გენდერი და ომი – ქალების გამოცდილება კონფლიქტურ ზონებში, დევნილი ქალები Archives - WomenOfGeorgia

ლუიზა დუდაევა-ასკილაშვილი, 72 წლის, ერედვი-კოდა
დედით ქართველი ოსი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მე საქართველოში დავიბადე და ცხინვალი საქართველოა.

დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა და მის გარეშე გავიზარდე. საკმაოდ ლამაზი გოგო ვიყავი, თან კარგად ვმღეროდი და სკოლამ გორის მუსიკალურ სასწავლებელში მომაწყო. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ანსამბლში მღეროდა. მე კიდევ სიმღერის მეტი არაფერი მაინტერესებდა. ჩემი მეუღლე ჩემზე უფროსი და ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, ხშირად ჩამოდიოდა ჩვენს სოფელში. 15 წლის ასაკში ყველაფერს თავი დავანებე და გავყე. რა სიკვდილად ვთხოვდებოდი?! მაგრამ ძალიან პატარა და უჭკუო გოგო ვიყავი, თან, ეტყობა, პატარა უნდა გავთხოვილიყავი და პატარა დავქვრივებულიყავი… 22 წლისა ვიყავი, როცა ქმარი ავარიით მომიკვდა და ორი პატარა შვილით ხელში მარტო დავრჩი.

გორის მუსიკალურ სასწავლებელში ერთი წელი მქონდა დარჩენილი და სახლში მომაკითხეს, გათხოვების შემდეგ სწავლა რომ გამეგრძელებინა. ჩემმა დედამთილმა – „მაგას სწავლა რომ სდომებოდა, ჩემს შვილს არ გაჰყვებოდაო“ – ასე დამამცირა მათთან და სახლიდან გაყარა. იმ ოჯახში სწავლა-განათლება საერთოდ არ აინტერესებდათ და სასწავლებელი ვეღარ დავამთავრე. წლები, ხან ცხინვალის საავადმყოფოში ვიმუშავე და ხან – სად. გული იმდენად მქონდა აცრუებული, ვამბობდი – მე მუსიკას აღარ მივუბრუნდები-მეთქი, მაგრამ ბოლოს ისევ მუსიკამდე მივედი. ერედვში ძალიან დიდი და კარგი კულტურის სახლი გვქონდა, ბევრი სხვადასხვა ანსამბლით. მე ფოლკორის ანსამბლს ვხელმძღვანელობდი და ბევრი თაობა გავზარდე. ერთად ბევრი გამარჯვებაც გვქონდა, ერედვის კულტურის სახლში ჩემი ოთახის მთელი კედელი ჯილდოებით იყო სავსე.

ეროვნულ მოძრაობაში ბევრი ქალი აქტიურად იყო ჩართული, თბილისში მიტინგებზე ხშირად დავდიოდით და მე, დროშით ხელში, სულ წინა ხაზებში ვიდექი. ერთ-ერთი ასეთი მიტინგის დროს, რომელიც მთავრობის სახლის წინ იმართებოდა, ქართველმა ქალებმა მთხოვეს, სიტყვით გამოვსულიყავი და როგორც ოსს, მეთქვა, რომ ქართველებს და ოსებს ერთად ცხოვრება უნდა გაგვეგრძელებინა. იმ დროს ერთი ავტომატიანი სვანი ქალი იყო იქვე და რომ გაიგო, ოსი ვიყავი, გადაირია – ოსი მკვდარი არ არის სანდო და თქვენ ცოცხალს ენდობითო?! ოსის 9 ყური მაქვს უკვე და მაგასაც უნდა მოვაჭრაო, ჩემზე ყურის მოსაჭრელად იწევდა. იმდენი ხალხი შემოგვეხვია და მე ისე შემეშინდა, ცუდად გავხდი. ძლივს მომასულიერეს. მიუხედავად იმისა, რომ მე ქართველებისგან თანადგომის მეტი არაფერი მახსოვს და მარტო დარჩენილს, მთელი ჩემი სოფლის ხალხი გვერდში ისე მედგა, როგორც ოჯახის წევრი და ბავშვებსაც მიზრდიდნენ, ოსების მიმართ ასეთი დამოკიდებულებებიც იყო. ახლა, იმ სვანმა ქალმა რა იცოდა, რომ ოსები მე მოღალატედ აღმიქვამდნენ იმის გამო, რომ ცხინვალს საქართველოდ ვთვლიდი?! რუსები ე.წ. ოსი ხალხის „მტრების“ და „მოღალატეების“ დასასჯელად ერედვში და დისევში რომ შემოვიდნენ, მეც „მოღალატეების“ სიაში ვიყავი. ინფორმაცია მქონდა, რომ უნდა ავეყვანე. ამიტომ, სახლში არ ვრჩებოდი ღამე და სხვებთან ვიმალებოდი. იმ დღეს, როცა დამატყვევეს, დილის ხუთ საათზე ჩემს სახლში ავედი. რუსები თურმე უკან მომყვნენ, ჩამაგდეს ბეტეერში და ცხინვალში წამიყვანეს. იმ წუთებში ყველაფერს დავემშვიდობე – ჩემს შვილებსაც და ჩემს სახლსაც, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რაც არ უნდა მიქნან, საქართველოს დასაზიანებლად არაფერს ვიტყვი-მეთქი. მახსოვს, რომ უზარმაზარ რკინის „ბოჩკებს“ მაჩვენებდნენ – ამ წყალს შენ გიდუღებთო. პერიოდულად კი საპატიმროს კარს აღებდნენ და მეუბნებოდნენ, მალე გაგიყვანთ და დაგწვავთო. ჩემი დატყვევების მეორე დღეს, ისევ ქართველები დამიდგნენ გვერდით. მთელი ჩემი სოფელი ფეხზე დადგა, ხალხი ცხინვალს მიაწყდა და გზები ჩაკეტეს. ამბობდნენ, მაგ ქალს თუ არ გამოუშვებთ, ომს დავიწყებთო. ამ პროტესტმა გაჭრა და ერთი დღის შემდეგ გამათავისუფლეს.

ამ ტყვეობიდან ერთი მომენტი დამამახსოვრდა. ჩემთან ოსი ქალი შემოიყვანეს, რომელსაც შვილი მოუკლეს ჩვენკენ ქართველებმა და მეხვეწებოდა, მითხარი, რამე ხომ არ იცი ჩემს შვილზე, სად წაიყვანეს, სად მოკლესო. მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი. იგივენაირად იქცეოდნენ ოსები. ქართველი ბიჭები დაიჭირეს და ხეზე მიაბეს, საქართველოზე ამღერებდნენ და თან ცეცხლი წაუკიდეს. ასეთი ამბები რამდენი ხდებოდა, იცით?! ქართველების მიმართ ოსების ბრაზიც არ მოდის უმიზეზოდ, იქაც იმდენი ოსი ახალგაზრდა ჩახოცეს და ისეთი ოჯახები არიან გამწარებული, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრი ქართულ-ოსური ოჯახიც ამ კონფლიქტის გამო დაინგრა და გაუბედურდა. ორივე მხარეს მოხდა დანაშაული, რომელსაც ალალი ხალხი ეწირებოდა. საბოლოოდ, 2008 წლის ომის შემდეგ, ყველას მოგვიწია იქაურობის დატოვება და მას მერე კოდაში ვცხოვრობ. აქაც ისევ ბავშვებთან მუშაობა დავიწყე და უკვე მეორე ანსამბლს ვზრდი.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ოსური გვარის გამო არავინ არაფერს დამიშავებდა, მაინც დედის გვარზე გადავედი და ასკილაშვილი გავხდი. ჩემი ქმარიც ოსი იყო, მაგრამ დღეს ჩემი შვილებიც დედაჩემის გვარზე არიან და მათი შვილებიც. ალბათ, ერთდროულად ეს იყო პროტესტიც, რადგან ოსებმა ბევრჯერ მატკინეს გული და შიშიც იმის გამო, რაც 90-იანებში ქართველების მხრიდან ოსების მიმართ მსმენია.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური

The post ლუიზა დუდაევა-ასკილაშვილი, 72 წლის, ერედვი-კოდა appeared first on WomenOfGeorgia.

მადონა ოქროპირიძე, 61 წლის, დისევი/კოდა
1991 წლიდან ომში ვიყავით და ჩვენივე სიცოცხლის ფასად ვინარჩუნებდით თითოეულ გოჯ მიწას. ჩემი მეუღლეც ამას შეეწირა 1992 წელს.

ვიცოდით, რომ წინა დღეს ერედვზე თავდასხმა მოხდა და იქიდან ტყვეები წაიყვანეს. ხომ იცით, ციხე ისევ შიგნიდან ტყდება. ქართველებისგან ვიყავით ჩაშვებული რამდენიმე ოჯახი, აქტიური ლიდერები ვინ სად ვცხოვრობდით და მეორე დღეს დისევშიც შემოვიდნენ. ღამის სამ საათზე ბეტერეებით წრე ისე დაარტყეს ჩვენს სახლს, ვერაფერი გავიგეთ და მძინარეებს დაგვესხნენ თავს. სტუმარი გვყავდა თბილისიდან – ჩემი მეუღლის მეგობარი ბიჭი, სამი ბავშვის თვალწინ ისიც წაიყვანეს და ჩემი მეუღლეც. თავიდან, მე რომ დიდ წინააღმდეგობას ვუწევდი და ჩემს ქმართან ახლოს არ ვუშვებდი, მეც მომკიდეს ხელი და ბეტეერში ჩამაგდეს, მაგრამ ბოლოს სახლში დამტოვეს. იმავე ღამეს ერედვში წასვლა გადავწყვიტე – მინდოდა, შემეტყობინებინა, ბიჭები წაიყვანეს დისევიდან-მეთქი. თავდამსხმელებს მაშინვე უფიქრიათ, ეგ ქალი არ მოისვენებსო და სოფლის გასასვლელში ორი ბეტეერით მყარაულობდნენ. გავედი თუ არა, მომკიდეს ხელი, ჩამაგდეს ბეტეერში და მეც ცხინვალში წამიყვანეს. 5 დღე ვიყავი ტყვეობაში იმავე ციხეში, სადაც ჩემი მეუღლე იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქ ერთმანეთი არ გვინახავს. საშინელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ვყავდი. ყოველდღე მდუღარეწყლიან დიდ ქვაბს მაყურებინებდნენ და მეუბნებოდნენ – აი, აქ უნდა მოგხარშოთო. ჩემ გამო ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო, ამიტომ, აღარ მოუნდათ იმ ამბის გატანა, რომ „რუსებმა ქალი მოკლეს“ და ჩემი გაშვება გადაწყვიტეს. საპყრობილედან „მომიპარეს“ და ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში გადმომაგდეს ცხინვალის მისადგომებთან. დილის 5 საათი იყო, როცა სიცივემ გამომაფხიზლა იქ დაგდებული. ერთმა ქალმა ხბო გამოიყვანა ბაღში დასაბმელად და მან მიპოვა. თურმე, სადღაც ერედვის ბაღებში ვიყავი, მე არაფერი მახსოვდა, იქ როგორ მოვხვდი. პატარა ლიახვის ხეობაში მაშინ ყველა მიცნობდა, მაგრამ ფეხშიშველი, თმაგაშლილი და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახეს, ვერ მიხვდნენ, ვინ ვიყავი. ამ ამბის შემდეგ იმდენად ცუდად გავხდი, რომ ერთი თვე თბილისში, რკინიგზის საავადმყოფოში გავატარე.

