მანანა ბოლქვაძე, 31 წლის, ბათუმი/წალკა
„ყოველ დილით, სანამ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად წავალ, ზღვის სანაპიროზე ვჯდები, ვაკვირდები ტალღების მოძრაობას და ვფიქრობ იმ ოცნებეზე, რომლებიც ავიხდინე და იმაზეც, რომელსაც მომავალში აუცილებლად ავისრულებ.“ „13 წლის დამნიშნეს“ „ჩვენი ოჯახი ხულოდან მეწყერის შედეგად მოხვდა წალკაში. დღე არ გავიდოდა „მაჭანკალი“ რომ არ მოსულიყო ჩვენთან სახლში, ჩემი ხელის სათხოვნელად.