მიგრანტი ქალები Archives - WomenOfGeorgia

თაკო ილურიძე, 24 წლის, გორი
სექტემბერში, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით, იტალიაში წავედი სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. ჩასვლის დღიდან იტალიურს ვსწავლობდი. ამერიკელი ჯგუფელები მყავდა, რომლებიც, ჩემგან განსხვავებით, მხოლოდ 6 თვით რჩებოდნენ რომში და ამიტომ, სულ მოგზაურობდნენ. პანდემია რომ დაიწყო, ჯერ მილანში წავიდნენ და მერე ვენეციის იმ ცნობილ ფესტივალზე, რომელიც თავიდანვე არ გააუქმეს და პირველი სამი დღე ჩატარდა. იტალიაში პანდემიის გავრცელების დიდი წილი, ალბათ, ამ ფესტივალზე მოდის, რადგან იქ მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ორშაბათს გაკვეთილზე რომ მოვიდნენ, ერთ-ერთი გოგო ძალიან ახველებდა და ვკითხე კიდევაც, ექიმთან თუ იყო. კორონა რომ მქონოდა, აქამდე მოვკვდებოდი და არაფერი მჭირსო, მიპასუხა. შუა გაკვეთილზე ისე ცუდად გახდა ეს გოგო, რომ ვეღარ სუნთქავდა და ოთახიდან ტირილით გავარდა. ისე მოხდა, რომ მეორე საღამოს ამერიკის მთავრობამ საკუთარი მოქალაქეები წაიყვანა, ეს გოგოც გაფრინდა და ვირუსი იქ დაუდასტურდა მალევე. 4 დღის შემდეგ, სიცხე ამეწია და ყელი იმდენად სუსტად მტკიოდა, რომ ვერც ვხვდებოდი, მეჩვენებოდა თუ მართლა მტკიოდა. მაშინ ასე ვიცოდი, რომ კორონას შემთხვევაში სიცხე მაღალი უნდა ყოფილიყო, მე კი, მხოლოდ 37.2 გრადუსი მქონდა. ამიტომ, თავიდან ეს საფრთხედ არ ჩამითვლია. მაგრამ, სადაც მე ვიყავი, იქ ბევრი სტუდენტი ცხოვრობდა და მაინც შემეშინდა, ჩემგან რამე არ გავრცელებულიყო. ამიტომ, ვცდილობდი, არავინ მენახა და პირბადე სულ მკეთებოდა. სიცხე უკვე 38 გრადუსს რომ ასცდა, ჩემს კოორდინატორს (ავტ. უნივერისტეტში) დავურეკე და ვუთხარი, რომ ავად ვიყავი. მას კი სასწრაფომ უპასუხა, რომ თუ ხველა და სუნთქვის უკმარისობა არ აწუხებს, არაფერია და რატომ გვირეკავთო. სიცხე მანამდეც მქონია, მაგრამ ახლა ფეხზე ვერ ვდგებოდი და ვხვდებოდი, რომ ცოტა სხვა რაღაც მჭირდა და არ ვეშვებოდი. კიდევ დავრეკე სასწრაფოში და ვუთხარი, რომ გადამოწმება მინდოდა. ისევ უარი მითხრეს. მერე საელჩო გამახსენდა, მათ დავურეკე და ამის შემდეგღა წამიყვანეს საავადმყოფოში. ტესტმა აჩვენა, რომ ინფიცირებული ვიყავი. პირველი იყო შიში, ვინმეს ხომ არ გადაედო ჩემგან და მერე ყველა ადამიანის გახსენება, ვისაც იმ დღეებში შევხვდი. მახსოვს, სიას ვწერდი, რომ არავინ გამომრჩენოდა და ყველა გამეფრთხილებინა. შემდეგ დღეებში კი სათითაოდ ვკთხულობდი ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობას. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი ყველა კონტაქტი შეამოწმეს და ჩემგან არავის გადასდებია.

რომში უზარმაზარ საავადმყოფოში მოვხვდი. თბილისისხელაა-მეთქი, ვფიქრობდი. იქ მაშინ მხოლოდ 12 პაციენტი ვიყავით, რადგან პიკი ჯერ მილანში იყო. მაგრამ ყოველდღიურად ვკითხულობდი და ვხედავდი, რომ რაოდენობა იზრდებოდა. ამიტომ, ხშირად მეფიქრებოდა იმაზე, ექიმები ფიზიკურად რომ ვეღარ მოვიდნენ ჩემამდე, რა ვქნა-მეთქი. პალატაში მარტო ვიყავი და სამ დღეში მივხვდი, რომ პაციენტების ნაკადმა იმდენად იმატა, რომ სხვა პალატაში გადამიყვანეს მეორე პაციენტთან ერთად. ჩემი წამოსვლის შემდეგ კი ისე განვითარდა მოვლენები, რომ თითო პალატაში რამდენი პაციენტი ეწვინათ, ვეღარავინ აკონტროლებდა იმიტომ, რომ ფიზიკურად ადგილები აღარ ჰქონდათ საავადმყოფოებში და აღარ იცოდნენ, სად წაეყვანათ.

ჩემ გვერდით პალატაში ერთი პაციენტი იწვა, რომელიც ფიზიკურად არასოდეს მინახავს, მაგრამ მესმოდა, როგორ ახველებდა. ვერასოდეს აღვწერ, ის რა ხმებსაც გამოსცემდა. მეგონა, რომ ერთ დღესაც ფილტვებს ამოაყოლებდა იმ საშინელ ხველას. ალბათ, ტანჯვას ვეღარ უძლებდა ხოლმე და ხშირად მესმოდა შუაღამისას როგორ ტიროდა ან ყვიროდა. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ მისი ხმა შეწყდა. ძალიან შემეშინდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი – ხომ არ გარდაიცვალა? მერე ცოტა იმედი მომეცა, რომ ეგებ, ჩემსავით სხვაგან გადაიყვანეს-მეთქი, მაგრამ დღემდე არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა. მსგავსი ამბები ძალიან ბევრი იყო. თან ვხედავდი, რომ ექიმების პასუხები სრულიად უიმედო იყო, ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გარანტიის გაცემას ერიდებოდნენ.

მართლა არ ველოდი იმ დიდ ყურადღებას, რაც საელჩოდან იყო. მათი წყალობით ვგრძნობდი, რომ ოჯახისგან შორს, მარტო არ ვიყავი. ყველაფერი მომიტანეს, რაც მჭირდებოდა, მათ შორის, ქართული წიგნებიც, რომელზეც ეწერა – „ჩვენ შენთან ვართ“. მართლა მეგონა, რომ ჩემი მეგობრები იყვნენ. ემოციურად ძალიან მჭირდებოდა მაშინ ეს მხარდაჭერა, რადგან დაავადებაზე არავინ არაფერი იცოდა. საავადმყოფოში რომ ვკითხე – რა იყო საშიში, ან ჩემს ასაკში თუ იყო საშიში – მპასუხობდნენ, რომ მათაც არ იცოდნენ და უნდა დავლოდებოდი. ალბათ, ეს გაურკვევლობა იყო ყველაზე სტრესული. სულ ვფიქრობდი, ისე ხომ არ განვითარდება მოვლენები, რომ მე ვეღარავინ დამეხმარება საავადმყოფოში და დავრჩები სრულიად მარტო-მეთქი. დღემდე არ ვიცი, რანაირად ვახერხებდი მაშინ ფსიქოლოგიურად მყარად ყოფნას. აქეთ ვამშვიდებდი ყველას – ჩემს მეგობრებსა და ოჯახს.

ელჩი პირადად მოვიდა ჩემი გაწერის დღეს საავადმყოფოში და თავად წამიყვანა სახლში. ეს დამოკიდებულებები და მხარდაჭერა ჩემი თვალით რომ არ მენახა, სხვის მოყოლილს, ალბათ, ვერ დავიჯერებდი. მათივე დახმარებით, ჩამოვედი საქართველოში იმ დროს, როცა უკვე მხოლოდ სპეციალური რეისები სრულდებოდა და მე სახლში დაბრუნება ძალიან მჭირდებოდა. ამიტომ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით პრემიერთან შეხვედრა იყო, იქ ჩემი გულწრფელი მადლობა ვთქვი და ამ სამწუთიან სიტყვას სოციალურ ქსელში ისეთი საოცარი გამოხმაურებები და ლანძღვა მოჰყვა, არ მჯეროდა. წერდნენ, რომ მთავრობამ გადამიხადა, მადლობის ტექსტიც მათ დამიწერეს და როგორ არ მრცხვენოდა, რომ ვმსახიობობდი. ეს იყო ჩემი პირველი შეჯახება საჯაროობასთან, მანამდე არასოდეს გამომიცდია მსგავსი დამოკიდებულებები. მახსოვს, პირველად, როცა ასობით აგრესიული კომენტარი წავიკითხე, რომელთა უმრავლესობაც ფეისბუქის ყალბი პროფილებიდან აკომენტარებდა, ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი. ეტყობა, ემოციური ფონიც მქონდა და ძალიან ბევრი ვიტირე. მაგრამ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ახალი ტალღა რომ აგორდა, უკვე მეცინებოდა, იმდენად აბსურდული ბრალდებები იყო. აი, მაგალითად – მომავალ ფინანსთა მინისტრად ამზადებენ და ახლა გამოაჩინესო. სინამდვილეში, მე ამაზე საჯაროდ იმიტომ ვწერდი და ვსაუბრობდი, რომ ის ადამიანები გამემხნევებინა, რომლებსაც ვირუსი ჰქონდათ და ძალიან დათრგუნულები იყვნენ. ვერ აგიღწერთ, რამდენი ადამიანი მწერდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მადლობას მიხდიდნენ იმისთვის, რომ ჩემი დიაგნოზი გავასაჯაროვე. ჩემმა გამოჯანმრთელებამ ეს ადამიანები დაამშვიდა.

ამ ამბებმა, რაღაცნაირად, კომფორტის ზონიდან გამომიყვანა. მივხვდი, რომ ყველას ყოველთვის ვერ მოეწონები და ეს არც უნდა განიცადო. ბევრი რამე გადავაფასე, გავიაზრე, რამხელა ძალა აქვს მხარდაჭერას. ამიტომ, როცა მარნეულის კლასტერი გაჩნდა და ქსენოფობიური კომენტარები ვნახე, ძალიან გავბრაზდი. მხარდაჭერა გამოვხატე და სტატუსიც დავწერე იმაზე, როგორ არასოდეს მიგრძვნია იტალიელებისგან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საფრთხეს ვუქმნიდი მათ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები ამ ქვეყნის სრულუფასოვანი მოქალაქეები არიან და გაუმართლებელია ის აგრესია, რაც იმ დღეებში ისმოდა. ფაქტია, რომ კორონა საზღვრებსა და ეთნიკურობას არ ცნობს.

ჩემს გეგმებს რაც შეეხება, სექტემბერში ვაპირებ იტალიაში დაბრუნებას და იმ სამაგისტრო პროგრამის დამთავრებას, რომლის გამოც რომში წავედი. ორწლიანი პროგრამაა და ფინანსებს ვსწავლობ. თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი მაქვს დამთავრებული და მინდა ვთქვა, რომ სრულიად განსხვავებულია განათლების სისტემები საქართველოსა და ევროპას შორის. ვერც კი შევადარებ, იმდენად განსხვავებულად ისწავლება ეკონომიკა და ფინანსები. ამიტომ, მე მართლა მიწევს, რომ თავიდან ვისწავლო ის, რაც იქაურ სტუდენტებს უკვე ნასწავლი აქვთ. ჩვენი უნივერსიტეტების უმრავლესობა საბაზისო ცოდნასაც კი ვერ იძლევა, ჩვენთან სწავლა პრაქტიკაზე არ არის დაფუძნებული და მე ორმაგი შრომა მჭირდება. სწავლის დამთავრების შემდეგ, დაბრუნებას და საქართველოში მუშაობას ვაპირებ. ისე კი, იტალიაში წასვლამდე შესაძლებლობა რომ მქონდეს, სიამოვნებით ჩავერთვებოდი ეკონომიკის აღდგენის ახალ პროგრამაში, რომელსაც ახლა მთავრობა ახორციელებს.

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: ნინო ბაიდაური

The post თაკო ილურიძე, 24 წლის, გორი appeared first on WomenOfGeorgia.

ბელა მაღლაფერიძე, ნიუ-იორკი, 34 წლის
„ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს ერთი ასეთი მანტრა გვაქვს: შემოდგამ თუ არა ფეხს JFK-ის აეროპორტში, უნდა განულდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაივიწყო შენი წარსული და თავიდან დაიწყო ცხოვრება. მე არ გამინულებია ჩემი წარსული, არ დამვიწყებია ჩემი მიზნები. თუ რამე გავანულე ამერიკაში ჩამოსვლისას, მხოლოდ ის ამბიციები იყო, რომელსაც ხელის შეშლა შეეძლო მიზნის მიღწევაში.

საქართველოში ცხოვრებისას, ჩემი ასაკისთვის, საკმაოდ წარმატებული კარიერი მქონდა. წლების განმავლობაში ფინანსურ სექტორში მაღალ პოზიციებზე ვმუშაობდი. 2019 წელს ჩემი კულინარიული ჰობი ბიზნესად მინდოდა მექცია და საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, ნატახტარში, ტურისტულ მარშრუტზე ქართული პასტერიის საცხობი „საცხობელა“ ავამუშავე. თუმცა, როგორც ყველა ბიზნესს, ძალიან გამიჭირდა ნულოვანი მოგების წერტილზე გასვლა დასაწყისში, ამიტომ საცხობის სუბსიდირებას ჩემი ძირითადი ხელფასის ხარჯზე ვახდენდი. საფინანსო სექტორში საკანონმდებლო ცვლილებებს ჩემი სამსახური შეეწირა, რამაც, რეალურად, ფინანსურ კრიზისამდე მიმიყვანა და ეს იყო მიზეზი, ახალი შესაძლებლობები მეპოვა. ოჯახში ყოველთვის მე ვიყავი შემომტანი, მე ყოველთვის უფრო მეტი ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა მქონდა, ამიტომ კრიზისის დაძლევის გეგმაც მე უნდა შემემუშავებინა. მე უნდა ვყოფილიყავი ადამიანი, რომელიც შრომით მიგრაციაში ოჯახის გადასარჩენად წავიდოდა ამერიკაში.

თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს არ იქნებოდა მოკლევადიანი წასვლა. ისიც ვიცოდი, რომ აქ ჩემი კარიერის გასაგრძელებლად არ მოვდიოდი. თუმცა არასდროს მიმაჩნდა სათაკილოდ მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის არაა მისაღები ის სამუშაო, რასაც ვასრულებ, ვთვლი, რომ მოგებულ პოზიციაში ვარ იმიტომ, რომ სახლის დალაგებასა და სადილის მომზადებაში, რაც ქალის დამატებითი უფასო შრომაა ყოველთვის, აქ საკმაოდ ღირსეულ ანაზღაურებას ვიღებ. მთავარია, რაღაცებს პოზიტიურად და იმედით შეხედო. ჩემი პოზიტივი იმაში ვიპოვე, რომ დროის ფასი ვისწავლე, როგორც საკუთარი, ისე – სხვისი. ასევე, გავიაზრე სხვანაირი დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ხარისხი: ადრე თუ გადაწყვეტილებას კოლექტიურად, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ვიღებდი, ახლა ამის გაკეთება მარტო მიწევს. რასაც ვაკეთებ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი და ჩემი შვილების უკეთესი მომავლისთვისაა. თავიდან, აქ რომ ჩამოვედი, ბარში ვმუშაობდი. ერთ ჩემს ამერიკელ მეგობარს გავუმხილე, რომ საქართველოში მე თავად მქონდა კვების ობიექტი და ახლა კი სხვის ბარში მომსახურე პერსონალად ვმუშაობდი. იცი, რა მიპასუხა?! და ეს სიტყვები სულ მახსენდება, როცა ემოციურად გამიჭირდება: თუ სხვისი რესტორანი არ დაგილაგებია, ვერასდროს შეძლებ, შენ თავად გქონდეს წარმატებული რესტორანიო. მეთაკილება კი არა, მეამაყება, რომ ოჯახისა და მეგობრების მონატრების დაძლევის, სოციალური სტატუსის დათმობის ხარჯზე, ახალი, რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრების დაწყება შევძელი.

კოვიდ 19 და ქართველი ემიგრანტები

ისე გამოვიდა, რომ ნიუ-იორკის ლოქდაუნთან ერთად მუშაობაც შევწყვიტე. თავიდან ცოტა დაუცველობის განცდა მქონდა, მაგრამ მალევე ფოსტით ჩემი დამსაქმებლისგან ჩეკები მივიღე. აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ დროებით არ ვმუშაობდი, გაითვალისწინეს ჩემი მდგომარეობა და ხელფასის გადახდა გამიგრძელეს. გამიმართლა, ხელოვანების ოჯახში სამზარეულოში დამხმარედ ვმუშაობ და ქართულ სამზარეულოს ისე აუღეს ალღო, კვირაში 2 დღე ქართული კერძების დღედ გამოაცხადეს.

ქართული კომუნა განსაკუთრებული სოლიდარობით გამოირჩევა. პანდემიის დროს ბევრმა ქართველმა დაკარგა სამუშაო. თუმცა ისინი, ვინც მუშაობენ, უხელფასოდ დარჩენილებს ეხმარებიან: ხშირად ხვდებათ ხოლმე კართან საკვები ან კონვერტით ფული, ბინის ქირის გადახდაშიც ეხმარებიან ერთმანეთს. აქ ყველა კოლექტიურად ვცხოვრობთ და ერთმანეთს გატანაში ვეხმარებით.

ამერიკის მთავრობას საკმაოდ სამართლიანი სოციალური სერვისები აქვს. მიუხედავად ლეგალური სტატუსისა, ყველას შეუძლია მიიღოს სამედიცინო სერვისი. ჩვენთან ყოველი მეორე ბლოკის შემდეგ სამედიცინო პუნქტებია და ვირუსის პირველი ნიშნების დაფიქსირებისას, ამ პუნქტებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ყველას. ლოქდაუნიდან მე-16 დღეს, 37-მდე ამიწია სიცხემ. თუმცა მხოლოდ ანტიბიოტიკები დამინიშნეს და არ ჩათვალეს საჭიროდ კოვიდზე ტესტის გაკეთება. აქ ახლა ძალიან მარტივია ტესტის გაკეთება: რამდენიმე სიმპტომის აღმოჩენისას, მანქანით შეიძლება მისვლა კონკრეტულ მისამართებზე და მანქანიდან გადმოუსვლელად გიკეთებენ ტესტს ანტიგენზე, რომელიც ცხადია, ფასიანია და ღირებულება 200$-ის ფარგლებში მერყეობს.

ძირითადად, სულ სახლში ვარ. მხოლოდ საკვები პროდუქტების საყიდლად გავდივარ. სახლში ყოფნამ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში გამიღვიძა, არ ვიყო გამოუსადეგარი სხვებისთვის. წარმოიდგინე, ცხოვრობ სხვის მიწაზე, სხვის სახლში, ერთ ოთახში და არაფერს აკეთებ. ყოველთვის მინდა, თავი საჭირო ადამიანად ვიგრძნო, ამიტომ ფეისბუქზე დავიწყე ლაივების გაკეთება: მინდა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო ხალხს. აი, წინა კვირას თემა მქონდა მწვანე ბარათთან დაკავშირებით.

პანდემიის დროს ქართველების თემმა ერთმანეთის დახმარებისა და სოლიდარობის ჯგუფები გააკეთეს. ჩვენ გვაქვს ფეისბუქ ჯგუფი „ჩვენ ამერიკაში“, რომლის ფარგლებშიც დავაორგანიზეთ თანხის შეკრება და პირბადეები, სანიტაიზერები და ვიტამინები (რადგან წამალი არ არსებობს) დავარიგეთ იმ კლინიკებში, სადაც ქართველი ექიმები და პაციენტები არიან.

მუდმივად ვფიქრობ, თუ რა მჭირდება ამ სიტუაციის დასაძლევად. ჩემი შვილების ჩახუტება მირჩევნია ყველაფერს, მაგრამ ხომ ვერ ჩავეხუტები? ახლა ყველაზე მეტად მჭირდება, ვიყო საჭირო ადამიანი სხვებისთვის.

ქალები საქართველოდან ამერიკულ ემიგრაციაში

ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალია, რომელიც ქმრის ძალადობას გამოექცა და ეს ქალები დღეს სხვანაირად ძლიერი ადამიანები არიან. ზოგს იმდენად მძიმე ისტორია აქვს, რთული მოსასმენია. ერთ ქალს ქმარმა აიძულა წასულიყო ემიგრაციაში და ფინანსური ვალდებულებები აეღო ოჯახის სარჩენად. 5 წელი შრომაში გაატარა და უწყვეტად აგზავნიდა ფულს. 5 წლის მერე თითქოს გაუნათდა გონება – ერთ დღეს, სამუშაოდან რომ გამოვედი, ფრჩხილებს დავხედე და საკუთარი თავი შემეცოდაო. მივხვდი, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩამიარა და საკუთარი სიამოვნებისთვის არცერთი დღე მიცხოვრიაო. სხვათა შორის, ამ ქალმა მალევე შეიცვალა სამსახური, უფრო დაბალანაზღაურებადზე გადავიდა, რომ მეტი დრო ჰქონოდა საკუთარი თავისთვის. ქმრისგან ონლაინ მიიღო განქორწინება და ახლა ამბობს, არაფერს ვაკლებ საკუთარ თავს, რომ ის დაკარგული 5 წელი ავინაზღაუროო.

ერთხელ, მახსოვს, ნიუ-იორკის ქუჩაში მოვსეირნობდი და თან დედაჩემს ვესაუბრებოდი მესენჯერით. “არმანის” მაღაზიას ჩავუარე, კაბა მომეწონა და ფასს რომ დავხედე, ცივად გამოვბრუნდი. ამ დროს დედაჩემმა სრულიად მოულოდნელად მთხოვა, მივბრუნებულიყავი მაღაზიაში და ჩემი ნაშრომი ფული საქართველოში გაგზავნის ნაცვლად, ამ კაბის საყიდლად დამეხარჯა იმიტომ, რომ ამას ვიმსახურებდი. ეს იყო ყველაზე დიდი მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მიგრანტ ქალებს ასე აკლიათ ოჯახებისგან და ამ თანადგომისთვის ახლა მინდა, დედაჩემს მადლობა გადავუხადო.

აქ ძალიან ბევრი ქალი ოჯახებისთვის დედა-ბანკომატი, ცოლი-სპონსორია და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ქალს შეუძლია მარტივი ოცნებები აისრულოს: იმოგზაუროს, ლამაზი კაბები იყიდოს, სილამაზის სალონებს მიაშუროს, ამის უფლებას თავს ვერ აძლევენ და ეს იმ წნეხის ბრალიცაა, რომელიც ოჯახებიდან აქვთ. „რა დროს საკუთარ თავზე ზრუნვაა, სამუშაოდ ხარ წასული და ფული უნდა გამოაგზავნო“ – ესაა ის კრიტიკა, რაც ქალებს საკუთარ თავს ავიწყებს და რობოტებად აქცევს. ამიტომ, ასეთი ქალებისთვის, ხშირად ცხოვრება მათ მიღმა მიედინება, წლები გადის და ერთ დღესაც აღმოაჩენენ, რომ თურმე ცხოვრების საუკეთესო ნაწილი ქანცგაწყვეტამდე შრომაში გაატარეს, სასიამოვნო მეხსიერების ბარათები კი ცარიელი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსპორტია ჩემი ჰობი და საქართველოში ცხოვრებისას ბევრ შეჯიბრში მიმიღია მონაწილეობა, ამ სპორტით სიამოვნების მიღებისგან სიძვირის გამო თავს ვიკავებ. თუმცა მოგზაურობაა ის, რაზეც ჩემს თავს უარს ვერ ვეუბნები. სხვათა შორის, როცა მოგზაურობა დავგეგმე, რიდი მქონდა და ფეისბუქზე ვერ ვპოსტავდი, ზუსტად ამ კრიტიკის გამო. მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ ოჯახის მხარდაჭერა და თანადგომა ემიგრაციაში წასული ქალებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. და თუ გყავთ ასეთი ქალები, არასდროს დაიშუროთ მათთვის ასეთი მხარდაჭერის სიტყვები.

არის ხოლმე დრო, როცა სევდიანი დღეები მითენდება და ამ სევდის გაზიარებას საქართველოში მეგობრებთან თავს ვარიდებ. აქ თუ სევდიანად გავთენდი, არ მინდა, იქ სხვებს სევდიანად დავუღამო. სენტიმენტების დრო არ არის. დამოუკიდებლად იბრძვი, მაგრამ ზუსტად იცი, რომ ეს შენს პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. აქ ყველას ჩვენი ამერიკა გვაქვს, მაგრამ რამდენიმე წესი მაინც საერთოა: წესი 1: წარსულზე არ იფიქრო. წესი 2: პრობლემას შეხედე როგორც გაკვეთილს, რომელიც გაგაძლიერებს. წესი 3: მარტოობასა და დამოუკიდებლობას შორის განსხვავება ისწავლე. მიიღე შენი პრობლემა და გაიზარდეთ ერთად. ახლა თუ ყავარჯნები გჭირდება, ხვალ გაძლიერდები და შენ გახდები სხვისი მეგზური.”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ბელა მაღლაფერიძე / ნინა ბაიდაური

The post ბელა მაღლაფერიძე, ნიუ-იორკი, 34 წლის appeared first on WomenOfGeorgia.

ნინო გველესიანი, 25 წლის, პიზა, იტალია
„რა ვიცი როგორ ვართ, ვუძლებთ… ქუჩაში რომ გაიარო, მხოლოდ სადეზინფექციო მანქანებს, პოლიციას და თითო-ოროლა ადამიანს დაინახავ, რომლებიც სამსახურში ან საყიდლებზე მიდიან. ზოგჯერ თავი, მართლა, საშინელებათა ფილმში მგონია.

პიზაში და ტოსკანაში ისეთივე პიკი არ არის, როგორიც იტალიის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში, მაგრამ მაინც სულ შიშის ქვეშ ვართ. აქ იმასაც ამბობენ, რომ დაავადებულების რიცხვი უფრო მაღალია და ზუსტ სტატისტიკას სახელმწიფო მალავს. მას შემდეგ, რაც კარანტინი გამოცხადდა აქ ისეა, რომ ერთი კომუნადან მეორეში გადასვლის უფლებაც აღარ გვაქვს, სპეციალური ცნობის გარეშე. პოლიცია მუდმივად გვამოწმებს. უკვე მთელი თვეა მეგობრების სახლში გადმოვედი, რადგან მე ჩემი გრაფიკის გამო (ავტ. ნინო ერთ-ერთ სუპერ მარკეტების ქსელში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს), რისკის ქვეშ ვარ და არ მინდა ჩემს შვილთან ყოველდღიური შეხება მქონდეს.

ჩემი აზრით, საქართველო უფრო მობილიზებულია ახლა, ვიდრე იტალია. აი, მაგალითად, აქ რომ გადმოვედი, ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის, ყველას დაბალი სიცხეები გვქონდა და ზოგს ხველაც. სასწრაფოში ვერ დარეკავ აქ, პოლიცია გაკავშირებს სპეციალური ხაზით ექიმთან. მე დაბალი სიცხე და ხველა მქონდა სამი დღის განმავლობაში, ოპერატორმა ტელეფონით დამინიშნა ანტიბიოტიკი და გვითხრა, რომ თუ სუნთქვის გაუარესება არ გვაქვს და ძალიან არ გვიჭირს, ვერავინ მოვიდოდა და ვერც საავადმყოფოში წაგვიყვანდნენ. ამიტომ, უნდა დავრჩენილიყავით სახლში და მათი დანიშნული წამლები მიგვეღო. აქ ტესტსაც არავინ გიკეთებს, თუ ძალიან მძიმე მდგომარეობა არ არის და ამიტომ, არც ვიცით ვირუსი გვქონდა თუ არა. სამი დღის წინ ჩემი მეგობრის ქმარს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. მას, დაახლოვებით, იგივე სიმპტომები ჰქონდა, რაც ჩვენ და ექიმებმა მასაც ტელეფონით უთხრეს, რომ 80% კორონა ვირუსი აქვს, მაგრამ შედარებით მსუბუქი ფორმებით. ამ ბიჭსაც სახლში დარჩენა ურჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში 8 თვის ბავშვი ჰყავთ. საავადმყოფოში შენი ინიციატივითაც ვეღარ მიხვალ, რადგან არავინ შეგიშვებს და თან პოლიციას იძახებენ.

ჩემს სამუშაო პირობებს რაც შეეხება, ერთ-ერთი მარკეტების ქსელის ფილიალის მენეჯერი ვარ. დღეში შვიდ საათს ვმუშაობ, დღის პირველ ან მეორე ნახევარში და კვირაში ერთი დღე ვისვენებ. ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენც საგანგებო მდგომარეობის გამო, განსხვავებული პირობებით გვიწევს მუშაობა და მეც ბევრი რამის შეთავსება მიწევს. მაგალითად, ზოგჯერ მოლარესთან ვდგავარ და ვეხმარები, რომ ორივე სალარო გავხსნათ და რიგი არ დადგეს მარკეტში. გარდა ამისა, სპეციალური სადენზიფექციო ხსნარებით, პირბადეებით და ხელთათმანებით გვამარაგებს დამსაქმებელი. საღამოს ცვლაში თუ ვმუშაობ და მე მიწევს მაღაზიის დახურვა, ჩვენი უფროსი გვაკითხავს საკუთარი მანქანით ყოველჯერზე და ყველა თანამშრომლი (4-5 ადამიანი) სახლებში მივყავართ. ზოგჯერ დილითაც მირეკავს და მთავაზობს წაყვანას, მიუხედავად იმისა, რომ დღისით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს. ამ მხრივ, მართლა ყველა პირობას გვიქმნიან აქ. გარდა ამისა, მე რადგან მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, როგორც მენეჯერს და თან ამ ვითარებაში, გაორმაგებულად გვიწევს შეკვეთების გაკეთებაც და სხვა სამუშაოც, შეიძლება ერთი საათით ან საათნახევრით მეტი დროით დარჩენა მომიწიოს, საქმეების დასამთავრებლად. ოღონდ, ამას აქ არავინ გაიძულებს და არც მოითხოვს შენგან. მაგრამ წინა თვეს რადგან დავრჩით რამდენჯერმე და მეტი ვიმუშავეთ, ზეგანაკვეთური შრომისთვის პრემიები დაგვერიცხა. აქ კანონმდებლობით აქვს პრიორიტეტი დასაქმებულს. ამიტომ, დამსაქმებელი არადამიანივით ვერ მოგექცევა და ვერც მარკეტში გამოგკეტავს მთელი ღამით. მე მაქვს განცდა, რომ ჩემს უფლებებს ასე მარტივად ვერ შელახავენ იმიტომ, რომ კანონი მიცავს. შესაბამისად, დამსაქმებლისგანაც ვგრძნობ პატივისცემას და ჩემი შრომის დაფასებას, რაც მოტივაციასაც მიმაღლებს.

საქართველოს მარკეტებში კი სამუშაო პირობებზე რაც მესმის ხოლმე, გაოგნებული ვრჩები – როგორ ექცევიან დამსაქმებლები ადამიანებს?! აქ რიგით მოლარე-ოპერატორი, სულ მცირე, 850 ევროს ანაზღაურებით იწყებს მუშაობას და გამოცდილების შესაბამისად, ხელფასი ემატება. მაგრამ, 300-400 ლარი რომ გაქვს ხელფასი, ვირივით გამუშავებენ მთელი დღე და თან გაიძულებენ ღამეც იქ დარჩე, ეს ადამიანური მოპყრობაა?! ამაზე რატომ არაფერს აკეთებს სახელმწიფო? არ არსებობს ქვეყანაში ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს? ხელფასები რომ ასეთი დაბალია და ფასები ევროპულზე უფრო მაღალი, ეს როგორ ხდება? ამ ზაფხულს საქართველოში ვიყავი, ხორცის ყიდვა მინდოდა და ორი წლის წინანდელი ფასი მახსოვდა, როცა კილოგრამი ხორცი 12 ლარი ღირდა. აღმოჩნდა, რომ ორ წელიწადში 18 ლარამდე გაიზარდა. ამხელა მატება რანაირად მოხდა? ზოგჯერ მართლა მიკვირს, როგორ არსებობენ ადამიანები საქართველოში.

გარდა ამისა, სახელმწიფო გვეხმარება სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ადგილობრივმა მთავრობამ უკვე გამოაცხადა გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის დროს მომუშავე ყველა ადამიანს, ყოველთვიურ ხელფასზე დამატებით 600 ევროს დაგვირიცხავს, კომპენსაციის სახით. ლეგალურად მცხოვრებ მიგრანტებს კი მთავრობა უმუშევრობის კომპენსაციასაც უხდის, კვების ვაუჩერებს ურიგებს და ა.შ. 3 მარტის მერე კი სკოლები რადგან დაიკეტა, ბავშვები სახლში არიან და ზოგს მუშაობა გარეთ გვიწევს, სახლში დარჩენილი ჩვენი შვილების მომვლელის ხარჯებს გამგეობა ანაზღაურებს. დამხმარის დაქირავება მე არ მომიწია, რადგან გამიმართლა და დედა მყავს აქ, რომელიც უვლის ანდრიას, მაგრამ ვისაც სჭირდება, სახელმწიფო ზრუნავს მათ დახმარებაზე.

მაგრამ, საბუთების არმქონე ქართველებს ვერც იტალიის მთავრობა ეხმარება ფინანსურად. აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს არალეგალურად, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს და სრულიად უფულოდ დარჩნენ. ამ ხალხს დანაზოგიც კი არ აქვთ. მოგეხსენებათ, ძირითადად, მიგრანტების ცხოვრება როგორც არის – რასაც გამოიმუშავებენ, მთლიან ფულს საქართველოში აგზავნიან და აი, დადგა ის შავი დღე, როცა თვითონაც სჭირდებათ, მაგრამ პურის ფულიც კი აღარ აქვთ და ძალიან მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. წარმოიდგინეთ, ერთი სახლში შეიძლება 11-12 სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობდეს ერთად. ამ ვითარების გამო, საქართველოში დაბრუნება ბევრს უნდა, მაგრამ მე როდესაც დავრეკე საელჩოში და ვიკითხე მითხრეს, რომ რიგში სამიათასზე მეტი ადამიანია. რიგს უნდა დაელოდონ, ვისაც წასვლა უნდა, რაც გაურკვეველი დროით ლოდინს ნიშნავს.

აქაურ მიგრანტებს როცა ვუყურებ და ვუსმენ, ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ მათ ფონზე თავი „პრინცესა“ მგონია მეთქი. იმდენი პრობლემა აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მე, ალბათ, არ მაქვს საწუწუნო და გამიმართლა იმით, რომ დედაჩემია ჩემთან, რომელიც სულ გვერდში მიდგას და შემიძლია ჩემი შვილი უსაფრთხოდ დავტოვო მასთან. გარდა ამისა, ისეთ სამსახურში აღმოვჩნდი, რომელიც არ დაიხურა და არც უმუშევარი აღმოვჩნდი. თან სახელმწიფოც გეხმარება, მითუმეტეს, როცა მცირეწლოვანი შვილი გყავს და მარტო უზრუნველყოფ მის საჭიროებებს.

ჩემთვის სამსახური და სახლიდან გასვლა, ამ ვითარებაში, სტერსი კი არა შვება უფროა. მგონია, რომ სულ სახლში მეტად გამიჭირდებოდა. ერთი დღე მაქვს დასვენება და ზოგჯერ მაშინაც სამსახურში გავრბივარ. ვცდილობ, რომ ზედმეტ პანიკაში კი არ ვიყო იმის გამო, რომ ბევრ ადამიანთან ვურთიერთობ და დიდი რისკის ქვეშ ვარ, არამედ იმით დავიმშვიდო თავი, ყველა რეკომენდაციას თუ ზედმიწევნით სწორად შევასრულებ, არაფერი დამემართება. ყველაზე რთული, ალბათ, მაინც ის არის ჩემთვის, რომ შვილს ვერ ვნახულობ ყოველდღიურად. არ ვიცი როგორ, მაგრამ ბავშვმაც გაითავისა ეს მდგომარეობა. მგონი უკვე გაიზარდა და იცის, რომ აუცილებელია ვიმუშაო, თორემ ბევრი რამე მოაკლდება. ტელეფონზე როცა ვურეკავ, მეკითხება ხოლმე – „შენ ხომ არ გაქვს ვირუსი და ხომ შეგიძლია, რომ მოხვიდე სახლში?“ ნუ, მერე მე ვუხსნი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და შეიძლება მაინც მქონდეს ვირუსი. ახსნის შემდეგ არც ჭირვეულობს და არც ტირის. ალბათ, ისიც არის, რომ დედაჩემთან კარგად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ბავშვი, თითქმის, სამი კვირა რომ არ მყავდა ნანახი, ბოლოს მართლა ვეღარ გავძელი. წინა დღეს საგანგებოდ ჩავიტარე დეზინფექციის კიდევ უფრო გრძელი პროცედურები და კვირას წავედი მის სანახავად. პირბადე და ხელთათმანები მეკეთა რომ მივედი და თავადაც გაიკეთა. მერე მითხრა, რომ ცოტა შორს დავჯდები და ასე ვისაუბროთო. ძალიან სასაცილო იყო, ასეთი დისტანციური შეხვედრა.

დამოკიდებულებები შეცვლილია. მაგალითად, აქამდე ვიცოდი, რომ აქ მეზობლობა, მისვლა-მოსვლა და ყავაზე სახლში მიპატიჟებები არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ ძალიან მშვენივრადაც გამოსდით ეს ამბავი. ერთადერთ ადგილი, სადაც ახლა ხალხთან ვურთიერთობთ, არის კორპუსის აივნები და სამეზობლო. საღამოობით ყველა ჩვენ-ჩვენს აივნებზე ვიკრიბებით და კარანტინის დროს გავიცანით, მაგალითად, ჩვენს ზემოთ მცხოვრები ორი სტუდენტი გოგო, გვერდზე სტუდენტი ბიჭები და სხვა მეზობლებიც. კომუნიკაცია სხვადასხვანაირი გვაქვს, ზოგჯერ საღამოობით მუსიკას ვუსმენთ, ან ლუდს ვსვამთ და სხვადასხვა თემებს განვილხილავთ, რა თქმა უნდა, მთავარი თემა აქაც ვირუსია.

თავიდან მართლა ტრაგიკული იყო იტალიელებისთვის ცხოვრების სტილის შეცვლა, მაგრამ თანდათან გაითავისეს. ახლა მარკეტები გახდა ბევრი მათგანისთვის სასეირნო და გამოსასვლელი ადგილი. მთელი დღის განმავლობაში ხომ ვაკვირდებით, ზოგი ადამიანი 3-4-ჯერ ასწრებს მოსვლას და შენიშვნის მიცემაც მიწევს. უსაფრთხოების პროცედურის დაცვაც თავიდან ყველას უჭირდა და ვერც გაითავისეს კარგად რა ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველა ძალიან სერიოზულად ეკიდება. ყოველდღიურად ვაკვირდები მარკეტში მომსვლელი ადამიანების ქცევასაც და ვხედავ, რომ თანდათან უფრო ორგანიზებულდ იცავენ დისტანციას.“

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: ნინო გველესიანი/გედა დარჩია

The post ნინო გველესიანი, 25 წლის, პიზა, იტალია appeared first on WomenOfGeorgia.

ქეთი თომეიშვილი, 48 წლის, ვანი
29 წლის ვიყავი ემიგრაციაში რომ წავედი და 14 წლის შემდეგ დავბრუნდი.

ჩემი და ძალიან ახალგაზრდა იყო, ანევრიზმა როცა დაემართა. გადარჩენის შანსი მარტო 2% იყო, მაგრამ მინდოდა ეს მინიმალური შესაძლებლობაც გამომეყენებინა. ამ პერიოდში გათხოვილი ვიყავი და ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი. ჩემი გაუღებელი კარი არ დარჩა: კერძო მევახშეებისგან ფული ვისესხე და ოპერაციისა და 46 დღიანი კომის შემდეგ, ჩემი და გადავარჩინე. სიმართლე გითხრათ, ქმარი გვერდში არ დამდგომია და მეც მასთან ვეღარ ვიცხოვრბდი, ვერ ვაპატიებდი.

დავბრუნდი ჩემ სამი წლის შვილთან და ვალებთან ერთად სოფელში, დედასთან. ისეთი გაჭირვება მაქვს გამოვლილი! ჩემი დის სანახავად რომ მოდიოდნენ, ხელებში ვუყურებდი, რა მოიტანეს-თქო. მეზობელი ერთ თეფშ საჭმელს რომ შემომაწვდიდა, ჯერ ჩემ შვილს ვაჭმევდი, მერე დას და დედას. საბავშო ბაღი მაშინ 5 ლარი ღირდა და ხანდახან იმ 5 ლარსაც ვერ ვშოულობდი, რომ ბავშვს იქ უფასო საჭმელი მაინც ქონოდა. სულ მაწუხებდა ეს პასუხისმგებლობა: როცა მოგყავს შვილი და მარტო გაზრდას გადაწყვეტ, ან იმაზე მეტი უნდა გაუკეთო ან ის მაინც არ უნდა მოაკლო,  რაც მანამდე ქონდა. დავიწყე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრი, მაგრამ დედაჩემი შემეწინააღმდეგა, რას იტყვის ხალხიო და მეც თავს ვიკავებდი. საზღვარგარეთ წასულ ქალებზე სოფელში ხალხი ცუდს ფიქრობდა. მაგრამ ერთხელაც ჩემი შვილი ბაღიდან სველი ფეხებით რომ დაბრუნდა, ფეხსაცმელი ქონდა გახეული და წყალი შესდიოდა, ვეღარაფერმა დამაკავა. 50-50 თეთრი ავაგროვე და 6 ლარად ბათუმში ჩავედი. იმედი მქონდა, იქიდან თურქეთში გადავიდოდი სამუშაოდ.

ისე აეწყო, რომ 3 წელი ოჯახში ვიმუშავე ბულგარეთში, მერე იქიდან 1 წელი აზერბაიჯანში და ბოლო 10 წელი უკვე თურქეთში ვიყავი ოჯახში მოხუცის მომვლელად. თავიდან წასასვლელი ბილეთი  და საგზლად სენდვიჩი კი მიყიდეს, მაგრამ მახსოვს, ავტობუსში ტუალეტის ფულიც არ მქონდა და მძღოლმა მაჩუქა 10 ლირა გზაში.

ძალიან რთულ პირობებში მომიწია მუშაობა. სანამ ენებს ვისწავლიდი, დაბალ ხელფასზე ვმუშაობდი. 400 დოლარს მიხდიდნენ და 24 საათიან რეჟიმში, ხშირად შესვენების გარეშე უმძიმეს სამუშაოს ვასრულებდი: ჩავარდნილი მოხუცის მოვლა, საოჯახო საქმე. ერთი დღე მქონდა დასასვენებლად და ისიც სხვა ოჯახში გავრბოდი სახლის დასალაგებლად, რომ ყოველთვიური ანაზღაურება მეტი მქონოდა. ასეთ დღეში იყვნენ იქ ქალების უმეტესობა. თან უსაფრთხოდაც ვერ გრძნობ თავს, თუ საბუთები წესრიგში არ გაქვს, შეიძლება ხელფასიც არ გადაგიხადონ. რამდენი შემთხვევა ვიცი, ქალებზე უძალადიათ, მაგრამ ეს ამბავი არავის აინტერესებს. არავინ ინტერესდებოდა ჩვენით. სამედიცინო დაზღვევაც ბევრს არ აქვს, იმიტომ რომ მაშინ გადასახადები უნდა გადაიხადო და „გაალეგალურო“, რაც ისედაც მცირე ხელფასს აკლდება.  გაძლებაზეა იქ ყველა. თუ გაუძლებ, გადარჩები და ამ გადარჩენაში აუცილებლად დაგეხმარება მიზანი. ძალიან ბევრი ქალი ვიცი, შრომობს იქ წლებია, აგზავნის ფულს, მაგრამ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს და ასე გადის მათი ცხოვრბა, ოცნებაში. იცით რატომ? იმიტომ რომ ამ ქალების გამოგზავნილი ფული იოლი ფულია აქაურებისთვის და ასევე იოლად ხარჯავენ. ერთხელ რომ გამოვგზავნე 300 დოლარი, მალევე მეც ჩამოვედი ცოტა ხნით და ოჯახში არაფერი ქონდათ საჭმელი. ამის მერე გადავწყვიტე, რომ პირდაპირ ფული კი არ გამომეგზავნა, მაღაზიისთვის გადამეხადა ყოველთვიურად და ჩემებს საკრედიტო ხაზივით ქონდათ გახსნილი პროდუქტის ასაღებად. მე წავედი, რომ დავბრუნებულიყავი. მართლა მეცოდებიან ის ქალები, ვინც ოჯახის მიერ აღებული კრედიტების მონა ხდება და ვეღარ ბრუნდება.

მიგრანტ ქალებს რამდენიმე „პრესის“ ქვეშ გვიწევს მუშაობა: ჯერ ერთი ძალიან იაფი მუშა-ხელი ვართ საზღვარგარეთ, მერე რამდენი ქალი არჩენს ოჯახის წევრებს, რომლებსაც ეს თანხა არასდროს ყოფნით და კიდევ ზემოდან „რას იტყვის ხალხი“ -ს უნდა გავუძლოთ. რამდენჯერ დედაჩემი საკიპით რომ მელაპარაკებოდა, სპეციალურად მეზობელთან გადადიოდა, რომ სოფელში ხალხი დარწმუნებულიყო, მართლა ოჯახში ვმუშაობდი და არ სადმე „სხვაგან“. ახლაც ფეისბუქზე მიგრანტი ქალი თავის მოხუცთან გადაღებულ ფოტოს რომ დებს, ვიცი, რომ ამას ხალხის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებს.

თურქეთში რომ გადავედი უკვე 1000 დოლარი მქონდა ხელფასი, მაგრამ თანხის დაგროვებას 400 დოლარითაც ვახერხებდი. ჩემი პირველი მიზანი ვალების დაბრუნება იყო, წარმოიდგინეთ 50,000 ლარი მქონდა უკვე ვალი პროცენტებიანად. ყველა მევალეს დავუკავშირდი და გადვადება ვთხოვე. 4 წელში ყველა ვალი დავფარე. შემდეგი მიზანი მქონდა სახლის აშენება. ამდენი სული ერთ პატარა „კუხნაში“ ვცხოვრობდით. მახსოვს, თურქეთში მაღაზიის ვიტრინას რომ ჩავუვლიდი, თვალი გამირბოდა ლამაზი შარვლისა და „კოფთისკენ“, ფასს რომ გავიგებდი, ტვინში კალკულაციას ვაკეთებდი, ამ თანხით რამდენი ბერკეტი მომივიდოდა სახლის ასაშენებლად და ხელცარიელი გამოვდიოდი უკან.

ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ასეთ შრომაში. ჩემი შვილის არც პირველ კლასში წასვლა მინახავს, არც მისი ცეკვის კონცერტები. ფოტოებით და ვიდეოებით ვადევნებდი თვალს, როგორ იზრდებოდა. მაგრამ მთავარია ვიცოდი, როდის უნდა დავბრუნებულიყავი. ვალების გასტუმრებისა და სახლის აშენების შემდეგ, კიდევ ერთი სურვილი მქონდა. მანქანა მინდოდა მეყიდა. ქმარმა, დაშორების წინ მომაძახა, ახლა გიყურებ, როგორ გეტირება დედაო. მაშინ გულში ვიფიქრე, სახლიც მექნება და შემოსავალიც, მაგარ შვილსაც გავზრდი და მანქანაც მეყოლება-თქო. მერე საქართველოში რომ დავბრუნდი, მივაკითხე ჩემ ყოფილ ქმარს სახლთან. როცა გამოჩნდა, დავუსიგნალე და ფარები ავუნთე. მიყურებდა ბუსავით. ეს იმხელა სიამოვნება იყო, გადაფარა იმ 14 წლის ტანჯვით შრომა.

საქართველოში 2016 წელს დავბრუნდი. დანაზოგიც მქონდა და დავიწყე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. ერთხელ, ქუთაისთან ზამთარში დავინახე სათბურები. ვიფიქრე, ქართველი ამ ზამთარს გარეთ რომ გამოვა, ესე იგი იქ ფული ტრიალებს-თქო. დავინტერესდი სასათბურე საქმიანობით, მაგრამ ასე ცოდნის გარეშე არ მინდოდა გამრეისკა. ხან საკონსულტაციო ცენტრებში მივდიოდი, ხან კაცების ბირჟაზე ჩამოვდგებოდი და ვუსმენდი რას ლაპარაკობდნენ მეურნეობაზე, ხან ბაზარში პროდუქტების ფასებს ვიგებდი. ასე ავკრიფე ინფორმაცია და გადავწყვიტე კიტრის სათბურების გაკეთება. პირველი რაც გავიგე, წარმატებული მოსავალისთვის აუცილებელი იყო სადრენაჟე სისტემის გაკეთება. ჰოდა, მოვიყვანე ერთ დღეს ექსკავატორები, გამოვთხარე მიწა, ჩავყარე ქვები და 2 სათბური გავაშენე. დედაჩემმა თავში წამოირტყა ხელები, მეზობლებო ჩემმა შვილმა დანაზოგი მიწაში დამარხაო. მეზობლები ჭიშკართან მოდიოდნენ, ეჭვის თვალით მიყურებდნენ, გიჟი ვეგონე ყველას. მირჩევდნენ მაგ დანაზოგით წადი, თბილისში ბინა იყიდე და ქირით ირჩენ თავსო.

მერე იყო სახელმწიფო გრანტი 60%-იანი თანადაფინანსებით. ბანკები უარს მეუბნებოდნენ დაფინანსებაზე, მაგრამ ერთი ბანკი წამომყვა. დავწერე ბიზნეს გეგმა და დამიფინანსეს. რამდენიმე თვეში უკვე 5 სათბური მქონდა. ნელ-ნელა ნდობაც გამეზარდა დონორების და აგერ ფერმერთა ასოციაციამ 9,000 ლარიანი ღუმელიც დამიფინანსა სათბურების გასათბობად.

ახლა მთელი წელი მაქვს კიტრის მოსავალი. წელიწადში 20 ტონამდე მიღებ მოსავალს. ზამთარში ფასები 6-7 ლარამდე ადის და ვცდილობ მეტი მოსავალი ამ პერიოდში მქონდეს. 800 კვადრატულიდან დავიწყე და ახლა 2000 კვ.მ. სათბური მაქვს. ამასთან ერთად ღორების ფერმაც გავაკეთე. თუკი რამე თავისუფალი თანხა გამომიჩნდა, გარშემო მიწებს ვყიდულობ.  ალუჩის ბაღი გავაკეთე და მოსავალს ველოდები გაისად. სატაცურია ახლა მოთხოვნადი ბაზარზე და მომავალ წელს ესეც მექნება.

სოფელში ვინც ადრე გიჟად მთვლიდა, ახლა დასაქმებას მთხოვს. რამდენიმე მეზობელი მყავს დასაქმებული. ჩემი მენეჯმენტი მაქვს: ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ერთსა და იმავე საქმეს არც ერთი აკეთებს, რომ მერე ერთმანეთს არ დააბრალონ შეცდომები. შვილთან ურთიერთობაც სიმკაცრეში გადამდის, მაგრამ მირჩევნია შრომას მიეჩვიოს და ამ შრომაში ხელფასი გადავუხადო, რომ თავისი საჭიროებები დაიკმაყოფილოს, ვიდრე მთელი ცხოვრება მე შემომყურებდეს ხელებში. საქართველოში ხომ იცით როგორცაა, 40 წლის კაციც  ბავშვია და მოვლას ითხოვს.

მოგება ამ წუთში ვერ მექნება, რადგან, რაც შემოდის ყველაფერი ბანკში მიდის. 2 წელიწადში ამ ვალდებულებებსაც გავისტუმრებ და მერე უფრო გავიმართები წელში. თუმცა ამ შრომაში თანდადათან ისე ვიზრდები და ვიხვწები, იმდენ გამოცდილებას ვიღებ… ვალის გარეშე ძალიან ძლიერად ვიქნები.  ამას წინათ, აგერ ზედა სოფელში სათბური გაუკეთებიათ ბიჭებს. მივედი, ვნახე. ვუთხარი შეცდომით გააკეთეთ-თქო, სქელი მილები ჩაყარეს გასათბობად და ღუმელი ვერ ერევა. არ დამიჯერეს, ქალმა რა იცისო. იმათ თებერვალში მოათავეს მოსავალი, მე კიდევ ისევ ვიმკი.

მთხოვნელები მომირავლდნენ ამ ბოლო დროს. ან სად მოთოვა ამდენი ნაცოლარი, ამდენი ქვრივი?! შენი ჭირიმე, მე ვუთხარი: შვილი მყავს, სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო? რატო თორემ კი. გულის ხეთქვის მეტს არავინ არაფერს გაგიკეთებს. იქ, მერე ყველა თავის ცხვირს ჩაგიყოფს ამ გამზადებულ საქმეში. მერე მოგაქცევს თავის ჩარჩოში, და მე უვე ისეთი დამოუკიდებელი ვარ, ჩარჩოებს ვეღარ ავიტან. ასე, ჩემთვის მირჩევნია, ნელ-ნელა, მაგრამ წინ“

The post ქეთი თომეიშვილი, 48 წლის, ვანი appeared first on WomenOfGeorgia.

მაია სხირტლაძე, 43 წლის, მარტყოფი, დროებითი საცხოვრებელი ნიქოზია, კვიპროსი/შრომითი მიგრანტი
„დიდი ხანია ვგეგმავდი, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, მაგრამ თითქოს რაღაც მექაჩებოდა უკან… არ მინდოდა შვილების დატოვება და ყოველ ჯერზე იმის იმედი მქონდა, რომ საქართველოში ვიპოვნიდი ისეთ სამსახურს, რომელიც ეკონომიურად გამაძლიერებდა. თუმცა, უკიდურესმა გაჭირვებამ მაინც გადამაწყვეტინა, შრომით მიგრანტად კვიპროსზე ჩამოვსულიყავი.

ვალი ავიღე, რომ გზის ფული მქონოდა და 2 წლის წინ აქ ჩამოვედი. კვიპროსზე 8 წელია ჩემი მაზლის ცოლი ცხოვრობს და მასთან ერთად ვცოვრობდი ბინაში. თავშესაფრის პრობლემა არ მქონდა. მალე სამუშაოც დავიწყე.“

ფიზიკური შრომა გადარჩენისთვის

„ჩემი პირველი სამუშაო ერთ-ერთი კვიპროსელი ოჯახის ბინის დალაგება იყო. ეს იყო ერთჯერადი სამუშაო. ვიცოდი, რომ თუ მოეწონებოდათ ჩემი დალაგებული, აუცილებლად რეკომენდაციას გამიწევდნენ სხვებთანაც. მართლაც ასე მოხდა.

ახლა რამდენიმე ოჯახში დავდივარ. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მთელი დღეები დაკავებული მაქვს. დღეში 2 სახლს ვალაგებ და ყოველდღიურად 9 ან 11 საათი ვმუშაობ. ეს არის საკმაოდ მძიმე შრომა, რადგან პრაქტიკულად შესვენების გარეშე მიწევს სახლის დალაგება. ოჯახებიც ძალიან მომთხოვნები არიან და იმის შიშით, რომ არ დავკარგო სამუშაო, დაძაბულ რეჟიმში მიწევს მუხლჩაუხრელად ფიზიკური შრომა.

ერთ-ერთი რთული გადასალახი ენის ბარიერიც იყო. ახლა ნელ-ნელა ვისწავლე ცალკეული სიტყვები და ფრაზები, მაგრამ ჩემი ენის ცოდნა სახლის სამუშაოსთან დაკავშირებულ ლექსიკას არ ცდება. რადგან ოჯახებში, სადაც ვმუშაობ, გამომლაპარაკებელი არავინ მყავს.

თავდაპირველად ჩემი ანაზღაურება საათში 4 ევრო იყო. ეს არის მინიმალური ანაზღაურება, მაგრამ რადგან საქართველოში ფული უნდა გამეგზავნა ჩემი ოჯახისთვის, ამაზეც თანახმა ვიყავი. ახლა საათში 5 და 6 ევროს მიხდიან, გააჩნია ოჯახს და საქმის სირთულეს. ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 1,150 ევროა და ამ თანხას, ჩემი აქაური ბინის ქირის, ტრანსპორტისა და მინიმალური კვების ხარჯების გამოკლებით, სრულად ვაგზავნი საქართველოში. რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვიკლებ. მე პირადად 2 წელია კვიპროსზე ვარ და არ დამიჯერებთ, ჯერ ზღვა არ მინახავს… მირჩევნია ჩემი პირადი ინტერესები და სიამოვნებები დავთმო და ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ მოვაკლო არაფერი.

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ერთადერთი სიხარული რაც მელოდება სკაიპით შვილებთან საუბარია. ესაა ჩემი დასვენება. ვცდილობ დასვენების საათები სახლში გავატარო, რომ მეორე დღისთვის ძალები აღვიდგინო და ენერგია არ დამაკლდეს. ასე გავლიე 2 წელი.“

„იცით რა არის სულის ტკივილი?“

„ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიჭირდა ემოციურად. ფიზიკურ დაღლას და შრომას ვუძლებთ ქალები, მაგრამ ძალიან რთული გასამკლავებელია ემოციური ბრძოლები. არასდროს ასეთი რამ არ გამომეცადა, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რა არის სულის ტკივილი: შვილების მონატრება, უცხო ქვეყანაში უცხოდ ყოფნა, სულიერი მარტოობის და უსუსურობის განცდა. დღე არ გავა, რომ არ ვიტირო…

აქ ისეთი ქალები მოდიან, ვისაც კერძო პირების ან ბანკების ვალები აქვთ აღებული. ზოგს 20,000 ან 30,000 აქვთ დასაფარი. არადა ამ ვალებს ხომ ისევ ოჯახების საკეთილდღეოდ იღებდნენ, იმ იმედით რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა მათთვის?! და როცა საკუთარ ქვეყანაში გამოსავალს აღარ გიტოვებენ, მერე იძულებული ხარ წახვიდე. და შრომობენ ეს ქალები, რომ პროცენტებიც იხადონ და ოჯახებიც არჩინონ. ზოგიერთი 2-3 წლის დარჩენის გეგმით ჩამოდის და აგერ უკვე 9-10 წელია შრომობს, ჯერ არ დაბრუნებულა. ქალები აქ ერთმანეთს ფინანსურად ვერ ვეხმარებით, მაგრამ სიტყვით მაინც ვამხნევებთ, ერთმანეთის მხარს მიყრდნობილები ვართ და ესეც ბევრ რამეს ნიშნავს.

