ლალა მიქელაძე, 24 წლის, ქუთაისი
ეპიზოდი #1 „იმ დღეს სახლში მორიგი ჩხუბი ატყდა, ისევ არაფრის გამო. ნასვამი იყო. სიფხიზლეში კიდევ იკავებდა ხოლმე თავს, მაგრამ როგორც კი დალევდა, ვეღარ მალავდა აგრესიას. ყველას გვაგინებდა. შევეცადე თავი შემეკავებინა, არ ჩავრეულიყავი და გარეთ გამოვედი, მაგრამ დედას ცემა რომ დაუწყო, შევბრუნდი და ჩავერიე. სკამი გამომიქანა და