თემები

ირინა მიქაძე, 43 წლის, გურჯაანი

(ირინა და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში) "წარმოშობით სენაკელი ვარ, იქ დავიბადე. 13-14 წლის ვიყავი დედ-მამა რომ მომიკვდა და ნათესავის სახლში წავედი, მაგრამ მათ არ ვუნდოდი და ქუჩაში დამტოვეს. იქ პატრულმა მიპოვნა, ქუჩაში ფულს რომ ვთხოულობდ და თბილისში ბავშვთა სახლში წამიყვანეს.

ირმა მაღრაძე, 48 წლის, სოფელი დაბა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„მთელმა საქართველომ იცის, რომ 2008 წელს ტყე გადაწვეს ჩვენთან. ჩვენს სოფელში ტურიზმი იყო განვითარებული. დამტვერვის დროს დამსვენებლები ჩამოდიოდნენ. ტყის დაწვის გამო ჩვენი სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად დაეცა. შესაბამისად, სამუშაოც შეგვიმცირდა და შემოსავალიც. წლების განმავლობაში თვითონ ვცდილობდით საარსებო წყარო გვეპოვა. ჩვენი გამოსავალი სოფლის მეურნეობაში იყო. 2012 წელს კი

ლეილა მამედოვა, 43 წლის, მარნეული, მერობის კანდიდატი

„ძალიან გამიმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ აზერბაიჯანულ თემში გავიზარდე და ჩემს მშობლებს არ ქონდათ უმაღლესი განათლება, დედამ და მამამ ყველაფერი გააკეთეს, რომ თავის ექვსივე შვილს უმაღლესი განათლება მიეღო. მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, სმენისა და მეტყველების შეზღუდვებით. მახსოვს, ბავშვობაში დედას მცირე ნაკვეთში მოყავდა ბოსტნეული და

ნატო შავიშვილი, 38 წლის, მარნეული

"ხშირად საინტერესო რეაქციებს იწვევს ის ფაქტი, რომ მარნეულში გავიზარდე. მწყინს როდესაც ჰგონიათ, რომ საინტერესო და გამორჩეული ადამიანი არ შეიძლება მარნეულიდანაც იყოს. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ის სტერეოტიპია, რაც ყვლაზე დიდ პრობლემას მიქმნიდა ყოველთვის. მარნეულში ცხოვრება არის უდიდესი გამოცდილება. სხვებს უწევთ ტოლერანტობის სწავლა და მეცადინეობა, ჩვენთვის კი

თამთა აბუსელიძე, 27 წლის, ბათუმი/თბილისი

„„ქალის მოტაცება“ - ასე ვიცოდი 9 წლის წინ. მერე ჩავანაცვლე სიტყვებით „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა“ ჯერ საკუთარ მაგალითზე, მერე უკვე უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე. იქამდე არ მისწავლია, სოფელში სანამ ვცხოვრობდი მოტაცების ამბები უამრავჯერ მსმენია, ცხადია არასოდეს ჩამითვლია, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რომ კანონდარღვევა და

მაია სხირტლაძე, 43 წლის, მარტყოფი, დროებითი საცხოვრებელი ნიქოზია, კვიპროსი/შრომითი მიგრანტი

„დიდი ხანია ვგეგმავდი, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, მაგრამ თითქოს რაღაც მექაჩებოდა უკან

ოლგა ენდელაძე, 46 წლის, მარნეული

"პროფესიული საქმიანობა ----------------------------------------- წლებია ვხელმძღვანელობ მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადეობას, რომელიც ძალიან დიდი და ძლიერი ორგანიზაცია არ არის დღეს, მაგრამ ადგლობრივ დონეზე სხვადასხვა საკითხებზე მუშაობის საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა. ხშირად შემოუთავაზებიათ პოლიტიკაში წასვლა. მგონია, რომ დღეს უფრო ეფექტური ზეგავლენა შემიძლია მოვახდინო ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე იმ ადგილიდან,

თამარ წიქარიშვილი, 39 წლის, სოფელი კლდე, ახალციხის მუნიციპალიტეტი

„ფიზიკური მუშაობა არასოდეს ყოფილა ჩემთვის უცხო. დღესაც ვმუშაობ და არ ვჩერდები. ახლა თან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიცერი ვარ. ყველაფერი სოფლის მეურნეობით დავიწყე. მყავდა ცხვარი. რომ გავპარსეთ ეს ცხვარი, მატყლისთვის რამე ხომ უნდა გვექნა. ამიტომ ვიფიქრე, მოდი გავრეცხავ ამ მატყლს და რამეს შევკერავთქო.

მარიამ კვაშილავა, 20 წლის, პარიზი

განათლება და დამოუკიდებლობა ------------------------------------------------------- პირველად14 წლის ასაკში აღმოვჩნდი ამერიკაში ზაფხულის გასატარებლად მამაჩემის მეგობრის მიწვევით. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე იქაურ სკოლაში სწავლა მეცადა. მშობლებმაც მხარი დამიჭირეს, რადგან მათ საკუთარი გამოცდილებით ესმით დამოუკიდებლად სწავლის მნიშვნელობა და ერთი წელი ვცხოვრობდი მშობლების გარეშე ჯერ ნიუ იორკში, შემდეგ მინესოტაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სწავლა