ჩემი მეუღლე მას მერე აღარ მინახავს, ცხინვალის ციხეში არაადამიანური წამებით მოკლეს. მას არანაირი დანაშაული არ ჰქონდა, სულ იცავდა ქართველსაც და ოსსაც, კონფლიქტის წინააღმდეგი იყო და ამას თავად ოსებიც ამბობდნენ. როცა ხეზე დაკიდებულს აწამებდნენ, ისევ ოსებს აღმოხდათ თურმე – ეს ხომ ჩვენი ანდროა, რას უშვრებითო?! რატომ აწამეს, იცით? მისგან ითხოვდნენ ეთქვა, რომ საქართველოს კი არა, ოსეთის მიწაზე იყო, თან რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშები მიჰქონდათ – ამაზე დაიჩოქე და აკოცეო. საქართველოს დროშას თუ მომიტანთ, მხოლოდ მის წინაშე დავიჩოქებო, ის პასუხობდა. ერთი თვე სასტიკ წამებაში ჰყავდათ და ამის შემდეგ, მისი სხეულის მხოლოდ მესამედიღა მივაბარე მიწას. მე რაც გადავიტანე, ძალიან რთულია, მაგრამ უზომოდ მიყვარდა ჩემი მეუღლე და გავითავისე, რომ ჩემი სხეულის ერთი ნახევარი მე ვიყავი, მეორე ნახევარი კი – ჩემი მეუღლე. ახლაც კი მისი შთაგონებით ვცოცხლობ და ჩემს შვილებსაც, როცა რამე ეტკინებოდათ და ტირილს იწყებდნენ, ასე ვეუბნებოდი – „მარჯვენა არის დედა, მარცხენა მამა. არ იტიროთ, თქვენ დედაც გყავთ და მამაც.“ ამ ყველაფრის მერე, მაინც დისევში დავრჩი საცხოვრებლად სამი მცირეწლოვანი შვილით – უფროსი 9 წლის იყო და ყველაზე პატარა – ორწლინახევრის. ჩემს მეუღლეს ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა, ჩამსვამდნენ ხოლმე მანქანაში, დამატარებდნენ და ბევრს მესაუბრებოდნენ. ალბათ, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მე ამ ამბავს ვერ გადავიტანდი.

ზუსტად მაშინ იქმნებოდა გამგეობები და არჩევნებიც დაინიშნა. მე ყოველთვის ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული საჯარო ცხოვრებაში და ამას ყველა ხედავდა. ამიტომ, შემომთავაზეს – იქნებ, შენი მეუღლის საკრებულო შენ ჩაიბაროო (ავტ. ქმარი დისევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო). არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და 1993 წელს გამგებლად ამირჩიეს, სადაც 2006 წლამდე ვიმუშავე. სულ საზოგადოებასთან მქონდა ურთიერთობა და ვერც წარმომედგინა, მე ჩემი ხალხის გვერდით არ ვყოფილიყავი. ჩვენ იქ გავიზარდეთ და თითოეული გოჯი მიწა გვიყვარს. გეფიცებით, ახლაც ისე მენატრება ჩემი სოფლის, თუნდაც, იმ ტალახიან ქუჩებში გავლა…

ჩვენ სულ სროლებსა და ბრძოლაში ვცხოვრობდით, მაგრამ 2008 წლის ომი მაინც ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და თან, ყველასთვის მოულოდნელი. უკვე საჰაერო დაბომბვები რომ დაიწყეს, იძულებულები ვიყავით, 9 აგვისტოს სოფელი დაგვეტოვებინა. სრული ქაოსი იყო, სახელმწიფო არავის ეხმარებოდა და ჩვენი ძალებით ვცდილობდით თავის გადარჩენას. მაშინდელ გუბერნატორ ვარძელაშვილთან რომ მივედით დახმარების სათხოვნებლად, აქეთ შეურაცხყოფა მოგვაყენა – ვინ გითხრათ, რომ ომია, უკან დაბრუნდითო. გორში ჩასული, 10 აგვისტოს მე ისევ სოფელში მივბრუნდი. მოხუცები იყვნენ იქ დარჩენილები და რამდენიმე ადამიანმა დავაორგანიზეთ მათი გამოყვანა. მოხუცები კი გამოვუშვით დიდი მანქანით, მაგრამ ჩვენ რომ ვბრუნდებოდით, რუსებმა დაგვიჭირეს. ისევ ტყვედ ჩავარდნა მელოდა, მაგრამ გზაში მანქანა გადაუტრიალდათ, ჩვენ დრო ვიხელთეთ და გამოვიქეცით. ტყვიავში რომ ჩამოვედით, საწყალი შიშველი სამხედროები გამორბოდნენ, ბომბდამშენები კი სამხედრო ტექნიკასა და გაქცეულ ჯარისკაცებს ჰაერიდან ბომბავდა. ჩვენ, რიგით მოქალაქეებს ხომ არ გვაქცევდა სახელმწიფო ყურადღებას, მაგრამ არც ამ სამხედროებს მიხედა. ბოლოს ჩვენც მათ გამოვყევით და დღემდე თვალებიდან არ ამომდის ერთი კადრი – თბილისისკენ როცა მოვდიოდით და სამი დაჭრილი სამხედრო მეწვა კალთაში, გორის გასასვლელში მიწაზე დაგდებული დაჭრილი ბიჭი დავინახე. „წამიყვანეთ, წამიყვანეთ!“-ო ყვიროდა ისე განწირულად, ეს ხმა ახლაც ხშირად ჩამესმის და მზარავს. ვერ გავაჩერეთ, რადგან უკან ბომბდამშენი მოგვყვებოდა, რომელმაც შავშვებამდე გვდია და თან ბომბებს გვიყრიდა შორიახლოს. თბილისში რომ ჩამოვედით, იმდენად დაბნეული ვიყავი, აზრზე რომ მოვედი, საბურთალოს ნაცვლად, რუსთავის გზაზე ვიდექი. ტაქსმა რომ გამიჩერა, შოკისგან მისამართს ვერ ვიხსენებდი. იმ ღამეს ძლივს მივაღწიე სახლამდე განადგურებულმა.

ამ ომის შემდეგ, ჩვენს ხეობაში ვეღარასდროს დავბრუნდით. ერთი წელი დიდ დიღომში, საბავშვო ბაღში ვცხოვრობდით. ამ ერთი წლის შემდეგ კი კოდაში ჩაგვასახლეს, სხვადასხვა სოფლებისა და თემების მოსახლეობა შერეულად. ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მაგალითად, ჩვენ საკმაოდ შეკრული თემი ვიყავით და მობილიზება შეგვეძლო, რაც, ალბათ, მთავრობას არ აწყობდა. აქ ჩამოსახლებული სხვადასხვა სოფლისა და თემის დაქსაქსული მოსახლეობის ერთმანეთთან ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. მახსოვს, აქ ყოველდღე ჩხუბი და გაწევ-გამოწევა იყო. კოდაში ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა ბევრი სხვა რამის გამოც. არავის გვქონდა სამსახური და არც სხვა სამუშაო. მე თან ორი სტუდენტი მყავდა სარჩენი, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. ბოლოს, ქალებმა ეზოს ცოცხებისთვის სპეციალური მცენარის შეგროვება დავიწყეთ და მისგან დამზადებულ ცოცხებს 80 თეთრად ვაბარებდით. ერთი წელი ამით გაგვქონდა თავი. შემდეგ ეს სათემო განათლების ცენტრები რომ გაიხსნა, აქ დავიწყე მუშაობა და მეგონა, ახლად დავიბადე. ამან გადამარჩინა – სხვაზე ზრუნვა მეხმარებოდა, ჩემი თავისთვისაც მეშველა. ამ ცენტრში გაიარა მთელმა ჩვენმა დასახლებამ ადაპტაცია, ასევე ბევრმა შეიძინა სხვადასხვა ცოდნა და უნარები. ეს ზრდასრულთა განათლების ცენტრია და ბევრი პროგრამა გვაქვს, როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. ყველამ იცის ჩემ გარშემო, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ, ამ ცენტრის დამსახურებაცაა.

ომის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის. ეს დედამიწა იმხელაა, რომ ყველას დაგვიტევს, ოღონდ მშვიდობა იყოს. რა მნიშვნელობა აქვს ქართველი ხარ თუ ოსი? საქართველოში თუ ცხოვრობ, ესე იგი შენიცაა ეს ქვეყანა. ჩვენს რეგიონში, თითქმის არ არსებობდა ოჯახი, ქართველებს და ოსებს რაიმე ნათესავური კავშირები არ ჰქონოდათ ერთმანეთთან. ჩემი დედამთილიც ოსი იყო და სხვა არაჩვეულებრივი ოსი ნათესავებიც მყავს. ამ ომში ოსებიც იგივენაირად დაზარალდნენ, როგორც ჩვენ. მესმის, რომ 90-იანი წლების შემდეგ წამოსულ ოს ახალგაზრდობას ჩვენ ვგონივართ აგრესორები და არა რუსები, რადგან სხვა პროპაგანდით გაიზარდნენ. მაგრამ წინა თაობამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ ერთად როგორ ვცხოვრობდით. ოსებმა და ქართველებმა ერთმანეთს არ უნდა დავაბრალოთ ის, რაც დანაშაულის სახით ორივე მხარეს მოხდა. ამ ომში ქართველებიცა და ოსებიც მსხვერპლი ვიყავით.

ამდენი უბედურება რადგან გადავიტანე და ოსებმა ქმარი მომიკლეს, ვერავის წარმოედგინა, რომ შვილებს მათი სიძულვილით არ გავზრდიდი. მთელი ექვსი თვე შევიფარე ერთ-ერთი ოსი, ჩემი ქმრის სიკვდილის შემდეგ. ვიცი, ამის გამო ბევრი ცუდსაც ამბობდა ჩემზე, მაგრამ ამის არ შემშინებია. ამ კონკრეტულ ადამიანს არაფერი დაუშავებია ჩემთვის გარდა იმისა, რომ ოსი იყო. ჩემს შვილებსაც ყოველთვის ვასწავლიდი, რომ მთავარია, სამართლიანად მოექცნენ ადამიანებს და სხვის ნაცვლად პასუხი არავის აგებინონ. შვილებში ოსების სიძულვილს არასოდეს დავუშვებდი და ამიტომ, მათ ისევე აქვთ მეგობრული ურთიერთობა ბევრ ოსთან, როგორც მე.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post მადონა ოქროპირიძე, 61 წლის, დისევი/კოდა appeared first on WomenOfGeorgia.

26 წლის ანონიმი რესპონდენტი გალიდან
„ქალები საქართველოდან“ პერიოდულად შემოგთავაზებთ ქალების ისტორიებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამ ქალებისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეგულებოდეთ სანდო პლატფორმა, სადაც თავის ხმას გააჟღერებენ და სათქმელს მოჰყვებიან. ჩვენი პირველი რესპონდენტი აფხაზეთში მცხოვრები ქალია, რომელმაც საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, კონიფიდენციალურად დარჩენა ამჯობინა. ინტერვიუ ერთ-ერთი საკომუნიკაციო პლატფორმის მეშვეობით, დისტანციურად ჩავწერეთ. ფოტო არის სიმბოლური ხასიათის, მასზე გამოსახული ადამიანი არის მხატვრული სახე და ის არ ასახავს რეალურ რესპონდენტს. ფოტოს ავტორია გედა დარჩია.

