რეგიონები

ნანა მამუკაშვილი, 47 წლის, თბილისი

„კათოლიკების ოჯახში გავიზარდე. აბასთუმანში ვცხოვრობდი.  3 ძმა და 2 და ვართ ოჯახში. ბებია სულ გვასწავლიდა, რომ ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის და ყველა ადამიანი უნდა იყოს თავის თავის პატრონი. მორწმუნე იყო, ჩვენც რწმენით გვზრდიდა, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ძალებში უნდა გვერწმუნა. ბავშობიდან ვიცოდი,

მანონი ახვლედიანი, 48 წლის, სოფელი ღვირიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი

„სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ, ღვირიშის საჯარო სკოლაში ვმუშაობ. ასევე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენი თემიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ჩემი გადაწყვეტილება, რომ დეპუტატი გავმხდარიყავი, ოჯახმა და საზოგადოებამ კარგად მიიღო, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, პირიქით. მანამდე 15 წელი სოფლის მაღაზიაში ვმუშაობდი. შეურაცხყოფად არავინ მიიღოს, მაგრამ მაღაზიაში მომუშავე ადამიანს ხშირად ვაჭრუკანად მიიჩნევენ

მალო კოტუა, 27 წლის, გალის რაიონი, საბერიო/ზუგდიდი

13 წლამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან, საბერიოში. ჩემმა და-ძმამაც იქ დაამთავრა სკოლა. 13 წლის რომ გავხდი, დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, ზუგდიდში, ბებიასთან უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. ბებია მაშინ მარტო ცხოვრობდა ზუგდიდში და დახმარება ჭირდებოდა. რადგან უფროსი შვილი ვიყავი, უარი ვერ ვუთხარი, თორემ ჩემთვის ისეთი

დარეჯან მღებრიშვილი, თბილისი

გეოლოგობა „ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბუნება,  მთაში სულ დავდიოდი. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომ არასოდეს უთქვამთ მაშინ, ქალო, სად მიდიხარ, სახლში დაეტიეო. ყოველთის მინდოდა ეს სპეციალობა და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით.  საინჟინრო და ჰიდრო გეოლოგიას ვსწავლობდი, თუმცა საინჟინრო გეოლოგია უფრო საჭირო გამოდგა და ამ კუთხით მომიწია

ნუცა ცქიმანაური, 33 წლის, თბილისი

"2012 წლიდან გიდი ვარ. პრონციპში, შემთხვევით დავიწყე ეს ამბავი და საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ ჩემი პირვანდელი პროფესია - დრამის მსახიობობა - გავცვალე დიდ ტურიზმზე და ახლა ერთი მსახიობის თეატრი ავტობუსში მაქვს. ჯავახეთში მოვხვდი სრულიად შემთხვევით ექსპედიციაში, სადაც ორი კვირის ნაცვლად, თითქმის, ერთი თვე დავრჩი. მერე გაზაფხულზე

გულნარა ჩიტაძე, 82 წლის, გორი

მამაჩემი ---------------- "თბილისში ვარ დაბადებული. მამისთვინ დედაჩემი მეორე მეუღლე იყო. მამა მსახიობი კაცი იყო და ამავე დროს, ჩამომსხმელი მუშა. ომი რომ დაიწყო, ქარხანაში წაიყვანეს. მაშინ ახალი გამოგონებული იყო ზარბაზანი „კატიუშა“ და იმის ნაწილებს ასხამდნენ. ფაქტიურად ომი მაშინ ამ ზარბაზანმა მოიგო. ომი რომ დამთავრდა, მამა ქარხნიდან წამოვიდა, მე

მირანდა ჩხეტიანი, 33 წლის, სოფელი ტვიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი

ქუთაისში კი დავიბადე, მაგრამ მთელი ბავშვობა აქ, სოფელში გავატარე. სკოლაც აქ დავამთავრე, სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა ქალაქში, მშობლებთან უნდა დავბრუნებულიყავი,  ბებიაჩემი უკვე იმ ასაკში იყო, რომ მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, შემოვრჩი აქაურობას. ქალაქში რატო არ მივდივარ? აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ ჩემი საქმიანობით,

ლუდმილა სალია, 61 წლის, ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი / სოხუმი

„აფხაზეთიდან ვარ, კერძოდ, სოხუმიდან, აფხაზეთის ომის მონაწილე. აგუძერაში სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი. დაცემული ქალაქიდან 28 სექტემბერს წამოვედი და ჭუბერის გზით, ფეხით გადმოვედი. ათასი უბედურება მაქვს გამოვლილი და დღემდე ვარ ომში. მძიმე გასახსენებელია ჩემთვის აფხაზეთის ომის ამბავი

ნინო ჭინჭარაული, 30 წლის, თბილისი

ყოველთვის, როცა მსგავს ისტორიებს ვკითხულბდი, როგორიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ვფიქრობდი - „სიჩუმე კლავს!“. პირველ რიგში თავად ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვადანაშაულებდი, რომლებიც ხმას არ იღებდნენ და თავისი სიჩუმით მოძალადეებს უფრო ამრავლებდნენ. მაგრამ, როცა მე თვითონ შემემთხვა ამბავი, რომლის მიზეზითაც უკვე 6 თვეა კოშმარების გარეშე ვერ ვიძინებ,