ხათუნა გოგორიშვილი – გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი
პარტია - „ევროპული საქართველო“ „ხშირად ვხუმრობ, საბავშვო ბაღიდან პირდაპირ პოლიტიკაში წავედი-მეთქი და 30 წელზე მეტია, აქტიურად ვარ ჩართული. 1984 წელი იყო, ბიოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ჯგუფში ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტი, ვანო ხუხუნაიშვილი შემოვიდა, რამდენიმე სტუდენტს მოგვმართა, თქვენი ნდობა შეიძლებაო და მერაბ კოსტავას წერილი წაგვაკითხა, რომელიც ციხეში