თემები

თამარი, 37 წლის, თბილისი

"ერთ ღამეს, ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს. ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა. წლინახევრის ბავშვთან ერთად, თავის გატანა ქუჩაში მიწევს. მთაწმინდაზე დავიბადე. ერთი თვის ვიყავი, როცა ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის დიაგნოზით, მშობლებმა ნუცუბიძეზე, ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს. ასეთ პატარას გონებრივი შეზღუდულობა რანაირად დამიდგინეს, არ ვიცი,

თამარ ნავერიანი, 26 წლის, მესტია/თბილისი სოფიკო ლობჟანიძე, 58 წლის, დედა

სოფიკო: თამუნა სვანეთში დაიბადა. მისი პრობლემა პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტორთან, რომ მთაში ვცხოვრობდით, აქ კი არ იყო სარეაბილიტაციო ცენტრი და სპეციალისტი, ვინც თამუნას დიაგნოზს დაუსვამდა და შემდეგ მკურნალობას დაუნიშნავდა. სამშობიარო ტრავმის შედეგად, თამუნას ცერებრული დამბლა და გონებრივი ჩამორჩენა ჩამოუყალიბდა. როცა ამას ჩემი დაკვირვებით მივხვდი, თბილისში ჩამოვიყვანე,

მარიამ ნანობაშვილი, 32 წლის, თბილისი

ამპუტაცია „დაახლოებით შვიდი წლის წინ, ჩუქურთმებიანი კარის სახელურზე დავეცი და ტრავმა მივიღე, ხელზე დიდი ჰემატომა მქონდა, რომელიც შემდეგ გაიწოვა. პერიოდულად კი მახსენებდა თავს პოსტტრავმული ტკივილი, თუმცა დიდად არ მაწუხებდა და ექიმმა როგორც თქვა, ყველაფერმა გაიარა. ორწელიწადნახევრის წინ, აქტიურად ვვარჯიშობდი და ვარჯიშისას, რაღაც მომენტში სარკეში შევამჩნიე, რომ

ლიანა ტატიშვილი, 71 წლის, ხაშური

ამბობენ, რომ მუსიკალურად თავიდანვე ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. მეც მახსოვს, საბავშვო ბაღში როცა ვმღეროდი, აკომპანიმენტი არასოდეს მომწონდა იმიტომ, რომ ეტყობა, ბუნებამ დამაჯილდოვა ძალიან დიდი ნიჭით და 3 წლის ასაკშიც ვხვდებოდი ცუდად დაკრულს. მუსიკალური სკოლა რომ დავამთავრე ხაშურში, სკოლის დირექტორმა, ნინა პაატაშვილმა, თბილისში ნიკა მიასნიკოვთან მიმიყვანა, რომელიც

თამუნა ლურსმანაშვილი, 39 წლის, ოზურგეთი

„მეათე კლასში რომ გადავდიოდი, ხიდან ჩამოვვარდი. თბილისში არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და მერე, ორი წელი, სარეაბილიტაციო ცენტრში ვიყავი ერევანში. იქიდან რომ ჩამოვედი, თითქმის დავდიოდი, მაგრამ წავიქეცი. მერე ეტლში ჩავჯექი და გადაადგილება რომ გამიადვილდა, გავზარმაცდი, იმდენად ვეღარ ვივარჯიშე, ფორმაში ვეღარ ჩავდექი და ახლა ასე ვარ - გულ-მკერდის

ირმა ჯაფარიძე, 50 წლის, მესტია

სვანი ქალი ვარ და სვანეთში მაქვს ნახევარი საუკუნე გატარებული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მომეცა შანსი უკეთეს პირობებში, დიდ ქალაქში მეცხოვრა, ვერ დავთმე ეს მხარე. მთაზე შეყვარებული ქალი ვარ და ხასიათის სიმტკიცეც მიწყობს ხელს, ამ პირობებში ვიცხოვრო და ვიბრძოლო. კი, როგორ არ მქონია პერიოდები, როცა საკუთარ

მაკა მენთეშაშვილი, 31 წლის, სოფელი წერეთელი, მარნეულის მუნიციპალიტეტი

''სკოლა აქ, წერეთელში დავამთავრე. ჩემს დროს, ახლანდელისგან განსხვავებით, ქართულ სკოლაში აზერბაიჯანელი ბავშვები არ შემოჰყავდათ და ეთნიკურ უმცირესობასთან შეხება პირველად სოფელ თაქალოში მქონდა, სადაც აზერბაიჯანულ სკოლაში 4 წელი ვასწავლიდი ქართულ ენას. მანამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე ბაკალავრიატი, შემდეგ, მუშაობის პარალელურად, ილიაუნის მაგისტრატურაში ვსწავლობდი, გავიარე მასწავლებლის მომზადების

ელენე რატიანი, 48 წლის, ხაშური

„ბავშვობა ხაშურში გავატარე. დედა ქორეოგრაფი იყო და ანსამბლი ჰყავდა, მერე ბავშვთა ანსამბლიც ჩამოაყალიბა და მეც იქ ვცეკვავდი, მთელი რაიონი ხელისგულზე გვატარებდა, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანა მოვიარე. 1989 წლის იანვარში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონკურსი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით, 90-მდე კოლექტივი იღებდა მონაწილეობას. ჩვენც ჩავედით ამ

თიკუნა ბეკოშვილი, 29 წლის, თეთრიწყარო

თეთრიწყაროში დავიბადე და სკოლაც აქვე დავამთავრე. ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ შემთხვევით გოდერძი ჩოხელი წავიკითხე, რომელიც ჩემთან იმდენად ახლოს მოვიდა, რომ თვითონ ამ ადამიანითა და იმით დავინტერესდი, რამე თუ იყო მასზე გადაღებული - რეპორტაჟი, სიუჟეტი ან დოკუმენტური ფილმი. აღმოჩნდა, რომ არაფერი არსებობდა. გოდერძი მაშინ ცოცხალი იყო