ბლოგი Archives - WomenOfGeorgia

ნუცა ჭირაქაძე, 36 წლის, თბილისი
“ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩოში დავიწყე მუშაობა. მალევე აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი და მოულოდნელი სიხარული იმაზე დარდმა შეცვალა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რადგან ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადით ვიყავი დასაქმებული. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ტყუილის თქმას გულწრფელობა სჯობდა და ჩემს უფროსს, ელჩს ვუთხარი, რომ ბავშვს ველოდებოდი. მშრალი და თავშეკავებული რეაქცია ჰქონდა. ორსულობა მარტივად არ მიმდინარეობდა, თუმცა თავს არ ვზოგავდი, კარგად რომ მემუშავა და ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა საელჩოსთვის. ხშირად, სახლში დაბრუნებული, დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, მაგრამ მეორე დღეს ისევ სამსახურში მივდიოდი და თავდაუზოგავად ვშრომობდი. ერთ-ერთ საკონტროლო ვიზიტზე, ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში არ იყო, სასწრაფო გამოკვლევები მჭირდებოდა და საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი. აქედან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი, რომელიც ათ დღეს გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ ბავშვი ვერ შევინარჩუნე, მუცელი მომეშალა. როგორც კი საავადმყოფოში დამაწვინეს, ჩემს უფროსს მივწერე, საავადმყოფოში ვწევარ, ბიულეტენი მაქვს გახსნილი და რამდენიმე დღე ვერ ვიქნები, რადგან ცუდი ამბები მაქვს-მეთქი. პასუხად მომწერა, რომ სამწუხარო იყო, მაგრამ მისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ვინ იმუშავებდა საელჩოში და ჩემმა არყოფნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

აბსოლუტურად განადგურებული დავბრუნდი სამსახურში, ჯერ იმის გამო, რაც გადავიტანე და იმედგაცრუებული ვიყავი იმითაც, როგორ შეეძლო ადამიანს, რომელიც თავადაც 3 შვილის მამაა, ასეთ მძიმე წუთებში თავისი ხელქვეითისთვის ეთქვა, რომ მთავარი სამსახურია და სულ ფეხებზე ჰკიდია, მუცელი მომეშალა თუ არა. თუმცა მთავარი იმედგაცრუება წინ მელოდა – დამიბარა და მითხრა, რომ ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადით ვარ დასაქმებული და შეუძლია, ნებისმიერ დროს უმიზეზოდ გამათავისუფლოს, მაგრამ რადგან „პრობლემა გაქრა,“ ანუ ორსულად აღარ ვარ, მტოვებს. ასევე, ძალიან კმაყოფილი კია ჩემი თავდადებული შრომისთვის, მაგრამ ხელი უნდა მომეწერა შეთანხმებაზე, რომ აღარ დავორსულდებოდი. აქვე დასძინა, რომ სხვა უცხოელ კოლეგებსაც დაეკითხა და ყველამ, უმეტესად, ქალებმა ურჩიეს, რომ დროულად მოვეშორებინე, რადგან ისევ მომინდებოდა შვილის ყოლა. ამიტომ მოიფიქრა, რომ დამტოვებდა, მაგრამ ერთი პირობით – საქართველოში მისი ელჩად ყოფნის პერიოდში ბავშვი არ უნდა გამეჩინა. უნდოდა, ჩემი შრომითი ხელშეკრულება ისევ გამოსაცდელი ვადით გაეგრძელებინა მომდევნო 1 წლის განმავლობაში, ორსულობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ რომ გავეთავისუფლებინე. შეურაცხყოფისა და ტკივილისგან ხმა ვერ ამოვიღე. ტკივილისგან, შვილის ყოლას რომ მიკრძალავდა და შეურაცხყოფისგან, რადგან ზუსტად ვიცოდი, თავის სამშობლოში ვერასდროს, ვერც ერთ თანამშრომელს გაუბედავდა ასეთი უღირსი პირობის წაყენებას.

საქართველოში ხომ შეუძლია უცხოელ დიპლომატს ასეთი რამე იკადროს, ქართველი ქალი ხომ დაბალი ღობეა… მერე რა, ქართული კანონმდებლობა რომ საერთოდ არ უშვებს ასეთ ხანგრძლივ გამოსაცდელ ვადას, მისთვის მთავარი იყო მუშახელი, რომელსაც პირადი ცხოვრება არ ექნებოდა. არ ვიცი, ამ ამბიდან დაზარალებული გამოვედი თუ გამარჯვებული, კიდევ ვერ მომიშუშებია ის ტკივილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეიძლება მოგაყენონ, რომ გინდა, დედა გახდე. რატომ არის მხოლოდ ქალების ამოცანა შვილების გაჩენა და მათზე ზრუნვა? რატომ გვიწევს მუდამ იმის მტკიცება, რომ ბავშვებისა და ოჯახის მიუხედავად, შეგვიძლია, ვიყოთ წარმატებულები? გვქონდეს კარიერა, გვინდოდეს მუშაობა და მატერიალურად აუცილებელიც კი იყოს ჩვენთვის სამსახური? მუდამ შეჯიბრში ვართ მამაკაცებთან, თითქოს, ერთი ფეხი გაქვს და სირბილში უნდა გაასწრო ორფეხიან ადამიანებს. ბავშვები ხომ ყველას მომავალია და არა მხოლოდ ქალების?! ის, რომ ფიზიოლოგიურად მხოლოდ ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, მისი პრივილეგია უნდა იყოს და არა – სასჯელი.

უღირს პირობაზე ხელი არ მოვაწარე, სამაგიეროდ, მთელი წელი მესმოდა, „ღმერთმა დაგვიფაროს შენი ორსულობისგან” და ა.შ. ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ფსიქიკა შემერყა და არც ერთი სამსახური ღირდა ამად. თუ მკითხავთ, კარიერა მირჩევნია თუ შვილები, შვილებს ავირჩევ, მაგრამ არავინ უნდა დამაყენოს ამ არჩევნის წინაშე. ევროპული სტრუქტურებისგან არავინ ელოდება მსგავსი სახის დისკრიმინაციას, ჩვენ ხომ ასეთი წარმოდგენა გვაქვს – ევროპაში დასაქმებულთა უფლებები და განსაკუთრებით, ქალების უფლებები დაცულია. ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც, წესით, ასეთ ფასეულობებზე უნდა იყვნენ გაზრდილი, როგორც კი საქართველოსნაირ ქვეყანაში ხვდებიან, კარგავენ კონტროლს და თანამედროვე მონათმფლობელებად იქცევიან.

