ეთნიკური უმცირესობა Archives - WomenOfGeorgia

სემა გასანოვა, 19 წლის, მარნეულის მუნიციპალიტეტი
„მეოთხე კლასში ვიყავით, როცა ჩვენს სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი, მანანა ცომაია ჩამოვიდა. მანამდე არც ქართულსა და არც სხვა საგნებს ვსწავლობდი კარგად. ეს მასწავლებელი ძალიან კეთილი, მეგობრული, თან, ღრმად ინტელექტუალური ადამიანია – ყველა იმ თემაზე შეეძლო საუბარი, რაც ბიჭებსაც აინტერესებდათ და გოგოებსაც. აღფრთოვანებული ვიყავი მისი გაკვეთილებით და ვფიქრობდი, რომ მეც მასავით კეთილი და ჭკვიანი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი. მანანა მასწავლებელმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან მასთან ურთიერთობის გამო ვისწავლე ქართული და ზოგადადაც, უფრო აქტიური გავხდი, სხვადასხვა ტრენინგებზეც დავიწყე სიარული. მისი გაცნობის შემდეგ, ქართველებზეც შემეცვალა წარმოდგენა – მანანა მასწავლებელი იყო ჩემთვის ქართველობის ნიმუში, ვფიქრობდი, რა არაჩვეულებრივი ხალხი ყოფილა-მეთქი.

ჩემი მშობლები ყოველთვის განსხვავებულად ფიქრობდნენ. ამბობდნენ, რომ გოგო სახლში კი არ უნდა იჯდეს, უნდა ისწავლოსო. ერთხელ, სკოლაში კონკურსში გავიმარჯვე და სახლში მედალი რომ მივიტანე, მამაჩემმა მითხრა, აქედან უნდა წახვიდე და ისწავლო, სოფელში შენი ადგილი არ არისო. მამამ იცოდა, რომ სწავლა მინდოდა და ჩემი სწავლისთვის ყველაფერს აკეთებდა. თან, ბებიაჩემი და ბაბუაჩემიც მასწავლებლები არიან და ისინიც სულ იმას ამბობდნენ, სხვებს რა უნდა ვუთხრათ, თუ ჩვენს შვილიშვილს არ გავუშვებთ სასწავლებლადო. მაგრამ პროფესიის არჩევის ეტაპზე, მაინც შემექმნა ოჯახში პრობლემები – GIPA-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ვმონაწილეობდი, სადაც ფილმის გადაღება დაგვავალეს. ეს ფილმი ჩემს ქართველ მასწავლებელზე გადავიღე და გავიმარჯვე, ჯილდოდ, GIPA-ს 4-წლიანი სასწავლო გრანტი მომცეს და თუ ჩავაბარებდი, შემეძლო, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე უფასოდ მესწავლა. ჟურნალისტობა ძალიან მინდოდა და ეს ჯილდოც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მშობლები მეუბნებოდნენ, ჟურნალისტიკა რა პროფესიააო, თან, შეიძლება, სამ-ოთხ წელში გათხოვდე და ქმარმა ჟურნალისტობა აგიკრძალოსო. ჩვენთან ყველა ქალი ან მასწავლებელია, ან ექიმი და ჩემი მშობლებიც ამ პროფესიას მირჩევდნენ.

ილიაუნიში ან თსუ-ში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ პირველ წელს ქულები არ მეყო და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოვხვდი. ძალიან ვინერვიულე და გადავწყვიტე, შემდეგ წელს ისევ მეცადა და სადაც მინდოდა, იქ ჩამებარებინა. თბილისში რომ ჩამოვედი, მომზადების პარალელურად, ერთ-ერთ სუპერმარკეტში დავიწყე მუშაობა, ძალიან რთული იყო იქ მუშაობა და ღამეების თენება. ერთ თვეში საზოგადოებრივი არხიდან რამილია ალიევამ დამირეკა, იცოდა, რომ ჟურნალისტობა მინდოდა და თან, მარნეულის რადიოში მუშაობის გამოცდილებაც მქონდა. გასაუბრებაზე დამიბარეს, როგორც აღმოჩნდა, ჩემი აზერბაიჯანული მეტყველების ინტონაცია მოეწონათ და სამსახურში იმავე დღეს ამიყვანეს. ერთ თვეში უკვე ეთერში ვიჯექი და გადაცემა მიმყავდა.

ტელევიზიაში 8 თვე ვიმუშავე, სადაც გადაცემის გარდა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც ვიყავი. ჩემი ეკრანზე გამოჩენა მშობლებისთვის პრობლემა არ ყოფილა – მათთვის წამყვანობა უსაფრთხო იყო, რადგან სულ ტელევიზიაში ვიყავი და პირიქით, ამაყობდნენ კიდეც ამით, ისიც დაინახეს, რომ მე მართლა მიყვარს ჟურნალისტიკა და თან, გამომდის, მაგრამ პრობლემა იყო, როცა უცხო სოფელში მარტო მივდიოდი სიუჟეტის მოსამზადებლად. ჩვენს თემში ასეთი დამოკიდებულებებია, გოგო უცხო სოფელში არ უნდა წავიდეს და მშობლები განიცდიდნენ, რომ რეპუტაცია შემელახებოდა. მარნეულში ჯეიჰუნზე ძალადობის ინციდენტის შემდეგ კი, დედაჩემმა, ბებიაჩემმა და მამაჩემმა ისევ დამირეკეს – აი, ეს არის ჟურნალისტიკა და არ გვინდა, ჟურნალისტი გახდეო. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ და ვფიქრობ, რა გავაკეთო. ახლა უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი ვარ, მინდოდა, ჯერ ქართული მესწავლა კარგად და შემდეგ GIPA-ში გამეგრძელებინა სწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჟურნალისტი თუ ხარ, ყველგან უნდა წახვიდე, გოგო რომ ვარ, იმიტომ ხედავენ საფრთხეს ჩემს ჟურნალისტობაში. მაგალითად, წელს ბოლნისში მქონდა გადაღება და მეუბნებოდნენ, რა იცი, სად მიდიხარ, როგორი ხალხია, ან რა ოჯახიაო და ა.შ. ბიჭი რომ ვიყო, ასეთი რეაქცია არ ექნებოდათ.

ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდიელბა იყო. თან, სულ ეთნიკურად ქართველებთან, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთად ვიყავი და ბევრად უფრო ტოლერანტული ადამიანიც გავხვდი. თუმცა ეს 8 თვე, მარტივი არ ყოფილა, რადგან ზოგად უნარებში დაბალი ქულა მქონდა და პარალელურად ვემზადებოდი, ყოველდღე მარნეულში დავდიოდი მასწავლებელთან, მისაღები გამოცდები რომ ხელახლა ჩამებარებინა და ილიაუნიში მოვხვედრილიყავი.

ყოველთვის ძალიან აქტიური გოგო ვიყავი, ბიჭი მეგობრებიც მყავდა, სოფლიდანაც ხშირად დავდიოოდი მარნეულში და იმის გამო, რომ ავტობუსი დღეში ერთხელ დადის ჩვენი სოფლიდან მარნეულის მიმართულებით, ტაქსითაც მიწევდა მგზავრობა. ამიტომ, ჩემზე ხშირად ძალიან ცუდად საუბრობდნენ სოფელში. სულ ამბობდნენ, რომ ძალიან თავისუფალი ვარ, მამამისს თვალები სად აქვს, მას რა მომავალი უნდა ჰქონდესო. ერთხელ, მამაჩემმა ისიც კი უთხრა, სემა ჩემი შვილია და თქვენი საქმე არ არის, სად ივლისო. სულ მეუბნებოდა, რომ ბიჭ მეგობრებში პრობლემას ვერ ხედავდა და ჩემი სჯეროდა, მაგრამ ხშირად ვიკეტებოდი ოთახში და ვფიქრობდი, რა გავაკეთე ისეთი, რომ ჩემზე ასეთ საშინელებებს ამბობენ-მეთქი. ახლაც არ არის ადვილი, მაგრამ ვცდილობ, ყურადღება აღარ მივაქციო და ვისაც რა უნდა, ის იფიქროს.

ქართველებს მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ჩვენ. ჩემი სოფლის ქალები თითქმის სულ სახლში არიან, რადგან ჩვენთან მხოლოდ ჩაიხანაა, სადაც ქალების შესვლა აკრძალულია და სოფლის ცენტრში დგომის უფლებაც მხოლოდ კაცებს აქვთ. ქალები და გოგოები სახლებში უნდა ვისხდეთ, ან მხოლოდ დღისით მივიდეთ ერთმანეთთან. ისიც ცუდ ტონად ითვლება, გოგოს ტელეფონი, facebook ან instagram თუ აქვს. მე ყველაფერი სკოლიდანვე მქონდა და ფოტოებსაც ვაზიარებდი. ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო იმაში ცუდი, თუ ჩემს ფოტოს ვდებდი ჩემსავე სოციალურ ქსელში. თან, მე-8 კლასიდან ტრენინგებზე სიარული დავიწყე, სადაც უამრავი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა რეგიონიდან, ამიტომ, მათთან ურთიერთობისთვის და სიახლეების მისაღებადაც მჭირდებოდა facebook-ი. აი, ტელევიზიაში მუშაობა როცა დავიწყე და ეკრანზე მნახეს, იგივე ხალხი, ვინც ამ საშინელებებს ამბობდა ჩემზე, სულ სხვანაირები გახდნენ, მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ – „რა მაგარი გოგო ხარ!“, „გვეამაყები!“ და ა.შ.

ისე გამოვიდა, რომ ჟურნალისტობა ჩემთვის რთულად მისაღწევი პროფესიაა, მაგრამ მე რთული გზებით სიარული მიყვარს და რამდენი წელიც არ უნდა დამჭირდეს, მაინც გავხდები წარმატებული ჟურნალისტი. ამასთან ერთად, მინდა, მშობლებთან ისეთივე ურთიერთობა შევინარჩუნო, როგორიც ახლა მაქვს. ”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური

The post სემა გასანოვა, 19 წლის, მარნეულის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

აითაჯ ხალილლი, 23 წლის, სოფელი ვახტანგისი, გარდაბანის მუნიციპალიტეტი
“საზღვრისპირა სოფელში დავიბადე, ვახტანგისში. ამ სოფელში მოსახლეობის 90% აზერბაიჯანელია. შესაძლებლობა არ მქონდა სოფლის იქითაც მემოგზაურა, ამიტომაც მეგონა, მთელი სამყარო ეს სოფელი იყო და ამის იქით სხვა საქართველო ჩემთვის არ არსებობდა.

მეოთხე კლასამდე, ჩემს სკოლაში ქართული ენა მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ისწავლებოდა. ერთი, ძალიან მკაცრი ქართულის მასწავლებელი გვყავდა. ენის სწავლების ნაცვლად ამ ენის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამიჩინა და მხოლოდ იმიტომ ვასრულებდი დავალებებს, რომ არ დავსჯილიყავი.

მახსოვს, პატარა ვიყავი, როცა უფროსების საუბარს ყური მოვკარი, როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნების გამოთქვამიდან ციტატა მოიყვანეს – „საქართველო მხოლოდ ქართველების ქვეყანაა“. წარმოიდგინეთ, როცა ჩამოყალიბების პროცესში ხარ, როგორც ადამიანი და გესმის ასეთი წინადადება, რამხელა ზემოქმედების ქვეშ შეიძლება აღმოჩნდე უცებ. თითქმის ერთი თვე, ყოველდღე ამ სიტყვებსა და მის მნიშვნელობაზე ვფიქრობდი და ვიაზრებდი, როგორ ხდებოდა ჩვენი დევნა ჩვენივე საცხოვრებელი ადგილიდან. ამანაც ნიადაგი მოუმზადა იმ პირვანდელ განწყობას, რაც ჩემი ქვეყნის მიმართ მქონდა. ამიტომაც ვაპირებდი, მე-9 კლასის მერე აზერბაიჯანში საცხოვრებლად გადავსულიყავი.

