თბილისი

თამარი, 37 წლის, თბილისი

"ერთ ღამეს, ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს. ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა. წლინახევრის ბავშვთან ერთად, თავის გატანა ქუჩაში მიწევს. მთაწმინდაზე დავიბადე. ერთი თვის ვიყავი, როცა ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის დიაგნოზით, მშობლებმა ნუცუბიძეზე, ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს. ასეთ პატარას გონებრივი შეზღუდულობა რანაირად დამიდგინეს, არ ვიცი,...

0

თამარ ნავერიანი, 26 წლის, მესტია/თბილისი სოფიკო ლობჟანიძე, 58 წლის, დედა

სოფიკო: თამუნა სვანეთში დაიბადა. მისი პრობლემა პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტორთან, რომ მთაში ვცხოვრობდით, აქ კი არ იყო სარეაბილიტაციო ცენტრი და სპეციალისტი, ვინც თამუნას დიაგნოზს დაუსვამდა და შემდეგ მკურნალობას დაუნიშნავდა. სამშობიარო ტრავმის შედეგად, თამუნას ცერებრული დამბლა და გონებრივი ჩამორჩენა ჩამოუყალიბდა. როცა ამას ჩემი დაკვირვებით მივხვდი, თბილისში ჩამოვიყვანე,...

0

მარიამ ნანობაშვილი, 32 წლის, თბილისი

ამპუტაცია „დაახლოებით შვიდი წლის წინ, ჩუქურთმებიანი კარის სახელურზე დავეცი და ტრავმა მივიღე, ხელზე დიდი ჰემატომა მქონდა, რომელიც შემდეგ გაიწოვა. პერიოდულად კი მახსენებდა თავს პოსტტრავმული ტკივილი, თუმცა დიდად არ მაწუხებდა და ექიმმა როგორც თქვა, ყველაფერმა გაიარა. ორწელიწადნახევრის წინ, აქტიურად ვვარჯიშობდი და ვარჯიშისას, რაღაც მომენტში სარკეში შევამჩნიე, რომ...

0

თამთა თოდაძე, 29 წლის, თბილისი

"ერთი დღე ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე და უკვე საღამოსკენ იქნებით უმუშევარი, მარტოსული, ყველასგან დავიწყებული და დაწყევლილი ტრავმატოლოგიურში მწოლიარე ინვალიდი…" - ჯეკ ნიკოლსონი როდესაც პატარა ვიყავი და სამყაროს ვეცნობოდი, მასწავლიდნენ, რომ ყველას მიმართ კეთილი და სამართლიანი უნდა ვყოფილიყავი. ლოურენს კოლბერგის ადამიანის მორალური განვითარების ექვსივე საფეხურით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვფიქრობ,...

0

თამარ ჯაყელი, 24 წლის, თბილისი

21 წლამდე, 5 წელი გავატარე ამერიკაში - ჯერ FLEX-ით წავედი, მერე სტიპენდია მომცეს და უნივერსიტეტში დავრჩი. სულ მაინტერესებდა აქტივიზმი საქართველოში და იქიდან ვაკვირდებოდი წლების განმავლობაში. ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე აქტივიზმში ჩართვა მინდოდა, მაგრამ სამსახურის ძებნის პროცესში, NGO სექტორში აღმოვჩნდი. თავიდან ძალიან მიხაროდა და პირველი...

0

მარიამ კვარაცხელია, 27 წლის, თბილისი

ვარ ბისექსუალი ქალი, “თბილისი პრაიდის” თანადამფუძნებელი და ლგბტ ქვიარ აქტივისტი. 13-14 წლის ვიყავი, როცა პირველად მქონდა ქალთან ურთიერთობა, ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, მაგრამ მაშინ იმდენად უცხო და მიუღებელი იყო ეს ყველაფერი, დავბლოკე ჩემს გონებაში, თითქოს არც კი მომხდარა. ბევრი ამბობს, ადრე ჰომოფობი ვიყავიო. ეგ ჩემს...

0

თაკო ილურიძე, 24 წლის, გორი

სექტემბერში, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით, იტალიაში წავედი სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. ჩასვლის დღიდან იტალიურს ვსწავლობდი. ამერიკელი ჯგუფელები მყავდა, რომლებიც, ჩემგან განსხვავებით, მხოლოდ 6 თვით რჩებოდნენ რომში და ამიტომ, სულ მოგზაურობდნენ. პანდემია რომ დაიწყო, ჯერ მილანში წავიდნენ და მერე ვენეციის იმ ცნობილ ფესტივალზე, რომელიც თავიდანვე არ გააუქმეს...

0

ნინო კალანდია, 44 წლის, თბილისი

გაცნობა ეს ამბავი სრულიად შემთხვევით მოხდა. 37 წლის ვიყავი და სამხედრო ბაზაზე ვმუშაობდი თარჯიმნად. ექვს თვეში ერთხელ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ჩამოდიოდნენ საქართველოში და ერთ-ერთი როტაცია რომ ჩამოვიდა, გადაწყვიტეს, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში წასულიყვნენ და დახმარება შეეთავაზებინათ, ბალახის გაკრეჭა იქნებოდა ეს თუ ასაშენებელ-დასანგრევი რამე. მეც გამაყოლეს. აღმოჩნდა, რომ...

0

ნინი ნარიმანიძე, 29 წლის, თბილისი

„ჩემი ოჯახი რომ არა, არ ვიცი, სად ვიქნებოდი, ვინ ვიქნებოდი, სახელიც კი არ ვიცი, რა მერქმეოდა. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ მათთან მოვხვდი. დიდ ოჯახში გავიზარდე. ბებიას პედაგოგიური ჰქონდა დამთავრებული, ბაბუა სამხედრო იყო, ომის ვეტერანი. სამი ქალიშვილი გაზარდეს და საკმაოდ კარგი განათლება მისცეს, დედაჩემი იურისტია, ერთი დეიდა...

0