რეგიონები

მავილე ბურჭულაძე, 72 წლის, ბათუმი

„ბათუმის სახლიდან, სადაც ახლა „მარსელი“ მდებარეობს და სადაც ბებია-ბაბუასთან და მშობლებთან ერთად ვიზრდებოდი, 1949 წელს გადაგვასახლეს. მე მაშინ 3 წლის ვიყავი, ჩემი ძმა - 5-ის. ფრაგმენტებად მახსოვს ეს ამბავი: მოვიდნენ სამხედროები და სატვირთო მანქანით წაგვიყვანეს ეშელონში. მატარებელში, რომელიც შუა აზიაში მიდიოდა, ბევრი ადამიანი იყო, ბევრი

ეკატერინა ორბელაძე, 41 წლის, ბათუმი

"არ ვიცი, თქვენი სხვა გმირების ფონზე, რამდენად საინტერესო იქნება ჩემი ამბავი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სათქმელი ბევრ ქალს აქვს და მათ შორის, მეც. განსაკუთრებით, მომავალი ჯანსაღი და თავისუფალი თაობების გამო. ხშირად, ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება, რომ თუ რაღაც ინსპირაციული არ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ის თითქოს არ არის

თამთა თოდაძე, 29 წლის, თბილისი

"ერთი დღე ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე და უკვე საღამოსკენ იქნებით უმუშევარი, მარტოსული, ყველასგან დავიწყებული და დაწყევლილი ტრავმატოლოგიურში მწოლიარე ინვალიდი…" - ჯეკ ნიკოლსონი როდესაც პატარა ვიყავი და სამყაროს ვეცნობოდი, მასწავლიდნენ, რომ ყველას მიმართ კეთილი და სამართლიანი უნდა ვყოფილიყავი. ლოურენს კოლბერგის ადამიანის მორალური განვითარების ექვსივე საფეხურით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვფიქრობ,

მაკო ხალვაში, 27 წლის, ბათუმი

დიაგნოზი "ჩემი ამბავი დაახლოებით 15-16 წლის წინ დაიწყო. სკოლის პერიოდში, დაფას რომ ვუყურებდი და კარგად ვერ ვხედავდი, ვფიქრობდი, ან დაფაა შორს, ან ცარცი არ წერს კარგად-მეთქი. თან, ბავშვებიც ხშირად წუწუნებდნენ ამაზე და მეც მეგონა, როგორც ჩემთვის, მათთვისაც ისე არ ჩანდა. მერე თვალის კოორდინაციაც დამეკარგა, პირდაპირ ვეღარ

ლალი ცაავა, 52 წლის, ლენჯერი, სვანეთი

8 წლის წინ, საღამო ხანს, საკუთარ სახლში, პურის ცხობისას, ავტომატის ჯერით ჩამცხრილეს. 5 ტყვიის შედეგად, გამჭოლი ჭრილობა მქონდა მუხლის, ფერდისა და თავის არეში. გასროლამდე, ფანჯრის ჩამტვრევის ხმა გავიგონე, რასაც მალევე ავტომატის ჯერის ხმა მოჰყვა. ტკივილი არ მიგრძვნია, ძალიან ახლოდან იყო ნასროლი. მხოლოდ საკუთარი თმის ნაწილი დავინახე,

ელენე განაია, 29 წლის, მესტია

"თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედისერთა, წვალებით გამზარდეს მშობლებმა. სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ის საბანკო ვალდებულებები და კერძო სესხები, რამაც ხარისხიან განათლებაზე მომცა წვდომა. ამერიკულ სკოლაში გადამიყვანეს ბოლო კლასებში და ერთადერთი ვიყავი ჩემს სკოლაში, ვისაც მძღოლი არ ემსახურებოდა. პირველ კურსზე, როცა დედა 2 ლარს მიტოვებდა

მერი ჭანუყვაძე, 83 წლის, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

„მამაჩემი 1937 წლის 8 აგვისტოს დააპატიმრეს, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე. სოციალ-დემოკრატი იყო და 1926 წელს ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული, 6 წელი ტაშკენტში გაატარა. 1937 წელს ისევ დააპატიმრეს, როგორც ადრე დანაპატიმრები და კომის ასსრ-ში გადაასახლეს. დედა გვზრდიდა, ძალიან კარგი, მშრომელი ქალი იყო და მამის მაგივრობასაც გვიწევდა.

ლუიზა დუდაევა-ასკილაშვილი, 72 წლის, ერედვი-კოდა

დედით ქართველი ოსი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მე საქართველოში დავიბადე და ცხინვალი საქართველოა. დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა და მის გარეშე გავიზარდე. საკმაოდ ლამაზი გოგო ვიყავი, თან კარგად ვმღეროდი და სკოლამ გორის მუსიკალურ სასწავლებელში მომაწყო. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ანსამბლში მღეროდა. მე კიდევ სიმღერის

ნონა სამხარაძე, 35 წლის, მარნეული

როგორ გავხდი აქტივისტი „საკუთარ თავს სამოქალაქო აქტივისტს ვუწოდებ, თუმცა იყო პერიოდი, არც გენდერი ვიცოდი, რა იყო და ადრეულ ასაკში ქორწინებაც ჩვეულებრივი ამბავი მეგონა. 2003 წელს, ჩემი 15 წლის დაც გათხოვდა და ეს პრობლემად საერთოდ არ მიმაჩნდა მაშინ. 2005 წელს, შევხვდი ქალს სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც ქალების ორგანიზაცია ჰქონდა,