მე-9 კლასში რომ გადავედი, ერთ-ერთი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სოფელში ქართული ენის ახალი მასწავლებელი ჩამოვიდა. მის გაკვეთილზე ცნობისმოყვარეობის გამო შევედი. ახალი ადამიანი იყო და მაინტერესებდა. პირველივე ჯერზე ისეთი მოჯადოებული დავრჩი მისი პიროვნებით, რომ გაკვეთილებზე აქტიურად დავიწყე სიარული. ამ ქალმა შემაცვლევინა დამოკიდებულებაც და მსოფლმხედველობაც. ქართული ენის სწავლების გარდა, აზერბაიჯანელი ბავშვები, რომლებიც სოფლის იქით არ გავსულვართ, დავყავდით ექსკურსიებზე, ვაწყობდით კონკურსებს და ღონისძიებებს. მაშინ მივხვდი, რომ სხვა საქართველოც არსებობდა, რომელსაც მე ვეკუთვნოდი. მივხვდი, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც მინდოდა ცხოვრების გაგრძელება და ეს პირველ რიგში, ქართული ენის სრულფასოვანი სწავლით უნდა დამეწყო.

მე-10 კლასში სამოქალაქო ბანაკში მივიღე მონაწილეობა. მაშინ ენის სწავლა ახალი დაწყებული მქონდა და კარგად არ ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით აქტიური ადამიანი ვარ, სწორედ ენის ბარიერის გამო, ბანაკში თვითგამოხატვა ვერ შევძელი. მეშინოდა, რაღაც სიტყვას თუ არასწორად ვიტყოდი, დამცინებდნენ და ჩუმად ვიყავი. პრიზიც კი მომცეს, ყველაზე მშვიდი მონაწილე, რაც ერთდროულად პასიურ მონაწილესაც ნიშნავდა. ამ ფაქტმა ცუდად იმოქმედა ჩემზე, მაგრამ იმ დღესვე ჩემს თავს პირობა მივეცი: „აითაჯ, შენ ქართულს ისე ისწავლი, რომ შენსა და ქართველს შორის განსხვავებას რთულად დაიჭერენ“ და ასმაგი მონდომებით შევუდექი მუშაობას. შესვენებაზე ყველა გარეთ რომ გადიოდა, ვიჯექი კლასში და ვკითხულობდი “ვეფხისტყაოსანს”, “შუშანიკის წამებას” და სხვა ისეთ ნაწარმოებს, რომელიც აზერბაიჯანულ სკოლებში არ ისწავლებოდა.

ერთი წლის შემდეგ, გალაკტიონის ლექსების მხატვრული კითხვის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. კონკურსი არაქართველი სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდებოდა. ჩემი გამოსვლის მერე ჟიურიმ არ დაიჯერა, რომ მე ქართულენოვანი არ ვიყავი. ამიტომაც პირადობის მოწმობა მომთხოვეს, რომ დარწმუნებულიყვნენ ამაში. ზუსტად მაშინ ვთქვი, რომ მე ჩემი თავისთვის მიცემული პირობა შევასრულე და ეს იყო ჩემი გამარჯვება. მაგის მერე მივხვდი, რომ ყველაფრის კეთება შემიძლია.

თანდათან პარალელს ვავლებდი აზერბაიჯანულ ცხოვრებასთან. აქაური, ჩვენებური თავისუფლება მიყვარს, რაც იქ არ არის. აქაური აზროვნება მიყვარს, ადგილები და ბუნება მიყვარს. უკვე, როცა ბევრ ქართველთან მომიხდა კომუნიკაცია, იმაშიც დავრწმუნდი, რომ ის მტკივნეული გამონათქვამი – „საქართველო ქართველებისაა“ – არ გამოხატავს ბევრი ადამიანის აზრს და არსებობს სხვა დამოკიდებულებაც, რაც ჩვენი, ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმღებლობაში მდგომარეობს.

ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ადამიანი ვიყავი და განათლების გაგრძელება მინდოდა. ჩვენს თემში არსებობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. განსაკუთრებით მაშინ, 5 წლის წინ, გოგონებს უფრო მეტი ბარიერის გადალახვა უწევდათ განათლების მისაღებად და ამ მხრივ, ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერდა. ეთნიკურად არაქართველებისთვის ქართულ უნივერსიტეტებში არსებობს ასეთი პროგრამა 4+1, რაც 1 წელი ქართული ენის მოსამზადებელ პერიოდს გულისხმობს. თუმცა, მე როგორც ქართველები აბარებენ, ისე ჩავაბარე, მოსამზადებლის გარეშე. ესეც ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ჩემს უნივერსიტეტში საერთოდ არ იყვნენ არაქართველი სტუდენტები და იქ მქონდა კულტურული შოკი. 18 წელი სულ სხვა კულტურაში რომ გიწევს ცხოვრება და უცებ ჩნდები სხვაგან. ეს პერიოდიც მეგობრების მხარდაჭერით დავძლიე.

მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა კერძო სექტორში ჩემი სპეციალობით, ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი. თუმცა, მეორე მხრივ, გამიჩნდა უკვე აგრესია საკუთარი თემის მიმართა, იმის გამო, რომ არ საუბრობდნენ ქართულად. ჩემს მშობლებს ვადანაშაულებდი, რომ არ იცოდნენ ენა. რა პასუხიც არ უნდა ჰქონოდათ, არ ვიღებდი. მოგვიანებით, ეს კრიტიკული დამოკიდებულება გადავიაზრე და მათი გაგება დავიწყე. დედაჩემს საინტერესო ისტორია ჰქონდა ამ მხრივ. მისი ქართულის მასწავლებელი სკოლაში ყოფილა ეთნიკური ნაციონალიზმით ანთებული ადამიანი. ქართულის გაკვეთილი იმ დროს კვირაში ერთხელ ტარდებოდა. ეს მასწავლებელი ბავშვებს ეთნიკური იდენტობის ნიადაგზე ჩაგრავდა და პირდაპირ მიანიშნებდა, როგორ სძულდა ისინი, როგორც ადამიანები. მეტიც, იმასაც კი ეუბნებოდა, რომ ცემას იმსახურებდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ აზერბაიჯანელ ბავშვებს ხელს ვერ შეახებდა, ამიტომ თავს იკავებდა დასჯის ამ მეთოდისგან. შედეგად, დედაჩემში ჩამოყალიბდა ის გრძნობა, რაც თავიდან მე მქონდა – მიუღებლობა ქართული ენის მიმართ, თუნდაც იმ ერთი მასწავლებლის გამო. მას არ გაუმართლა ჩემსავით და არ შეხვდა ისეთი ადამიანი, ვინც დაეხმარებოდა მას ჩამოყალიბებული დამოკიდებულების შეცვლაში.

ახლა სამოქალაქო მოძრაობა „სალამი“-ს წევრი ვარ და ადგილობრივი თემის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. მჯერა, ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად მივალთ ცვლილებებამდე.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

The post აითაჯ ხალილლი, 23 წლის, სოფელი ვახტანგისი, გარდაბანის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ნარინე გინოსიანი, 45 წლის, ნინოწმინდა
ოჯახი

„მამაჩემი ძალიან განათლებული კაცი იყო. ის ამ ჩვენს საზოგადოებას ძალიან ხშირად გვარიდებდა. ძალიან განსხვავებულად გვზრდიდა. დღემდე მისი დარიგეგებით ვცხოვრობ და ჩემს შვილებსაც ასევე ვზრდი. არასოდეს გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მეშჩანურ დონეზე დავშვებულიყავით. დედაჩემი მთელი ცხოვრება ექიმად მუშაობდა და მამას მის მუშაობასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია პრობლემა, როგორც ეს ჩვენთანაა გავრცელებული. მშობლები ერთად სეირნობდნენ ხოლმე და ველოსიპედით კატაობდნენ ნინოწმინდაში, როცა ეს აქაურობისთვის ძალიან გასაკვირი იყო. მამას სრულებით განსხვავებული მიდგომები ჰქონდა და ჩვენც ასევე გაგვზარდა. სულ ამბობდა, მშობლები ავტორიტეტები კი არიან, მაგრამ მაინცდამაინც ისე არ უნდა იყოს, როგორც მათ უნდათ, მე შეიძლება შეცდომები დავუშვა, მაგრამ შვილები ისე უნდა განვითარდნენ, როგორც მათ სურთო.

„ფაროსი“

ვფიქრობ, ცხოვრებით და მოწოდებით პედაგოგი ვარ იმიტომ, რომ მიყვარს სხვებს როცა ვასწავლი და ამ პროცესში მეც ბევრს ვსწავლობ. ამჟამად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ვარ. ასევე, ვარ ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაცია „ფაროსის“ დირექტორი. ამ ორგანიზაციაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარდა ყველა საკითხს ვეხებით, რაც მოზარდებს, ახალგაზრდებს და ქალებს ეხებათ. ქალზე ძალადობის შემთხვევაში შეგვიძლია ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება გავუწიოთ ქალებს. ასევე, ქალი გადავიყვანოთ კრიზისულ ცენტრში და პარალელურად მის ქმართან ჩავატაროთ საჭირო სამუშაოები.

ქალთა მიმართ ძალადობაზე ჩვენთან ასეთი დამოკიდებულებაა: „ურტყამს, ესეიგი უყვარს“. ეს თითქოს ხუმრობაა, მაგრამ ეს რეალობაა, ძალიან მტკივნეული რეალობა. ეს ყველაფერი ნორმალურად აღიქმება. მე მგონი, არ არსებობს ოჯახი, სადაც ქალი ერთხელ მაინც არ იყოს ნაცემი. აქ ქალები, ძირითადად, საოჯახო საქმეებით არიან დაკავებული: სახლი, ოჯახი, სამზარეულო, საჭმლის დამზადება, რეცხვა, ბავშვები… ქალები სოციალურ ცხოვრებაში არ არიან ჩართული. ჩვენი რაიონიდან ძალიან ბევრი კაცია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული და ოჯახებში აგზავნიან ფულს, შემდეგ უკვე ქალი მართვას ოჯახს ამ ფინანსებით, მაგრამ ისინი ფინანსურად ქმრებზე არიან დამოკიდებული. ერთადერთი ადგილი, სადაც ქალებს მუშაობის უფლებას აძლევენ საბავშვო ბაღია იმიტომ, რომ მანდ სულ ქალები არიან დასაქმებული.

ჩვენს ახალგაზრდულ ცენტრში იმიტომაც ვმუშაობთ ადგილობრივ ახალგაზრდებთან, რომ მათ მომავალი ჰქონდეთ, მათი შეცვლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი თავის ოჯახებშიც ცდილობენ რაღაცის შეცვლას.