მინდა, ქალებს ვუთხრა, არასდროს გაჩუმდნენ თუ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდებიან, რადგან მიღწევები ადამიანის უფლებების კუთხით, რომლითაც თანამედროვე მსოფლიო დღეს ამაყობს, იმ ქალების ზურგზე დგას, რომლებიც არ გაჩუმდნენ. ჩემი საყვარელი სამშობლოსგან კი ვისურვებდი, რომ დამიცვას და მომცეს საშუალება, ვიყო დედა, მქონდეს საყვარელი საქმე, რომელიც მავსებს, მაინტერესებს და განვითარების შესაძლებლობას მაძლევს.”

The post ნუცა ჭირაქაძე, 36 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

სოფიო ტუაევი, გორი, დევნილი ცხინვალიდან (დიდი ლიახვის ხეობა)
ჩემი ისტორია არაა მარტივი მოსაყოლი, თუმცა, ვეცდები, მსუბუქი ფორმებით მოვიტანო თქვენამდე.

დავიწყებ ღრმა ბავშვობიდან, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო კონფლიქტი ოსებსა და ქართველებს შორის. ვცხოვრობდით მშვიდად და ბედნიერად თბილისში, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი, შერეული ეროვნების ოჯახი. თუმცა დადგა დრო, როდესაც დაიწყო სამწუხარო და ძალიან მძიმე შეცდომების პერიოდი ორ მოძმე ერს შორის, რომელსაც საბოლოო სახელი ,,ომი” ეწოდა და რომლის შედეგადაც არცერთი იყო გამარჯვებული… მამა ოსი მყავდა, დედა – ქართველი, გვარად, ბურდული. მამაც ჩემსავით თბილისში დაბადებულ-გაზრდილი იყო, მასაც ქართველი დედა ჰყავდა, თუმცა მამაჩემის მამა ახალგორის ერთ-ერთი ოსური სოფლიდან იყო და იქ სახლი გვქონდა, სადაც პაპა და ბებო ცხოვრობდნენ. არეულობა როგორც კი დაიწყო, იძულებული გავხდით, ახალგორში წავსულიყავით. ამ დროს, გზაზე გადასვლისას, ჩემი ძმა ავტოავარიაში მოყვა, მანქანა დაეჯახა, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა, თუმცა დამნაშავეს ციხეში არცერთი დღე არ გაუტარებია, მხოლოდ ერთადერთი მიზეზით – ჩემი ძმა ხომ ოსი იყო. ჩემმა გამწარებულმა და განადურებულმა მშობლებმა 17 წლის ბიჭი მიწას მიაბარეს… ასეთ უსამართლობას აწყდებოდა ბევრი ოსი და ქართველიც, ამ ომის გამო. საბოლოოდ, სოფელში გადავედით, მამას ეგონა, რომ რადგან ოსები ვიყავით, აქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მალევე არაფორმალური დაჯგუფება დაგვადგა თავს (რეკეტიორების ჯგუფი ცხინვალიდან), არავის და არაფერს ინდობდნენ, ოღონდაც ფული, ოქრო და მანქანა წაერთმიათ ვინმესთვის. მამას ახალი მანქანა ჰყავდა, ამ ამბავს მათ ყურამდე მიუღწევია და წართმევა მოუნდათ, ჩვენ თურმე ,,სხვანაირი ოსები” ვიყავით, მამას ხომ ქართველი ცოლი და დედა ჰყავდა. იმის შიშით, რომ ჩემთვის და დედასთვის არაფერი დაეშავებინათ, მამამ მაშინდელი სამი მილიონი რუსული ფული გამოუტანა, მისცა და სთხოვა, სახლი დაეტოვებინათ. კბილებამდე შეიარაღებული იყვენენ და დამშეული მგლებივით დასტრიალებდნენ სახლს. ჩვენ, ოჯახის წევრები ამ ყველაფერს გაოგნებული ვუყურებდით, განსაკუთრებით, მე, ყველაზე პატარა ვიყავი და არც მესმოდა, რას საუბრობდნენ ოსურ ენაზე, თუმცა ვხვდებოდი, კარგი ამბავი რომ არ იყო ჩვენს თავს. თანხა არ იკმარეს და მანქანის გასაღები მოითხოვეს, რომ წაეყვანათ. მამამ დედას უთხრა, რომ გასაღები გამოეტანა სახლიდან, დედა მძიმედ შებრუნდა და მართლაც გამოიტანა, თუმცა მანქანის წინ დადგა და ძაძებში გახვეულმა, გაფითრებულმა ქართულად ხმამაღლა მიმართა, რომ ეს მანქანა და ფული მამას თავისი წვალებითა და პატიოსანი შრომით ჰქონდა მოპოვებული და არაფრის ფასად გაატანდა, თუნდაც იქვე დაეხვრიტათ, შვილმკვდარ დედას არც არაფერი მაქვს დასაკარგიო. ერთ-ერთს თურმე კარგად ესმოდა ქართული და დანარჩენებს უთარგმნა, შეეცადნენ დედას დაშინებას,ზუსტად თორმეტჯერ ესროლეს ფეხებთან და დედა არ განძრეულა არცერთი წამით. წაიღეს ფული და აღარასოდეს დაბრუნებულან. ასე გადაარჩინა დედამ მანქანა წაღებას, რომლითაც მამას ოჯახი უნდა შეენახა.

დადგა დრო, როცა სკოლაში უნდა მივსულიყავი და ისევ პრობლემა – ენის ბარიერი. არ ვიცოდი ოსური და ისიც დაემატა, რომ სკოლა რუსულენოვანი იყო. მიუხედავად სირთულეებისა, დედა მაქსიმუმს აკეთებდა, რომ კარგად მესწავლა. ყოველთვის გამოვთქვამდი პროტესტს, რატომ უნდა მესწავლა რუსულენოვან სკოლაში. რაც შეეხება ქართულად წერა-კითხვას, დედამ გადაწყვიტა, სახლში ესწავლებინა ისე, როგორც სკოლაში ისწავლებოდა, ,,დედა ენის” დახმარებით. დღემდე მახსოვს, როგორ სიხარულით მივურბენინებდი დედას საწერ მაგიდასთან, თაროდან გადმოღების შემდეგ, რაღაც საოცრებად აღიქვამდა ჩემი პატარა გონება ამ ლამაზ და საყვარელ წიგნს… ასევე, დედის დახმარებით, ეტაპობრივად გავეცანი ქართულ მწერლობასა და ისტორიას. ჯერ კიდევ მე-6 კლასში, მირჩია, წამეკითხა ლევან სანიკიძის ,,დედა ისტორია,” ის ემოცია დღემდე მომყვება, განსაკუთრებით, წიგნის ბოლო ფურცლებზე ამოკითხული. სკოლა კარგ ნიშნებზე დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩაბარების დროს ძალიან გვიჭირდა ფინანსურად და თბილისის ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ შევძლებდი სწავლის გაგრძელებას, საფასურის გადახდას და ბინის ქირაც ხომ უნდა გადამეხადა, რომ არაფერი ვთქვათ ჩაცმასა და საკვებზე, თუმცა გვქონდა მეორე ვარიანტი – ცხინვალის უნივერსიტეტი. სწავლის გადასახადი ბევრად ნაკლები იყო და თან, ბინაც უფასო მექნებოდა, მამაჩემის ნათლული გვაძლევდა უსასყიდლოდ. მინდა გითხრათ, რომ იმდენად გვიჭირდა იმ პერიოდში, გამოცდის დღეს გზის ფულიც კი არ გვქონდა, რომ მე და დედა წავსულიყავით. ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა შემთხვევით გაიგო ეს ამბავი და მან თავისი ხარჯებით წამიყვანა. წარმატებით ჩავირიცხე ცხინვალის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, გაჭირვებით გამქონდა თავი და ძნელად ვიხდიდი გადასახადს, თუმცა მქონდა ჩემი მიზანი – უნდა მეშოვნა სამსახური და მეყიდა ან მექირავებინა ბინა, მინდოდა დედა გვერდით მყოლოდა. მამა სტუდენტობის პერიოდში გარდამეცვალა.

