თუშეთი

მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი

„23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად მაზლის ქორწილში წავედით, მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა.

თამრიკო წიკლაური, 54 წლის, ხადას ხეობა, წკერე

„ქალაქში მქონდა ბინა, მაგრამ გაჭირვების პერიოდი რომ დაიწყო, დავაგირავეთ, ვალი ვეღარ გადავიხადეთ და ის ბინა სულ დავკარგეთ. ჰოდა გადმოვედით აქ სოფელში, სადაც ზამთარ-ზაფხულ მუდმივი მაცხოვრებლები ვართ მე და ჩემი ქმარი. ხალხს, ტურისტებს მოსწონთ აქ რომ ამოდიან, მაგრამ ნეტაი ჩვენი თვალით შეახედათ აქაურობას. ზამთარში მაინც. სხვები