ზღვა და გზა თავისუფლებისკენ

მე ძალიან მიყვარს ზღვა და როცა ერთხელ წასვლა მოვინდომე, ჩემმა ქმარმა მითხრა, მე არ მიყვარს და არ წამოვალო. ორი პატარა ბავშვით მარტო ვერ წავიდოდი, ცურვა მიყვარს და წყალში რომ შევიდოდი, ბავშვებს მარტოებს ვერ დავტოვებდი ნაპირზე. რა აზრი აქვს ზღვაზე წასვლას, თუ არ ვიცურავე?! ამიტომ, საბავშვო ბაღის თანამშრომელ გოგოებს შევთავზე, მოდი, ვისაც გინდათ, ერთად წავიდეთთქო. პირველ წელს, ერთი „მარშუტკა“ ხალხი, მარტო ქალები და ბავშვები შევიკრიბეთ და წავედით ქობულეთში, სადაც ერთად ვცხოვრობდით. რახან ეს ქალები მე მიმყავდა, მათმა ქმრებმა იცოდნენ, რომ „ზედმეტი“ არაფერი იქნებოდა და მათი ცოლები საიმედო ხელში იყვნენ. მომდევნო წელს, სამი „მარშუტკა“ შევიკრიბეთ, ისევ ქალები და ბავშვები. ამჯერად, მარტო საბავშვო ბაღის თანამშრომლები კი არ იყვნენ, სხვა დაინტერესებული ქალებიც შემოგვიერთდნენ. ახლა უკვე, ჩემი ორგანიზებისა და ჩარევის გარეშე ქალები თვითონ დადიან. ბევრმა ქმრებთან ერთად წასვლაც მოახერხა. ეს არიან ქალები, რომლებიც მხოლოდ ერევანში თუ იყვნენ საყიდლებზე ნამყოფი.

წლების წინ, თუ რამე დღესასწაული იყო, ვინმეს დაბადების დღე ან ახალი წელი, საბავშვო ბაღში ვაკეთებდით სუფრას. ახლა უკვე წლებია ერთად ვმუშაობთ და ქალები რესტორანში მარტო დავდივართ, რასაც ძალიან ბევრი ქმარი უკრძალავდა ცოლს. ისინი უკვე მიცნობენ, იციან და მიხვდნენ, რომ „ოჯახებს არ ვანგრევთ“, პირიქით, მივახვედრეთ, რომ ძლიერი ქალი ძლიერი ოჯახის საფუძველია. რა თქმა უნდა, ამისთვის ერთ დღეში არ მიგვიღწევია, წლების მუშაობა დაგვჭირდა.

თავიდან მარტო ნინოწმინდაში მცხოვრები ქალები დავდიოდით ერთად, მაგრამ დროთა განმავლობაში მიმდებარე სოფლებიდან სხვა ქალებიც ჩავრთეთ.

სახაალწლოდ რესტორანში წასვლა რომ გადავწყვიტეთ, მე მათ ხუმრობით დავემუქრე, რომ ხელფასიდან მოვაჭრიდი ფულს, თუ არ მოვიდოდნენ და იცით რა მიპასუხეს? მსუბუქი ყოფაქცევის ქალები კი არ ვართ, რესტორანში ვიაროთო! მაგრამ მაინც მივაღწიე იმას, რომ მოდიან. მარტში ჩემი დაბადების დღეა და ვეპატიჟები სუფრაზე. თავიდან გაუნძრევლად ისხდნენ ხოლმე და ჩვენ გვიყურებდნენ, ახლა თვითონაც ცეკვავენ და ერთობიან.

ქალთა ჯგუფები

ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ქალთა ჯგუფები შევქმენით, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული. მაგალითად, ერთი ჯგუფის წევრ ქალებს აქვთ ყოველთვიური ფულადი შენატანი და შემდეგ ამ შეგროვებულ თანხას თანასოფლელებისთვის გარკვეულ პროცენტში სესხად გასცემენ. მეორე ჯგუფს ნიორი მოჰყავს და ეს ბიზნესი ძალიან კარგად მუშაობს. მესამე ჯგუფი მწვანე ყველს – ობიან ჩეჩილს აწარმოებს. მეოთხე ჯგუფი კი საკარნავალო ტანსაცმელს აქირავებს და ასევე, სადღესასწაულო ღონისძიებებს აწყობს.

ჩვენი დახმარება იმაში მდგომარეობდა, რომ მათ ვასწავლიდით ბიზნესის წარმოებას, ვეხმარებოდით წესდების დაწერაში, ბიზნესის დარეგისტრირებაში და ა.შ.

დღესდღეობით უკვე უფრო მეტი ქალია ნინოწმინდაში, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს. ადრე, შესაძლოა ბიზნესი ქალზე ყოფილიყო გაფორმებული, მაგრამ ეს სრული ფორმალობა იყო. ძალიან ბევრს ქალს აქვს სილამაზის სალონი გახსნილი, ან სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ხელმძღვანელობენ. ანუ, მათ მეორეხარისხოვანი როლი აღარ აქვთ, თვითონ არიან თავისი ბიზნესის მენეჯერები და გადაწყვეტილებებსაც თვითონ იღებენ. ერთმა ქალმა, რომელსაც მე დავეხმარე, ბანკში სესხი აიღო და საბავშვო ტანსაცმლის სამკერვალოს ხსნის. ის პარალელურად ჩვენთან ორგანიზაციაში ბიზნესისა და ინგლისურის კურსებზე დადის.

მაგრამ კარგი იქნება, ეს ქალები ნელ-ნელა პოლიტიკაში თუ დაიწყებენ მოსვლას. კი გვყავს ადგილობრივი ქალები პოლიტიკაში, ნინოწმინდის მერობის ერთ-ერთი კანდიდატიც ქალია. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ქალი მსგავს თანამდებობაზე კანდიდატად წარადგინეს (ავტ: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამ კანინდატმა გაიმარჯვა). გულწრფელად გითხრათ, მე ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ პოლიტიკაში წასვლას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post ნარინე გინოსიანი, 45 წლის, ნინოწმინდა appeared first on WomenOfGeorgia.

რაისა ასტაფუროვა, 49 წლის, სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
„დუხობორების მოძრაობა ჯერ კიდევ მე-15-16 საუკუნეში რუსეთში დაიწყო, რაც საეკლესიო მოსაკრებლის წინააღმდეგ პროტესტით გამოიხატებოდა. როცა ადამიანი ინათლება – გადაიხადე, როცა ჯვარს იწერ – გადაიხადე, მოკვდი – გადაიხადე, მოკლედ, უფასოდ არაფერი კეთდებოდა. რადგან ბატონყმობის პერიოდი იყო, გლეხები ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, მათთვის ძნელი იყო ამ თანხის გადახდა.

იმის გამო, რომ გლეხებმა შეწყვიტეს ეკლესიაში სიარული, სახლში ლოცულობდნენ და ეკლესიას ფულს არ უხდნინენ, ამან ეკლესიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მათი, ანუ დუხობორების შევიწროვება დაიწყეს. მათ ციხეში სვამდნენ ან გადასხლებაში აგზავნიდნენ. სხვადასხვანაირად აწამებდნენ, რომ საკუთარი რწმენა უარეყოთ. მათ ესმოდათ, რომ ისინი ფიზიკური გადანდგურების პირას იყვნენ.

დუხობორებში ყველაფერს უხუცესი წყვეტს. მათ გადაწყვიტეს ადამიანი გაეგზავნათ მეფისთვის (ალექსანდრე I). როგორღაც მეფესთან მიაღწიეს და მას მოეწონა დუხობორების ცხოვრების წესი. ის ასევე მიხვდა, რომ დუხობორები სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და გადაწყვიტა მათი დასახლება მოლოჩნიე ვოდიში, ტავრიაში. ეს ხდებოდა სადღაც მე-19 საუკუნის დასაწყისში და იმ დუხობორებს, რომლებიც გადასახლებაში იყვნენ, დაბრუნების ნება დართეს. მათი ტავრიაში დასახლების შემდეგ მეფეც კი ესტუმრა მათ და მას იმდენად მოეწონა საზეიმო დახვედრა, ამის შემდეგ დუხობორებს არავინ ერჩოდა. 40 წელი მშვიდობაში იცხოვრეს. ამ დროისთვის უკვე ალექსანდრე პირველი გარდაიცვალა და ნიკოლოზ პირველი გახდა მეფე.

რადგან დუხობორები ძალიან მშრომელი ხალხი იყო, ერთ ადგილას დაფუძნების შემდეგ სიმდიდრეც დააგროვეს, თუმცა მათი თემი საკმაოდ ჩაკეტილი იყო და ნაკლებად ცდილობდნენ გარე სამყაროსთან ურთიერთობას. ტავრიაში რვა თუ ცხრა სოფელი იყო დუხობორებით დასახლებული, როგორიცაა ბოგდანოვკა, სპასოვკა, გორელოვკა და ა.შ. თუმცა იყო ერთი მთავარი სოფელი, სადაც არსებობდა ე.წ. ობოლთა სახლი, სადაც უხუცესი ან წმინდანი, როგორც მას ჩვენ ვეძახით, ცხოვრობდა. ასევე, თუ იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მშობლები გარდაეცვალათ და მათ აღმზრდელი არ ჰყავდათ, ან მოხუცები, რომელთაც არავინ ჰყავდათ, ავადმყოფები, ყველანი ერთად ცხოვრობდნენ ამ ობოლთა სახლში.

ბევრს ეს არ მოსწონდა, ასევე ტავრიაში მიწები იყო ძალიან ნაყოფიერი და დაიწყეს დუხობორებზე ენების მიტანა და წერილების წერა მეფესთან. ნიკოლოზ პირველმა განკარგულება გასცა ადგილზე მოგვარდითო და ამდენად, ისევ მიადგნენ თემს, რომ მათ საკუთარ რწმენაზე ეთქვათ უარი. დააშინეს ციმბირში გადასახლებით. თუმცა ეს საკითხი რეალურად როცა დადგა, გადაწყდა არა ციმბირში, არამედ აქ, საქართველოში გადმოსახლება. ტავრიიდან გაზაფხულზე დაიძრნენ და ფეხით და ურმებით მოდიოდნენ.

საქართველოში როცა მოაღწიეს, უკვე ზამთარი იყო. ამიტომ გადაწყვიტეს აქ დარჩენა. ამდენად, დუხობორები საქართველოში 1841 წელს მოხვდნენ და აქაც სოფლებს იგივე სახელები დაარქვეს, რაც ტავრიაში: გორელოვკა, ბოგდანოვკა, ტროიცკაია, სპასოვკა და ა.შ.

გორელოვკა გახდა მთავარი სოფელი და ობოლთა სახლიც აქ აშენდა, სადაც ბავშვები, მოხუცები და ხელმძღვანელები დასახლდნენ. წყნარად და მშვიდად ცხოვრობდნენ აქ 90-იან წლებამდე. როდესაც გაჟღერდა ლოზუნგი „საქართველო ქართველების“ ბევრს შეეშინდა და ტულაში და არხანგელკის ოლქში დაიწყეს გადასახლება. სახლები, რომლებშიც ცხოვრობდნენ, კაპიკებში გაყიდეს.

ვინც დავრჩით, ძალიან მძიმე პირობებში ვცხორობდით, როგორც დანარჩენი საქართველო. იმდენი ხანი არ გვქონდა შუქი, ისიც კი არ ვიცოდით აფხაზეთში ომი რომ იყო და რა ხდებოდა. ბანდიტები დათარეშობდნენ და რაიონის გარეთ გასვლისაც კი გვეშინოდა.

აქ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ვცხოვრობთ, არიან სომხები, რომლებიც გრიგორიანელები და კათოლიკები არიან, თუმცა არაფერს ვუშავებთ ერთმანეთს. მღვდლებს რაც შეეხება, ჩვენ მათთან შეხება პრაქტიკულად არ გვაქვს, რუსეთისგან განსხვავებით, სადაც დუხობორებს ძალიან აგრესიულად ეპყრობიან. ტოლერანტულები უნდა ვიყოთ, თუმცა ეს ყველას არ შეუძლია.

