მენჯ-ბარძაყის ორმხრივი დისპლაზიით დავიბადე. ეს ის პრობლემა არ არის, რომელიც სწორი მიდგომების შემთხვევაში ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ აქცევს, მაგრამ მე „ჩვენი ტრადიციული აკვნის წყალობით“, ზუსტად ასე დამემართა. სახსარს თვითგანკურნების უნარი გააჩნია და აკვნის ნაცვლად, ჩვეულებრივ საწოლში რომ ვწოლილიყავი და შებოჭვით სახსარი არ დათრგუნულიყო, სრულიად ჯანმრთელი
''როგორც ყველა ბავშვი სოფელში, მეც ისე გავიზარდე. მშობლებს სოფლის საქმეებში ვეხმარებოდი, ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. ოჯახში სულ მესმოდა, რომ სწავლის ფასი არაფერია, დედა მათემატიკოსია, მამაც ძალიან განათლებული ადამიანია ამიტომ, ვცდილობდი, კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი. ცოტა კი მეზარებოდა ხოლმე, მაგრამ როცა ვხედავდი, რამხელა მხარდაჭერა მქონდა და როგორ
“სოფელ გურიანთაში, ქმართან და სამ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ძალიან პატარა, 18 წლის გავთხოვდი, მაგრამ გამიმართლა - ძალიან კარგი ოჯახი მყავს. თავიდან, 7-8 წელი, სახლში ვიჯექი, არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ბავშვები რომ წამოვზარდე, მომინდა, ჩემი საქმე მქონოდა და ბიზნესით დავკავებულიყავი. დედაჩემისგან კერვა ვისწავლე, საკერავ მანქანას მივუჯექი და
„გალში დავიბადე. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ვიყავი. ალბათ, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი აცრა არ გამიკეთეს, 5 წლის ასაკში პოლიომიელიტის ვირუსი შემეყარა. სოფელში ისე ვერ მიმკურნალეს, როგორც საჭირო იყო – ხერხემლიდან არასწორად ამომიღეს დიდი რაოდენობის სითხე და რაღაც ნაწილი მაშინ დაზიანდა. მას მერე, ფეხზე აღარ დავმდგარვარ. ამ მდგომარეობის გამო,
„პროფესიის არჩევისას, გოგოებისთვის, ხშირად, სკოლა ან ოჯახია განმაპირობებელი. მათ ხშირად ურჩევენ, ისეთი პროფესია შეარჩიონ, რომელიც ქალების გამოცდილებასთან ახლოს დგას და კონკურენციაში არ შევლენ კაცებთან. მსგავსი დამოკიდებულებები ქალებს მოტივაციას უკარგავს, საკუთარი ძალები ახალ, უფრო შემოსავლიან პროფესიებში მოსინჯონ და პირად ინტერესებსა და მისწრაფებებს მიჰყვნენ. ჩემს შემთხვევაშიც იგივე მოხდა.
"ერთ ღამეს, ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს. ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა. წლინახევრის ბავშვთან ერთად, თავის გატანა ქუჩაში მიწევს. მთაწმინდაზე დავიბადე. ერთი თვის ვიყავი, როცა ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის დიაგნოზით, მშობლებმა ნუცუბიძეზე, ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს. ასეთ პატარას გონებრივი შეზღუდულობა რანაირად დამიდგინეს, არ ვიცი,
სოფიკო: თამუნა სვანეთში დაიბადა. მისი პრობლემა პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტორთან, რომ მთაში ვცხოვრობდით, აქ კი არ იყო სარეაბილიტაციო ცენტრი და სპეციალისტი, ვინც თამუნას დიაგნოზს დაუსვამდა და შემდეგ მკურნალობას დაუნიშნავდა. სამშობიარო ტრავმის შედეგად, თამუნას ცერებრული დამბლა და გონებრივი ჩამორჩენა ჩამოუყალიბდა. როცა ამას ჩემი დაკვირვებით მივხვდი, თბილისში ჩამოვიყვანე,
„მეათე კლასში რომ გადავდიოდი, ხიდან ჩამოვვარდი. თბილისში არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და მერე, ორი წელი, სარეაბილიტაციო ცენტრში ვიყავი ერევანში. იქიდან რომ ჩამოვედი, თითქმის დავდიოდი, მაგრამ წავიქეცი. მერე ეტლში ჩავჯექი და გადაადგილება რომ გამიადვილდა, გავზარმაცდი, იმდენად ვეღარ ვივარჯიშე, ფორმაში ვეღარ ჩავდექი და ახლა ასე ვარ - გულ-მკერდის