ასე გადიოდა სტუდენტობის წლები. დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, როცა სულ შემთხვევით დავიწყე ქურთის ადმინისტრაციაში მუშაობა, საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე და რაღაც პერიოდის შემდეგ, ბინაც გადმომცა სამსახურმა, როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელს. ჩემი ოცნებაც ახდა, მქონდა საკუთარი სახლი და კარგი სამსახური, მალევე მე და დედა ერთად ვიყავით.

შემდეგ მოხდა 2008 წლის ომი და გავხდით დევნილები, დავკარგეთ ყველაფერი, როგორც ათასობით ოჯახმა. შეგვასახლეს დროებით საცხოვრებელში, სადაც გაუსაძლისი პირობები იყო, ერთი, რაც გვიხაროდა, ის იყო, რომ სამსახური შემინარჩუნდა და თავს ამით ვირჩენდით. დევნილობიდან რამდენიმე წელში, 2012 წელს, გამანთავისუფლეს სამსახურიდან, მიზეზი რეორგანიზაცია იყო. ძალიან განვიცადე და გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ხელფასს ვეღარ ავიღებდი. დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც შემოსავალს მომიტანდა და მხოლოდ ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული. მოვიფიქრე კიდეც, გადავწყვიტე, მესწავლა პროფესიულ დონეზე სამკერვალო საქმიანობა და თვითდასაქმებული ვყოფილიყავი, შემდგომ ეტაპზე სხვა ქალებიც დამესაქმებინა. ეს საქმე ყოველთვის კარგად გამომდიოდა და იმიტომ ავირჩიე. 2013 წელს ჩავაბარე პროფესიულ სახელმწიფო სასწავლებელში და უფასოდ დავიწყე სწავლა, ჩემი გადაწყვეტილება დედას ძალიან გაუხარდა და მოსწონდა, თუმცა ჩვენდა საუბედუროდ, დიდხანს არ გაგრძელდა ეს სიხარული. სწავლის დაწყებიდან სამ თვეში, დედა მოულოდნელად გარდაიცვალა, განსაკუთრებული არაფერი აწუხებდა. ახალი წლის წინა დღეს დავკრძალე… მას შემდეგ, ჩემთვის ახალი წელი არა სიხარულის, არამედ გლოვის დღედ იქცა. დაიწყო ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი. ვინ ჩიოდა ფინანსურ პრობლემებსა და უსახლკარობას, ერთადერთი დედა მყავდა და ისიც გარდამეცვალა. დღემდე ოდნავადაც არ გამნელებია ტკივილი, ის ყველაფერი იყო ჩემთვის, მართლაც განსაკუთრებული სიკეთითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა.

დავასრულე კოლეჯი, თუმცა თვითდასაქმებისთვის საჭირო იყო საკერავი მანქანა, რომელიც უნდა მეყიდა და ყიდვას კარგა ხანს ვერ შევძლებდი, ჩემი მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე. ამ პერიოდში კოლეჯში შემოვიდა USAID, რომელმაც შემოიტანა გადამზადების პროგრამა დევნილებისთვის, კურსდამთვრებულს საჩუქრად თანამედროვე საკერავ მანქანას მისცემდნენ. ამ ამბის გაგების შემდეგ რა გამაჩერებდა, პროგრამაში რომ არ მოვხვედრილიყავი, საკერავი მანქანა ჰაერივით მჭირდებოდა. ვთხოვე კოლეჯის წარმომადგენელს, ვისაც ეს საკითხი ებარა, ქალბატონ ლუიზა მღებრიშვილს და ჩამსვა პროგრამაში, რის გამოც უზომოდ მადლობელი და მადლიერი ვიქნები ყოველთვის. დავასრულე გადამზადების პროგრამა და საკერავი მანქანა მაჩუქეს. ორ კვირაში ვნახე 6კვ. ფართი და ვიქირავე, არ ვიცოდი და არც ვფიქრობდი, თვის ბოლოს ქირა როგორ უნდა გადამეხადა, მხოლოდ დევნილობის თანხა – 30 ლარი მქონდა სარჩენად, მაგრამ უნდა გამერისკა და ეს რისკი მომიტანდა წარმატებას, ამაში დარწმუნებული ვიყავი. როგორც იტყვიან, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. უკვე მეშვიდე წელი დაიწყება და ამ გადმოსახედიდან, რაც დავისახე მიზნად, მიუხედავად უმძიმესი პერიოდებისა, მაინც ავისრულე. ვარ ატელიე ,,სომას” დამფუძნებელი, სადაც ქალები მყავს დასაქმებული. ვაწარმოებთ ქალის სამოსს, როგორც ინდივიდუალურს, ასევე, ვაკეთებთ კოლექციებს და ვყიდით გერმანიაში, ქალაქ ბერლინში.

ჩემი ისტორიით, მინდა ვთქვა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია სირთულეებს გაუმკლავდეს. მე გადავრჩი, თქვენც შეძლებთ გადარჩენას პრობლემების მიუხედავად, მთავარია, ოპტიმისტური თვალით შევხედოთ სამყაროს. დანებება ხომ მარტივია, არდანებებაა რთული! ბრძოლა ყოველთვის ღირს!

The post სოფიო ტუაევი, გორი, დევნილი ცხინვალიდან (დიდი ლიახვის ხეობა) appeared first on WomenOfGeorgia.

თეა კუპრაშვილი, თბილისი
“მე მქვია თეა და უკვე 3 წელიწადია არანებაყოფლობით ვცხოვრობ ჩემს თანამგზავრთან ერთად, მას ალოპეცია ჰქვია. მართალი რომ გითხრათ უკვე შემიყვარდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულად დაიწყო.

