თემები

სვეტლანა ნინიკელაშვილი, 70 წლის, თელავი

(„ქალები საქართველოდან“- ის რესპონდენტის, ნათია ნინიკელაშვილის დედა) სიმარტოვე --------------- „ნათიას გაჩენა რომ გადავწყვიტე, 38 წლის ვიყავი. შეყვარებულმა ქალმა, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება შეეძლო, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით მივიღე ეს გადაწყვეტილება - უმამოდ გამეჩინა ნათია. ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიძაშვილს მოვუყევი. ჩემს ბიძაშვილს დაუოჯახებელი მული ყავდა, რომელიც თავის დროზე მშობლების მოთხოვნის წინააღმდეგ

ქრისტინე მიხაილოვა, 31 წლის, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თბილისი თამუნა მარგველაშვილი, 19 წლის, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თბილისი…

(თამუნა და ქრისტინე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელსის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში. ინტერვიუ ჩაწერილია მუშაობის პროცესში, სოციალურ საწარმოში ბაბალე • Babale.) „თამუნა: არა, მე თამუნა ვარ. ქრისტო, მოვიდნენ

ცაბუნია ვართაგავა, 26 წლის, სოფელი ხეთა, ხობის მუნიციპალიტეტი

„სახელი -------- უფროს თაობაში „მიხოს გოგო ვარ“. ჩემს თაობაში „ცოტნეს და“. სახელი მამამ დამარქვა, კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობის „ცაბუნია“-ს გამო. მეორე მსოფლიო ომის დროს ცაბუნია აბულაძე ეძებს დაჭრილ მამას. ის ყოველდღე სამტრედიის სადგურზე დადის, რომ ომიდან ჩამოყვანილ დაჭრილებს გამოჰკითხოს მამის ამბავი. ასეთი სიუჟეტი აქვს მოთხრობას და მას ჩემი

გული ჭითანავა, 68 წლის, სოხუმი/ანაკლია ლია (ჭითანავა), 66 წლის, სოხუმი/ანაკლია…

გული ჭითანავა: „ბოლო ადამიანების სიაში ვიყავი, ვინც სოხუმი დაცემის დღეს დატოვა. მანამდე იქ ვიყავი. ჩემი ძმა და შვილი იბრძოდა და ხომ ვერ მივატოვებდი?! გაუბიცებს რომ ისროდნენ, ხმას როგორც კი გავიგებდით, ბუნკერებში გავრბოდით თავის შესაფარებლად. კი არ გვაფრთხილებდნენ, ინტურიციით ვხვდებოდით, რომ უნდა გავქცეულიყავით და მივრბოდით. ღამით სანთლებსაც

ანი წითლიძე, 29 წლის, ზუგდიდი

„ძაღლში გაცვლილი გურული ხარო“, მაგრამ მერვე თაობაა ზუგდიდში ვცხვრობთ. სკოლა 2003 წელს დავამთავრე. მაშინ, როცა მისაღებ გამოცდებზე ისევ დიდი კორუფცია იყო. დედა მასწავლებელი მყავს, მამა ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც უმუშევარია და ძირითადად, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ძმა ჩემზე პატარაა. შესაბამისად, შესაძლებლობა არ მქონდა თბილისში წავსულიყავი სასწავლებლად. ამ

ლიკუნა ჩაჩიბაია, 21 წლის, თბილისი

ხელი -------- „ზუსტად 5 წლის წინ, 29 მაისს მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა შანსი იყო, გადავრჩი. თუმცა, ამის გამო ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. გადავრჩი და მომეცა შანსი სიცოცხლით ისევ დავმტკბარიყავი. 3 დღე კომაში ვიყავი, ამ დროს მომკვეთეს ხელი. რა თქმა უნდა, რადგან მე გათიშული ვიყავი

სესილი ღვინჯილია, 21 წლის, თბილისი

„განსხვავებული ვარ თუ არა? ვერ მივხვდი ამ შეკითხვას. არ ვიცი, რას ნიშნავს იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა. სიამოვნებისგან ვტირი, როცა მოცარტს ვუსმენ - ბედნიერ დროს მაგონებს, რომელიც ბათუმში გასტროლებზე გამიტარებია და მომავალსაც, სადაც კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები. „ჩემი პირადი ცხოვრება“ - ასე დავარქვი დღიურს,

ნაცო ბერიძე-გაბაიძე, 33 წლის, ბათუმი

"გვარი --------- ჩემს თავზე საუბარი მინდა დავიწყო იმის აღნიშნვით, რომ ფემინისტი ვარ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემს თავს ფემინისტად ვაიდენტიფიცირებ, რაზეც, ალბათ, ჩემი გვარიც მეტყველებს - ჩემი და გარდაცვლილი ქმრის გვარი ჩემს ფემინისტობასთან ერთად ზუსტად იმ ევოლუციას ასახავს, რაც გავიარე. ბევრჯერ უკითხავთ, განსაკუთრებით ბოლო დროს, შევიცვლი

მელანო წიწილაშვილი, სოფელი მერჯევი, საჩხერის მუნიციპალიტეტი

„2000 წლიდან ვმუშაობ მერჯევის სკოლის პედაგოდად, მაქვს 17 წლიანი სტაჟი, ვასწავლი ფიზიკა-მათემატიკას. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩიეს. 12 კანდიდატიდან ერთადერთი ქალი ვიყავი. ჩემი გამარჯვება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. უდიდესი როლი ჩემმა ოჯახმა და მისმა წარსულმა ითამაშა. ჩემი მეუღლის ბაბუა და ბებია დამსახურებული პედაგოგები იყვნენ,