შშმ ქალები და მათი აგენტობა

სალომე მიქაძე, 25 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან გამოვლინდა სიმპტომები. იყო რაღაც პერიოდი, როცა ძალიან ცუდად გავხდი. თავიდან კოჭლობა დავიწყე. ნელ-ნელა მიუარესდებოდა მდგომარეობა. მერე როგორღაც გაარკვიეს, რაშიც იყო საქმე. ხელჯოხით დავდიოდი, მაგრამ უკვე ძალიან მიჭირდა და თუ სწორად მახსოვს, 10 წლის ასაკში ჩავჯექი ეტლში. პატარა ვიყავი და რომ გავქანდი ჩემ გემოზე, პირველი...

0

თეა ბოლქვაძე, 41 წლის, თბილისი

„ჩემი ბავშვობა ცოტა რთული იყო, 15 წლის ასაკში 20 წლის ძმა დამეღუპა ავარიაში. დავრჩი ერთი სახლში. ის კი არა რომ შევეგუეთ, რომ აღარ არის ჩემი ძმა, არა გარდაცვლილთან ერთად დავიწყეთ ცხოვრება. მან იმქვეყნიურში გააგრძლება ცხოვრება ჩვენთან ერთად და ჩვენ აქ. რაღაცნაირად შევეგუეთ ამ ცხოვრებას. მერე იყო...

0

შორენა კრაველიძე, 40 წლის, მარნეული

„მე დავიბადე ზურგის ტვინის თიაქარით და ერთი წლის ასაკში ხერხემალზე ოპერაცია გამიკეთეს. მანამდე ჩვეულებრივად ვვითარდებოდი. ფეხებსაც ვამოძრავებდი. არასწორი ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი, ჩემს მშობლებს გამოუცხადეს, რომ ოპერაციამ უშედეგოდ ჩაიარა. ახლანდელი დრო რომ ყოფილიყო, იმ ექიმებს მოეთხოვებოდათ პასუხი იმიტომ, რომ ადამიანი კიდურებს ამოძრავებს, ფეხზე დგება და...

0

რუსა ჩხაიძე, 29 წლის, ბათუმი

"15 წლის ასაკში გავიკეთე ფეხის ამპუტაცია. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაგრამ, ალბათ, ბავშვურად ბოლომდე გაუცნობიერებელი. ამიტომ, ძალიან სწრაფად გაიარა ამ რთულმა პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში. 16 წლის ასაკში გავიკეთე დამხმარე საშუალება ე.წ. „პროტეზი“. ძალიან კარგად მოვირგე და მალე შევეგუე ამ უცხო სხეულს, რამაც მეტი საშუალება მომცა...

0

ოლღა კალინა, 33 წლის, რუსთავი

"დავიწყებ იქიდან, რომ მაქვს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. ეს დიაგნოზი მივიღე 21 წლის ასაკში, როდესაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში. სულ მინდოდა მეცნიერული კარიერა, ბიოლოგია მაინტერესებდა. დამატებით ლაბორატორიაშიც დავდიოდი, როცა ბაკალავრიატში ვსწავლობდი იმისათვის, რომ მიმეღო შანსები კარიერის გასაგრძელებლად. იმ დროს ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური არ იყო, ანუ 90-იანი წლები იყო,...

0

მარიამ მიქიაშვილი, 28 წლის, თბილისი

„მე ვარ მარიამ მიქიაშვილი, 28 წლის. მყავს ერთი შვილი, რომელიც ერთი წლის ხდება მალე და მეუღლე. ვცხოვრობ თბილისში და განათლებით ვარ სპეციალური პედაგოგი. ნორვეგიაში ვსწავლობდი სპეციალური პედაგოგის სპეციალობას. მანამდე ბაკალავრი დავამთავრე, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თსუ-ში. საკმაოდ რთული იყო ჩემთვის სწავლა უნივერსიტეტში თბილისში და მერე იმიტომაც...

0

იზოლდა მაჭავარიანი, 59 წლის, თელავი

„სკოლის დამთავრების შემდეგ, ძალიან მინდოდა სტომატოლოგიურ ტექნიკუმში ჩაბარება, მაგრამ სასწავლებელი არ იყო ადაპტირებული ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის საქართველოში. რუსეთში იყო, მე უკვე გათხოვილი ვიყავი და იქ სასწავლებლად ვერ წავედი. შემდეგ ჭრა-კერვა ვისწავლე და შემეძლო ყრუთა სკოლაში ეს მესწავლებინა, მაგრამ მასწავლებლები ამ სკოლაშიც სმენიანები იყვნენ და...

0