დუხობორები დემოკრატიული საზოგადოებაა, სადაც ქალს და კაცს თაბარი უფლებები აქვთ და თანასწორები არიან ცხოვრების წესსა და გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ, რომელმაც ერთნაირები შეგვქმნა. ჩვენთან ბავშვებიც უფროსების თანასწორები არიან. ქალს და კაცს თანაბარი უფლებები აქვთ, თუ ერთი მეორეზე ზეწოლას მოახდენს, ამისგან არაფერი კარგი არ გამოვა“.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post რაისა ასტაფუროვა, 49 წლის, სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ოლგა ენდელაძე, 46 წლის, მარნეული
“პროფესიული საქმიანობა

წლებია ვხელმძღვანელობ მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადეობას, რომელიც ძალიან დიდი და ძლიერი ორგანიზაცია არ არის დღეს, მაგრამ ადგლობრივ დონეზე სხვადასხვა საკითხებზე მუშაობის საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა. ხშირად შემოუთავაზებიათ პოლიტიკაში წასვლა. მგონია, რომ დღეს უფრო ეფექტური ზეგავლენა შემიძლია მოვახდინო ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე იმ ადგილიდან, სადაც ვარ, ვიდრე პოლიტიკურ პარტიაში ყოფნით შევძლებდი. თან ვხედავ, რომ არც პოლიტიკურ პარტიებში და არც ინსტიტუციებში არ არის მართვის ეფექტური სისტემემები. პოლიტიკურ პარტიაში შესვლით ხდები სისტემის ნაწილი, მაგრამ ვვერანაირ გავლენას ვერ ახდენ, თუ არ ხარ ამ სისტემის სათავეში.

ქორწინება

ჩვენ ხომ იმ აზროვნებით გვზრდიდნენ ბავშვობიდან, რომ საბჭოთა კავშირი ერთი ქვეყანაა. ამიტომ, 21 წლის ასაკში უკრაინიდან აქ რომ მოვდიოდი, ვერ წარმომედგინა, რომ საქართველო არის სულ სხვა მენტალიტეტის, ტრადიციების და კულტურის ქვეყანა. ეს, ალბათ, ერთი-ორი წლის შემდეგ გავიაზრე. ხოლო ის რეალობა, რომ მე სულ სხვა კულტურის მატარებელი ვარ, კიდევ უფრო გვიან მოვიდა. უკვე 25 წელია მარნეულში ვცხოვრობ და ახლაც ვგრძნობ, რომ მე ისევ „სხვა“ ვარ. იგივე განცდა მაქვს უკრაინაში ყოფნისასაც. იქაც უცხოდ ვგრძნობ უკვე თავს და ერთი სული მაქვს ხოლმე დავბრუნდე, რადგან აქ არის ჩემი სახლი.

მე, ალბათ ერთ-ერთი ბოლო ვიყავი იმ გოგოებიდან, რომელიც უკრაინაში და რუსეთში სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასულ ქართველ მამაკაცებზე ქორწინდებოდნენ. 90-იანი წლებში, დანგრეულ ქვეყანაში ჩამოვედი საცხოვრებლად, სადაც არ იყო შუქი, გაზი, პური და თან ქუჩებში ისროდნენ. მახსოვს, მეორე ბავშვზე რომ ვიყავი ორსულად, აქ მშობიარობის შემეშინდა და უკრაინაში წასვლა გადავწყვიტე. მთელს აეროპორტში მარტო ასაფრენი ბილიკი იყო განათებული გენერატორით. უკრაინაში ჩასულს შუქი, სითბო და სიწყნარე დამხვდა. მაშინ გავიფიქრე „ვაიმე, სად ვარ და რას ვაკეთებ იმ ქვეყანაში?“. ამაზე პასუხი არ მქონდა და საქართველოში დავბრუნდი.

ქორწინების პირველ წლებში რატომღაც ამ მიდგომით ვცხოვრობდი, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს, მხოლოდ ოჯახზე იზრუნოს, ქმარს თვალებში უყუროს და მისი თვალებით იყუროს. ეს მეგონა კავკასიური კულტურა და ვცდილობდი მოვრგებოდი. მაგრამ, ენა როდესაც ვისწავლე, მივხვდი, რომ ეს არის „ტრადიციად“ მონათლული გაუნათლებლობა და სინამდვილეში, ქალის ჩაგვრას არაფერი აქვს საერთო ქართულ კულტურასთან. თან მეც გავიზარდე, როგორც ქალი და მივხვდი, რომ ეს გაუგებარი „ტრადიციები“ კაცების პიროვნულ განვითარებას აჩერებს ჩემს ირგვლივ მაშინ, როცა მე დროს არ ვკარგავ და ვიფართოებ ჩემს შესაძლებლობებს. ბოლოს და ბოლოს 6 შვილი მყავს და ფული სადმე ხომ უნდა ვიშოვო?! თან იმ ასაკში ვარ, როცა თვითრეალიზაციის მოთხოვნილებაც მაქვს. ერთ-ერთი ფსიქოლოგიური კვლევის დასკვნა წავიკითხე და ჩამრჩა, რომ 40 წლის ასაკამდე ქალი თუ მხოლოდ სამზარეულოში დარჩა, მას პიროვნული განვითარების პოტენციალი ეკარგება. მას მერე ხშირად ვაკვირდები გარშემო ქალებს და მართლა უკან-უკან მიდის ბევრი ქალის პოტენციალი. რატომ ხდებიან დედამთილები ყველაზდე სასტიკი ქალები საქართველოში? სწორედ იმიტომ, რომ ამ ქალებს თვითრეალიზება არ ქონიათ, რადგან არასოდეს უმუშავიათ, ან 20-30 წელი ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებდნენ, რაც არ აძლევთ განვითარების შესაძლებლობას. მაგრამ, მათ ბუნებრივად აქვთ თვითრდამკვიდრების მოთხოვნა, რასაც გარკვეული ასაკის შედმდეგ, უკვე, სხვა ქალის ჩაგვრით ცდილობენ. ჩვენს რეალობაში, დედამთილების ფენომენი არის ყველაზე საშინელი მოვლენა ქალების ურთიერთბებში. სწორედ ამიტომ, ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. შეიძლება დიპლომები არ მაქვს, მაგრამ ბევრი პროფესია შევიძინე და ახლა სულ სხვა გარემოში ვარ. მაგრამ, ქალების უმრავლესობა ამას არ აკეთებს. სამზარეულოდან გამოსულს ურჩევნია თავისუფალი დრო სალონში გაატაროს, ვიდრე დრო თვითგანათლებას დაუთმოს. წარმოიდგინეთ, მაგალითად, იმ 40 წელს გადაცილებული ქალის ცხოვრება, რომელსაც არსად არასოდეს უმუშავია. შვილებიც გაიზარდნენ, საკუთარი ცხოვრება აქვთ და რა აკეთოს აღარ იცის. ამიტომ, მუდმივად მსხვერპლის როლშია, რადგან მან ხომ საკუთარი ცხოვრება შვილებს და ოჯახს შესწირა. მერე რა, მეც ვზრდი შვილებს, მაგრამ ეს არ არის გმირობა და თავადაც გრძნობენ ეს ქალები უკვე შუა ასაკში, რომ ფუჭი მსხვერპლშეწირვა იყო ეს მათი მხრიდან. მე არ ვამბობ, რომ ოჯახის მიხედვა და ბავშვის აღზრდა ტყუილი პრიორიტეტია, მაგრამ მხოლოდ ამის კეთებით კმაყოფილი თუ არ ხარ ქალი, ამის აღიარება სირცხვილი არ არის.

მთავარი ბარიერი

თავიდან ყველაზე დიდი ბარიერი ენა იყო. წლების განმავლობაში ჩემით ვმეცადიენობდი და ვცდილობდი ქართულის სწავლას, მაგრამ მარნეულში ქართული ენის საჭიროება არ იყო. ქართველიც და აზერბაიჯანელიც რუსულად მესუაბრებოდა და სწავლის პროცესი ძალიან ნელა მიდიოდა. პირველი 7-8 წელი ელემენტარულ დონეზეც კი ვერ ვსაუბრობდი ქართულად. უკვე როდესაც სხვადასხვა ტრეინინგებში მონაწილეობა დავიწყე და ჩემს ირგვლივ გარემო შეიცვალა, მაშინ ავმეტყველდი. ვიცი, რომ ახლაც ბევრ გრამატიკულ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს და უკვე პრეზენტაციებსაც ვბედავ ქართულად, რადგან ზოგჯერ ვხვდები, რომ ჩემი სრულყოფილი რუსული უფრო რთულად გასაგებია იმ კონკრეტული აუდიტორიისთვის, ვიდრე ჩემი ქართული.

ერთი მხრივ, გარკვეული ბარიერია, ალბათ, ე.წ. „სლავი ქალის სინდრომი“, რომელიც მაშინაც იყო, ახლაც არის და კიდევ დიდხანს იქნება, ეს ფაქტია და საკუთარ თავზეც ხშირად გამომიცდია მინიშნებები „უკრაინელ ქალზე“. თავიდან იყო რთული, ალბათ, მაგრამ შემდეგ ვისწავლე ჩემთვის არასასურველ კომუნიკაციას თავი როგორ ავარიდო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად დღემდე მიწევს ამის კონტროლი, თავს მსხვერპლად არ ვგრძნობ ამის გამო.

მერე მხრივ, მეხმარება კიდევაც იგივე დამოკიდებულებები. ჩემს მიმართ, როგორც არა ქართველი ან არა აზერბაიჯანელი ქალისადმი, საზოგადოებრივი მოთხოვნები და დამოკიდებულებები, უფრო შერბილებულია. „უფ, ეს რუსია რაა“ იტყვიან და თითქოს უფრო მარტივად იღებენ ჩემგან სიახლეებს. მახსოვს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ძალიან ჭკვიან ქართველ გოგოსთან ერთად ვმუშაობდი, რომელსაც ჩემზე გაცილებით საინტერესო ინიციატივები და სტრატეგიული ხედვები ჰქონდა. მაგრამ, ის რომ მიდიოდა შეხვედრებზე, ადგილობრივები ძალიან აგრესიულად ხვდებოდნენ. მე როცა მივდიოდი იგივე თემით, დაძაბულობის გარეშე იღებდნენ ჩემგან ინფორმაციას. ნუ, ცხადია, არის სიტუაციები, როცა ქართველმა უნდა ისაუბროს ქართველთან და აზერბაიჯანელმა აზერბაიჯანელთან, უფრო ეფექტური შედეგისთვის.

მრავალშვილიანი დედობა

ჩემთვის მრავალშვილიანობა ისეთი მიუღებელი იყო, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ბევრი შვილის დედა თუ ვიქნებოდი. 6 ბავშვი შემთხვევითობა კი იყო, რადგან სამი შვილის შემდეგ სამი ტყუპი გამიჩნდა, მაგრამ არც ოთხის გაჩენა წარმომედგინა მაშინ. უკრაინაში ეს დღესაც მიუღებელია. მრავალშვილიანი ქალი აღიქმება ჩამორჩენილად და განუვითარებლად. ჩემს მეგობრებსა და ნათეასავებს დღემდე არ ესმით, რატომ ჩავიდინე ამხელა სისულელე. მიუღებელია ეს დამოკიდებულებები ჩემთვის და ამ მხრივ, გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს საქართველოში, რადგან ჩემი მრავალშვილიანობა სამარცხვინო ლაქად არ მეთვლება. არ ვთვლი, რომ იდელური დედა ვარ, მაგრამ მაინც არასოდეს მინანია ამდენი შვილის გაჩენა. მიმაჩნია, რომ მრავალშვილიანობა ქალის დაკარგვას კი არა, მასში მეტი რესურსის მობილიზებას იწვევს ზოგჯერ. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, როდესაც 3 ტყუპი გამიჩნდა და ამ დროს ჩემი ერთ-ერთი შვილი, 2 წლის იყო. 4 პატარა ბავშვის მოვლის პირობებში უცებ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ეფექტური მენეჯერი ვარ, ანუ არ ვვარდებოდი ისტერიკაში და ტყუილად არ ვკარგავდი დროს. ზუსტად ვიცოდი, როდის უნდა დამესვენა, მეჭამა ან დამელაგებინა. თავად ვიყავი გაოცებული იმ პოტენციალით და მენეჯერული უნარებით, რაც აღმომაჩნდა. მანამდე კი მქონია პერიოდები, როცა პიროვნულად დანგრეული და განადგურებული ვიყავი. არ ვიცოდი რა მჭირდებოდა და თითქოს დავიჯერე, რომ ვეღარასოდეს შევძლებდი რაღაცის კეთებას. ამ სამი ტყუპის დაბადებამ მართლა გამომაფხიზლა.

რა თქმა უნდა, დღეს სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავარ, როგორც მრავალშვილიანი დედა. მუდმივად მაქვს იმ დროის, ფულის და სხვა რესურსის ნაკლებობა, რომელიც ჩემი შვილების აღზრდას და განვითარებას სჭირდება. ბავშვებში მთავარ აქცენტს განათლებაზე, უფრო სწორად, გამოცდილებების შეძენაზე ვაკეთებ. აი, მაგალითად, შარშან იმიტომ წავედი ზღვაზე, რომ ჩემს პატარა შვილებს ზღვა არ ქონდათ ნანახი. მაგრამ, წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – 4 პატარა ბავშვთან ერთად მარტო ზღვაზე. რა თქმა უნდა კი არ დავისვენე, ყველაზე მეტად დავიღალე, მაგრამ ძალიან მინდა, რომ მათ სხვადასხვა რამე ვაჩვენო და სოციალიზაციის ბარიერები გავუადვილო. ნებისმიერი პოზიტიური გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ეს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვიცი.

ცალკე პრობლემაა, რომ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ხედვა, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშესაწყობად. მარტო ის წარმოიდგინეთ, 4 მცირე წლოვანი ბავშვი (ავტ. ორი უფროსი შვილი სრულწლოვანია) სკოლაში წაიყვანო-წამოიყვანო და დამატბით ცეკვაზე, სიმღერაზე ან სპორტზე ატარო. ეს ფულის გარდა, დიდ დროით რესურსს მოითხოვს. ასევე, ყოველთვის პრობლემად მიმაჩნდა, რომ ჩვენს სკოლებში არ არის ბილინგუალური სწავლება და ეს ჩემს ოჯახსაც შეეხო, რადგან უმცროსი შვილები არ საუბრობენ ქართულად და ძალიან უჭირთ ქართულ სკოლაში სიარული. მე ჩემი, როგორც მშობლის პასუხისმგებლობა მაწუხებს, რომ ბევრნი არიან და წარმოუდგენელია გამონახო საკმარისი დრო ყველასთვის იმ პირობებში, როცა სკოლა და სახელმწიფო არ გეხმარება.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი

The post ოლგა ენდელაძე, 46 წლის, მარნეული appeared first on WomenOfGeorgia.

მარიამ ავაქოვი, 24 წლის, თბილისი
„მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც ორი პარალელური კლასი გაგვაერთიანეს. მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, აქტიური მოსწავლე ვიყავი. მუდმივად კითხვებს ვსვამდი, კარგ ქულებს ვიღებდი და ძალიან კარგად ვსწვალობდი. სწორედ ამიტომ და კიდევ, ვფიქრობ, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო, ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ისინი, ვისაც სწავლა არ უნდოდა და მასწავლებლის მოსმენა, გაკვეთილის ჩაშლა ერჩივნათ, ამიტომ მე მეჩხუბებოდნენ.

ვიჯექი ხოლმე გაკვეთილზე, როგორც ყოველთვის ვაქტიურობდი, ამ დროს კი კლასელები კალმებით პატარა ქაღალდის ბურთულებს მესროდნენ. რა თქმა უნდა, გავღიზიანდი და უკან მივუბრუნე ეს ბურთულები. ამ დროს მასწავლებელმა შემამჩნია და მე დავისაჯე, თუმცა უდანაშაულო ვიყავი. შემდეგ ამას დიდი გარჩევა მოყვა. ერთი გახმაურებული შემხვევა მოხდა, როდესაც ჩემი დაპირისპირება კლასელებთან ფიზიკურ შეხებაში გადაიზარდა: რვეულების ჩარტყმა, ქაღალდის ბურთულები, დაცინვა და ცინიკური დამოკიდებულება. ფიზიკური შეხების კადრები ერთ-ერთმა მოსწავლემ გადაიღო და ჩემს გასამწარებლად სოციალურ ქსელში ატვირთა.

ვიდეო მალე გავრცელდა, რადგან რუსთავი 2-მა აღმოაჩინა ის, როდესაც გადაცემას ამზადებდნენ ბულინგზე. ჟურნალისტი მოვიდა ჩემს ჩასაწერად, მაგრამ კლასის დამრიგებლის ტონითა და გამომეტყველებით მივხვდი, რომ არ ღირდა. ახლა რომ ვუფიქრებდი, უნდა მელაპარაკა, მაგრამ მაშინ არავინ მყავდა, ვინც გამამახნევებდა და გვერდში დამიდგებოდა.

სკოლაში ვიდეოსთან დაკავშირებით ხმაური ატყდა. გარკვევა დაიწყეს, თუ ვინ ატვირთა ეს ვიდეო ინტერნეტში. მე წარმოდგენა არ მქონდა, ვისი გადაღებული და დადებული იყო, თუმცა, საბოლოოდ, ისევ მე დამაბრალეს, თითქოს, ჩემი ატვირთული იყო, არადა, მე თვითონ არ მსიამოვნებდა ამ კადრების არსებობა. შემდეგ, კლასში მაბულინგებელი ბავშვების დასაცავად იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ გავერიცხე სკოლიდან, მაგრამ მაინც ვერ შეძლებდნენ, რადგან კარგი მოსწავლე და სკოლის სახე ვიყავი ოლიმპიადებში. მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი კონფლიქტის მიზეზი იმის გამო, რომ ხუმრობა არ მესმის.

გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მხოლოდ კომენტარით შემოიფარგლა, რომ ამ ყველაფრის კონტროლი უნდა მოხდეს. სხვა რამეში არ ჩარეულან. ძალიან დასტრესილი ვიყავი. იყო პერიოდი სიცოცხლის ხალისი მქონდა წართმეული. სკოლის შეცვლაზეც მიფიქრია, მაგრამ სხვა რუსული სკოლა შორს იყო ჩემგან და რთული იყო იქ სიარული.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი, იმის გამო, რომ დაბალი ვიყავი. დაფასთან ყოველი გასვლისას, რომელიც ჩემთვის მაღალი იყო, ერთი ბიჭი გამუდმებით „ქუსლებს“ მეძახდა… მასთანაც მომივიდა დაპირისპირება, ამაზე დავცხეთ ერთმანეთს. ამ შემთხვევაშიც მე დამადანაშაულეს, მეუბნებოდნენ, რომ ხუმრობა არ მესმოდა. მასწავლებლები ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ყველა ამჩნევდა როგორ მექცეოდნენ, რას მიკეთებდნენ, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელი იყო, რომელსაც კლასში სიტუაციის მართვა შეეძლო. რამოდენიმე კლასელიც მხარს მიჭერდა, მაგრამ ერთადერთი კლასელი იყო, აზერბაიჯანელი გოგო, რომელიც გვერდში აქტიურად მედგა, მაგრამ მასაც მაგრად მოხვდა ამის გამო. ახლაც რომ ვუფიქრდები, კლასელებისთვის ჩემი დაცინვა გასართობი იყო იმისთვის, რომ გაკვეთილი ჩაეშალათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან მეგობრული ვიყავი და თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, ყოველთვის ვეხმარებოდი. როგორც ამბობენ, ბოროტებას სიკეთით ვპასუხობდი.

სანამ მანდატურები გამოჩნდებოდნენ, ჩემ გვერდით არ იყო ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობდა და დამარიგებდა, თუ როგორ მოვქცეულიყავი ამ სიტუაციაში, თუმცა ეს ყველაფერი გადავლახე, რადგან, პირველ რიგში, სტიმული მქონდა, რომ მესწავლა. უხეშად რომ ვთქვათ, „დავიკიდე“ ყველა ბავშვი კლასში. მხოლოდ განათლების მისაღებად დავდიოდი სკოლაში. ვცდილობდი, რომ გავრიდებოდი და აღარ მქონოდა კლასელებთან ურთიერთობა.

ერთხელ, მანდატური შემხვდა შემთხვევით სკოლის კორიდორში და მითხრა, შენ მშვიდად იყავი, დაამთავრე სკოლა და უნივერსიტეტში რომ ჩააბარებ, ყველაფერს მიაღწევ იმიტომ, რომ გაქვს ამისი უნარიო. მე ვიცი, რაც ხდება, მაგრამ შენ პასუხი შენი სწავლით შეგიძლია გასცეო. ამ ბიჭის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

სკოლა ორი სექტორისგან შედგებოდა, სომხური და რუსული, სომხური სექტორის მასწავლებელმა იცოდა ჩემი დონე და შემომთავაზა, რომ მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო ოლიმპიადაში, ამისთვის გავიარე ნაციონალური, ლოკალური ტური, სადაც გავიმარჯვე. შემდეგ უკვე საერთაშორისო ლიტერატურისა და კულტურის ოლიმპიადაში სომხეთში წამიყვანეს, საიდანაც წარმატებული შედეგებით დავბრუნდი, ბედნიერი იმით, რომ იქ სულ სხვა ღირებულებების ბავშვები იყვნენ. ესეც იყო ძალაინ დიდი სტიმული და სამაგალითოც, რადგან ჩემი თავის მეტად შეცნობაში დამეხმარა.

ყველა ბავშვი ჩემსავით არ არის ბუნებით მებრძოლი და არ შეუძლია საკუთარ თავში მარტომ გადალახოს პრობლემა, ამიტომ ბავშვებს აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს არ გაჩუმდნენ, ხმამაღლა ისაუბრონ. ვინაიდან მე მაშინ არ მქონდა იმდენი ცოდნა და ინფორმაცია, გამოსავალი გაჩუმებაში ვიპოვე, სხვა გამოსავალი ვერ მოვიფიქრე. ასე დავამთავრე სკოლა. ექსკურსია ან რამე სხვა აქტივობა თუ ხდებოდა, არაფერში ვერთვებოდი. მათთან ერთად ექსკურსიებზე არ დავდიოდი. სკოლის ბანკეტზეც არ ვყოფილვარ. ვცადე, მინდოდა, მაგრამ ბანკეტისთვის მზადების დროსაც დამცინოდნენ, ჩემ წამოსაყვანად ვინ მოვიდოდა საერთოდ. ამიტომ გადავწყვიტე, სულ არ წავსულიყავი. ეს ჩემი პროტესტი იყო.

დღეს რომ ვფიქრობ, მსგავსი შემთხვევები გარემოს შესაცვლელად უნდა გამოიყენო და იმასაც მივხვდი, რომ ვინც ბულინგს სჩადის, პრობლემა მათშია და არა დაჩაგრულში, პირიქით ეს იმის მანიშნებელია რომ ხარ ძლიერი, ყოჩაღი და ეს რესურსი, ნიჭი უნდა გამოიყენო წარმატების მისაღწევად, ხომ ამბობენ „კარგებს ერჩიანო“.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, რადგან ჩემი საკუთარი რესურსებით და სკოლაში მიღებული განათლების ნიადაგზე ჩავაბარე და გრანტიც მოვიპოვე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მივხვდი რომ ძალიან ბევრის გაკეთებას შევძლებდი.

ამჟამად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამებში ვერთვები. ვარ ახალგაზრდა ლიდერი, ტრენერი ახალგაზრდულ ბანაკებში და ხშირად, ჩემს გამოცდილებას სხვა ახალგაზრდებს ვუზიარებ. ამ ყველაფერს საკუთარი შრომით და მონდომებით მივაღწიე. ყოველთვის მინდოდა ჩემი ენერგია სხვა ბავშვებთან და ახალგაზრდებთან გამომეყენებინა, ამისთვის ოთხი წლის წინ საინიციატივო ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც გავხდი. ერასმუს + ახალგაზრდული დელეგაცის მონაწილეც ვარ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. ამ მოკლე დროში ბევრი რამე ვისწავლე და ბევრს მივაღწიე. დრო დადგა, რომ საკუთარი ენერგია და რესურსი მივმართო იმ საკითხებზე რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღ, მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებისთვის, დადგა სიტყვის ამაღლების, თამამად საუბარის და მოქმედების დრო.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post მარიამ ავაქოვი, 24 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

კამილა მამედოვა, 32 წლის, მარნეული
“დაბადება

მე უფროსი და-ძმა მყავს და ნაბოლარა შვილი ვარ ოჯახში. არასოდეს მიგრძვნია, რომ არასასურველი ბავშვი ვარ ჩემი სქესის გამო, მაგრამ მამაჩემს სულ ვეუბნებოდი – შენ, ალბათ, მესამე ბიჭი გინდოდა-მეთქი და ისიც მეხუმრებოდა – არა, ვიცოდი მეოთხეც გვეყოლებოდა, მაგრამ დედამ აღარ გაგვიჩინაო.

ჩემს საგვარეულოში ყველაზე პატარა ვიყავი. ამის გამო ითვლება, რომ ვარ გათამამებული, რადგან ოჯახში უფრო დიდი სიყვარული და თავისუფლება მერგო. ჩემს უფროს და-ძმას თუკი რამე აკრძალვები ჰქონდათ, ჩემთვის ყველაფერი დაშვებული იყო და ჩემი ყველას ყველაფერი მოწონდა. ვფიქრობ, რომ ეს თავისუფლების შეგრძნება, სწორედ, აღზრდამ გამომიმუშავა.

ორი კულტურა

დედა ეთნიკურად ქართველია, მამა აზერბაიჯანელი. როდესაც ორი კულტურაა ოჯახში, სოციუმი გაყენებს არჩევანის წინაშე და გაიძულებს დადგე რომელიმე მხარეს, მაგრამ ჩემი ოჯახი ამას ყოველთვის განსხვავებულად უყურებდა. ჩემთვის ღმერთი სიყვარულია და ჩემს ოჯახში ყოველთვის ძალიან დიდი სიყვარული იყო მშობლებს, და-ძმას შორის… ამიტომ, მე ძალიან გვიან დავფიქრდი ისეთ რამეებზე, მაგალითად, როგორიცაა რელიგია, ეთნიკური კუთვნილება და ა.შ. სულ მახსენდება ერთი მომენტი ბავშვობიდან. 90-იანი წლების უშუქობის, უგაზობის და უწყლობის პერიოდია. ერთი წყარო იყო და იქედან მოგვქონდა ყველას წყალი. პატარა ვიყავი, ალბათ, 7 წლის… დიდი ხალისით ვეზიდებოდი წყალს ორი პატარა ერბოს ყუთით, მეგობრებთან ერთად. წყლის ავსებისას ეს „ვედრო“ ხელიდან გამივარდა და წყალში ჩავარდა. იქვე ბავშვები იყვნენ და გავიგონე როგორ თქვეს „ამას არ დაეხმაროთ, დედა ყავს ქართველი“… პირველად მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ხდება. ჰო, ისიც მახსოვს, ქართველი ბავშვები იმის გამო მემეგობრობდნენ, რომ დედა მყავდა ქართველი. თავად ასე მეუბნებოდნენ… ცხადია, ეს ჩემს ტოლ ბავშვებს მშობლებისგან და სხვა უფროსებისგან ჰქონდათ მოსმენილი. სულ მქონდა იმის განცდა, რომ „უცხო“ ვარ. მაგალითად, სანათესაოში არასოდეს აღიქვამდნენ ჩემს ოჯახს ტრადიციულ აზერბაიჯანულ ოჯახად. ჩვენ ყოველთვის ვიყავით განსხვავებულები. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ შიგნით ვერ ხედავდნენ, ჩვენ რა ტრადიციების მიხედვით ვცხოვრობთ. ჩვენს ოჯახში ორივე კულტურა და რელიგია თანაარსებობს. ჩვენ ეკლესიაშიც დავდიოდით და მეჩეთშიც. ასევე, ყველა დღესასწაულს ვზეიმობთ – მუსლიმურსაც და ქრისტიანულსაც. მამაჩემს ეს ყველაფერი ძალიან უყვარდა იმიტომ, რომ სუფრა იშლებოდა ოჯახში და სტუმრები ჩამოდიოდნენ. იმ სოციუმში კი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს ღირებულებები არც ისე დადებითად იყო აღქმული, მაგრამ ჩვენს ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ მსგავს დამოკიდებულებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

მამა

მამა 4 თვეა გარდაიცვალა და ახლა უფრ ვიაზრებ მის როლს ჩემს დამოუკიდებელ ქალად ჩამოყალიბებაში. უშუქობის პერიოდში ვწვებოდით დივანზე და მამას ვთხოვდი ხოლმე, რომ ზღაპარი მოეყოლა ჩემთვის. ეს ზღაპრები სულ იმაზე იყო, როგორი ძლიერი და დამოუკიდებელი ვარ მე. ზღაპრებში აუცილებლად მყავდა მანქანა, რადგან მამა სულ ოცნებობდა, რომ საუკეთესო მანქანა მეყოლებოდა, მას გვერდით დავისვამდი და ერთად გავისეირნებდით, ან მე ვივლიდი სადაც მომინდებოდა… ასევე, უნდოდა, რომ იურისტი გავმხდარიყავი და ამიტომ, ზღაპრებში ბევრ საქმეებს ვაგვარებდი, როგორც იურისტი. სულ ვფიქრობ, რომ ამ ზღაპრებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე…

დედა

დედა მთელი ცხოვრება მასწავლებლად მუშაობდა. სულ კი ამბობდა, რომ ეს ყველაზე კარგი პროფესიაა ქალისთვის, რადგან მეტი დრო მრჩება თქვენთვისო, მაგრამ ჩემი ავადობის გამოც კი არასოდეს დარჩენილა სახლში, ანუ მე მქონდა მაგალითი, რომ ქალს დრო და რეალიზება სჭირდება საკუთარი თავისთვის. ამიტომაც, არასოდეს მიფიქრია, რომ არ უნდა ვიმუშაო და ვიღაც სხვამ მარჩინოს.

„ხელის თხოვნა“

ჩვენთან ოჯახში არასოდეს მოსულან „ხელის სათხოვნელად“. ყოველთვის იცოდნენ, რომ მამაჩემი არავის გაატანდა თავის გოგოებს და ვერ ბედავდნენ… თუმცა, ცხოვრებაში ერთხელ მქონდა რაღაც მსგავსი შემთხვევა. ძალიან სასაცილო იყო იმიტომ, რომ იმ ოჯახში გადაწყვიტეს ჩემს ოჯახთან დაახლოვება ძალიან კარგი ვარიანტია. ჩემს დაზე დარეკეს ნათესავთან და აღმოაჩინეს, რომ ის უფროსია ბიჭზე და იქვე ჩემი კანდიდატურის განხილვა დაიწყეს „მაშინ მეორე გოგოო“, ანუ საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ოჯახიდან რომელიმე ვუნდოდით. მაშინ 18 წლის ვიყავი და მახსოვს იმდენად განვიცადე, ვიტირე. მთელი ცხვოვრებაა ვიბრძვი საკუთარი და სხვა ქალების თავისუფალი არჩევანისთვის…

ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ადრეული ქორწინებების თემაზე და ჩემი დაკვირვებით, ქორწინების ასაკი ნელ-ნელა ქვემოთ იწევს. ვცდილობ გავიხსენო და არავინ მახსენდება ჩემი სანათესაოს, შედარებით, უფროს თაობაში, ვინც არასრულწლოვანი დაქორწინდა. გოგოსთვის აუცილებელი იყო რაღაც განათლება მიეცათ, რადგან ამბობდნენ, რომ კაცს შეუძლია ფიზიკურად მძიმე სამუშაოთი იშოვოს პურის ფული და ქალს პროფესია უნდა ჰქონდეს, რომ თავის რჩენა შეძლოს, თუკი მოხდა და მარტო დარჩაო. ახლა თითქოს ორი პოლუსია – ნაწილი იღებს ძალიან კარგ განათლებას, მაგრამ, ასევე, დიდი ნაწილი სრულიად ვერ იღებს ვერანაირ განათლებას, რადგან ძალიან ადრეულ ასაკში ათხოვებენ.

სათემო რადიო „მარნეული“

სათემო რადიოს აქვს საკმაოდ გრძელი ისტორია, რომელიც 2006 წლიდან იწყება და მე მისი ერთ-ერთი პირველი „მსხვერპლი“ ვარ… ამ რადიომ გადამაწყვეტინა, რომ დიპლომირებული ჟურნალისტი გავმხდარიყავი და „ჯიპა“ -ში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) ჩავაბარე, რომელიც დავამთავრე, როგორც ერთ-ერთმა წარმატებულმა სტუდენტმა….

სათემო რადიოს პრინციპია, რომ, ამ შემთხვევში, მარნეულის თიოთოეული მკვიდრის ხმა იყოს გაჟღერებული. აქ იმხელა ინფორმაციული ვაკუუმია და ვცდილობთ ეს ამოვავსოთ. ვინც ქართული ენა იცის, ის ვერ გრძნობს, რამხელა ბარიერია ენის უცოდინრობა. წარმოიდგინეთ, ჩვენ დილით ვრთავთ ტელევიზორს და სანამ ყავას ვსვამთ ვისმენთ ინფორმაციას, მანაქანაში რადიოდან გვესმის, ან ინტერნეტით ვიღებთ საიხლეებს და ა.შ. და წარმოიდგინეთ, რომ ადამიანებს ამის საშუალება არ აქვთ იმიტომ, რომ ქართულად ვერც კითხულობენ და არც ესმით. ჩვენს ვებ-გვერდზე ორ ენაზე იდება იდენტური ინფორმაცია. აზერბაიჯანულ ვერსიას აქვს ყოველთვის ძალიან ბერვი ნახვა, ქართულისგან განსხვავებით. ქართულენოვანი ადამიანი ისედაც იღებს ინფორმაციას, ან თუ არ იღებს, ეს მისი გადაწყვეტილებაა ე.ი არ უნდა. რა მაგარია არა, როცა გაქვს არჩევანის საშუალება მიიღო თუ არა ინფორმაცია? აზერბაიჯანულ ენოვანი ადამიანისთვის იმდენად მწირია საინფორაციო წყარო, რომ რასაც აწვდიან, იმას იღებს და ძირითადად, უსმენენ აზერბაიჯანულ მედიას, რომელიც იმ ქვეყანის ამბებს არ ეხება, სადაც თავად ცხოვრობენ. გარდა მარნულის ადგილობრივი ამბებისა, ჩვენ საქართველოში მომხდარ სიახლეებსაც ვაშუქებთ, რაც ასევე ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, რადგან სულ ჭორის სახით ეწოდებათ ინფორმაცია და ვერ იგებენ რა ხდება. მახსოვს „ვარდების რევოლუციის“ დროს ჩვენთან რეკავდნენ და მამაჩემს ეკითხებოდნენ, რას ყვირიან ტელევიზორშიო. წარმოიდგინეთ, გადატრიალება ხდებოდა ქვეყანაში და ინფორმაცია არ ჰქონდათ… კიდევ, დროშა რომ იცვლებოდა, იყო მითქმა-მოთქმა – დროშაზე ჯვრებია და ჩვენ, ალბათ, აქედან გაგვაგდებენო და ა.შ ამ ადამიანებს არავინ ესაუბრება, არ თვლიან საჭიროდ მათაც აუხსნან და ინფორმაცია მიაწოდონ. სხვათაშორის, ჩვენს რადიოს ლიცენზიას რატომ არ აძლევდნენ წლები, იცით? სუფთად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ეთნიკურ უმცირესობები ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფილიყვნენ. ახლა უკვე ავიღეთ ლიცენზია და სექტემბრიდან გავდივართ ეთერში.

ჩვენ ჯერ განვითარების ეტაპზე ვართ და ახლა სწავლობენ ამ რადოს თანამშრომლები ძალიან ბევრ რამეს, რადგან აქ ის ხალხი მუშაობს, ვისაც პროფესიოული განათლება არ აქვს და ზოგს სხვაგან არც არასდროს უმუშავია. მიუხედავად ამის, ადგილობრივ მთავრობას უკვე დისკომფორტს უქმნის ეს სათემო რადიო იმის გამო, რომ ჩვენ ღიად ვამბობთ იმას, რაც არ მუშაობს და არ ფუნქციონირებს. პოლიტიკურის გარდა, ეს რადიო თავდასხმის ობიექტი ხდება იმის გამო, რომ ჩვენ ვაშუქებთ სოციალურ და კულტურულ პრობლემებსაც. მაგალითად, ადრეულ ქორწინების პრობლემას და თვლიან, რომ ამით ჩვენ ვეწევით აზერბაიჯანელი ერის დისკრედიტაციას. კი, ეს არის ჩვენს მენტალობაში, რომ პრობლემა დავმალოთ. თითქოს, თუ დავმალავთ, თავისით მოგვარდება.

ბოლო სამი კვირაა პიროვნულად ჩემს მიმართ არის აგრესიული შეტევა, რადგან ერთ-ერთი თემის გაჩუქება არ მოეწინათ რადიოში. შეტევის ფორმებია საინტერესო – ძირითადად ფეისბუქის საშუალებით მესხმიან თავს, ჩემს პირად ცხოვრებაზე აქცენტით, რომ ვარ ლესბოსელი და ბოზი, რადგან არ მყავს ოჯახი და ა.შ. მოკლედ, აქ არ არიან მიჩვეული კითხვას „რატომ“, რადგან, არ მინდა კოლეგებს ვაწყენინო, მაგრამ მედია არასოდეს იყო კრიტიკული. ჩვენ ჯერ, პრაქტიკულად, სწავლების რეჟიმზე უფრო ვართ, ვიდრე მუშაობის, მაგრამ უკვე სერიოზული დისკომფორტი შეექმნა ადგილობრივ მთავრობას და ასე გვიტევენ. უფრ რომ გავიზრდებით და ჩემი ჟურნალისტები პროფესიონალები გახდებიან, ამათ შიშებს რა ეშველება, არც კი ვიცი.

ჩემი მიზანია, რომ შევქმნათ პროფესიონალური ადგილობრივი რადიო. დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია აქ არასოდეს ყოფილა და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post კამილა მამედოვა, 32 წლის, მარნეული appeared first on WomenOfGeorgia.

შალალა ამირჯანოვა, 19 წლის, მარნეული
„მე შალალა მქვია. „შალალა“ ჩემს ენაზე ჩანჩქერს ნიშნავს. ერთადერთი გოგო ვარ ჩემი ყოფილი კლასიდან, ვინც გათხოვილი არ არის. გასულ წელს ექსტერნად დავამთავრე მარნეულის სკოლა და ილია უნიში ჩავაბარე მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციოლოგიაზე. რომ ჩავაბარე, ერთი წელი მარტო ქართულს ვსწავლოდი. მეორე წელს დავიწყე საგნების სწავლა. დედაჩემის გავლენაა ეტყობა, რომ თავისუფლად ვცხოვრობდი და კულტურამ ვერ დამჩაგრა. დედამაც, ისევე როგორც ბებიამ ჯერ სკოლა დაამთავრა, მერე ინსტიტუტი, მუშაობა დაიწყო და მერე დაქორწინდა.

თუმცა ეს მხოლოდ ბიძგი იყო. დანარჩენს ჩემით მივხვდი, რა იქნებოდა უკეთესი. იგივე ოჯახის გავლენით, მერვე კლასამდე ქართულად მარტო „გამარჯობა- როგორ ხარ“ ვიცოდი. იმიტომ რომ ჩვენს თემში ოჯახებში ან აზერბაიჯანულად ლაპარაკობენ, ან რუსულად. პირველად ქართველებთან მერვე კლასში მოვხვდი, როცა მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში დავიწყე ტრნინგებზე სიარული. მანამდე ქართველები პარალელურ კლასში გვყავდა და ჩვენთვის ისინი „სხვები“ იყვნენ, ისე როგორც მათთვის ვიყავით ჩვენ „სხვები“. ახალგაზრდული ცენტრიდან ტრენინგებზე მოვხვდი ხუთი დღით თბილისში. არ დამავიწდება ეს პერიოდი. ჩემმა დაბადების დღემ მოუწია იმ დღეებში და ღამის 12 საათი რომ გახდა, ჩემთვის უცხო ადამიანებმა, ტრენინგის მონაწილეებმა, სიურპრიზი გამიკეთეს. მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ ეს „სხვები“ არიან ისეთივე ადამიანები, როგორიც მე ვარ ან უკეთესები. მაშინ დავფიქრდი, რომ ეთნიკურ იდენტობას უფრო მეტი პრობლემა მოაქვს, ვიდრე სიკეთე. მე ასევე მახსოვს, როგორ გაგვიჭირდა მე და ჩემ სომეხ დაქალებს დაახლოება. იმიტომ, რომ არსებობს სადღაც მეხსიერება, რომ ჩვენ მათი მტრები ვართ, მაგრამ მერე ურთიერთობაში რომ შედიხარ ადამიანთან, ხვდები, რომ ყველაფერი უფრო მარტივად არის. ეს სომეხი გოგოები ახლა ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ინტეგრაცია, ურთიერთობა მოაგვარებს კონფლიქტებს.

პროექტის ANI ფარგლებში ჩატარებულ ამ ტრენინგზე პირველად ვისაუბრე ქართულად, მართალია ყველაფერი დავიზეპირე და ისე გავაკეთე პრეზენტაცია, მაგრამ მერე უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა, რომ ქართული მესწავლა და ქართულ ენაზე მესწავლა სოციოლოგია. მანამდე მე თვითონ დავდიოდი მარნეულის სოფლებში და ვატარებდი ტრენინგებს აზერბაიჯანულ ენაზე. ჩემი თემა იყო ოჯახში ქალებზე ძალადობა. მაგრამ ამ თემისადმის ინტერესი ძალიან დაბალია. ოჯახებიც არ უშვებენ გოგოებს ტრენინგებზე დასასწრებად, რადგან უმეტესი ოჯახი თვლის, რომ გოგო დაამთავრებს თუ არა 9 კლასს, უნდა გათხოვდეს…

ჩვენს თემში სწორედ იმიტომ, რომ გოგოები თხოვდებიან ან ინიშნებიან, ბოლო ზარი მე-9 კლასში ირეკება! ჩემი პირველი კლასელი მე-9 კლასში გათხოვდა, არ უნდოდა, ტიროდა, მაგრამ მაინც დაარწმუნეს, რომ ეს კარგი გამოსავალი იყო. ბოლოს სკოლა მხოლოდ ორმა გოგომ დავამთავრეთ.

გოგოები ძირითადად მშობლების გავლენის ქვეშ არიან. იმიტომ, რომ მშობლები თვლიან, გოგოს რაც უფრო მალე ჩააბარებენ „პატრონს“, უფრო ააცილებენ ვითომ და საფრთხეს. თან მომავალს უხატავენ ფერად ფერბში: ქმარს ექნება სიმდიდრე, დიდი სახლი, არ მოაკლდება არაფერი, მშობლებიც გვერდით დაუდგებიან და არასდროს არაფერი გაუჭირდებათ. არადა შვილის გათხოვება მშობლებითვის უდიდესი ტვირთია: 15, 000 ან მეტი დოლარის ოდენობის სესხს იღებენ ბანკიდან, რომ სიძის სახლი მოაწყონ და მერე მთელი ცხოვრება ეს ვალი უნდა იხადონ.

მახსოვს, ერთმა ჩემმა დაქალმა დამირეკა და ნიშნობაზე დამპატიჟა. გავგიჟდი, იმიტომ რომ ვიცოდი ეს გოგო გათხოვებას ჯერ არ აპირებდა. მითხრა, შალალა, აზრი არ აქვს არაფერს, ტკბილი ჩაი უკვე დალიესო. ჩვენს თემში არის ტრადიცია, როდესაც გოგოს და ბიჭის მშობლები გარიგდებიან, გოგოს მშობლები ბიჭისას ოჯახში პატიჟებენ. თუ ჩაის დროს შაქარი მიაწოდეს, ესე იგი, საქმე გადაწყვეტილია. გოგო ამ საქმეში არ მონაწილეობს.

რა მოწონთ გოგოებს ამ წინადადებაში? ის რომ მათ ცხოვრებაში არაფერი სიახლე არ არის, თურქული სერიალების გარდა. სულ იმას ვამბობ, რომ მარნეულში სამი გასართობია: შაურმა, ავეჯის სალონი და „ზაპჩასტი“. კიდევ კარგი ახლა სმარტი მაინც გვაქვს, რომ კაფეში დავჯდეთ. ისიც გვითხრეს, რომ კინო უნდა აშენებულიყო და ბოლოს სუპერმარკეტი გაკეთდა. სოფლებში კატასტროფული მდგომარეობაა. იცით რა არის ერთადერთი გასართობი თინეიჯერებისთვის?! ქორწილები. აი, ვინ უფრო მაგარ ქორწილს გადაიხდის, ვის უფრო ლამაზი კაბა ეცმევა, ვის უფრო მაგარი სუფრა ექნება… ზიხარ ქორწილში და ფიქრობ, ნეტა შენ იყო პატარძლის ადგილას, იმიტომ, რომ სხვა გასართობი ჩვენთვის არ არსებობს… დანიშნული თუ ხარ, იმით ერთობი, რომ საქმროსთან ერთად კვირაში ერთხელ თბილისში მოდიხარ. ესეც სატყუარაა.