თავიდან სიზმარში მეგონა თავი, როდესაც ერთ დილით თვალი გავახილე და წარბი ვეღარ დავინახე სახეზე. გამალებით ვხუჭავდი თვალებს იმის იმედით, რომ გავახელდი და წარბი ისევ დამხვდებოდა, მაგრამ ამაოდ. მალე წარბს წამწამი მიყვა და ბოლოს თმები… ყოველი აბაზანის მიღება ტანჯვად იქცა, მეშინოდა თმების დავარცხნაც, აღარ ვიკრავდი, შევიმოკლე. მთელი არსებით შევიგრძენი იმ გამოთქმის შინაარსი, რასაც ცივ ნიავს არ ვაკარებ” ჰქვია. ყოველ თმის ღერს ვეფერებოდი და ვთხოვდი არ ჩამოვარდნილიყო, მაგრამ ვერ შემისრულეს და ზუსტად 3 თვეში სრულიად ცარიელი ვიყავი ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – ცარიელი თმებისგან, ემოციებისგან და ცრემლებისგან.

შემდეგ დაიწყო ეტაპი, რაც ზუსტად იმას გავდა წყალში ხავსს რომ ებღაუჭებიან: გაუთავებელი გამოკვლევები, ცდები, უიმედობა და კითხვა – რატომ მე? პასუხი არსაიდან ჩანდა და დიაგნოზიც შესაბამისი დაისვა – მე და ჩემი მეგზური სამუდამოდ ერთად ვრჩებოდით. ასე დავემშვიდობე ჩემს თმებს, გადავყარე ყველა ნივთი, რაც თმას გამახსენებდა და გამოვაცხადე ბრძოლა ყველას მიმართ, პირველ რიგში ჩემი თავის წინაშე. დავდე პირობა, რომ არ დავმარცხდებოდი და არ მივცემდი ჩემზე გამარჯვების უფლებას.

ადაპტაციის პერიოდი რთული აღმოჩნდა – ჩავიკეტე, ტაბუ დავადე ყველა და ყველაფერს, არ ვიღებდი არავის და არანაირ რჩევებს. მაღიზიანებდა ყველა შეცოდებით წარმოთქმული ფრაზა და მაღიზიანებდა მთელი სამყარო.

ასეთ დროს, როცა თავზე გემხობა მთელი განვლილი ცხოვრება, ძნელია იმ შუალედის პოვნა და სამყაროსთან დამეგობრება.

მღლიდა და ბოლო ძალას მაცლიდა ხალხის რეაქცია, შეცოდება და ის შეშინებული მზერა, პირდაპირ რომ გეუბნებოდა – “შენ სხვანაირი ხარ, ვიდრე ჩვენ…” აღარ მინდოდა ამ როლში ყოფნა, არ მინდოდა არც შეცოდება, არც ნუგეში. უბრალოდ, ერთადერთი რაც მინდოდა, მომღიმარი სახეები იყო და გადავწყვიტე მე მეთამაშა ეს თამაში და ყველა ამ დაბნეული ხალხისთვის ისევ მე გამეღიმა და მე ეს შევძელი!

მე გავიღიმე და გავიხსენი. მე მოვიგე ჩემი ომი სულ მარტომ. ერთადერთი ადამიანი მასულდგმულებდა ამ ბრძოლაში, ჩემი ნიკუშა. მადლობა მას, რომ ყველანაირს მიტანდა და ყველანაირი ვუყვარვარ. პირველი მისი მანუგეშებელი სიტყვები გახდა ჩემი ბრძოლის ლოზუნგი – ” დე, არ იტირო, მერე რა, ეს ხომ მარტო თმებია”. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, ახლა კი მეც ასე ვფიქრობ და თმის სურნელი რომ მენატრება, ნიკუშას თმებს ვყნოსავ.

მე ალოპეცია მაქვს და მე ის მიყვარს!”

The post თეა კუპრაშვილი, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

“ქალები საქართველოდან” გთავაზობთ ჩვენი მკითხველის ბლოგს, რომელსაც მისივე თხოვნით ანონიმურობის სრული დაცვით ვაქვეყნებთ. წერილი ეხმიანება ახალგაგაზრდა მწვანე აქტივისტის – გრეტა თუნბერგის – გამოსვლას გაეროს სამიტზე და იმ გამოხმაურებებს, რაც ამ გამოსვლას მოჰყვა სოციალურ ქსელებში.
“ქალები საქართველოდან” გთავაზობთ ჩვენი მკითხველის ბლოგს, რომელსაც მისივე თხოვნით ანონიმურობის სრული დაცვით ვაქვეყნებთ. წერილი ეხმიანება ახალგაგაზრდა მწვანე აქტივისტის – გრეტა თუნბერგის – გამოსვლას გაეროს სამიტზე და იმ გამოხმაურებებს, რაც ამ გამოსვლას მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

“წერილის დაწერა ამ დღეებში გრეტას გამოსვლისადმი საზოგადოების შერეულმა, ზოგჯერ არაადეკვატურმა რეაქციებმა გადამაწყვეტინა. მინდა გიამბოთ ერთი ამბავი. ჩემი გოგო 3 წლის არ იყო, როდესაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. სპეციალისტთან მეტყველების შეფერხების გამო მივედით, თუმცა დიაგნოზის დასმამდე და ზოგადად სპეციალისტთან მისვლამდე გავიარე რთული პროცესი, რაც ოჯახის წევრების დარწმუნებას ემსახურებოდა. ვისმენდი ოჯახის წევრების, თუ სხვა კეთილის მსურველების რჩევა დარიგებებს, რომ ვიღაცის შვილმა 5 წლის ასაკში დაიწყო ლაპარაკი. აი, აინშტაინიც ასე იყო და რა პრობლემაა, ან უფრო უხეში კომენტარები, რომ „მე მჭირდება მკურნალობა და არა ჩემს შვილს.“

დიაგნოზის დასმის შემდგომი დროც არანაკლებ რთული გამოდგა. დიაგნოზი კი დაისვა, მაგრამ აი, მერე რა უნდა გვექნა ეს არავინ გვითხრა. გამიმართლა იმით, რომ ინგლისურ ენაზე თავისუფლად შემეძლო კითხვა და შესაბამისად, უამრავი ინფორმაცია მოვიძიე. ასევე, ვიპოვნე ძალიან კარგი სპეც. პედაგოგი, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობდა, მოვახერხე სახელმწიფო ვაუჩერის აღება და ადრეული განვითარების პროგრამაში ჩემი გოგოს ჩასმა.

