ქეთო ნინიძე, 34 წლის, მარტვილი
„შეიძლება ცოტა არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები და გაზრდილები. ამას წინათ გავაცნობიერე, რომ ჩემი პროფესიული ინტერესებიც, სწორედ, ამ თემებს უტრიალებდა - რომანტიზმი ლიტერატურაში, სენტიმენტალური რომანი, ბუკოლიკური და პასტორალური პოეზია, ღვინის ჟურნალისტიკა