კრიტიკულ მდგომარეობაში დარჩენილი გალის მოსახლეობა საკვებისა და პირველადი ნივთების „გადმოწოდების“ მოლოდინშია. ისტორიის ბოლოს მითითებული იქნება ანგარიშის ნომერი, რომელზეც ყველას შეუძლია თანხის გადარიცხვა, რომ ენგურის გაღმა მცხოვრები ადამიანებისთვის, ბავშვებისთვისა და მოხუცებისთვის საკვები შეაგზავნონ.

26 წლის

„აფხაზეთიდან დევნილი ქალი ვარ. ამჟამად გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ. ეთნიკურად ქართველი ვარ, თუმცა ისეთი აგრესია მოდის ამ გასაჭირის ჟამს გაღმა ნაპირიდან, რომ ვერც კი წარმოიდგენთ იმ სიმძიმეს, რასაც ყველაფერთან ერთად ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჰაერში ვიყო გამოკიდებული – არც იქითა მხარეს ვეკუთვნი, არც აქეთა, უპატრონოდ და მიტოვებულად ვგრძნობ თავს.

აქ არ არსებობს კანონი და მით უმეტეს, სამართალი. პასუხსაც ვერავის მოვთხოვთ უსამართლო ქმედებაზე და, პრინციპში, ისევე როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად დაუცველები ვართ მთელს საქართველოში. კარანტინამდე საჭმელს მაინც გვიგზავნიდნენ გაღმა ნაპირიდან, ახლა არ ვიცი, რამდენი ხანი მეყოფა ეს მარაგი ჩემი ჩვილისთვის, რომელიც დაბადებიდან დევნილია.

საზღვრები ვირუსის გავრცელების გამოცხადებიდან მალევე ჩაიკეტა. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგატარებენ გაღმა, თუ გალიდან გასცემენ ბრძანებას, რომ კორონა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გაქვს. დავირუსებული აქ არავის სჭირდები და მომხედავიც არავინაა. აქაური მხარე ძლივს დავითანხმეთ საკვების, პირველადი ნივთებისა და მედიკამენტების გადმოწოდებაზე, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა არ გამოატარეს ახლობლები, რომ მოეწოდებინათ ეს ყველაფერი. ბავშვებია მთავარი საზრუნავი. სხვები უბრალოდ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშივრები არ ვიყოთ. აქ ხალხს არაფერი გააჩნია: ღარიბი მეურნეობა და 45 ლარიანი შემწეობა. მაგრამ ახლა, ამ კარანტინისას ისეთი დეფიციტია ყველაფერზე, რომ ფულითაც ვერაფერს ვშოულობთ. ფიზიკურად არაფერი იშოვნება. არიან მოხუცებიც, რომლებსაც ამოწურული აქვთ საჭირო წამლების მარაგი. გამოუვალი მდგომარეობა გვაქვს და იმის მომლოდინე ვართ, საერთაშორისო ორგანიზაციები ჰუმანიტარული პროდუქტით თუ დაგვეხმარებიან.

ყველამ როდი იცის, როგორია აქაური მდგომარეობა. ეგრეთწოდებული ოკუპანტები დღემდე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ნებით ავდგეთ და წავიდეთ, ყველა მხრიდან გვიჭრიან გზას. ჩვენ აქ უბრალოდ ვარსებობთ. ჩვენი თანამემამულები კი გვითვლიან ამ წყეული მავთულხლართების იქიდან, რომ რუსეთმა გვიხელმძღვანელოს და მათ დავუჯეროთ.

სინამდვილეში, ჩვენმა ოჯახებმა, მშობლებმა არ დატოვეს აქაურობა. სახლები ვერ მიატოვეს და ის იოტისოდენა შანსი გამოიყენეს, რომ თუნდაც იარაღის მუქარის ქვეშ ეცხოვრათ, მაგრამ ეცხოვრათ ამ მიწაზე. დღემდე სიმწრით გააქვთ თავი და ჩვენც, შვილებიც ვუდგავართ მხარში. ქართველების აფხაზეთში ცხოვრებას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს და გული მწყდება, რომ ამის გამო მოღალატეებს გვეძახიან.

მახსოვს, სტუდენტობის დროს როგორ ვიპარებოდით ჩუმად საზღვარზე და გადმოვდიოდით ზუგდიდში. ყველა გზას მივმართავდით, ოღონდ გვესწავლა. ერთხელ, ერთ-ერთი სოფლის საზღვრიდან ჩუმად გადმოვდიოდით. ორი მდინარე უნდა გადამელახა. ცურვასთან ერთად, წყლის სიღრმეც კი არ ვიცოდი. მახსოვს, წყალში ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თავს ვიმხნევებდი, რომ არ იქნებოდა ღრმა და ამას შევძლებდი. გადავლახე. ჩემი ორსული და მაცილებდა, გზა რომ ეჩვენებინა და მავთულხლართებში აიბლანდა. ძლივს დაიძვრინა თავი. სამშვიდობოს გამოსული მთელი ძალით მივრბოდი წინ. ძალიან გაორებული ემოციები მქონდა, საქართველოდან საქართველოში გავრბოდი. ჩვენც, ისევე როგორც დანარჩენი საქართველო, ვთვლით, რომ აფხაზეთი საქართველოა. ერთი განსხვავებით – ჩვენ აქ ვცხოვრობთ კიდეც და ვართ ყველაზე უფრო მეტად დაუცველები.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

კარანტინის გამოცხადებისა და საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილ ადამიანებს პროდუქტებისა და პრეპარატების დეფიციტი აქვთ. ბაშვებს ესაჭიროებათ სხვადასხვა საკვები: ჰუმანა #2, ჰიპი კომბიოტიკი #2, ჰიგიენის საშუალებები და საფენები, წამლები (ნუროფენი, ფიზიოლოგიური, დექსა, სუპრასტინი, ჰუმანას რეგიდრონი, კოლედანი, D ვიტამინი).

თანხა გროვდება ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგ მოხდება პროდუქტების შეძენა და შეძლებისდაგვარად „გადაწოდება“

ანგარიშის ნომერი: GE81BG0000000162382105

მიმღები გიგა გუდაბანძე

The post 26 წლის ანონიმი რესპონდენტი გალიდან appeared first on WomenOfGeorgia.

იმედა ლომაია, 44 წლის, გალის რაიონი, სოფელი განახლება
„როცა აფხაზეთი დავკარგეთ და გამარჯვებული აფხაზები საზღვართან მოვიდნენ,  დევნილებად ნათესავის ოჯახში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში აღმოვჩნდით. ჩვენი უბედურებაც აქედან დაიწყო.

გალის რაიონში ამ ადგილს „დაბალ ზონას“ ეძახდნენ, თითქოს სამშვიდობო ტერიტორია იყო, ხალხი გადადიოდა, ახალგაზრდები – არა, ძირითადად, ასაკოვანი ხალხი შედიოდა თავის სახლ-კარში და თუ რამე საჭმელი დარჩა, მოჰქონდათ. აქეთაც ხომ გვჭირდებოდა კვება?!.. დედაჩემი იქ იყო, როცა გავიგეთ, რომ აფხაზები შემოვიდნენ და დაიწყო ე.წ. „აჩისტკა,“ იმ ტერიტორიის გაწმენდა. მამაჩემი წავიდა ჩემს ძმასთან ერთად, სოფელში ჩარჩენილი ხალხი რომ გამოეყვანათ. ჩემი ძმა მაშინ 24 წლის იყო. თითქოს არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მაინც გაჰყვა მამაჩემს… აქეთ რომ გადმოდიოდნენ, საზღვართან დახვდნენ აფხაზები, მამაჩემი ადგილზე ჩაცხრილეს, 14 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, დედა დაჭრეს, ჩემი ძმაც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. დედაჩემი, რომელიც იქ იყო და ჭრილობის გამო მარჯვენა ხელი ჰქონდა მოტეხილი, იხსენებს, რომ იქ ერთი აფხაზი ბიჭი იყო, ჩემი ძმისთვის ჩაი მოუდუღებია, სიგარეტი მიუცია და ეუბნებოდა, ნუ გეშინია, მამაშენს როცა წაასვენებენ, შენც გაგიშვებთო, ამხნევებდა. მაგრამ როგორც კი სვხბემა, დაქირავებულამ ჩეჩენმა და კაზაკმა მებრძოლებმა დაინახეს, რომ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა იმ ახალგაზრდას ჩემი ძმისა და ქართველების მიმართ, მის მერე თვალით აღარ გვინახავსო. ჩემს ძმასთან ერთად,  კიდე ოთხი ადამიანი იყო იქ. ორი დღის შემდეგ, ის და ერთი ახალგაზრდა ბიჭი ჯერ აწამეს და მერე საკონტროლო გასროლით მოკლეს. დანარჩენებს მიწა გაათხრევინეს, ჩემი ძმა და ის ბიჭი რომ ჩაასვენეს, ზედ წააკლეს და მათაც მიწა მიაყარეს, თურმე მიწა ფეთქავდა… იქ ქალებიც იყვნენ დაჭერილი, სამეზობლოდან. ეს ქალები გამოუშვეს და დააბარეს, ვინმე მოვიდეს, დაჭრილები წაიყვანონ და მკვდარი წაასვენონო. ვინ უნდა წასულიყო, ტყვიების წვიმა მოდიოდა.

მამაჩემი ჩვენს ეზოში დაასვენეს, იქვე შეკრეს ჩასასვენებლი ოთხი ფიცრისგან და დაკრძალეს. თუ რამე წამლები ჰქონდათ სოფელში, შეაგროვა ხალხმა დედაჩემისთვის, ხელი რომ არ დალპობოდა. ჩემს ძმაზე გვეუბნებოდნენ, რომ დაჭრილი იყო, უვლიდნენ და გამოსასყიდს ითხოვდნენ. თურმე 11 თებერვალს მოუკლავთ და ასე გვაწვალებდნენ  25 თებერვლამდე… მერე გაირკვა, რომ მკვდარი იყო, გამოსასყიდი შეგროვდა, ზოგი ოქროთი, ზოგი ფულით. ასე გამოვისყიდეთ და დავკრძალეთ.

ზუგდიდში, საავადმყოფოში რომ ვიყავი, დერეფანშიც არ იყო დასაჯდომი ადგილი.  სვანეთის მთებით გადმოსული ხალხი მოდიოდა მოყინული ხელ-ფეხით. ოპერაცია ოპერაციაზე ტარდებოდა. დედაჩემს ხელი თავიდან დაუმტვრიეს, ცხრა დღის განმავლობაში, ძვალი არასწორად ჰქონდა  შეზრდილი, ოპერაცია გაუკეთეს. ის გადარჩა და ხელიც გადაურჩა, მაგრამ მეუღლე იქ მოუკლეს, შვილიც.

