სამეგრელო-ზემო სვანეთი

ციცინო შენგელია, 31 წლის, ზუგდიდი

„2003-2008 წლებში ბანკში ვმუშაობდი საკრედიტო ოფიცრად. პირველად სწორედ იქ გავიაზრე, რამდენი ქალი ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი სამუშაო ადგილებზე. პირველად მაშინ გავოცდი, როდესაც კონტრაქტი წავიკითხე, რომელშიც საკუთარი კაბის სიგრძე მილიმეტრებით იყო გაზომილი. გარდა ამისა, სამეგრელოში, ზუგდიდში, იმ პერიოდში 3 გოგო ვიყავით მხოლოდ ამ თანამდებობაზე და ეს საბანკო

ივეტა წითაშვილი, 42 წლის, ზუგდიდი

“ვფიქრობ, სიცოცხლის უფლების შემდეგ, არჩევანის უფლება ყველაზე მთავარი უფლებაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ ირჩევენ სად მიიღონ განათლება, სად იმუშაონ, სად წავიდნენ და დაისვენონ და ა.შ. სახელმწიფო (ან საზოგადოება) მიუთითებს მათ კონკრეტულ ადგილებზე, რადგან სხვა ადგილები მათთვის შეუღწევადი და დახურულია. ისინი აღიქმებიან უუნაროებად და არა

მზია ჭანტურია, 60 წლის, გაგრა

„1992 წელს ქმარი გარდამეცვალა, არეულობა დაწყებული იყო უკვე აფხაზეთში. ქმრის გარდაცვალებიდან 40 დღის მერე წამოვედით გაგრიდან მე და ჩემი ორი შვილი, პატარები იყვნენ, გოგო 9 წლის და ბიჭი - 7 წლის. აი, სასეირნო გემები რომ არის, იმით წამოვედით. ამ გემზეც ძლივს მოვხვდით, იმხელა რიგი იყო.

ანა გამისონია, 41 წლის, გალი

„ჩემი ნაადრევი გათხოვება, ალბათ, განპირობებული იყო იმით, რომ მე რატომღაც ვთვლიდი, მზად ვიყავი ამ პასუხისმგებლობისთვის. მაგრამ მერე მივხდი, რომ არც ისე ადვილია, როცა ეს პასუხისმგებლობა არის ცალხმრივი. 16 წლის ვიყავი და ცხადი იყო, რომ ქალები უფრო სწრაფად იღებენ პასუხისმგებლობას ოჯახზე, ვიდრე მამაკაცები. ძალიან ბევრი მომენტი

ჯულიეტა ჯინალი, 67 წლის, ოჩამჩირე

"1993 წლის 29 სექტემბერს წამოვედით აფხაზეთიდან. წავედით ზუგდიდში, მამიდაშვილის სახლში. ძალიან გვიჭირდა, არაფერი გაგვაჩნდა, არც საჭმელი, არც სასმელი და გადავწყვიტეთ თბილისში წამოსვლა. მე როგორც პედაგოგი, ჩაგვასახლეს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში. ერთ ოთახში 7 ადამიანი მოგვათავსეს. ჩემი ოჯახი, ჩემი დედამთილ-მამამთილი და მული. არც შუქი გვქონდა, არც წყალი.

მარი კოდუა, 23 წლის, დარჩელი

„ტრაქტორის მართვა ჩემით ვისწავლე. ხანდახან ოპერატორ კაცს არ ეცალა, მე კიდევ მეურნეობაში საქმე მიფუჭდებოდა. ასევე მინდოდა, მეც ადვილად შემესრულებინა სოფლის მეურნეობის ის სამუშაოები, რასაც ხშირად ქალები ხელით აკეთებენ. 1 ჰექტარი მიწის გათოხვნას და მერე სასუქის შეტანას 3 დღე და 4 ადამიანური რესურსი სჭირდება, მაშინ, როცა

მარიკა ქავთარაძე, ხადას ხეობა, სოფელი წკერე

„სკოლა წარჩინებით დავამთავრე და სამედიცინო სასწავლებელში მოვეწყვე. ძალიან მინდოდა ამ სფეროში მუშაობა გამეგრძელებინა. მერე გავთხოვდი, შვილები შემეძინა და სწავლის გაგრძელება ვერ მოვახერხე. შვიდი შვილი მყავს. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი 9 თვის. იმის გამო, რომ ხადას ხეობაში საბავშვო ბაღი არ გვაქვს, ბავშვების მარტომ გაზრდა მომიწია და