ია თავდიშვილი, 31 წლის, სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
“სოფელ გურიანთაში, ქმართან და სამ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ძალიან პატარა, 18 წლის გავთხოვდი, მაგრამ გამიმართლა - ძალიან კარგი ოჯახი მყავს. თავიდან, 7-8 წელი, სახლში ვიჯექი, არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ბავშვები რომ წამოვზარდე, მომინდა, ჩემი საქმე მქონოდა და ბიზნესით დავკავებულიყავი. დედაჩემისგან კერვა ვისწავლე, საკერავ მანქანას მივუჯექი და