერდის ავთვისებიანი, სწრაფადპროგრესირებადი სიმსივნე, მესამე სტადიაში დამიდგინეს. მაშინ 27 წლის ვიყავი. ჩემი სამსახიობო კარიერიდან გამომდინარე, ინტენსიური გადაღებები დამეწყო. გადაღებებისთვის სხეულის რუჯით დაფერვა დამჭირდა და რამდენჯერმე ვესტუმრე სოლარიუმს. ერთ-ერთი სეანსის შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდი და კაბა გავიხადე, მკერდზე თხილისოდენა სიმაგრე შევნიშნე. ცხადია...

0

ნინო ხაჟომია, 40 წლის, თბილისი

„ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით წესით უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული. ყველამ ვიცით, რომ...

0