თემები

შალალა ამირჯანოვა მარნეული

შალალა ამირჯანოვა მარნეულში, ე.წ. „წითელ წონაში“ ცხოვრობს. ის მოხალისეობრივად ეხმარება მარტოხელა დედებსა და მოხუცებს იმ შემოწირულობით, რომელსაც პასუხისმგებლიანი მოქალაქეები რეგიონში გზავნიან. „ქალები საქართველოდან“-ს გააქტიურებული აქვს ვებრგვერდზე www.womenofgeorgia.ge დონაციის ფუნქცია, რომელიც PayPal- ის მეშვეობით გაძლევთ შესაძლებლობას თქვენც მიიღოთ შემოწირულობის შეგროვებაში მონაწილეობა იმ ქალებისთვის, რომლებიც კრიზისის გამო ყოველდღიური შემოსავლის

ნინო თვალთვაძე, 34 წლის, ქუთაისის მერის მოადგილე

ყოველთვის მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი: არასდროს გავხდებოდი პროკურორი და არასდროს წავიდოდი პოლიტიკაში.  ბაბუას გავლენით, იურიდულზე ჩავაბარე და მასაც მოლოდინი ჰქონდა, რომ პოლიციელის ან პროკურორის კარიერას გავაგრძელედი. პროკურორი იმიტომ არ ვიქნებოდი, რომ არასდროს ვიყავი და ვარ ბრალმდებელი.  მგონია, რომ ტვინის მოწყობის ამბავია, როცა ვიღაცის ამბავს ისმენ, ან იწყებ

თამუნა ტაბატაძე | Ta moon | 29 წლის, თბილისი

„ერთ-ერთი მგზავრობისას გავიაზრე რომ ბავშვობაში ოცნებები არ მქონია. იყო პატარ-პატარა სურვილები, რომლებიც ძალისხმევისა და მუდარის გარეშე სრულდებოდნენ. აი არასდროს დამავიწყდება ველოსიპედი, როგორც ბავშვობის ერთადერთი ოცნება, რომელიც 15 წლის  მერე შევძელი ამეხდინა. ისე მახსოვს ის დღე, ხელფასიდან შეგროვებული თანხით რომ გამოვიწერე და სახლის მაგივრად ჯერ სამსახურში

იმედა ლომაია, 44 წლის, გალის რაიონი, სოფელი განახლება

„როცა აფხაზეთი დავკარგეთ და გამარჯვებული აფხაზები საზღვართან მოვიდნენ,  დევნილებად ნათესავის ოჯახში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში აღმოვჩნდით. ჩვენი უბედურებაც აქედან დაიწყო.  გალის რაიონში ამ ადგილს „დაბალ ზონას“ ეძახდნენ, თითქოს სამშვიდობო ტერიტორია იყო, ხალხი გადადიოდა, ახალგაზრდები - არა, ძირითადად, ასაკოვანი ხალხი შედიოდა თავის სახლ-კარში და თუ რამე საჭმელი

ანა გურგენიძე, 22 წლის, ქუთაისი

„თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში, ვარ მეოთხე კურსზე და ვიქნები პროგრამისტი. უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, პროგრამირების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მქონდა.  მანამდე ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, მათემატიკა თავიდანვე ძალიან მიყვარდა და გამომდიოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რაზე შეიძლებოდა ჩამებარებინა და რა

მაკა სუდაძე, 47 წლის, ახალციხე

“33 წლის ვიყავი მე და ჩემი მეუღლე რომ დავქორწინდით. ქალისთვის ეს ის ასაკია, როცა უკვე ყველა გათხოვებაზე ეკითხება. ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, როცა მეკითხებოდნენ - „რატომ არ თხოვდები, რამე პრობლემები ხომ არ გაქვს?!“ და პასუხსაც არ ელოდებოდნენ ხოლმე, ისე იწყებოდა შეგონებები - „გათხოვდი, ოჯახი აუცლებელია!“. მახსოვს,

ქეთი თომეიშვილი, 48 წლის, ვანი

29 წლის ვიყავი ემიგრაციაში რომ წავედი და 14 წლის შემდეგ დავბრუნდი. ჩემი და ძალიან ახალგაზრდა იყო, ანევრიზმა როცა დაემართა. გადარჩენის შანსი მარტო 2% იყო, მაგრამ მინდოდა ეს მინიმალური შესაძლებლობაც გამომეყენებინა. ამ პერიოდში გათხოვილი ვიყავი და ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი. ჩემი გაუღებელი კარი არ დარჩა: კერძო

ნათია გაგაძე, 23 წლის, ბათუმი

„საქაერონავიგაციაში ვმუშაობ, ავიამეთვალყურე ვარ ბათუმის აეროპორტის კოშკურაში. ჩემი მოვალეოება ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. პილოტებს ვაძლევ მითითებებსა და მიმართულებას, რომ შემდგომ შესაბამისი ინფორმაციით მიიღონ გადაწყვეტილება, რა და როგორ გააკეთონ, ამასთან, ვწყვეტ მათ თანმიმდევრობას სხვა ჩემს კოლეგებთან ერთად, სიტუაციიდან გამომდინარე.  ავიამეთვალყურეების სამი სიმაღლე არსებობს, მე ყველაზე დაბალ სიმაღლეზე

მირანდა მაზმანოვა, 38 წლის, ბათუმი

"ციხეში 2009 წელს მოვხვდი. 260-ე მუხლით ვიყავი გასამართლებული. 10 წელი მომისაჯეს, 3 წელი და რვა თვე ვიჯექი და ამნისტიით გამოვედი. ჩემი სირთულეები და პრობლემები ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ვამბობდი, სასჯელი თუ უნდა მომცენ, თავისუფლებაზე გამიშვან მეთქი. ყველაფერი საფიქრალი და საზრუნავია - აბა, სახლი, აბა, ქირა,