დედაჩემმა სწავლა არ მიმატოვებინა, პირველ კურსზე ვიყავი მაშინ, ეს ამბავი რომ მოხდა. ვისწავლე, იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ადვოკატი გავხდი  და ჩავები ცხოვრების ფერხულში. სტუდენტობის პერიოდში თბილისში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი 3-4 წელი, შემდეგ გადავედი ზუგდიდში და ამ პერიოდში შევქმენი ოჯახი. რთული ორსულობები მქონდა, ერთი, მეორე… სამსახურის მიტოვება მომიწია, წოლითი რეჟიმით ადვოკატად ვერ იმუშავებ. ბიჭი შემეძინა. მეორეზე ვიყავი ორსულად, პირველ შვილს რომ ჩუტყვავილა შეეყარა, შემდეგ გადაედო მამამისს, ვერ მიხვდნენ ექიმები, პნევმონიაში გადაუვიდა და ერთ კვირაში დავკარგეთ ისე, რომ ვერც გავერკვიეთ. რვა თვის მერე გამიჩნდა გოგო. ტკივილს სიხარული ცვლიდა, სიხარულს – ტკივილი.

ამის მერე 7 წელი გავიდა, სამსახურს მოვწყდი. ადვილი არ არის, რომ სამი წელი არ იმუშაო, შემდეგ დაუბრუნდე სამსახურს და იმუშაო ჩვეულებრივად ასეთი გონებით და ტკივილით. ვიფიქრე, დროებით ბავშვებს გავზრდი, სანამ უჩემოდ შეძლებენ ცხოვრებას, ჩაცმას, ჭამას… ასე ჩავიქნიე ხელი რაღაც მომენტში კარიერასა და სამსახურზე, სურვილიც რომ არ გაქვს, თუნდაც თმა შეიჭრა, თავს მიხედო. მარტო იმაზე ფიქრობ, ბავშვები როგორ დააყენო ფეხზე.

ბავშვებს ვზრდი, კი გვიჭირს, მაგრამ დედამთილი, მული, დედაჩემიც მეხმარებიან. ეს წლები მხოლოდ ბავშვების სიყვარულზე ვიფიქრე, რომ მარტო არ ყოფილიყვნენ, ძიძა არ მინდოდა, მამა არ ჰყავდათ და დედის სითბო რომ არ მოკლებოდათ. ახლა უკვე ვხვდები, რომ სიყვარულის გარდა ბევრი რამე სჭირდებათ. ნაქირავებში ვცხოვრობთ, სახელმწიფოსგან ველოდები დახმარებას და  თუ ბინის ამბავი გამოვიდა და მოგვაკუთვნეს, ბავშვების სწავლისა და ლუკმაპურის ფულს კი ვიშოვნი. ჩემი კოლეგები მეუბნებიან, მოდი, დაბრუნდი სამსახურშიო, მაგრამ ჯერჯერობით ვერა, თუ არ მეცოდინება, რომ ბავშვები უსაფრთხოდ არიან ვიღაცასთან. ეს ისეთი რაღაცაა, რომ ამ ეტაპზე მატერიალურ მხარეს ვერ ვამჯობინებ. ჯერჯერობით ასე ვუმკლავდები და მომავლის იმედი მაქვს. ვნახოთ“.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post იმედა ლომაია, 44 წლის, გალის რაიონი, სოფელი განახლება appeared first on WomenOfGeorgia.

თამარ ბერიანიძე, 26 წლის, ახალგორი
სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. კერამიკოსი

ერთია როდესაც იღებ გადაწყვეტილებას და შენი ნებით ტოვებ შენ სახლს და არის მეორე მომენტი, ჩვენი მომენტი…

16 წლის ვიყავი, როდესაც ომი მოხდა და ახალგორი დავტოვეთ. იქამდეც, ერთი წლით ადრე, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში – დედაჩემი საზღვარგარეთ წავიდა და დედის გარეშე ცხოვრებას ვეგუებოდი. ბავშვობის მნიშვნელოვანი პერიოდი იქ მაქვს გატარებული და მიმაჩნია, რომ იმ გარემოებამ მნიშვნელოვანი გაავლენა იქონია ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, წარმოსახვაზე და ცხოვრებისეულ დამოკიდებულებებზე.

ომიდან დაახლოებით ერთი წელი, უმეტესად მაინც ახალგორში ვცხოვრობდი. მანამ სანამ ახალგორში მიმოსვლას გაამკაცრებდნენ. ომის შემდეგ ქუჩები დაცარიელდა და თითქოს დრო შეჩერდა. იქ მყოფნი არსებულ სიტუაციას არ იმჩნევდნენ, ხშირად ჩნდებოდა კითხვა – რა შეიცვალა? ყველაფერი ისეა, როგორც უწინ. ამ დროს, შენს თავს ეკითხები რისი გეშინა? – არაფერია საშიში.

ჩვენი სახლი რაიონიდან განაპირა მხარეს იყო, ომამდეც არავინ ცხოვრობდა გარშემო, ომის შემდეგ ხომ საერთოდ დაცარიელდა. მახსოვს ომის შემდგომი პერიოდი, ჩემი ძმა და მამაჩემი არ იყვნენ სახლში, მარტო ვიყავი, კარი გაიღო და ჯარისკაცი შემოვიდა იარაღით ხელში, რაღაც მითხრა რუსულად. რა თქმა უნდა, არ მახსოვს რა, დაიარა ყველა ოთახი, საძინებელი, სამზარეულო, დერეფანი და მე ასე, უბრალოდ, ხმაამოუღებლად ვუყურებდი. როგორც მერე გავიგე, გაქცეულ ჯარისკაცს ეძებდნენ. იმდროინდელი ჩვეულების ნაწილი იყო დათვლა თუ რამდენჯერ გადაიფრენდა სამხედრო ვერტმფრენი ან რამდენი ბეტეერი გაივლიდა გზაზე დღის განმავლობაში.

გაზაფხულზე ჩამოვედით წეროვანის დასახლებაში. მახსოვს ეს ატალახებული და სწორი გზა, რომელიც არადა არ მთავრდებოდა და სულ იმის შეგრძნება გქონდა, რომ ერთ ადგილას იდექი, ყველაფერი ერთნაირი იყო. ნელნელა გავიაზრე, რომ ცვლილებები ხდებოდა და არც მე ვიყავი გამონაკლისი.

თავდაპირველად დასახლების ერთფეროვნება ძალიან წააგავდა საბჭოთა წყობას. სიმეტრია, ერთფეროვნება, ჭურჭელიც კი ერთიდაიგივე იყო – ყველაფერი თვლით. ყველაფერი დანომრილი იყო ბევრი სხვადასხვა ნომრით.

ახალგორში მაინც ხშირად მივდიოდი. ერთხელ, ძალიან მენატრებოდა იქაურობა, ჩავედი და უცებ კითხვა გაჩნდა – იყო თუ არა ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი. 16 წელი იქ ვიცხოვრე, ყველაფერი მახსოვს: ქუჩები, სახლები, ფარდები, ყველა კარი და ჭიშკარი, რომელიც ქუჩაში მხვდებოდა, მაგრამ აღარ იყო ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობდა, სრულიად სხვა ხალხს შეხვდებოდით, არამარტო ოსებსა და რუსებს, არამედ დაქირავებულ სამხედროებს, რომლებიც იარაღითა და ბეტეერებით მოძრაობდნენ. ამ დროს ისევ გეფიქრება, რომ არაფერი ხდება, საფრთხე არ არის. მივხვდი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ის 16 წელი, რომელიც იქ გავატარე და დავფიქრდი, იყო თუ არა ის ჩემი ცხოვრების ნაწილი და ვიყავი თუ არა მე მისი ნაწილი. გაუცხოების მომენტი მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა ჩასვლა და ძალიან მენატრებოდა, გამიჭირდა იქ დარჩენა.

შემდეგ თითქოს ჩავიკეტე, ყველა მოგონება და ახალგორზე ფიქრიც ავუკრძალე ჩემს თავს. როგორც ყველგან, ჩემთანაც გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო მომავალი. აღსანიშნავია ის რომ, დასახლებაში თუ ვინმე თავის გეგმას სახავდა მუდმივად ახალგორს უკავშირებდა, ახალი შენაძენიც დროებით „გამოკეტილი“ სახლისთვის იყო განკუთვნილი. თითოეული მიზანი იქაურობას უკავშირდებოდა. ჩემთვის როგორც მოზარდისათვის სამაგალითო იყო ამ ხალხის ბრძოლა, შეექნმათ დაკარგული ცხოვრება ხელახლა. ვთვლი, რომ ძლიერი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. რთულია არ მიბაძო და არ გადაგედოს ეს მუხტი, ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის.

კომპაქტურობის მიუხედავად კომუნიკაცია დღემდე პრობლემურია დასახლებაში. გამიმართლა რომ, ჩემი პირველი სამსახური დასახლებაში იყო. ეს იყო შანსი, ერთის მხრივ, მეპოვნა ჩემი საქმე და ამასთანავე საინტერესო გარემოცვა კომუნიკაციისათვის, რომელიც ყველას აკლდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმო, ერთის მხრივ საინტერესო იყო ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, მეორე მხივ კი, როგორც ორგანიზაციის საქმიანობის კუთხით. დასახლებაში არსებული პრობლემების აღმოჩენა და მოგვარება ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში. ვთვლი, რომ ეს სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში, რის შემდეგაც ვიპოვე საქმე, რომლითაც შევძელი ჩემი ფიქრების გადმოცემა. აკადემიაში სწავლების დასასრულს შევქმენი სადიპლომო ნამუშევარი, რომელიც წარმოადგენს ერთიდაიგივე ზომის 25 ცალ თეთრ კუბს, სადაც მოთავსებულია თიხის სახლები. ექსპოზიციას კი თან ერთვის ფოტომასალა, სატელიტიდან გადაღებული ფოტოები წეროვანის დევნილთა დასახლება ომამდე და მის შემდგომ. ასეევე ის ქართული სოფლები, რომლებიც არსებობდა და დღეს უკვე გამქრალია.

ეს არის უხალხო სახლებისა და უსახლო ადამიანების ამბავი.

ნამუშევრის იდეა დაიბადა დევნილთა დასახლებაზე დაკვირვებისას და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ომგამოვლილი მოსახლეობის შეცვლილი დამოკიდებულება სახლის მიმართ,ასევე იძულებით გადაადგილების სირთულეები.

კერამიკამ, რომელიც ჩემი ძირითადი საქმიანობაა, შესაძლებლობა მომცა გადმომეცა დაგროვილი ემოციები და განვთავისუფლებულიყავი.

ახლა ვმუშაობ ახალ პროექტზე, რომელიც ისევ უკავშირდება ჩემს დასახლებას და მასში მცხოვრებ ხალხს. თიხის 2002 ცალი ფილა, რომლსაც ერთ მხარეს დატანილი ექნება წეროვანის მისამართი, ხოლო მეორე მხარეს ის მისამართი, რომლზეც ცხოვრობდნენ ესა თუ ის ოჯახი ომამდე. მჯერა, რომ ეს გაამარტივებს დასახლებაში კომუნიკაციას. ხოლო, მეორეს მხრივ, ეს იქნება მომერიალი იმ მისამართების, რომლებიც დავტოვეთ იძულებით და რომლებზე ფიქრისას მუდმივად გვიჩნდება კითხვა-იყო თუ არა ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი ჩვენ კი მათი?!“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post თამარ ბერიანიძე, 26 წლის, ახალგორი appeared first on WomenOfGeorgia.

მერი ლობჟანიძე, 62 წლის, ქუთაისი
„კინოს კადრივით თუ გადავავლებ თვალს ჩემი ცხოვრების გზას, ორი ეპიზოდი წითელი ხაზივით გაიელვებს გონებაში,  ემოციურად და მძაფრად: სოხუმიდან თვითმფრინავით გამოქცეულებს ჩვენი მიმართულებით გამოსროლილი ცეცხლოვანი ბურთები და გოგონას განწირული კივილი, რომელსაც უმოწყალოდ ტენიდნენ მანქანაში.

18 წლის ვიყავი, სოხუმიდან ქუთაისში რომ წამოვედი სასწავლებლად. ტექნიკური საგნები მიყვარდა და ინჟინერობა გადავწყვიტე. ოჯახის, განსაკუთრებით მამის სურვილი იყო თეთრი ხალათი ჩამეცვა, მაგრამ მაინცდამაინც არ მხიბლავდა იოდი და ბამბა. მერე მირჩევდნენ,  ქალი ხარ და პედაგოგიურში ჩააბარე, სახლშიც იქნები და უმაღლესსაც დაამთავრებო. მაგრამ, ამბიცია მქონდა, უფრო რთულ საქმეს შევჭიდებოდი და დამემტკიცებინა, რომ მიუხედავად ჩემი სქესისა, შემეძლო „კაცების“ პროფესიას დავუფლებოდი.

ვიცოდი, ქუთაისში მრავალპროფილური პოლიტექნიკური ინსტიტუტი იყო. ჩავაბარე მსუბუქი  მრეწველობის ფაკულტეტზე, სპეციალობა „ტყავის ნაკეთობათან ტექნოლოგია და კონსტრუირება“.  ინსტიტუტში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, დავქორწინდით და დავრჩი საცხოვრებლად ქუთაისში.

ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ურთულესი პერიოდები აფხაზეთში გავიარე. ზოგჯერ ვფიქრობ, ჯადოსნური საშლელი რომ მქონდეს, ამოვშლიდი ჩემი მეხსიერებიდან იმ ტრაგიკულ დროს. მაგრამ, გახსენება და ომის გადააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული შეცდომების დანახვისთვის. ამიტომაც უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე.

1992  წლის 9 მაისს დაგვირეკეს სოხუმიდან,  რომ ჩემი დის ქმარი გუმისთის ხიდთან დაიჭრა და თბილისში გადააფრინეს სამხედრო თვითმფრინავით. მე და ჩემი მეუღლე  სასწრაფოდ თბილისში გამოვემგზავრეთ ქუთაისიდან. 19 დღე იცოცხლა. თბილისიდან 28 მაისს სამხედრო თვითმფრინავით გადმოვფრინდით ბაბუშერაში. აფხაზეთში დავკრძალეთ.

თითქმის ერთი თვე წამოსულები ვიყავით ქუთაისიდან. სატელეფონო კავშირი არ იყო. სოხუმი ინტენსიურად იბომბებოდა. სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებია აფხაზეთი საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. დედა და მამა არ წამოვიდნენ, ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩემი ძმა, სიძე და დისშვილი იბრძოდნენ, მეორეც მამას წარმოუდგენლად მიაჩნდა საკუთარი სახლის დატოვება. სოხუმი არასდროს დაეცემაო, ამბობდა და მართლაც ყველას გვჯეროდა ამისი.

ოჯახის წევრები და ნათესავები ალბათ 12 -მდე ადამიანი ფეხით წამოვედით ბაბუშერის აეროდრომისკენ. საავტომობილო გზა ტამიშთან ჩაკეტილი ქონდა მტერს, საზღვაო მიმოსვლა საშიში იყო. დაახლოებით 40 კილომეტრი ვიარეთ.  ბაბუშერის პატარა აეროდრომი ნაომარი ველივით დაფარული იყო დაჭრილი ჯარისკაცებით და შაოსანი ქალებით, პატარა ბავშვებით და მოხუცებით.

არც კი მახსოვს, რამდენი დღე და ღამე  ველოდებოდით თვითმფრინავს, რომელიც სამშვიდობოს გამოგვიყვანდა. განა არ დაფრინავდნენ, მაგრამ ჩამოყვებოდნენ პარლამენტარები და მიყვებოდნენ უკან, სამხედროები თვითმფრინავს არ გვაკარებდნენ, ჩვენც  ველოდით, როდის გადაგვარჩენდნენ. მახსოვს სამხედრო მანქანებით ცხელი პური მოქონდათ და ხალხს ურიგებდნენ, უფრო სწორად დაყრიდნენ და მშიერი ხალხი ესეოდა.

ერთ საღამოს, უკვე ბინდებოდა, როგორც იქნა შეგვამჩნიეს ჯარისკაცებმა და თვითმფრინავში ასვლის უფლება მხოლოდ ქალებს და ბავშვებს მოგვცეს. არ მახსოვს როგორ მოვხვდი თვითმფრინავში. ჩემი მეუღლე იხსენებს, შენ ვერ ამოხვედი და მერე  ჯარისკაცებმა ტრაპის მოაჯირიდან ამოგიყვანესო. სტრესისგან წაშლილია ეს ჩემი მეხსიერებიდან. მახსოვს დაბინტული მეომრები საკაცეებზე მთელ თვითმფრინავში, ხალხი ფეხზე იდგა, სავარძელზე არავინ ოცნებობდა. რომ ავფრინდით უკვე კარგად ბნელოდა.  ტამიშს რომ მივუახლოვდით ცა განათდა, ვხედავ ფანჯრიდან, როგორ მოფრინავს ორი ცეცხლოვანი ბურთი ჩვენი თვითმფრინავის მიმართულებით. თვითმფრინავში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ეს დასასრულია, გავიფიქრე მე და ალბათ ყველამ ჩემსავით. სასწაული იღბლის წყალობით გადავრჩით. თვითმფრინავი მშიდობით დაჯდა თბილისის აეროპორტში.

თბილისში თითქოს სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდით. აქ ხალხი აგრძელებდა ცხოვრებას: ტელევიზორში დუბაის ჩარტერული რეისების რეკლამები გადის, გასართობი პროგრამები უხვად და მოკლე ნიუსები მიმდინარე ბრძოლაზე, რომელიც სადღაც აფხაზეთში თურმე მიმდინარეობს. აქ ხალხი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, არც იციან რა ხდება  ქვეყანაში. ეგზისტენციალური შოკი დაგვემართა. იკარუსის მძღოლს ქუთაისში არ მოვყავდით, ფული არ გვქონდა საკმარისი. შევპირდით, ქუთაისში რომ ჩავიდოდით, იქ გადავუხდიდით. სახლს რომ მივუახლოვდით მეზობლის ბავშვების ხმა მოგვესმა – შეხედეთ ცოცხლები ყოფილან, გადარჩნენ!

ჩემს მშობლებსაც მოუწიათ სოხუმის დატოვება მამას ბოლომდე სჯეროდა, რამდენიმე დღით წავალთ და უკან მალე დავბრუნდებითო. პატარა გოჭი დატოვა ეზოში, ნანატრი შვილიშვილის დაბადების დღისთვის. დარდობდა, საჭმელი არ დამიტოვებია მისთვისო, ჩქარობდა დაბრუნებას.  სოხუმი მალე დაეცა.

სადარდებელი გვქონდა ჩემი ძმის და სიძის ამბავი. არავითარი ცნობა არ მოდიოდა ჩვენამდე. დედაჩემის დარდიან თვალებს ვეღარ ვუძლებდი და სახლში გვიან შემოვდიოდი, ეძებდა ჩემს თვალებში პასუხს და ვერ პოულობდა. გამთენიისას,  ხმა შემომესმა ეზოდან. ჩავედი და ორი ტალახიანი კაცი დავინახე – უცხო ხმა, წვერი, ავტომატები ხელში. ძლივს ამოვიცანი ჩვენები. გადარჩნენ. ჩვენც გადავრჩით. მამამ ვერ გაუძლო დარდს, 69 წლის ასაკში სევდისგან ძალიან მალე გარდაიცვალა.

ჩვენს სახლში ქუთაისში ცხოვრობდა აფხაზეთიდან დევნილი 16-მდე ადამიანი. დევნილთა შემწეობით და კუპონებით ვცხოვრობდით: ჰუმანიტარული ლობიო, ბრინჯი, რძის ფხვნილი, კვერცხის ფხვნილი, საპონი. ჩემი მეუღლე ღამის 2 საათიდან მიდიოდა პურის მოსატანად. სადილს რომ ვამზადებით ჯერ ბავშვები ჭამდნენ, მერე მოხუცები და თუ რამე დარჩებოდა – ჩვენ. თუ სტუმარიც შემოგვისწრებდა მაშინ მოხალული მუხუდოს ყავაც გვყოფნიდა.

მახსოვს, ერთი გაზაფხული, აღდგომა ახლოვდებოდა.  წვიმიან დღეს სამუშაო საათების ბოლოს, რა თქმა უნდა ფეხით,  წამოვედი სახლისკენ. გზად ერთ-ერთ „კომერციულ“ მაღაზიაში, კვერცხი ვიყიდე. გახარებულმა 20 ცალი კვერცხი ჩავაწყობინე ქაღალდის პარკში – სააღდგომოდ ნამდვილი წითელი კვერცხი გვექნება. მოვდივარ ბედნიერი ჩემი სიმდიდრით – ცალ ხელში და მეორეში გაშლილი ქოლგა. უეცრად, გავიგონე მანქანის ყურისწამღები მუხრუჭის ხმა და გოგონების შეკივლება. დავინახე როგორ მივარდა ორი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭი ერთ გოგოს  და თავით აგდებენ მანქანის უკანა სავარძელზე. თან კარის დაკეტვას ცდილობდნენ, ამ გოგოს ფეხები ვერ მოაკეცინეს და გამეტებით ურტყამენ კარს. მეორე გოგონამ გაქცევა მოასწრო. ინსტინქტურად დავკეცე ქოლგა, მივვარდი მოძალადე ბიჭს და ლანძღვით და შეგონებით, ვურტყამ გამეტებით, თან კვერცხები სათითაოდ ცვივა პარკიდან. მივხვდი, რომ ასე ვერ მოვერეოდი, გავითავისუფლე ხელები, ვწვდი ამ ბიჭს მოვქაჩე, დავინახე გოგონამ როგორ დააღწია თავი და გაიქცა. წარმოვიდგინე ჩემ შვილზე რომ ეძალადა ასე ვინმეს.   მოძალადე ბიჭიც მიხვდა, რომ ვერ აისრულა ჩანაფიქრი და მე შევრჩი ხელში. გადმოიღო ავტომატი და მომაბჯინა. ვფიქრობდი, ნეტა დამარტყას და არ მესროლოს-თქო. მაგინებდა უშვერი სიტყვებით და მოკვლით მემუქრებოდა. კიდევ კარგი მეორე ბიჭი მოეგო გონს, ძალით ჩასვა მანქანაში და გაიქცნენ.

ჩამოვჯექი იქვე ბორდიულზე, თავზე მაწვიმდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი, ყველა კუნთი მტკიოდა, ერთიანად მოვწყდი. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი წვიმაში სველ ასფალტზე.    მეუღლე შეშინებული და გაფითრებული მისმენდა გვიან სახლში მისულს. არც კი ვიცი ის გოგო ვინაა, სადაა, მაგრამ დღემდე სიხარული მეუფლება, მისი გადარჩენა რომ შევძელი.

დრო სწრაფად იცვლებოდა და საინჟინრო განათლება ნაკლებ საინტერესო გახდა.

2001 წლიდან სახალხო დამცველის აპარატში დავიწყე საქმიანობა, ხოლო 2002 წლიდან ჩემმა მეგობარმა და თანამოაზრემ ახლადშექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციაში მიმიწვია.

ნორვეგიის ლტოლილთა საბჭომ  ორგანიზაციას პედაგოგთა კავშირი „განთლება და სამყარო“ დიდი შესაძლებლობები მისცა იმისთვის რომ განვითარებულიყო. გავიარეთ უამრავი საგანმნთლებლო ტრენინგი.  2002 წელს პირველად გავაცნობიერეთ რას ნიშნავდა ადამიანის უფლებები, არაფორმალური განათლება სკოლაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, გენდერი და ტოლერანტობა, ფემინიზმი და მონაწილეობა, ქალთა და ბავშვთა უფლებები. ქალის მონაწილეობა და ჩართულობა ყველა დონეზე. რომ  ქალს შეუძლია ქონდეს პირადი სივრცე და დრო საკუთარი ინტერესებისთვის.

პირველი ტრენინგი  კონფლიქტოლოგიაში ჩაგვიტარდა. სიმულაციური თამაშის დროს ჯგუფები დაიყო და მოვხდვი აფხაზის როლში.  გავიაზრე, რომ აფხაზის ინტერესს ვიცავდი და გამიჩნდა ემპათია აფხაზის მიმართ, სწორედ მანდ დამთავრდა ჩემი აგრესია და მიუღებლობა. ჩვენ სამშვიდობო განათლებას ვუწევთ პოპულარიზაციას და ნდობის აღდგენისთვის ვიბრძვით. ქალთა და გოგონათა ჩართულობა მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიაში.

სწავლების ყველა დონეზე, დაწყებითი, საშუალო და უმაღლეს სასწავლებელში სწავლება აუცილებელია მიმდინარეობდეს დემოკრტიულად, ინტერაქტიულად და შემეცნებით.

ბავშვებს დიქტატორული დისციპლინითა და საზეპიროებით კი არ ასწავლო, არამედ თამაშით, შემეცნებითა და საკუთარი აზრის გამოხატვის გზით.

დღეს ახალი გამოწვევების და ახალი იდეების რეალიზაციის წინაშე  ვდგავართ. აფხაზი და ოსი პარტნიორების თანამონაწილეობით ახალ პროექტებს ვგეგმავთ. პოპულარიზაციას ვუწევთ სამშვიდობო განათლებას და ვისწრაფით ევროპული პროდასავლური სწავლებისკენ, საქართველომ გააკეთა თავისი ისტორიული არჩევანი და არ გადაუხვევს მას.“

The post მერი ლობჟანიძე, 62 წლის, ქუთაისი appeared first on WomenOfGeorgia.

მალო კოტუა, 27 წლის, გალის რაიონი, საბერიო/ზუგდიდი
13 წლამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან, საბერიოში. ჩემმა და-ძმამაც იქ დაამთავრა სკოლა. 13 წლის რომ გავხდი, დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, ზუგდიდში, ბებიასთან უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. ბებია მაშინ მარტო ცხოვრობდა ზუგდიდში და დახმარება ჭირდებოდა. რადგან უფროსი შვილი ვიყავი, უარი ვერ ვუთხარი, თორემ ჩემთვის ისეთი მძიმე იყო ოჯახთან განშორება. თან ვიცოდი რომ ხშირად ვერ შევძლებდი მათ ნახვას, რადგან ამ პერიოდში უსაბუთოდ, ჩუმად გადმოვდიოდით ხოლმე საზღვარზე. მაგრამ იძულებული გავხდი წამოვსულიყავი ზუგდიდში 5-6 წელი ასე გავატარე. ყოველი პარასკევის დადგომა დღესასწაული იყო ჩემთვის, რადგან ზუგდიდიდან ისევ ოტობაიაში უნდა დავბრუნებულიყავი და შაბათ-კვირა იქ გამეტარებინა. კვირა ჭირის დღესავით მძულდა, რადგან ისევ ოჯახს უნდა მოვცილებოდი მთელი ერთი კვირით.

წარმოიდგინეთ, ზუგდიდიდან ჩემი სახლი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მანძილი პატარაა, მაგრამ იმდენად რთული და რისკიანი გზა უნდა გაგვევლო, რომ არასდროს იცოდი, ცოცხალი გადარჩებოდი თუ არა.

როგორც ვახსენე, მაშინ არ გვქონდა საბუთი, რითიც ლეგალურად გადასვლის შესაძლებლობა გვექნებოდა. ამიტომ ტყის გზით ვიპარებოდით ხოლმე. მამიდაჩემი საზღვართან ახლოს ცხოვრობდა. მას „გამცილებელს“ ეძახდნენ, რადგან კარგად იცნობდა ტყის ბილიკებს და ქართველებს ეხმარებოდა საზღვრის გადაკვეთაში. ამის გამო მამიდას ბევრჯერ ჩაუგდია თავი საფრთხეში და რუსების მიერ დაკავებულიც ყოფილა.

ერთხელ მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში. 2009 წლის 14 ოქტომბერი იყო და მე, მამიდა, დედა და დედას მეგობარი ქალი ზუგდიდში უნდა გადმოვსულიყავით. არ ვიცი, რანაირად მოახერხეს და გაიგეს რუსმა მესაზღვრეებმა, მაგრამ ატყდა ორმხრივი სროლა ქართველებსა და რუსებს შორის. ჩვენ უკან გამოვიქეცით სახლში და სარდაფში ჩავიმალეთ. ავტომატის ჯერი არ წყდებოდა. სახლის გვერდით დაფნარი იყო და ტყვიებისგან დაფნის ფოთლებს მტვერი ასდიოდა. ჰაერში დაფნის სუნი იდგა. გვესმოდა, რომ ავტომატის ჯერის ხმა სახლს უახლოვდებოდა და მამიდამ გაგვაფრთხილა, აქ აზრი აღარ აქვს დარჩენას, უნდა გავიქცეთ და ტყეს შევაფაროთ თავიო. გავიქეცით, მაგრამ მალევე წამოგვეწივნენ. „მასკიანი“ ჯარისკაცები იყვნენ და კიდევ მახსოვს ჩემი შუბლისკენ მოშვერილი ავტომატის ლულა. სისხლი მქონდა გაყინული. ვიცოდი, რომ ეს იყო დასასრული. მაგრამ დაგვინდეს, ალბათ მე, რომ ბავშვი ვიყავი, ამან დააბრკოლა. არ მოგვკლეს, მაგრამ უკან საბერიოში დაგვაბრუნეს.

დღემდე იმ ადგილას თუ მოვხვდი ზურგში ვგრძნობ ტყვიას და სიკვდილის სუნს – ტყვიებით დაფლეთილი დაფნის ფოთლების სურნელს. ასეთი დღეები იმდენი მაქვს გამოვლილი იქ მცხოვრებ ქართველებს.

ჩვენ, გალელებს ხშირად გვადანაშაულებენ, რატომ არ დავტოვეთ სახლ-კარი და არ წამოვედით. ტერიტორიის დატოვება მე არ მიმაჩნია გამოსავლად. პირიქით, მგონია, რომ რახან ჩვენ იქ ვართ და ვარსებობთ და ქართული ჟღერს, ესეც ბევრს ნიშნავს და ჩვენი ერთგვარი პროტესტია. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რად გვიჯდება ჩვენ იქ ყოფნა და ორ სახლს შორის სიარული. იქ დარჩენა სიცოცხლის რისკის ფასად დაგვიჯდა ყველას. მე და ჩემი კლასელები რომ შევიკრიბებით, ვიხსენებთ, რა გადაგვხდენია თავს… მამაჩემს ურჩევნია გაჭირვებასა და შიშში იცხოვროს, ვიდრე დატოვოს სახლი და წამოვიდეს. ან აქეთ რომ წამოვიდეს, რა აზრი აქვს, საკუთრებაშიც არაფერი გვაქვს.

გული მტკივა, როცა მესმის გალელები ქართველები არ არიანო. ამ ზამთარს წავედით გალში და რამდენიმე დღეში ბაბუა გარდაგვეცვალა. ზუსტად პანაშვიდებისა და დაკრძალვის პერიოდში ჩაიკეტა საზღვარი ღორის გრიპის გამო. 1 თვე ვიყავით ასე იზოლაციაში, ყველას საარსებო წყაროც და სამსახურებიც ზუგდიდში გვაქვს და როგორ გინდა ასეთ იზოლაციაში ადამიანმა რამე ჭამო, ან წამალი იყიდო, საერთოდ იარსებო. მახსოვს ერთმანეთს როგორ ვულოცავდით ქართველები საზღვარი რომ გაიხსნა. ამ სიხარულის გაზიარება მხოლოდ შეგვიძლია ერთმანეთთან, ვინც იცის რას ნიშნავ გახლეჩილ ტერიტორიაზე ცხოვრება. ამ პერიოდში თვალს ვადევნებდი სოციალურ ქსელში ადამიანების რეაქციას და არანაირი თანაგრძნობა არ გვიგვრძვნია. პირიქით, გვაკრიტიკებდნენ, რაც დათესეთ, ის მოიმკეთო. არადა რამდენი ნერვიულობისა და ფსიქიკის შერყევის ფასად გვიჯდება ჩვენი სახლების დაცვა. წარმოიდგინეთ ქუჩაში გამოდიხარ და რუსის ჯარისკაცი მოგყვება. მაგრამ 9-ჯერ რომ მომადონ შუბლზე იარაღი, ალბათ მეათედ მაინც გადავალ და ეს გამიკეთებია კიდეც. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს იქაურობა, თუნდაც ერთი კვირით იმ ჰაერის სუნთქვა მაძლევს ძალას. ეს სახლებიც რომ დავტოვოთ, ისევე გაპარტახდება, როგორც სხვა კარ-მიდამო.

ალბათ ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, თავის დროზე ზუგდიდში რომ წამოვედი. ჩემი კარიერისთვის ძალიან ბევრი რამე გავაკეთე. ვძერწავ პოლიმერულ თიხაზე, ვაკეთებ ჩანთებს, სამკაულებს, და ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტებში, ვასწავლით ამ ხელობას სოციალურად დაუცველ ქალებს და დევნილებს. რამდენიმე საგრანტო პროგრამაში გავიმარჯვე, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ და ჩემი სახელოსნო მაქვს. აქ გაკეთებული ნივთების გაყიდვაა ჩემი საარსებო წყარო. პერიოდულად დიდი შეკვეთები მაქვს, მეუღლეც მეხმარება და ჩვენ ორივე ერთად კი ჩვენს მშობლებს აფხაზეთში.

