ქეთი ქამადაძე, 21 წლის, ბათუმი
"მე ფეხზე არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და დღემდე ვიმკი ამ შედეგებს
"მე ფეხზე არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და დღემდე ვიმკი ამ შედეგებს
„22 წლის გავთხოვდი და 7 წელი ვიცხოვრე ჩემგან სრულიად განსხვავებულ ადამიანთან ერთად. ჩემს უფროს შვილს, მარიამს აქვს ჰიდროცეფალიის დიაგნოზი და ეს იყო სამშობიარო ტრავმა. სამშობიაროდან სახლში გამომატანეს როგორც ჯანმრთელი, არავის უთქვამს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდა. მახსენდება მშობიარობის დროს როგორ მედგა პედიატრი თავზე და მკაცრად მეუბნებოდა:
„პროფესიით ფილოლოგი ვარ, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი სკოლაშიც და დუისის საგანმანათლებლო ცენტრშიც. მე არ ვიცი, რამდენად საინტერესოა ჩემი ნაამბობი თქვენთვის, მაგრამ რადგან პედაგოგი ვარ და სკოლასთან მაქვს შეხება, პანკისის ხეობის ახალგაზრდების პრობლემებზე მინდა საუბარი. თითქმის 10 წელია ბავშვებს ვამზადებ და ხეობის ყველა აბიუტურენტთან მქონია
„სანამ ძიუდოზე დავიწყებდი სიარულს, ტანვარჯიშზე დავდიოდი მშობლების სურვილით. ჩემს სკოლაში ვიცოდი რომ რაღაც სპორტული წრე იყო და ჩავედი სანახავად, ძიუდოს წრე აღმოჩნდა. პირველად რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ძალიან მომინდა მეც ვმდგარიყავი ტატამზე და მეასპარეზა. თუ სწორად მახსოვს 11 წლის ვიყავი მაშინ. სახლში მისვლისთანავე, მშობლებს
„შვილი მე და ჩემს ქმარსაც ძალიან გვინდოდა, ანუ დაგეგმილად გავაჩინე და წინასწარ მოვემზადეთ ამისათვის. ჩემი ქმარი თან ექიმია, ამიტომ, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციები დავიზეპირეთ და ლამის ერთმანეთს ჩავაბარეთ, ჩემს ორგანიზმსაც ვამზადებდი ორსულობისთვის, ანუ ვცდილობდი ალკოჰოლი აღარ მიმეღო, უფრო ჯანსაღი საკვები მეჭამა და ა.შ. ასევე, მთელი
„ომის მერე აქ ვცხოვრობ, ფეხი ვერსად გავადგი. იქიდან ამაბარგეს და გამომაგდეს. არაფერი წამომიღია ქვეყანაზე, ასე ცარიელ-ტარიელი წამოვედი. ძვირფასად ვცხოვრობდი, არაფერი მაკლდა. 30 წელი ფერმაში ვმუშაობდი, მაგრამ არაფერი შემრჩა. ამასთან, ჯერ რაიონის დეპუტატი ვიყავი, მერე ოლქში გადამიყვანეს. მე აქ არ მინდა სულის მიბარება. ოღონდ ჩემს სახლში
„ძალიან პატარა ვიყავი გალი რომ დავტოვეთ, სადღაც წლის და 8 თვის, ამიტომ სახლის დატოვების მომენტი და მგზავრობა კარგად არ მახსოვს. მახსოვს თბილისში ჩვენი ცხოვრება როგორი იყო, როცა ჩამოვედით. მახსოვს 14 ლარზე რიგში დგომა, რომ წყალი არ გვქონდა, რომ 2 გაჩერება უნდა გევლო ფეხით წყლის მოსატანად. მახსოვს,
„მამაჩემი მხატვარი იყო. ცოტა ძნელია ამ პროფესიის ადამიანისთვის სამსახურის პოვნა. დედა მუშაობდა, ამიტომაც დღის უმეტეს ნაწილს მამასთან ვატარებდით მე და ჩემი პატარა და ლიკა. რო გეკითხა რომელი უფრო გიყვარდა შოკოლადი თუ მამაო , რათქმაუნდა მამას ავირჩევდით. მამა ჩვენთვის ყველაფერი იყო. მამა, კისერზე შემოსმული ლიკა და
„ბავშვობაში მე და დედა სულ ბორჯომში ვისვენებდით და ისე გამოდიოდა, რომ ყოველთვის ერთი ფოტოგრაფის სახლში ვრჩებოდით. ის ბორჯომის პარკში მუშაობდა, ფოტოებს იღებდა. ამ სახლში მე ყველაფრის გაკეთება შემეძლო, ყველაფერზე ნებართვა მქონდა, გარდა ერთადერთ ოთახში შესვლისა, რაც კატეგორიულად აკრძალული მქონდა. ის ოთახი ყოველთვის ანათებდა, წითელი შუქი