რთული იყო ისიც, რომ ოჯახის წევრებს კარგად არ ესმოდათ რასთან გვქონდა საქმე ან როგორ დამხმარებოდნენ, ანუ ძირითადად ჩემი გოგოს განვითარებაზე ვზრუნავდით მე და ჩვენი საყვარელი მასწავლებელი. რთული იყო საბავშვო ბაღის პერიოდიც, როდესაც ჩემი გოგოსკენ მისი ბაღელები თითის გაშვერით ამბობდნენ – „ეს ინკლუზიის ბავშვიაო“. ალბათ, საერთოდაც არ ესმოდათ რას ნიშნავდა ეს, მაგრამ მშობლებისგან გაგონილს იმეორებდნენ.

ჩემი გოგოს შემთხვევა განსაკუთრებული იყო. ის არ ჰგავდა საზოგადოებაში გავრცელებულ წარმოდგენას აუტიზმმზე? თან ის გოგო იყო, ხოლო უმეტესობა, ვისაც ეს დიაგნოზი აქვს, ბიჭები არიან. ძალიან ხშირად გამიგია და დღემდე მესმის ნაცნობების კომენტარები, რომ „უი, საერთოდ არ ეტყობა არაფერი“. მაგრამ ის, რომ არ ეტყობოდა, ანუ იგი ვერ ჯდებოდა ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპულ წარმოდგენაში, თუ როგორი უნდა იყოს აუტიზმის მქონე ადამიანი, ჩვენ არ გვშველიდა.

დღესდღეობით ჩემს გოგოს აქვს სამი დიაგნოზი. აქედან ორმა დაადასტურა მაღალფუნქციური აუტიზმი, ხოლო ერთის თანახმად – ეს არის მეტყველების დარღვევა. ამის გამო გამოვიარე ჩემს თავთან ბრძოლებიც, რომ მართლა რამე ხომ არ მეშლებოდა. რა თქმა უნდა, მეტყველების დარღვევის დიაგნოზი უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე აუტისტური სპექტრისა. თუმცა მესამე შეფასებით, საბოლოოდ ჩემს თავთან, ასე ვთქვათ, გადავწყვიტე რა მდგომარეობა ჰქონდა ჩემს შვილს. ამ დროისთვის მეც უფრო გათვითცნობიერებული ვიყავი ამ საკითხში და ჩემს თავსაც უფრო მეტად ვენდობოდი.

რამდენიმე წლის შემდეგ წავაწყდი ინგლისურენოვან სტატიას, გოგონებში და ქალებში „ფარული“, არადიაგნოსტირებული აუტიზმის გავრცელებული შემთხვევების შესახებ. სტატიაში ეწერა, რომ გოგონებში აუტიზმი განსხვავებულად გამოვლინდება, ვიდრე ბიჭებში. გოგონები უფრო ახერხებენ ადაპტირებას და სოციალურად მიღებული ქცევის მოდელირებას, რის გამოც, ხშირად, დიაგნოზის გარეშე რჩებიან. ვხვდებოდი, რომ ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ის, რასაც ვკითხულობდი, ზუსტად შეესაბამებოდა ჩემი შვილის ქცევას. ის ძალიან არტისტული, ზოგჯერ ექსცენტრიულიც კია, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ამით ცდილობს გაუმკლავდეს იმას, რომ უმეტესობა შემთხვევაში არ ესმის სოციალური კონტექსტი, უჭირს ცინიზმისა და სარკაზმის გაგება და ხშირად თითქოს დაზეპირებულ და დასწავლილ როლს თამაშობს. მაგრამ, ამავდროულად ის არის ძალიან მოსიყვარულე, ემოციური, უშრეტი ფანტაზიის მქონე ადამიანი. ძალიან დამოუკიდებელია და თვითონ აგვარებს სკოლის საქმეებს. სკოლაშიც დამოუკიდებლად დადის ტრანსპორტით და აქეთ მეხმარება პატარა ძამიკოს მოვლაში. უყვარს ხატვა, მუსიკალურ საკრავზე დაკვრა და უამრავი ინტერესი აქვს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მას უჭირს თანატოლებთან კომუნიკაცია (მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი აქვს), რომ ზოგჯერ მის ქცევას მისი თანატოლები ვერ იგებენ და ეს ხდება მისი სოციალურად გარიყვის მიზეზი. ხანდახან, როდესაც გადაიღლება გადაჭარბებული კომუნიკაციით, ის მიდის და წიგნის კითხვას ან ფილმის ყურებას იწყებს. ამ დროს ვხვდები, რომ გადაიტვირთა და ცოტა დროს სჭირდება ემოციებთან გასამკლავებლად.

გრეტას ამბავს რომ მივუბრუნდეთ, მისი სიტყვით გამოსვლაზე რეაქციებმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ გამოიყურება აუტიზმი გოგონებში (დღესდღეობით აუტიზმის ქოლგის ქვეშ მოექცა ასპერგერის სინდრომი, რადგან ერთადერთი სხვაობა მაღალფუნქციურ აუტიზმსა და ასპერგერს შორის მეტყველების ადრეულ ასაკში დაწყება/არდაწყება იყო).

მე არ მიკვირს გრეტას განწყობა, რადგან მახსოვს მომენტი, როდესაც ჩემი გოგო გაიტაცა პლანეტებმა და ასტრონომიამ. ტელესკოპიც ვიყიდეთ და სხვადასხვა წიგნები ასტრონომიის შესახებ. მახსოვს ვნახეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მზე X წლის შემდეგ ჩაქრება და მოკვდება. ეს ამბავი ძალიან განიცადა, შეეცოდა მზე, შეეცოდა პლანეტა, მცენარეები, ცხოველები და ადამიანები. მთელი კვირა მის დამშვიდებას მოვუნდი.

როდესაც გრეტას ვუყურებ, ჩემს წინ ტიპური მაღალფუნქციური აუტიზმის მქონე გოგონა დგას – ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მამაცი. მიხარია და იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილისთვის იგი მისაბაძი მაგალითი გახდება და არამხოლოდ, კლიმატის ცვლილების და გლობალური დათბობის შესახებ გაზრდის საზოგადოების ცნობიერებას, არამედ ქალებში და გოგონებში აუტისტური სპექტრის შესახებაც დაანგრევს სტერეოტიპებს.

ამიტომ, თუ თქვენთვის მისი ქცევა ხელოვნურია ან ყალბი, როგორც ეს რამდენჯერმე წავიკითხე ფეისბუქ პოსტებსა თუ კომენტარებში, სანამ მას გააკრიტიკებთ, დაფიქრდით რამხელა სტრესია ამ 16 წლის გოგონასთვის ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. დაფიქრდით თქვენ (ყოველგვარი აუტიზმის გარეშე), როგორ იგრძნობდით თავს მის ადგილას? ან თქვენ რა გაგიკეთებიათ ადამიანებისთვის ან პლანეტისთვის იმაზე მეტი, რასაც ეს პატარა გოგონა დღეს აკეთებს.”

ფოტო: EM PICS

The post “ქალები საქართველოდან” გთავაზობთ ჩვენი მკითხველის ბლოგს, რომელსაც მისივე თხოვნით ანონიმურობის სრული დაცვით ვაქვეყნებთ. წერილი ეხმიანება ახალგაგაზრდა მწვანე აქტივისტის – გრეტა თუნბერგის – გამოსვლას გაეროს სამიტზე და იმ გამოხმაურებებს, რაც ამ გამოსვლას მოჰყვა სოციალურ ქსელებში. appeared first on WomenOfGeorgia.

შორენა კვარაცხელია, 32 წლის – დევნილი აფზახეთიდან
“1999  წლის ცივი ნოემბერია … 12  წლის ვარ და მე-6 კლასში ვსწავლობ. სამყაროს მხოლოდ  ორ – თეთრსა და შავ ფერში ვიცნობ.  ჩემს ცხოვრებაში ეს ის ეტაპია, როცა პრანჭიაობა ახალი დაწყებული მაქვს. ჩუმ-ჩუმად, დედამ რომ არ მნახოს, თვალებზე მის შავ ფანქარს, ხოლო ტუჩებზე შინდისფერ პომადას ვითხაპნი, მერე  ვიშორებ, ისევ ვისვამ და ა. შ. ტანსაცმელს გულდასმით ვარჩევ დედისეულ ძველ გარდერობში, რომ იქნებ რამე ჩემებურად გადავაკეთო და მოვირგო. თუმცა, დიდი არჩევანი არც დედას აქვს – აფხაზეთიდან ტყვიების ზუზუნით  ‘’გამოცილებულებს’’ მხოლოდ ერთი ჩემოდანიღა  ჩამოგვყვა სამშვიდობოს.

მამა აფხაზეთის ომის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მისი ასავალ-დასავალი ვერსად, ვერავისგან გავიგეთ. იმის გამო, რომ საბრალო დედას მარტოს მოუხდა სამ მცირეწლოვან შვილთან უსახლკაროდ დარჩენა, უკვე მერამდენედ შევიცვალეთ საცხოვრებელი და ფაქტიურად, ნათესავ-ახლობლებში მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდით,  მეექვსე კლასამდე  სამ სკოლაგამოვლილი მოვედი.

მე-6 კლასში უკვე მეოთხე სკოლაში ვარ.  თუმცა, ახალმოსულის კვალობაზე, კარგი სწავლით უკვე ვჩანვარ. პირველივე დღიდანვე ვამჩნევ, რომ განსაკუთრებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მოვწონვარ. მეც ძალიან მეთბილება იამზე მასწავლებელი. უზომოდ ყურადღებიანი და  კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ. იცის, რომ აფხაზეთიდან ვარ.  ისიც იცის, რომ დედაჩემი მისი კოლეგაა. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვებთან შედარებით ნაკლებად მაპატიებს შეცდომებს.

სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდი სწრაფად მიილია.  ჯერ ისევ იმ ფეხსაცმლით დავდივარ, სასკოლოდ რომ მიყიდა დედამ. მკაცრი ეკონომიური გაანგარიშებით  ‘’დახურული ‘’ ფეხსაცმელი ვიყიდეთ, ყველა სეზონს რომ მეტ-ნაკლებად მორგებოდა.

ერთ დილას, სკოლაში წასვლის წინ, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ჩემს ფეხსაცმელს, როგორც კი შუაზე გადავწევ, ლომის ხახასავით დაფჩენილი პირი მოუჩანს.  გულდაწყვეტილი დედას ვაჩვენებ და ვეუბნები, რომ ამ ფეხსაცმლით სკოლაში არ წაისვლება. დედამაც დანანებით დააქნია თავი, ცელოფნის ერთჯერადი პარკი გამოძებნა და შიგ ჩადო, რათა შემკეთებელთან წაიღოს. მერე მომიბრუნდა  და მეუბნება :

– შორე, დედი, ამ ფეხსაცმელს დღესვე შევაკეთებინებ ხელოსანს. ჩემი ნაცნობია, ვთხოვ, დამიჩქაროს. ამის გამო, ხომ იცი, სკოლას ვერ გააცდენ. გვაქვს ჩვენ კიდევ  ერთი ფეხსაცმელი, ის ჩაიცვი ამ ერთხელ. – დედა  გადის ოთახიდან და შემოაქვს დევნილობის პერიოდში გაეროს დახმარების ფონდის მიერ დევნილთათვის ერთჯერადი, ჰუმანიტარული  სახით დარიგებული სპორტული ფეხსაცმელი  – ‘’ბოტასი’’, როგორც ვეძახით ხოლმე.  ვიზუალურად არაფერი უჭირს, რომ არა ერთი პრობლემა – ფეხსაცმელი  41 ზომისაა, თან მამაკაცის.  მე კი, ფეხი 37 ზომის მაქვს. დედას  შეწუხებული, ტირილშეპარული ხმით ვეუბნები:

— დედი, ამ ფეხსაცმლით ვერ წავალ სკოლაში, ძალიან დიდი მაქვს. გთხოვ, რა, ამ ერთხელ სკოლაში ნუ გამიშვებ. გთხოვ …

თუმცა, დედა საკმაოდ მკაცრი და შეუვალია.

— ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ სკოლა გააცდინო. შენ არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ ხვალინდელ დღესაც დაკარგავ გაკვეთილებზე არდასწრებით. ჩაიცვი და წადი. – ხმა ისევ ისეთი აქვს, უტეხი. ვხვდები, რომ აზრს არ შეიცვლის…

სკოლაში სირბილით მივედი. პირველი შევედი კლასში, რომ არავის ვენახე და დაზაფრული ბოლო მერხზე ჩუმად დავჯექი. ჩანთიდან წიგნები ამოვალაგე, ფეხები, რაც შეიძლებოდა, ღრმად შევწიე მაგიდის კიდესთან და ცარიელი ჩანთა ავაფარე წინა მხრიდან.  ორმა გაკვეთილმა ისე ჩაიარა, დერეფანშიც არ გავსულვარ.  არც კი ავმდგარვარ. არ მინდა, კლასელებმა დამინახონ … არ მინდა, დამცინონ…

მე-3 გაკვეთილი იამზე მასწავლებლისაა. რაღაცნაირად მიხარია. თუმცა, ჩემდა საუბედუროდ, რამდენიმე წუთშივე ირკვევა, რომ კლასში გაკვეთილი არავინ იცის, არავის მოუმზადებია და აი, უცებ იამზე მასწავლებლის ხმა ჩამესმის:

— შორენა, საყვარელო , გამოდი დაფასთან, მოყევი გაკვეთილი. დაანახე ამ ზარმაცებს როგორ უნდა ისწავლონ. იცოდნენ, რომ თუ არ ისწავლიან, ცხოვრებაში გზას ვერ გაიკაფავენ. წინ ვერ წავლენ. – გაბრაზებაშეპარული ხმით საუბრობს იგი.

‘’ღმერთო ჩემო, ოღონდ დაფასთან ნუ გამიყვანს, ოღონდ ეგ არა!‘’ – დარეტიანებულივით ამის გაფიქრებასღა ვასწრებ.

–შორენა, გამოდი, საყვარელო. —  მეორდება იამზე მასწავლებლის ხმა. წამოვდექი. მუდარაშემცველი თვალებით ვუყურებ და ლუღლუღით ძლივს ვეუბნები:

–ადგილიდანვე მოვყვები, თუ შეიძლება, იამზე მასწავლებელო. – მაგრამ იამზე მასწავლებელიც, თითქოს ჩემს ჯინაზე,  ჯიუტად არ თმობს პოზიციას. ო, როგორ მინდოდა, იმ წუთას არ მცოდნოდა გაკვეთილი და ერთი დიდი ‘’ორიანი’’ დაეწერათ ჩემთვის!

დაფასთან გასვლისა და გაკვეთილის მოყოლის პროცესი არ მახსოვს. მთელი ამ დროის განმავლობაში გაშტერებული დავყურებდი მხოლოდ ჩემს ფეხებს, უსაშველოდ გრძელი რომ მოსჩანდა ხის საღებავაყრილი იატაკიდან. ასე მეგონა, მთელმა კლასმა იცოდა, რაც მჭირდა. იცოდნენ და იცინოდნენ!  საკუთარი ცრემლები მახრჩობდა, ბრაზი ბურთივით მქონდა ყელში გაჩხერილი და ზუსტად ვიცოდი, თავს თუ ავწევდი,  უსაშველოდ ხანგრძლივ ზლუქუნს მოვრთავდი.

ადგილზე ისე დავბრუნდი, თავი არ ამიწევია. არც ის საქებარი სიტყვები მომისმენია, რაც მასწავლებელმა მითხრა და რაც ყოველთვის მახარებდა სხვა დროს. იმ წუთებში საკუთარი თავი  საშინლად მძულდა…

დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიყავი დედაზე გაბრაზებული. ვბრაზობდი იამზე მასწავლებელზეც, ვბრაზობდი ჩემს კლასელებზეც, ყველაზე – ჩემ ირგვლივ…

მხოლოდ წლების შემდეგ გავიაზრე, რომ ამ ყველაფერში ‘’დამნაშავე’’  მხოლოდ  და მხოლოდ ჩემი ომისფერი ბავშვობა იყო…

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. დღემდე ამ ამბის გახსენებას მე და დედა  ყოველთვის სიცილით ვიწყებთ და ტირილით ვასრულებთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი დიდი ‘’საიდუმლოა’’, რომელიც უკვე ქაღალდმაც იცის… სწორედ ამ ქაღალდის საშუალებით მინდა, დედას ბოდიში  მოვუხადო და ვუთხრა, რომ, უბრალოდ, ძალიან, ძალიან  მიყვარს და რომ არა მისი გაჯიუტებული და უშრეტი ძალისხმევა, ვერ შევდგებოდი ისეთად, როგორიც ვარ – ერთი უბრალო, კეთილი გულის გოგონა, რომელიც გამუდმებით საკუთარი თავის ძიებაში ვარ და იშვიათად  ვუშინდები იმ სიძნელეებს,  რომელთაც ცხოვრება, არც თუ იშვათად, შემომაფეთებს ხოლმე“.

The post შორენა კვარაცხელია, 32 წლის – დევნილი აფზახეთიდან appeared first on WomenOfGeorgia.

თინა ბურჯალიანი, 37 წლის, იურისტი – ამერიკის ადვოკათა ასოციაციის სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროგრამების დირექტორი/უფროსი მრჩეველი
ეს ამბავი უნდა მეთქვა უამრავი გოგოს (და ბიჭის) გასაგონად, რომელიც პრივილეგიებით არ დაბადებულა, რომელიც ოცნებობს და თავდაუზოგავად შრომობს უკეთესი მომავლისათვის, მიუხედავად იმისა რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე დაბკოლებას აწყდება. ეს დაბკოლებები ზოგჯერ მთისხელა გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში მსხვრევადია.

მეც ერთი მათგანი ვარ. ბევრი წლის წინ, სკოლაში მიმავალს ბაბუამ ხელი ხელზე მომკიდა და მითხრა: “ბაბუ, თუ გინდა თვალი გაახილო, ქვეყანა ნახო და შენი თავის ბატონ-პატრონი იყო, მაშინ ათჯერ მეტი უნდა იშრომო ვიდრე ყველა დანარჩენი და ყოველ ჯერზე საკუთარ თავს უნდა აჯობო.” იმ დღეს სკოლაში პირველად მივდიოდი. დედას მძიმე ოპერაცია ახალი გადატანილი ქონდა და ამიტომ ბაბუამ წამიყვანა. ძალზედ ცოტა რამ მახსოვს ასე მკვეთრად ჩემი ბავშვობიდან.

ჩემი ოჯახი ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში ცხოვრობდა. როცა მე დავიბადე დედა და მამა სოფლის სკოლის მასწავლებლები იყვნენ. ბებია და ბაბუა ყანაში და ვენახში შრომობდა. მშობლების ხელფასის და საოჯახო მეურნეობით მიღებული შემოსავალის წყალობით გვქონდა სახლ-კარი და საჭმელ-სასმელი. მაგრამ ცხოვრების გამჯობესება შეუძლებელი იყო. ჩვენ პატიოსანი, მშრომელი ოჯახი ვიყავით და სოფელში პატივისცემით ვსარგებლობდით. ბაბუა ვერ პატიობდა თავის მშობლებს რომ მას უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა არ შეუქმნეს. ამიტომ მამაჩემს და ბიძაჩემს დიდი გაჭირვებით ასწავლა, რაც სტუდენტობის წლებში ქალაქში ცხოვრების ხარჯის დაფარვას გულისხმობდა, მაგრამ ესაც არ იყო ადვილი. შვილიშვილებზე დიდ იმედებს ამყარებდა.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მიუხედავად უამრავი საქმისა, სწავლის პერიოდში ბავშვებს არაფრით გვასაქმებდნენ, ჩვენი ერთადერთი პასუხისმგებლობა სწავლა იყო. საღამოს ყანიდან დაბრუნებული ბაბუა წიგნებს მაკითხებდა და შაბათობით ილუზიონს ერთად ვუყურებდით მოძველებულ შავ-თეთრ ტელევიზორში.

