ა-დ

ანა გურგენიძე, 22 წლის, ქუთაისი

„თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში, ვარ მეოთხე კურსზე და ვიქნები პროგრამისტი. უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, პროგრამირების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მქონდა.  მანამდე ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი, მათემატიკა თავიდანვე ძალიან მიყვარდა და გამომდიოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რაზე შეიძლებოდა ჩამებარებინა და რა

აიდა შიოლაშვილი, 85 წლის, თბილისი

"62 წელი ვმუშაობდი თბილისის სიმფონიურ ორკესტრში და 80 წლის წამოვედი იქიდან. მე ჩემმა ხასიათმა მიშველა ცხოვრებაში, რადგან ვცდილობ, ყველა დაბრკოლება გადავლახო. ისე არ წავედი ორკესტრიდან, რომ ეთქვათ აღარ შეეძლოო. სულ ვმეცადინეობდი, მერე რა რომ 80 წლის ვიყავი?! ჩემი თანამშრომლები მეუბნებოდნენ - შენ რა ეშმაკი ხარ,

დარეჯან მღებრიშვილი, თბილისი

გეოლოგობა „ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბუნება,  მთაში სულ დავდიოდი. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომ არასოდეს უთქვამთ მაშინ, ქალო, სად მიდიხარ, სახლში დაეტიეო. ყოველთის მინდოდა ეს სპეციალობა და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით.  საინჟინრო და ჰიდრო გეოლოგიას ვსწავლობდი, თუმცა საინჟინრო გეოლოგია უფრო საჭირო გამოდგა და ამ კუთხით მომიწია

გულნარა ჩიტაძე, 82 წლის, გორი

მამაჩემი ---------------- "თბილისში ვარ დაბადებული. მამისთვინ დედაჩემი მეორე მეუღლე იყო. მამა მსახიობი კაცი იყო და ამავე დროს, ჩამომსხმელი მუშა. ომი რომ დაიწყო, ქარხანაში წაიყვანეს. მაშინ ახალი გამოგონებული იყო ზარბაზანი „კატიუშა“ და იმის ნაწილებს ასხამდნენ. ფაქტიურად ომი მაშინ ამ ზარბაზანმა მოიგო. ომი რომ დამთავრდა, მამა ქარხნიდან წამოვიდა, მე

კრისტინა დუდი ავსარქისოვა, 25 წლის, თბილისი

დასაწყისი „ყველაფრი იმით დაიწყო, რომ 6 წლის ვიყავი და მეუბნებოდნენ, რომ არც სმენა მქონდა და არც ხმა. ეს საშინლად მაბრაზებდა. მაგრამ ერთი თვისება მაქვს, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. მუსიკა სულ მომწონდა, ამიტომ ძალიან მწყინდა, როდესაც მასწავლებელი მეუბნებოდა, არ შეგიძლია და შეეშვიო. ერთი პატარა მონაკვეთი მქონდა სამღერი,

დაკა ბერძენიშვილი, 52 წლის, ხიდისთავი/გურია

დაბრუნება ------------------ მე გურიაში, ჩოხატაურში დავიბადე, სკოლაც აქ დავამთავრე და ქუთაისში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ისევ აქ ჩამოვედი. ისე მოხდა, რომ 90-იან წლებში თბილისში გადავედი სამუშაოდ და 15 წელზე მეტი ვცხოვრობდი იქ. ეს მეუღლის ოჯახის სახლია, აქ ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოვდიოდით. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი რაიონში მაქვს გატარებული

გედა დარჩია 26 წლის, ლანჩხუთი/თბილისი

ფოტოგრაფია თავიდან უბრალოდ ჩემი ჰობი იყო, რომელსაც მოგვიანებით სერიოზულად მოვეკიდე.  ძალიან მომწონს თვითონ გადაღების პროცესი. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და აპარატიც დიდად ხელს არ მიწყობს, რადგან მოძველდა უკვე, ჩემთვის ფოტოგრაფია არის ემოციებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა. ზოგადად ხელოვნებაც ხომ ეგ არის, ადამიანი

ანანია გაჩეჩილაძე, ასაკი 22 წლის, თბილსი

სექსუალობის გააზრება ------------------------------------- ყოველთვის საკუთარ თავთან მყოფი ბავშვი ვიყავი და Playstation-ის თამაში მერჩივნა, ადამიანებთან ურთიერთობას. 16 წლამდე  არანაირი ლტოლვა არ მიგრძვნია არც ბიჭების და არც გოგოების მიმართ. მიუხედავად ამისა, ხასიათს მკაფიოდ ვავლენდი და საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნა დღესაც შინაგანი სამყაროს ნაწილია. კარგად მახსოვს როდის გავიაზრე საკუთარი სექსუალობა პირველად.

ანა ქარსელაძე, 31 წლის, რუსთავი

„მე ვარ ანა ქარსელაძე, ვმუშაობ რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, სულ მინდოდა ცხოვრებაში, რაღაც ისეთი მეკეთებინა, რაც ჩემი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის იქნებოდა სარგებლის მომტანი. ბავშვობიდან პატრიოტული სულისკვეთება მქონდა ამიტომ, ან ჯარში მინდოდა მემსახურა და ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვყოფილიყავი