ქალები სპორტში

ეთერი კოზინა, 40 წლის, თბილისი/გორი

მამა და თავისუფლება „არასდროს მომწონდა გოგოების სათამაშოები. ჩემი პირველი საჩუქარი სათამაშო მანქანა და თოფი იყო. ძირითადად მამაჩემს მოჰქონდა. მამას ჩემი ბიჭური ხასიათი და თვისებები მოსწონდა და ამით აღფრთოვანებულიც კი იყო. მე ფეხბურთიც მიტაცებდა და ჩემს უფროს ძმაზე უკეთესად ვთამაშობდი კიდეც. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემი მზრდიდა...

0

სტელა ანდრიუკი, 35 წლის, თბილისი

„2013 წელს, ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიაში მოვყევი. მე გონება დავკარგე და მანქანასაც ცეცხლი გაუჩნდა. ახლომდებარე რესტორნის თანამშრომელმა ჯერ მძღოლი გადმოიყვანა და მერე მე. პირველი მე მოვედი გონზე, თავბრუ მეხვეოდა, სახსრის მოტეხილობა მქონდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ისეთი შოკი მქონდა. იმას ვფიქრობდი, მთავარია ცოცხალი ვარ-თქო, ღმერთს...

0

ნინო ბაციაშვილი, 30 წლის, ბათუმი/თბილისი

„ჭადრაკის თამაში მამამ მასწავლა. ოთხი და-ძმა ვართ. 5 წლის ასაკში ყველას ვუგებდი სახლში, რის შემდეგაც საჭადრაკო კლუბში მიმიყვანეს. 2004 წელს კი, შესაბამისი ქულებისა და რეიტინგის შემდეგ, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი გავხდი. 2008 წელს - საერთაშორისო დიდოსტატი. ამ დროს 21 წლის ვიყავი, რაც ჭადრაკისთვის მაინცდამაინც პატარა ასაკი...

0

ნინო ზოზიაშვილი, 17 წლის, თბილისი/ცხინვალი

„მამას ბიჭი შვილი არ ჰყავს და ალბათ, ამიტომ 6 წლის ასაკში მე დამსვა პირველად კარტინგზე. ზუსტად იმ მომენტიდან ვარ შეყვარებული ამ სპორტზე. მამაც ამბობს, რომ მაშინვე შეამჩნია ჩემში პოტენციალი. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ავტოსპორტში, დაბადებიდან ვარ ჩართული, რადგან მამა 35 წელია ამ სპორტით არის გატაცებული...

0

სალომე საღარაძე, 22 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან მიყვარდა ბურთის თამაში. სულ აქტიური ვიყავი. მაშინ, როდესაც გოგოები ბიჭებს ეპრანჭებოდნენ, მე ბურთს ვეპრანჭებოდი. მამამ შემაყვარა სპორტი, 9 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. ხობში, სანამ გუნდი არ იყო და შეიქმნებოდა, მამა მავარჯიშებდა. თამაში რომ დავიწყე, მეზობლებისგან იყო დამოკიდებულება, რომ „გოგოა და რას ერჩით?!“, მაგრამ არ მაინტერესებდა სხვისი...

0

თეა ბოლქვაძე, 41 წლის, თბილისი

„ჩემი ბავშვობა ცოტა რთული იყო, 15 წლის ასაკში 20 წლის ძმა დამეღუპა ავარიაში. დავრჩი ერთი სახლში. ის კი არა რომ შევეგუეთ, რომ აღარ არის ჩემი ძმა, არა გარდაცვლილთან ერთად დავიწყეთ ცხოვრება. მან იმქვეყნიურში გააგრძლება ცხოვრება ჩვენთან ერთად და ჩვენ აქ. რაღაცნაირად შევეგუეთ ამ ცხოვრებას. მერე იყო...

0

მზია ბებოშვილი, 18 წლის, თბილისი

„სანამ ძიუდოზე დავიწყებდი სიარულს, ტანვარჯიშზე დავდიოდი მშობლების სურვილით. ჩემს სკოლაში ვიცოდი რომ რაღაც სპორტული წრე იყო და ჩავედი სანახავად, ძიუდოს წრე აღმოჩნდა. პირველად რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ძალიან მომინდა მეც ვმდგარიყავი ტატამზე და მეასპარეზა. თუ სწორად მახსოვს 11 წლის ვიყავი მაშინ. სახლში მისვლისთანავე, მშობლებს...

0

ანა მოზაიძე, 15 წლის, ნათია ნაკვეთაური, 17 წლის, ზემო ალვანი

ანა: „ პატარა ვიყავი მშობლებმა მუსიკალურში რომ შემიყვანეს. ეს მუსიკალური, ზუსტად სტადიონის წინ იყო და როცა გამოვდიოდი, საათობით ვიდექი და ვაკვირდებოდი, ბიჭები როგორ თამაშობნენ ფეხბურთს. მასწავლებელს შეუმჩნევია და დედაჩემისთვის უთქვამს, მგონი ფეხბურთი ძალიან აინტერესებსო. დედას არ უნდოდა ჩემი ფეხბურთზე შეყვანა. სანაცვლოდ, ჯერ ქართული ცეკვები შემომთავაზა,...

0

მაკა ქებურია, 28 წლის, ქობულეთი

„2015 წლის 23 ნოემბერს ორი ტყუპი გოგო შემეძინა. 1 წლის თავზე, 2016 წლის 25 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატში, იაპონიაში ვაპირებ ვიასპარეზო. კარატე ბავშვობიდან მაინტერესებდა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა არ მომცეს საშუალება, სერიოზულად დავკავებულიყავი ამ სპორტით. რა გოგოს საქმეაო, მეუბნებოდნენ. სერიოზული ვარჯიში კიო კუშინ კარატეში, მოგვიანებით, 2006 წელს...

0