თემები

დადა, 30 წლის, თბილისი

„მე და მამა ვცხოვრობთ ქირით. მამას გულის დაავადება აქვს და კვირაში 100 ლარის წამლები მაინც სჭირდება. დედა ესპანეთშია მიგრანტი და ისე მოხდა, რომ დედიკოს მოხუცი გარდაიცვალა, რომელსაც უვლიდა და დარჩა უსამსახუროდ. ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში მეც უსამსახუროდ ვიყავი და იმისათვის, რომ ქუჩაში არ დავრჩენილიყავით

ქეთი მოურავიძე, 16 წლის, ქვემო ალვანი

თითქმის ჩვიდმეტი წელია ქვემო ალვანში ვცხოვრობ, სოფელში, სადაც ქალს, ნამდვილად არ უწყობენ ხელს პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. ეს იგრძნობა ყველგან, ყველა სფეროში, ყველა საკითხში, ხალხის სტერეოტიპულ აზროვნებაში, დამოკიდებულებაში ქალის როლსა და შესაძლებლობებზე, კულტურაში, მუსიკაში

მარი, 25 წლის, თბილისი

„საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვახდენ, როგორც ქვიარი. ქვიარობა ჩემთვის უპირველესად ჰეტერონორმატიულობასთან დაპირისპირებას ნიშნავს, იმის აღიარებას და გააზრებას, რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, არ არის ბინარული, ის გაცილებით უფრო მრავალფეროვანია. სანამ აქამდე მოვიდოდი, დიდი და რთული გზა გავიარე. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჰომოფობი ვიყავი. მქონდა რადიკალური, პატრიოტულ-ნაციონალისტური

თაკო, 26 წლის, თბილისი

„სიტუაცია ბაღში: - რატომ ტირი?! ქალაჩუნა ხომ არ ხარ?! - უჯავრდება ბაღის მასწავლებელი ჩემ შვილს. - ქალაჩუნა არასწორი სიტყვაა და ბიჭებიც ტირიან. - ჩემი შვილის გაბრაზებული პასუხი. მე ბაღში მიბარებენ. ჩემთვის ქალთა სწავლებებისა და ფემინიზმის გაძლიერება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტრატეგიაა თანასწორი უფლებების მისაღწევად, მაშინ, როცა პატრიარქალურ საზოგადოებაში ცხოვრება გვიწევს. სადაც

ისკრა ოსვალდ, 93 წლის, თბილისი

„ომი! რა საშინელი სიტყვაა და წარმოიდგინეთ მისი გადატანა როგორი იქნებოდა. 1941 წლის 22 ივნისი იყო. მე მაშინ მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი. ჩვენს ეზოში, სადაც ვცხოვრობდი, ხეზე რადიო იყო დამონტაჟებული და აცხადებდა სიახლეებს. იმ დილასაც გამოაცხადეს, რომ ფაშისტურმა გერმანიამ გადმოლახა ჩვენი საზღვრები და დაიწყო ომი. იმ

ლინდა გუნაშაშვილი, 18 წლის, პანკისი

„ჩეჩნეთში დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი და. ძალიან პატარები ვიყავით, იქ ომმა რომ მოგვისწრო და სხვა ლტოლვილებთან ერთად საქართველოში გადმოგვიყვანეს მშობლებმა. მას მერე პანკისის ხეობაში ვცხოვრობთ დედასთან ერთად და ახლა უკვე 6 დედ-მამიშვილი ვართ. მამა უკრაინაში არის სამუშაოდ წასული და იქიდან გვეხმარება. ჩვენი აღმსარებლობა ისლამია. ამ

ელენე დარიანი (ბაქრაძე) 1897-1979 /პოეტი

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც “დარიანული ციკლის” სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა “ქალურ” ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო

ლალი, 46 წლის, გალი

„რომ არა დევნილობა, პირადად მე, ზუსტად ვიცი, რომ იმ გზით არ ვივლიდი რა გზითაც მომიწია სიარული. მთელი ჩემი ცხოვრების სირთულეები მიეკუთვნება დევნილობის პერიოდს. სულ პატარა იყო ჩემი შვილი, წლის და 6 თვის. მე პროფესიით პედაგოგი ვარ და გალში ვმუშაობდი. მაშინ პედსაბჭოზე ვიჯექი, როდესაც განგაში ატყდა.

მაკა მოსიაშვილი, თელავი

„ყველაზე მეტად რისი გახსენებაც არ მინდა, ჩემი პატიმრობის პერიოდია. ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ვისაუბრე და ამოვწურე ეს თემა, მაგრამ როდესაც ჩემი ისტორიის მოყოლა მიწევს, მაინც მიხდება იმ პერიოდის მოგონება. საპატიმროში რომ მოვხვდი, გარეთ სამი მცირეწლოვანი შვილი დავტოვე