19 წლის ვარ და უკვირთ, რომ არ ვარ გათხოვილი. ჩემთან სტუმრად მოსულ ნათესავებს არასდროს უკითხავთ, აი, როგორ სწავლობ შალალა? მარტო იმას მეკითხებიან, აბა შალალა, ახლა სკოლა დაამთავრე, ინსტიტუტში მოეწყვე და როდის თხოვდები? სხვა რა გინდა, ბოლოს და ბოლოს ამერიკაში იყავი!

ამერიკაში ნოემბერში წავედი. (ალბათ ამაშიც გამიმართლა ის რომ გვერდით მყვანან ის საოცარი ადამიანები, როგორც დედაჩემია. საქართველოს გაეროს ასოცოაციამ (UNAG) წაარდგინა ჩემი კანდიდატურა ამერიკის საელჩოში ერთ-ერთი პროგრამისთვის. საელჩოს კონკურსში გავიმარჯვე და მეც არ მჯეროდა, რომ მივდიოდი. ნათესავები ჩემს ძმას შეხვდნენ, როგორ უშვებ შენს დას ამერიკაშიო, დედაჩემს ეუბნებოდნენ, რატომ უშვებო, მაგრამ რა იცოდნენ, რომ დედაჩემიც ჩემთან ერთად ტიროდა სიხარულისგან, როცა ი-მეილით დადებითი პასუხი მომივიდა.

ახლა ჩემი სწავლის გადასახადის ნახევარს სოკარი მიფინანსებს, ნახევარს ჩემი ხელფასით ვიხდი. მარნეულის სათემო რადიოში ვმუშაობ და სიუჟეტებს ვაკეთებ. სანამ ვსწავლობ, მინდა სოფლებში ვიარო და ტრენინგები ვატარო. ზუსტად ახლა ვიწყებ PITA-ს ფარგლებში სოფლებში სიარულს. იქნებ მართლა მოვახინო სასწაული.

ახლა ინგლისურის სწავლაც დავიწყე. მინდა, მაგისტრატურა საზღვარგარეთ დავამთავრო. ქალების უფლებების დაცვა არის ჩემი მომავალი“.

The post შალალა ამირჯანოვა, 19 წლის, მარნეული appeared first on WomenOfGeorgia.

თურაჯ იბრაჰიმოვა, 30 წლის, მარნეული
„დავიბადე და გავიზარდე ჯანდარაში, ეს არის დაბა ქ. მარნეულში. სკოლაც ჯანდარაში დავამთავრე. სწავლის პერიოდში ქართული ძალიან ცუდად ვიცოდი, თუმცა მისი ცოდნა დიდად არც მოგვეთხოვებოდა. მოგვიანებით, ნელ-ნელა ამ კუთხით სიტუაციაც შეიცვალა და ქართული ენის ცოდნაც სავალდებულო გახდა, რადგან სახელმწიფო ენაა, გვჭირდება და ა.შ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალში და ნელ-ნელა ენაც ვისწავლე. მეორე კურსზე რომ ვიყავი, აქტიურად ჩავერთე საზოგადოებრივ საქმიანობაში. ამიტომ, დავიწყე ინგლისურზე, ქართულზე და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე სიარული.

სკოლაში ორი ქართულის მასწავლებელი გვყავდა, ორივე ეროვნებით აზერბაიჯანელი. ქართულის გაკვეთილზე აზერბაიჯანულად გველაპარაკებოდნენ და მარტო ლექსებს გვაძლევდნენ დასაზეპირებლად. კი ვიზეპირებდით ამ ლექსებს, მაგრამ რა შინაარსი ჰქონდა არ ვიცოდით. სკოლა რომ დავამთავრე ქართულად მარტო „მე მქვია თურაჯ იბრაჰიმოვა“ ვიცოდი.

ქართულის სწავლის ძირითადი მოტივი სამსახური იყო, ამბობდნენ, რომ თუ სახელმწიფო ენას არ ისწავლი, ვერ იმუშავებო. ამიტომ ვისწავლე. თან, მიყვარდა ქართული ენა. ჩემი კლასიდან კიდევ ერთი გოგოა, რომელმაც იცის ქართული. ისიც იმიტომ, რომ „იმედზე“ სერიალებს უყურებდა და იქიდან ისწავლა. 28 ბავშვიდან, ქართული მხოლოდ ორმა ვიცოდით.

ჩემი ოჯახი დიდად შეძლებული არ ყოფილა. ჩვენ ოთხი დედმამიშვილი ვართ. ერთი ტელევიზორი გვქონდა, რომელიც მხოლოდ ერთ არხს აჩვენებდა – მარნეულის ტელევიზიას, სადაც სულ რუსული ფილმები, რუსული გადაცემები გადიოდა, მარტო საინფომაციო და რეკლამები იყო სახელმწიფო ენაზე. ამ ტელევიზიის რეკლამის საშუალებით გავიგე, რომ ტელევიზიაში კომპიუტერის მცოდნე სჭირდებოდათ. გასაუბრება გავიარე, რომლის შემდგომაც სამუშაოდ ამიყვანეს. მეგონა, მხოლოდ კომპიუტერზე მომიწევდა მუშაობა, მაგრამ მეორე დღესვე მითხრეს, რომ ჟურნალისტი უნდა გავმხდარიყავი. მუშაობა მაისში დავიწყე, ხოლო ოქტომბრამდე მუდმივად ტრენინგებს ვესწრებოდი სხვადასხვა ტელევიზიაში: ბოლნისში, ქუთაისში, თბილისში და ა.შ. საღამოს გვიან მიწევდა სახლში მოსვლა, 9-10 საათზე. ამიტომ ჩემმა მეზობლებმა ლაპარაკი დაიწყეს – რას ქვია, ახალგაზრდა გოგო როგორ უნდა მოდიოდეს ასე გვიან სახლშიო. თან, ჩვენი ტელევიზიის ოფისი ჩაიხანის მეორე სართულზე იყო და ამაზეც ჭორაობდნენ, ახალგაზრდა გოგომ ჩაიხანა როგორ უნდა გაიაროსო.

მამაჩემს თავიდან ჩემს სამსახურზე პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ მეზობლებმა შეაწუხეს, ასე გვიან როგორ უნდა მოდიოდეს შენი შვილი სახლშიო. ეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება, არ უნდა გაუშვაო. ამდენი ზეწოლის შემდეგ მამაჩემიც მეჩხუბა. რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულე ამაზე, ვეხვეწე მამაჩემს ცუდს არაფერს ვაკეთებთქო. მამა კი მეუბნებოდა, მასწავლებელი უნდა გახდე, ჟურნალისტიკა რად გინდაო. ერთი თვე ალბათ სულ ვტიროდი. ტელევიზიის დირექტორიც კი შეხვდა მამაჩემს, დაელაპარაკა, ცუდს არაფერს აკეთებს თურაჯი და თუ სურვილი გაქვთ მოდით და თვითონ ნახეთო. ამის მერე პრობლემა აღარ მქონია. 9 კი არა, ხანდახან 2 საათზეც მივსულვარ სახლში.

ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, როგორები არიან ქართველები, რითი განსხვავდებიან ჩვენგან. ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა, დავმეგობრდი ქართველებთან და ძალიან შემიყვარდნენ. ჩვენში ჭორები იყო, თითქოს, სვანები ცუდები არიან, დაგხოცავენო, არადა, ყველაზე კარგი დაქალი სვანი მყავს დღეს.

90-იან წლებში, როცა გამსახურდიამ განაცხადა საქართველო მარტო ქართველებისთვის არისო, ჩვენს სოფელში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში „მხედრიონი“ დაბინავდა და არსად გვიშვებდნენ. ბაზარში, ან რამე სხვა საქმეზე წასვლის საშუალება არ გვქონდა. როგორც კი დაინახავდნენ, რომ ვინმე მოდიოდა, აყაჩაღებდნენ, ქალებს ოქროს კბილებს აძრობდნენ, ასეთი საშინელებები ხდებოდა, ამიტომ, ჩვენც ქართველებზე მუდმივად ცუდს ვფიქრობდით…

ოჯახში უკვე მეჩხუბებიან, რომ გათხოვების დროა, ოჯახი უნდა შევქმნა, ბავშვი გავაჩინო და ა.შ. საზოგადოებისთვის კი უკვე „დარჩენილი“ ვარ, „ვეღარ გავთხოვდები“. ხომ იცით, ჩვენთან ძალიან ადრე თხოვდებიან, 18-20 წლის ასაკში გათხოვილები არიან უკვე. მამაჩემსაც უნდოდა დავქორწინებულიყავი, არ უნდოდა სწავლა გამეგრძელებინა: გოგო ხარ და რად გინდა სწავლის გაგრძელებაო, მაგრამ დედას ჰქონდა მიდგომა, რომ მის შვილს განათლება აუცილებლად უნდა მიეღო. თვითონ 19 წლის ასაკში გაათხოვეს და ვეღარ ისწავლა. დედა სულ გვერდში მედგა, სწავლაშიც და მუშაობაშიც. მამაჩემს ეჩხუბებოდა, ჯერ განათლება უნდა მიიღოს და ამის შემდეგ გათხოვდებაო.

დიდიხანია აზერბაიჯანულ თემში ადრეული ქორწინების პრობლემა დგას. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მშობლებთან უნდა იმუშაონ, მიაწოდონ მათ ინფორმაცია, რომ ადრეულ ასაკში არ შეიძლება შვილებს გათხოვება დააძალონ. ზოგი ოჯახი მიზანმიმართულად, მხოლოდ გათხოვებისთვის ზრდის გოგოებს. მხოლოდ საოჯახო საქმეს და საჭმლის გაკეთებას ასწავლის. ახლა, ზოგ თემში, მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა იმის გამო, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია აქვს, ზოგს სწავლის გაგრძელების სურვილი აქვს და ა.შ. დღესდღეობით, უფრო მეტი გოგო აგრძელებს სწავლას, ვიდრე ბიჭი. ბიჭები, რომც სწავლობდნენ, უფრო მუშაობაზე არიან ორიენტირებული, რომ ფული შემოიტანონ ოჯახში.

4 წელი ყიზილ-აჯლოს სკოლაში საქართველოს ისტორიას ვასწავლიდი. ეს ის თემია, სადაც ძალიან ხშირია ადრეული ქორწინების შემთხვევები. მე-6-ე კლასს ვასწავლიდი და გოგოები ქუსლიანი ფეხსაცმლით დადიოდნენ სკოლაში. მაშინ 21 წლის ვიყავი და 21 წლის გოგო „დარჩენილი“ ვიყავი უკვე მაგათთვის.

რამდენიმე თვის წინ, არასამთავარობო ორგანიზაციამ „სიქა“ სოფლის სკოლებში ტრენინგების ჩატარება შემომთავაზა. ტრენინგის ფარგლებში უნდა მესაუბრა, თუ როგორ ყოფილიყვნენ აქტიურები, არ შეშინებოდათ, სწავლა გაეგრძელებინათ, გაეაზრებინათ, რომ დაქორწინება არ არის პრიორიტეტი და ამას ყოველთვის მოასწრებენ. იმ სოფლებში გოგოების პრობლემები რომ ვნახე, ვიფიქრე, რომ ამ კუთხით უნდა ვიმუშაო. ამიტომ, მაგისტრატურაზე გენდერის კვლევების კუთხით მინდა ვისწავლო.

ვნახოთ, თუ შევძლებ.“

The post თურაჯ იბრაჰიმოვა, 30 წლის, მარნეული appeared first on WomenOfGeorgia.