ათი წლის ვიყავი როცა სტიქიამ დაგვაზარალა და სხვა ასეულობით ლეჩხუმელ და სვან ოჯახთან ერთად ბოლნისში ჩაგვასახლეს. ბაბუა და ბებია ორბელში დარჩნენ. ბოლნისში უკვე არაერთი ლეჩხუმელი ოჯახი ცხოვრობდა, 1942 წელს გერმანელი კოლონისტების გასახლების შემდეგ ჩამოსახლებულები. ზოგიერთ მათგანს ვიცნობდით და შორეულ ნათესავადაც გვერგებოდა. ეს ადამიანები ძალიან გვეხმარებოდნენ, მაგრამ ახალ გარემოში ინტეგრაცია მაინც არ იყო ადვილი. ჩამოსახლება ცხოვრების ნულიდან დაწყებას ნიშნავდა, თანაც ისედაც ღარიბები ვიყავით დამხვდურებთან შედარებით.

მე სწავლა ბოლნისის პირველი საშუალო სკოლის მე-4 “გ” კლასში გავაგრძელე. ბავშვების რაოდენობის გამო სკოლაში სამი მე-4 კლასი იყო, “ა”, “ბ” და “გ”. “ა” კლასი საოცნებო და რაღაცნაირად მიუწვდომელი იყო, სადაც როგორც ჩანდა სოციალური სტატუსის გათვალისწინებით ხვდებოდნენ ბავშვები. იქ ყველა კარგად სწავლობდა, მღეროდა და ცეკვავდა. სრულიად რადიკალური სიტუაცია იყო “გ” კლასში, სადაც მე გამამწესე. იქ თითქმის არავინ სწავლობდა და წესრიგის დაცვა მასწავლებლებისათვის დიდი სირთულე იყო. შესვენებებზე ძალადობაც არ იყო უცხო. ერთხელ მეც გავერიე ამ ამბავში, თანაკლასელ გოგონას გამოვესარჩლე, რომელსაც ბიჭები დასცინოდნენ და სახლში დასისხლიანებული დავბრუნდი. სამაგიეროდ მე-4 “გ” კლასს გვყავდა არაჩვეულებრივი, ახალგაზრდა და მოტივირებული დამრიგებელი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ამ ბავშვების დასახმარებლად. სამწუხაროდ ერთი ან რამდენიმე მონდომებული პედაგოგი ბევრს ვერაფერს ცვლიდა.

კლასის დამრიგებლის და რამდენიმე მასწავლებლის დამსახურებით მალე სკოლაში იცოდნენ რომ ნაწნავიანი, ლეჩხუმურ კილოზე მოლაპარაკე გოგო გამორჩეულად კარგად ვსწავლობდი. მეორე სემესტრში მათემატიკის მასწავლებელმა, რომელიც ამავდროულად მე-4 “ბ” კლასის დამრიგებელი იყო, ჩემი ცხრილი ზედმიწევნით იცოდა. ფიზკულტურის ან ხატვის გაკვეთილიდან გავყავდი, რათა “ბ” კლასში მათემატიკის გაკვეთილებს დავსწრებოდი და მოსმენა შემძლებოდა.

მეხუთე კლასიდან უცხო ენის სწავლა იწყებოდა. არჩევანი ინგლისურსა და გერმანულს შორის იყო. მე ინგლისურის სწავლა მინდოდა, რადგან ვიცოდი ინგლისურის გარეშე “თვალებში ვერ გამოვიხედავდი” და ვერც უცხოეთში ვისწავლიდი. რეპეტიტორების ფული ჩვენ არ გვქონდა. დაზუსტებით გვითხრეს რომ ინგლისურს მხოლოდ მე-5 “ა” კლასი ისწავლიდა. სკოლაში ორი ინგლისურის მასწავლებელი იყო და ისინი ყველა საათს ვერ აიღებდნენ. ჩემი კლასის დამრიგებლისა და სხვა მასწავლებლების დახმარებით განცხადება დავწერეთ, დავასაბუთეთ და ვითხოვეთ “ა” კლასში გადასვლა.

მე-5 “ა” კლასში ბავშვებმა თბილად მიმიღეს. მართალია მათთვის ეგზოტოკური ვიყავი, მაგრამ სამაგიეროდ მათემატიკაში განტოლების ამოხსნას ვერავინ მასწრებდა და ეს სასარგებლო თვისება აღმოჩნდა. ზოგიერთ მათგანს, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა, ახლაც ახსოვს ჩემი ნაწნავები და საუბრის კილო.

საქმე ბავშვებში არ იყო. მალე გაირკვა, რომ ახალ გარემოში წესრიგი დაირღვა, ნებსით თუ უნებლიეთ მე პირველობას ვეცილებოდი სხვებს. ერთია როცა ყველასაგან მიგდებულ “გ” კლასში ხარ და კარგად სწავლობ, მაგრამ მეორეა როცა საუკეთესოებში პირველობას მოითხოვ. ერთ დღეს, გეოგრაფიის გაკვეთილზე შემოვიდა დირექციის წარმომადგენელი და მთხოვა კლასი დამეტოვებინა. მე ავუხსენი, რომ ეს უსამართლობა იქნებოდა და თან ინგლისურს სხვა კლასში ვერ ვისწავლიდი. პასუხად მივიღე არც მეტი არ ნაკლები, “არ არის გენეცვალე აუცილებელი ყველამ ინგლისური ისწავლოს”. მე და ჩემსავით რამდენიმე ახალი ბავშვი კლასიდან გაგვიყვანეს და მე-5 “ბ” კლასში დაგვსვეს. გაკვეთილის დამთავრებისთანავე ჩემს გარდა ყველა დანარჩენი დააბრუნეს “ა” კლასში. მივხვდი რაშიც იყო საქმე – რომ ვიღაცის თვალში ზედმეტი მოვინდომე და ადგილი შემახსენეს. თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე და საქმეს შევუდექი. ჩემი მხარდამჭერი მასწავლებლების დახმარებით მეორე დღეს ისევ იქ ვიყავი საიდანაც კინწისკვრით გამომაგდეს. დედაჩემმა ამ ამბის შესახებ რამდენიმე კვირის შემდეგ, მშობელთა კრებაზე გაიგო და ცოტა დამტუქსა, მისი აზრით, ზედმეტი სითამამისათვის. სამაგიეროდ იმ დღის შემდეგ არავისთვის მიმიცია უფლება ჩემთვის ადგილი მიეჩინა.

The post თინა ბურჯალიანი, 37 წლის, იურისტი – ამერიკის ადვოკათა ასოციაციის სამართლის უზენაესობის პროგრამა, პროგრამების დირექტორი/უფროსი მრჩეველი appeared first on WomenOfGeorgia.