ძირითადად პროდუქტებს ვაგზავნით მარშუტკით საზღვრამდე და მერე იქიდან ხვდებიან. ჩვენს მშობლებს მეურნეობა არ აქვთ. იქ საერთოდ არაა განვითარებული სოფლის მეურნეობა. ერთადერთი თხილის ჩაბარებით ედგათ სული, მაგრამ ადრე 3-4 ტონა თუ ქონდათ მოსავალი, წელს 150 კილო ძლივს აიღეს და ისიც ვერ გაყიდეს, სულ უვარგისი იყო.

ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ახალგაზრდები. იქ საერთოდ არაა მათთვის სამუშაო ადგილები, ბიჭები კიდევ პერიოდულად საქმდებიან ჰესებზე ან ბლოკის ქარანაში, მაგრამ გოგოებისთვის არაფერი არაა. იდეა მაქვს რომ ჩემი ხელსაქმე შევასწავლო აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალებს, რომ შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდეთ. თუმცა ამ იდეას დაფინანსება ჭირდება, რადგან მასალებია ძვირი და მათ კიდევ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. აქ გადმოსვლას კიდევ ვერ წყვეტენ, რადგან არანაირი საკუთრება და კავშირები არ გააჩნიათ.

რთულია ორ განსხვავებულ სივრცეში ცხოვრება.

აქეთ ფერადია სამყარო, იქით – შავ-თეთრი. ხალხიც რაღაცნაირია, დაბერებული მოსახლეობით. გზები დანგრეული, დახლებზე საკვები ორმაგად ძვირი. აქ რასაც გინდა გააკეთებ, იქ ის უნდა გააკეთო, რასაც გეუბნებიან. თავისუფლება – ეს ის სიტყვაა, რითიც განსხვავდება ეს ორი სივრცე.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: სალომე საღარაძე

The post მალო კოტუა, 27 წლის, გალის რაიონი, საბერიო/ზუგდიდი appeared first on WomenOfGeorgia.

ლუდმილა სალია, 61 წლის, ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი / სოხუმი
„აფხაზეთიდან ვარ, კერძოდ, სოხუმიდან, აფხაზეთის ომის მონაწილე. აგუძერაში სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი. დაცემული ქალაქიდან 28 სექტემბერს წამოვედი და ჭუბერის გზით, ფეხით გადმოვედი. ათასი უბედურება მაქვს გამოვლილი და დღემდე ვარ ომში.

მძიმე გასახსენებელია ჩემთვის აფხაზეთის ომის ამბავი… პირველ რიგში, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა. ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც მართლა გულანთებულები იყვნენ და მართლა ეგონათ, რომ საქართველოსთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. მაგრამ, თურმე განწირულები ვყოფილვართ, ჩვენ ვყოფილვათ საზარბაზნე ხორცი, რომლებიც ხელისუფლებამ მიგვატოვა.  ჩვენ მაინც ბოლომდე გავძელით, ბოლო წუთამდე, სანამ არ შემოგვესივნენ და სათითაოდ ამოწყვეტა არ დაგვიწყეს, ერთმანეთი არ მიგვიტოვებია.

28 სექტემბერს, დილით, წებელდისკენ გავუყევით გზას. ამ გზაზე 12 დღე მოვდიოდით, საკენში კი ავად გავხდი. თოვლში და წვიმაში სიარულისგან 41 გრადუსი მქონდა სიცხე. პიელონეფრიტი დამემართა.  საშინელება იყო ის 12 დღე საკენში ყოფნა, ჩვენი პატრონი არავინ იყო. ერთი ვერტმფრენი გადმოფრინდებოდა სამ დღეში ერთხელ და პურს ჩამოყრიდა, მაგრამ სადაც პურს ჩამოყრიდა, იქაც ისეთი საშინელებები ხდებოდა, ხალხი ერთმანეთს ხოცავდა.

ყველა ჯგუფებად იყო დაბანაკებული. ჩემთან ერთად მოდიოდნენ ჩემი ახლობლები, ერთი ოჯახივით ვიყავით. ერთხელ, ამინდის გამო სამი დღე ვერ მოფრინდა ვერტმფრენი. სამი დღე მშივრები ვიყავით. ერთხელაც 6 პურის აღება მოვახერხე, ე.წ. აგურის პურები იყო და  სამი ცალი აქეთ ხელში მიჭირავს, სამი – იქეთ. ამ 6 პურს 10 ადამიანი ელოდებოდა… როგორ მწარედ ვიხსენებ იმ დღეს. ბევრი უპუროდ დარჩა. სანამ ჩემს ჯგუფთან მივიდოდი, გზაში ერთმა მოხუცმა მთხოვა, რამდენი დღეა მშიერი ვარ და მომეცი პურიო, კიდევ ნაცნობი შემხვდა, იმასაც მივეცი. დამრჩა 4 პური, მოვდივარ და მოდის ვიღაცა კაცი, მოხუცი, მოჰყავს ორი ბავშვი,  ცინგლიანი, სიცივისგან აკანკალებულები, ფეხშიშველი. ეტყობა, რაც ეცვათ, იმით წამოვიდნენ. დადგა ეს კაცი, თან აჯანჯღარებს ამ ბავშვს და მეუბნება – იცი, ეს ბავშვი 5 დღეა მშიერიაო… ოთხივე პური მივეცი. უპუროდ მოვედი ჩემებთან. მაგრამ აი, ჩემს ერთ შვილს გეფიცებით, იმ დღეს ისეთი გამძღარი ვიყავი, იმ დღეს არ მომშიებია. აი, ასეთი დღეები მაქვს გამოვლილი.

ამ გზაზე, ერთი სამი კილომეტრი დიდი ორმო იყო ამოჭრილი, ამ ორმოში მიდიხარ და ხედავ მარტო ცას. ჩემს დისშვილს ხუმრობით ვუთხარი, ჩვენთან ხომ იციან სამეგრელოში, ადამიანი რომ დაიკარგება და უკვე იციან, რომ მკვდარია, ნიშნით დაიტირებენ ხოლმე, აი, ახლა ჩვენ კიდევ თუ არ გამოვჩნდით დროზე, ალბათ მკვდრები ვეგონებით და დაგვიტირებენ მეთქი. ჩემი დისშვილმა კი მითხრა – ჩვენ იქნებ მკვდრები ვართ უკვე და იქნებ ჯოჯოხეთში მოვხვდითო. უკვე ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ცოცხალი აღარ ვიყავით.

ადამიანის ფსიქოლოგია იმ დონემდე მიდის, რომ ფიქრობ, შეიძლება ცოცხალი აღარ ვარ, მეორდება ეს საშინელება, მიდიხარ გზაზე, ალპური ზონაა, ვიღაცა გზაზე გდია მკვდარი და მიწას ვერ გათხრი იმიტომ, რომ  გაყინულია და არაფერი გაქვს, რომ გათხარო. გაუვლი გულცივად, ვერ ეხმარები. რომ დარჩე, შენც იგივე დაგემართება და რაღაც გადარჩენის ინსტინქტი გეხმარება, რომ გზა გააგრძელო.

რაღაცნაირად ჯვარში ჩამოვაღწიე, ჯვარიდან – ზუგდიდში, საიდანაც თბილისში მინდოდა წასვლა, რადგან ჩემი და დაჭრილი იწვა რესპუბლიკურში, რომელიც სოხუმიდან ბოლო თვითმფრინავს გამოვაყოლე. მინდოდა მაგის სანახავად ჩასვლა და აბა, როგორ ჩავსულიყავი?! სამანქანო გზა გადაკეტილი იყო. წავედი ფოთში, ფოთიდან „ბარჟით“ ბათუმში და ბათუმიდან – თბილისში გოდერძის უღელტეხილით ავტობუსს გავყევი. ხაშურში დაგვაყაჩაღეს. თურქეთიდან ნავაჭრით მოდიოდა ხალხი. ვიღაცას ფეხსაცმელი მოჰქონდა, ვიღაცას – კაბები… მე უკვე გადაკეტილი მქონდა, არავინ მაინტერესებდა, ჩამოვედი და დავუდექი ამ ბიჭებს, რას აკეთებთ მეთქი. შენ ვინ ხარო, ვინ ვარ და ომიდან მოვდივარ, სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი მეთქი, ხელი არ მოკიდოთ არაფერს, სად მიგაქვთ მეთქი, უპატრონო ბავშვთა სახლში მიგვაქვსო. ოთხი წყვილი ფეხსაცმელი რომ ამოიღე, 42 ზომა რომელ ბავშვს აქვს ფეხი მეთქი. აი, ასე დაგიდგებით, მომკალით, მე თუ მომკლავთ, წაიღებთ, თუ არადა არაფერს გაგატანთ მეთქი. მობრუნდნენ, თითო-თითო რაღაცები აიღეს და წავიდნენ. აი, ახლა ვფიქრობ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გზაში მლოცავდა ყველა, როგორ მეფერებოდნენ, მისამართს მთხოვნდნე, მე კი ვეუბნებოდი, რომელი მისამართი მოგცეთ მეთქი?! არც პირადობა მქონდა, არც პასპორტი, სახელი და გვარი ვიყავი დარჩენილი და რა მეცვა არ გაინტერესებთ? სამხედრო ფორმა, რომელიც დღემდე შენახული მაქვს და გარედან მეცვა თეთრი ხალათი. გზაში რომ ქალები მოდიდონენ, ეს სამხედრო ფორმა გამახდევინეს, ერთმა ჯემპრი მომცა, მეორემ – შარვალი.

„სახლი საზღვრების გარეშე“

ხანდაზმულთა თავშესაფრის გაკეთება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ამდენ ადამიანს რომ ვხედავდი სანაგვეში ჩაყუდებულს, ამდენი ადამიანი რომ ვნახე აქ გაუბედურებული, ვიცოდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა. ძალიან სიმბოლური სახელი შევურჩიე ამ თავშესაფარს. მე არ ვცნობ საზღვრებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში საგუშაგოა და ოსებთან კომუნიკაცია ძალიან ჭირს, თუ მათ ჩემი დახმარება დასჭირდებათ, მე მათ ყველანაირ დახმარებას გავუწევ.

დევნილობაში გავთხოვდი და ეს სახლი ხურვალეთში ჩემს დედამთილს ეკუთვნოდა, გარდაცვალების შემდეგ კი ჩემს მეუღლეს მემკვიდრეობით გადაეცა. სახლი დაკეტილი გვქონდა 2008 წლის შემდეგ, თბილისში ვცხოვრობდით.

სანამ ამ თავშესაფარს გავხსნიდი, მანამდე კარდაკარის პრინციპით დავიარე სოფლები, მოხალისეთა ჯგუფი ავიყვანე და გავაკეთეთ მოსახლეობის აღწერა – რამდენი იყო მარტოხელა, ვინ რა ასაკის იყო,  შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და ა.შ. ესენი ყველა აღვწერეთ, დავახარისხეთ, შევქმენით ბაზა. რის შემდეგაც გავიარე კონკურსი და მივიღე დაფინანსება სოციალური საწარმოს გასახსნელად.

