სამცხე-ჯავახეთი

მაკა სუდაძე, 47 წლის, ახალციხე

“33 წლის ვიყავი მე და ჩემი მეუღლე რომ დავქორწინდით. ქალისთვის ეს ის ასაკია, როცა უკვე ყველა გათხოვებაზე ეკითხება. ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, როცა მეკითხებოდნენ - „რატომ არ თხოვდები, რამე პრობლემები ხომ არ გაქვს?!“ და პასუხსაც არ ელოდებოდნენ ხოლმე, ისე იწყებოდა შეგონებები - „გათხოვდი, ოჯახი აუცლებელია!“. მახსოვს,...

0

ირინა ხელისუფალი, 47 წლის, წაღვერი

“წაღვერის სკოლის დირექტორი 3 წელია გავხდი, მანამდე ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მაქვს ლიდერობის უნარი და გადავწყვიტე ჩემი თავი ამ სფეროში მომესინჯა, დავიწყე მეცადინეობა, ჯერ სასერთიფიკაციო მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე, გავხდი უფროსი მასწავლებელი. მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი. ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო, რომ...

0

ნარინე გინოსიანი, 45 წლის, ნინოწმინდა

ოჯახი „მამაჩემი ძალიან განათლებული კაცი იყო. ის ამ ჩვენს საზოგადოებას ძალიან ხშირად გვარიდებდა. ძალიან განსხვავებულად გვზრდიდა. დღემდე მისი დარიგეგებით ვცხოვრობ და ჩემს შვილებსაც ასევე ვზრდი. არასოდეს გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მეშჩანურ დონეზე დავშვებულიყავით. დედაჩემი მთელი ცხოვრება ექიმად მუშაობდა და მამას მის მუშაობასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია პრობლემა,...

0

ხათუნა ინასარიძე, 46 წლის, სოფელი ტიმოთესუბანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„სულ თავიდან ბოსტნეული მომყავდა. ყველაფერი ასე დაიწყო, ჩვეულებრივ. საკუთარი მოხმარებისთვისაც ვშრომობ და ზაფხულში, როცა ბევრი დამსვენებელია, სავაჭროდაც. ძალიან კარგადაც ვყიდი. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მომყავს, არანაირ ქიმიურ წამლებს არ ვხმარობ. სალათები, კიტრი, არაჩვეულებრივი მწვანილი. ჩვენ მცირემიწიან ადგილას ვცხოვრობთ და მოსავალიც ცოტა მოდის, ამიტომ მირჩევნია ნაკელით გავანოყიერო....

0

როზა ჩაჩანიძე, 33 წლის, კურორტი ცემი

„დედაჩემი ყოველთვის იმაზე მეტს მავალებდა, ვიდრე შეიძლებოდა ბავშვს გაეკეთებინა. ჩვენთან შრომა იყო პრიორიტეტი. დედაჩემს ყანაშიც ვეხმარებოდი ხოლმე და ძროხების მოვლაშიც. ახლაც არ მაქვს პრობლემა, ახლაც შემიძლია ამ საქმის კეთება. ჩემთვის არავითარი საქმე არ არის სათაკილო. ნომრებსაც ვალაგებ, თუ დამჭირდება, ეზოსაც დავგვი და ქუჩასაც. არასოდეს არ...

0

რაისა ასტაფუროვა, 49 წლის, სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

„დუხობორების მოძრაობა ჯერ კიდევ მე-15-16 საუკუნეში რუსეთში დაიწყო, რაც საეკლესიო მოსაკრებლის წინააღმდეგ პროტესტით გამოიხატებოდა. როცა ადამიანი ინათლება - გადაიხადე, როცა ჯვარს იწერ - გადაიხადე, მოკვდი - გადაიხადე, მოკლედ, უფასოდ არაფერი კეთდებოდა. რადგან ბატონყმობის პერიოდი იყო, გლეხები ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, მათთვის ძნელი იყო ამ თანხის გადახდა. იმის...

0

ირმა მაღრაძე, 48 წლის, სოფელი დაბა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„მთელმა საქართველომ იცის, რომ 2008 წელს ტყე გადაწვეს ჩვენთან. ჩვენს სოფელში ტურიზმი იყო განვითარებული. დამტვერვის დროს დამსვენებლები ჩამოდიოდნენ. ტყის დაწვის გამო ჩვენი სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად დაეცა. შესაბამისად, სამუშაოც შეგვიმცირდა და შემოსავალიც. წლების განმავლობაში თვითონ ვცდილობდით საარსებო წყარო გვეპოვა. ჩვენი გამოსავალი სოფლის მეურნეობაში იყო. 2012 წელს კი...

0

თამარ წიქარიშვილი, 39 წლის, სოფელი კლდე, ახალციხის მუნიციპალიტეტი

„ფიზიკური მუშაობა არასოდეს ყოფილა ჩემთვის უცხო. დღესაც ვმუშაობ და არ ვჩერდები. ახლა თან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიცერი ვარ. ყველაფერი სოფლის მეურნეობით დავიწყე. მყავდა ცხვარი. რომ გავპარსეთ ეს ცხვარი, მატყლისთვის რამე ხომ უნდა გვექნა. ამიტომ ვიფიქრე, მოდი გავრეცხავ ამ მატყლს და რამეს შევკერავთქო....

0