სამეგრელო

იმედა ლომაია, 44 წლის, გალის რაიონი, სოფელი განახლება

„როცა აფხაზეთი დავკარგეთ და გამარჯვებული აფხაზები საზღვართან მოვიდნენ,  დევნილებად ნათესავის ოჯახში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში აღმოვჩნდით. ჩვენი უბედურებაც აქედან დაიწყო.  გალის რაიონში ამ ადგილს „დაბალ ზონას“ ეძახდნენ, თითქოს სამშვიდობო ტერიტორია იყო, ხალხი გადადიოდა, ახალგაზრდები - არა, ძირითადად, ასაკოვანი ხალხი შედიოდა თავის სახლ-კარში და თუ რამე საჭმელი...

0

მანონი ახვლედიანი, 48 წლის, სოფელი ღვირიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი

„სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ, ღვირიშის საჯარო სკოლაში ვმუშაობ. ასევე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენი თემიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ჩემი გადაწყვეტილება, რომ დეპუტატი გავმხდარიყავი, ოჯახმა და საზოგადოებამ კარგად მიიღო, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, პირიქით. მანამდე 15 წელი სოფლის მაღაზიაში ვმუშაობდი. შეურაცხყოფად არავინ მიიღოს, მაგრამ მაღაზიაში მომუშავე ადამიანს ხშირად ვაჭრუკანად მიიჩნევენ...

0

მალო კოტუა, 27 წლის, გალის რაიონი, საბერიო/ზუგდიდი

13 წლამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან, საბერიოში. ჩემმა და-ძმამაც იქ დაამთავრა სკოლა. 13 წლის რომ გავხდი, დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, ზუგდიდში, ბებიასთან უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. ბებია მაშინ მარტო ცხოვრობდა ზუგდიდში და დახმარება ჭირდებოდა. რადგან უფროსი შვილი ვიყავი, უარი ვერ ვუთხარი, თორემ ჩემთვის ისეთი...

0

ეკა ბაჩილავა, 30 წლის, მარტვილი

„მარტვილში ვცხოვრობ, კანიონთან ახლოს, მშობლებთან, ძმასთან, რძალთან და ძმის ორ პატარა შვილთან ერთად. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, მთელ დღეებს ბუნებაში და წყალში ვატარებდი. მდინარე ჩემი სახლის წინ არის და იქ...

0

ქეთო ნინიძე, 34 წლის, მარტვილი

„შეიძლება ცოტა არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები და გაზრდილები. ამას წინათ გავაცნობიერე, რომ ჩემი პროფესიული ინტერესებიც, სწორედ, ამ თემებს უტრიალებდა - რომანტიზმი ლიტერატურაში, სენტიმენტალური რომანი, ბუკოლიკური და პასტორალური პოეზია, ღვინის ჟურნალისტიკა...

0

ცაბუნია ვართაგავა, 26 წლის, სოფელი ხეთა, ხობის მუნიციპალიტეტი

„სახელი -------- უფროს თაობაში „მიხოს გოგო ვარ“. ჩემს თაობაში „ცოტნეს და“. სახელი მამამ დამარქვა, კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობის „ცაბუნია“-ს გამო. მეორე მსოფლიო ომის დროს ცაბუნია აბულაძე ეძებს დაჭრილ მამას. ის ყოველდღე სამტრედიის სადგურზე დადის, რომ ომიდან ჩამოყვანილ დაჭრილებს გამოჰკითხოს მამის ამბავი. ასეთი სიუჟეტი აქვს მოთხრობას და მას ჩემი...

0

გული ჭითანავა, 68 წლის, სოხუმი/ანაკლია ლია (ჭითანავა), 66 წლის, სოხუმი/ანაკლია…

გული ჭითანავა: „ბოლო ადამიანების სიაში ვიყავი, ვინც სოხუმი დაცემის დღეს დატოვა. მანამდე იქ ვიყავი. ჩემი ძმა და შვილი იბრძოდა და ხომ ვერ მივატოვებდი?! გაუბიცებს რომ ისროდნენ, ხმას როგორც კი გავიგებდით, ბუნკერებში გავრბოდით თავის შესაფარებლად. კი არ გვაფრთხილებდნენ, ინტურიციით ვხვდებოდით, რომ უნდა გავქცეულიყავით და მივრბოდით. ღამით სანთლებსაც...

0

ანი წითლიძე, 29 წლის, ზუგდიდი

„ძაღლში გაცვლილი გურული ხარო“, მაგრამ მერვე თაობაა ზუგდიდში ვცხვრობთ. სკოლა 2003 წელს დავამთავრე. მაშინ, როცა მისაღებ გამოცდებზე ისევ დიდი კორუფცია იყო. დედა მასწავლებელი მყავს, მამა ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც უმუშევარია და ძირითადად, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, ძმა ჩემზე პატარაა. შესაბამისად, შესაძლებლობა არ მქონდა თბილისში წავსულიყავი სასწავლებლად. ამ...

0

ნათელა სოსელია. 87 წლის. სოფელი გუდავა, გალის რაიონი.

„ნახევრად ცარიელი იყო ჩვენი სოფელი იმ ღამით. უკვე დაძინებას ვაპირებით მე და დათიკო, ვიღაცამ კარზე რომ დაგვიბრახუნა. გაიქეცით, დაიმალეთ სადმე, აფხაზები მოდიან და ვინც დარჩენილები არიან, ყველას კლავენო. როგორც ვიყავით ჩაცმულები ისე გავიქეცით. მე პერანგი მეცვა და ხალათი, ფეხშიშველი ვიყავი. მარტო სანთლის ჩაქრობა მოვასწარი, სახლი...

0