მაგრამ ამას იმხელა შრომა უძღვოდა წინ,  პროექტი ხორციელდებოდა თანადაფინანსებით, მე ჩავდე მატერიალური რესურსი – ამხელა სახლი, მაგრამ გარდა ამისა, სკამი, მაგიდა, საწოლი, ლეიბი და ა.შ.  ძალიან ბევრი რაღაც იყო ჩემი. გარდა ამისა, თანხა – 17 ათასი ლარი. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მერე მომიყვა ჩემი პროექტის კოორდინატორი, რომ წავიკითხე ეს პროექტი, მიწა, სახლი, ავეჯი, კიდე ამდენი ათასი ლარი, ვიფიქრე, რომ ეს ქალი ან აფერისტია, ან – გიჟიო.

თავშესაფარი 13 ადამიანზეა გათვლილი. ახლა 12 მოხუცი მყავს. მათგან ვინმე რომ გარდაიცვლება, სხვას ჩარიცხავენ.

ერთი მოხუცი მე დავკრძალე და ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს ამბავი. გორელი კაცი იყო, სიმსივნე ჰქონდა. სხვა თავშესაფრიდან იყო, სახელს არ ვიტყვი, საიდანაც გამოაგდეს, რადგან უკვე სიმსივნე ჰქონდა. იმას ხომ ვერ ვეტყოდი, შენ მოკვდები და ვის შევატყობინო მეთქი, მითხარი ვინმე ნათესავი, ცუდად რომ გახდე მეთქი, არაფრით არ მეუბნებოდა. გარდაიცვალა, მე გავასვენე. მერე მის მობილურში ვნახე ტელეფონის ნომერი, დავრეკე და ვუთხარი, ბატონი თამაზი გარდაიცვალა და თქვენი ნომერია აქ მეთქი. არ ვიცი, არ ვიცნობ ვინ არისო. მერე ვნახე რუსული ნომერი და იქაც დავრეკე, მიპასუხა მისმა  ძმისშვილმა, ვლადიკავკაზში დამირეკავს თურმე. რომ ვუთხარი, გარდაიცვალა მეთქი, მითხრა, დედაჩემის ნომერს მოგცემთ ახლა და დაურეკეთო. ეს ის ნომერი იყო, რომელმაც მითხრა, არ ვიცნობო. ისევ დავრეკე და ვუთხარი, თამაზი გარდაიცვალა და გავასვენე მეთქი. „ნასილკაზე“ ასვენიაო, მკითხა და რას ნიშნავს „ნასილკაზე“ ასვენია, დავკრძალე მეთქი და არა, „ნასილკით“ დამარხეო? ჩვეულებრივად, ქრისტიანულად ავუგე წესი და აბსოლუტურად ყველაფერი გავუკეთე, ეკლესიაში დავასვენე და დავკრძალე მეთქი. აქ დავმარხე, ხურვალეთში, რამდენიმე დღეში ის გოგო ჩამოვიდა, ამოასვენეს, საგვარეული სასაფლაო ჰქონიათ გორში და იქ გადაასვენეს.

მოხუცების აქ მოხვედრის მიზეზი სხვადასხვაა. ზოგი ძალადობის მსხვერპლია, ზოგი უსახლკაროდ დარჩა, ზოგი გერმა გამოაგდო, ასეთებიც არიან. ერთი მოხუცი მყავს ჩარიცხვის დღიდან. აქედან არავინ წასულა, თუ არ გარდაიცვლებიან, არ მიდიან.

სამომავლოდ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ალცჰაიმერით დაავადებულთა სახლი გავხსნა. პროექტიც გაკეთებული მაქვს უკვე.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ლუდმილა სალია, 61 წლის, ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი / სოხუმი appeared first on WomenOfGeorgia.

გული ჭითანავა, 68 წლის, სოხუმი/ანაკლია ლია (ჭითანავა), 66 წლის, სოხუმი/ანაკლია…
გული ჭითანავა:

„ბოლო ადამიანების სიაში ვიყავი, ვინც სოხუმი დაცემის დღეს დატოვა. მანამდე იქ ვიყავი. ჩემი ძმა და შვილი იბრძოდა და ხომ ვერ მივატოვებდი?! გაუბიცებს რომ ისროდნენ, ხმას როგორც კი გავიგებდით, ბუნკერებში გავრბოდით თავის შესაფარებლად. კი არ გვაფრთხილებდნენ, ინტურიციით ვხვდებოდით, რომ უნდა გავქცეულიყავით და მივრბოდით. ღამით სანთლებსაც არ ვანთებდით, რომ ფანჯრებიდან შუქი არ გამოსულიყო და სამიზნე არ გავმხდარიყავით.“

ლია ჭითანავა:

„არ ვიცი, რა დროს დაიწყო აფხაზებსა და ქართველებს შორის კონფლიქტი. ბუნებრივად არ დაწყებულა ეს ამბავი. მეც და ჩემს დასაც გვახსოვს, ლხინის და ჭირის სუფრებზე როგორ ვეზიდებოდით ერთმანეთთან სურსათ-სანოვაგეს, როგორ ვედექით ერთმანეთს გვერდში. ომის დროსაც მოქონდათ საჭმელი აფხაზ მეგობრებს ჩვენთან, გვპატრონობდნენ. სოხუმი რომ დაეცა, აფხაზებმა მიგვაცილეს სვანეთის გზამდე, მანქანით. „არ წახვიდეთო, იქნებ დარჩეთ რამენაირად თქვენს სახლში, იქ სად უნდა შეაფაროთ თავიო.“ ხანდახან ვფიქრობ, მართლაც რომ დავრჩენილიყავი საკუთარ სახლში, იქნებ ასე მოწყალების შემყურე 25 წელი არ გამეტარებინა…“

გული ჭითანავა:

„სოხუმი რომ დაეცა, მოვიდნენ და გვითხრეს, უნდა წახვიდეთო. ისტერიული სიცილი დავიწყე, მეგონა მეხუმრებოდნენ. რეალობა რომ იყო, მაშინ გავიაზრე, როცა ჭუბერის გზაზე, მთაზე ჭიანჭველებივით მიმავალ ასეულობით დევნილს ჩავუდექით რიგში. 92 წლის 11 სექტემბერი იყო. სოხუმისთვის ეს პერიოდი „ბარხატნი სეზონია“, სვანეთისთვის უკვე ზამთრის დასაწყისი. სარაფნებით და შლოპანცებით მივდიოდით და თავზე გვათოვდა. „არ წახვიდეთო, იქნებ დარჩეთ რამენაირად თქვვენს სახლშო. ცოტა ხანს გაგიჭირდებათ და მერე ერთად მოვახერხებთ რამესო“, თითქოს ყოველწუთს ვნანობდი, რომ არ დავუჯერე, როცა ამ ჭიანჭველების დაუსრულებელ ზოლში სამუდამოდ დავარდნილ კაცებს და ქალებს ვხედავდი. ისინი გზაში იხოცებოდნენ“

ლია (ჭითანავა):

„დავარდნილი ადამიანი თვითონვე გთხოვდა, დაგეტოვებინა. ყველა თავისთვის იყო. მარტო, საკუთარი თავის გადარჩენისთვის და ყველაზე დიდი უბედურებაც ეგ იყო, რომ ეს ყველას გააზრებული გვქონდა. გზაში მარხავდნენ დედები შვილებსაც. ერთი ქალი მოდიოდა ჩემს გვერდით, მთელი ორი დღე გულზე მიხუტებული ხურჯინი ეკავა. ვფიქრობდით, საჭმელს ინახავდა საგულდაგულოდ. ხმას არ გვცემდა არავის. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ჩვილი ყოლია გარდაცვლილი. არ უნდოდა გამხელა, რომ არ დაეტოვებინა იქ, ჭუბერის გზაზე, ტყეში. კაცებმა დამარხეს ის ბავშვი.“

გული ჭითანავა:

„კაცები ვერ უძლებნენ გზის სიმძიმეს და ემოციებს. ჩვენი მეზობელი, შუქრი, თავით გადაეშვა კლიდან, ცოლის თვალწინ. ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება და ამ ტანჯვის ყურება. რაც კი ადამიანური საშინელება შეიძლება არსებოდეს, ყველაფერი იქ ტრიალებდა – სიცივე, შიმშილი, სიკვდილი. ვერტმფრენიდან გვიყრიდნენ პურს, რომელიც ხშირად მიუვალ ადგილას, კლეებში ვარდებოდა. კაცები ჩადიოდნენ და წვალებით ამოქონდათ. სიცოცხლის ფასად პური ამოქონდათ კლდეებიდან. ყველა რომ მორჩებოდა თავისი წილი პურის ჭამას, გავიხედავდით და კაცები დარჩენილ ნამცეცებს აგროვებდნენ გაზეთებიდან და პირში იყრიდნენ“

ლია (ჭითანავა):

„ცრემლის გარეშე ვერ უყურებდი, როგორ იდგნენ აკანკალებული კაცები ცხელი ფაფის რიგში, რკინის „მისკებით“ ხელში. მე-11 დღეს ჭუბერში მომზადებულები დაგვხვდნენ. ცხელი საჭმელით და თბილი ტანსაცმელით. ვიგრძენით, რომ მარტო არ ვართ ადამიანები. „არ წახვიდეთო“, ვიფიქრეთ, კიდევ კარგი წამოვედით და გადავრჩით.“

გული ჭითანავა:

„თავიდან ზუგდიდში ჩაგვასახლეს, საერთო თავშესაფარში. მუდმივ საცხოვრებელს დაგვპირდნენ და აგერ უკვე 25 წელია, საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. ვერ დავდექით ფეხზე. ანაკლიაში, რუსეთში წასულმა ახლობლებმა დაგვითმეს სახლი და კარ-მიდამო და მესამე წელია მიწას ვამუშავებთ. ისინიც ხომ დაბრუნდებიან ოდესმე და მოგვიწევს ამ მიდამოს დატოვება. ფესტივალებით ცოტას სულს ვითქვამთ. აქ სასადილოში ვმუშაობ ხოლმე, ხაჭაპურს ვაცხობ და ის შემოსავალი მთელ წელზე უნდა გადავანაწილო. სოციალურად დაუცველების ძალიან დაბალი ქულები კი გვაქვს, მაგრამ მარტო დევნილების დახმარებას ვიღებთ. ერთი პერიოდი წამოსცდებოდათ ხოლმე, თქვენ არ ხართ ჩვენი დევნილებიო, მერე იმის თქმასაც გვიბედავდნენ, აღარ ხართ უკვე დევნილებიო. აბა, ვინ ვართ? საიდან ვართ? ვისები ვართ?!“

ლია (ჭითანავა):

„ინტერნეტით ვნახე ჩემი სოხუმის სახლი ამას წინათ. სასტუმროდ გადაუკეთებიათ. ოთახს 50 დოლარად აქირავებენ. აფხაზებს აუღიათ. როდის დაიწყო ეს კონფლიქტი ჩვენს შორის, ვერ ვიხსენებ. პოლიტიკური თამაშის ბრალია, თორემ ჩვენ ისეთი კარგი მეგობრობა გვქონდა, ისე ვედექით ერთმანეთს მხარში. „არ წახვიდეთო“. იქნებ უკეთესიც ყოფილიყო ჩემი ცხოვრება, რომ დავრჩენილიყავი იქ, სახლში“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post გული ჭითანავა, 68 წლის, სოხუმი/ანაკლია ლია (ჭითანავა), 66 წლის, სოხუმი/ანაკლია… appeared first on WomenOfGeorgia.