ჩემი მიზანია, ცოტაოდენი ფული დავაგროვო, სახლში საცხოვრებელი პირობები გავიუმჯობესო და ალბათ 2 წელიწადში დავბრუნდები სამშობლოში. მერე იმედი მაქვს, რომ ისეთ სამსახურს მოვძებნი, საკუთარი თავისთვის რომ მეყოს შემოსავალი და შვილიშვილებთან ერთად გავიხარო. არ მეთაკილება ოჯახში მუშაობა, ნებისმიერი სირთულის საქმეს გავაკეთებ“

ოჯახში…

“საქართველოში 2 დაოჯახებული გოგო და მეუღლე დავტოვე. ყველა უმუშევარია. მეუღლეს კი აქვს ხელობა, სამღებრო სამუშაოებს ასრულებს, მაგრამ არასტაბილურად არის დასაქმებული. ხშირად მეუბნება, რომ ჩამოვა კვიპროსზე ჩემთან, მაგრამ მეეჭვება, ისეთ რეჟიმში შეძლოს მუშაობა, როგორსაც მე ვუძლებ და ტყუილად ორმაგი ხარჯი მექნება. შეიძლება ასე ჩანდეს, რომ თითქოს კაცებს ვამართლებთ, ხელს ვაფარებთ, მაგრამ ერთ მარტივ მაგალითს მოვიტან: ამას წინათ შვედეთში წავიდა, სამუშაოს მოძებნის იმედით, მაგრამ 2 თვეში უკან დაბრუნდა, რადგან ვერაფერი იპოვნა და სავიზო რეჟიმის დარღვევაც არ უნდოდა. მისი იქ წასვლა მე დავაფინანსე და მთელი ჩემი ნაშრომი ფული წყალს გავატანე. ამიტომ მირჩევნია, ისევ მე ავიღო პასუხისმგებლობა, საკუთარი თავის იმედი მქონდეს და ასეთი შეცდომა აღარ გავიმეორო.

საზოგადოებამ ქალებს აგვკიდა ვალდებულება, რომ შვილებს და ოჯახს მსხვერპლად უნდა შევეწიროთ. ეს არც არის სწორი, მაგრამ უკვე თითქოს ბუნებაში გაგვიჯდა, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია. არადა ყველაზე მეტად ამ დროს შენი სახელმწიფოს იმედი უნდა გქონდეს, რომ როგორმე შეგიმსუბუქოს ეს ტვირთი, ხელი შეგიწყოს, თუნდაც ელემენტარულ დასაქმებაში, ან თუნდაც იმ ცოდნის გაზიარებასა და ხელშეწყობაში, როგორ შეიძლება აქ მიღებული შემოსავლის სწორად დაბანდება“

„ჩემი საქართველო სად არის…“

„ყველზე რთული გასააზრებელია, როცა გრძნობ, რომ არც სამშობლოში და არც აქ, სახელმწიფო არ გიდგას გვერდში.

არ მიფიქრია იმაზე, ძალადობის შემთხვევაში არალეგალურად მცხოვრებმა ქალმა ვის უნდა მიმართოს? ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სამედიცინო მომსახურებაც რთული მისაღებია, ძვირია. ამიტომ თუ ძალიან არ გაგვიჭირდა, ძირითადად თვითმკურნალობას მივმართავთ.

2 წელია ნიქოზიაში ვცვხოვრობ. აქვეა საქართველოს საკონსულოც და ჯერ არ მსმენია, რამე შეხვედრა გაემართოთ, ჩვენი გასაჭირის, ტკივილების, პრობლემებისთვის მოესმინოთ. საერთოდ ვერ ვგრძნობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ.

ასე ვართ, დაკარგულები ვართ 2 ქვეყანას შორის და ჩვენი ოჯახების გარდა, არავინ იცის, რომ ვარსებობთ..“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტოს გადაღებასა და დამუშავებაში გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა იდა ბახტურიძესა და სალომე საღარაძეს

The post მაია სხირტლაძე, 43 წლის, მარტყოფი, დროებითი საცხოვრებელი ნიქოზია, კვიპროსი/შრომითი მიგრანტი appeared first on WomenOfGeorgia.

ციალა ცაძიკიძე, 59 წლის, იტალია
“13 წელი ხდება მარტში, რაც მიგრანტი ვარ. თავიდან ვფიქრობდი, რომ, მაქსიმუმ, 5 წელი დავრჩებოდი აქ და ვითომ ეს 5 წელი ციხეში ვყოფილვარ-მეთქი. იტალიაში რომ ჩამოვედი და ზოგიერთი ამბობდა, რომ უკვე ორი წელია აქ ვარ, ან სამი წელიაო, ვაიმე, ისე შევნატროდი! ამდენი ხანია აქ არიან, უკვე ენაც იციან, უკვე შეგუებულებიც არიან… მე როდის გამივა ეს ორი და სამი წელი-მეთქი. და აი, მეცამეტე წელია … ადამიანი ეტყობა ყველაფერს ეჩვევა და ეგუება. პირველად რომ ვერ წარმომედგინა, ახლა მანდ რომ ჩამოვდივარ, უკვე გაუცხოებულად ვგრძნობ თავს. თითქოს ჩემს ადგილს ვეღარ ვპოულობ. აქ რომ სამუშაო მაქვს და ვიღაც მელოდება, უფრო საჭიროდ ვთვლი თავს. შვილებიც გაიზარდნენ, მათ ჩემი თავი აღარ სჭირდებათ, ყველა საკუთარი საქმით არის დაკავებული და მე კიდევ მანდ, რაღაც, უფუნქციოდ ვგრძნობ თავს. საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მიხარია ხოლმე და წელიწადში ერთხელ რომ არ ჩამოვიდე, მართლა ძალიან ძნელია. მაგრამ, მოდიხარ და გგონია რაღაც გამოსწორდა – რაღაცა აშენდა, რაღაცა გაკეთდა… ამ დროს განსაკუთრებულ წინსვლას ვერ ხედავ, აქედან ჩამოსულს ყველაფერი შავად გეჩვენება თითქოს. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს ჩვენში!

თავიდან რომ წამოვედი, ჩემი გული მანდ დარჩა. მარტო მე კი არა, 45 ქალი მივდიოდით იმ ავტობუსით და რომ გადახედავდი, ყველას სახეები ჩამოსტიროდა და ძალით ვიმხნევებდით თავებს. არაფერი ჩვენ არ გვიხაროდა, არადა პირველად ვიყავით საზღვრებსგარეთ და ყველაფერი ხომ საინტერესო უნდა ყოფილიყო? მაგრამ არ გვაინტერესებდა, ისეთი დარდიანები და გულმოკლულები ვიყავით.

რა გამიჭირდა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, შვილების და ოჯახის დატოვება. მანამდე ჩემს გარეშე არასოდეს ყოფილან და არ ვიცოდი – რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა. ყველაზე მეტად უმცროსი შვილის დარდი მქონდა, რომელიც ძალიან პატარა, 12 წლის დავტოვე. მადლობა ჩემს შვილებს, რომ ყველაფერი კარგად წავიდა და მათ არანაირი პრობლემები არ შემიქმნეს. კარგი ამბები რომ მესმოდა შვილებისგან, მერე უკვე აღარ მიჭირდა. ბევრი რამ გადამხდა აქ ყოფნისას, თუნდაც ის, რომ მეუღლე გარდამეცვალა და მე ვერ ჩავედი საქართველოში. მაგრამ სასიხარულოც მაქვს – ჩემმა შვილებმა მიიღეს განათლება, ჩემი დახმარებით და იპოვეს საკუთარი გზა! სხვა რა გვიხარია აქ?! ჩვენ ხომ აქ პატიმრები ვართ ფაქტიურად! ჰო, თავისუფლად ვერსად ვერ გახვალ. აი, ახლაც ორი საათით ვიყავი გასული და გულგახეთქილი მოვვარდი. ხუთი წუთიც რომ დამგვიანებოდა, ეს ქალი ატეხავდა ზარებს. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. მართალია ეგ ორი საათი მე მეკუთვნის და უნდა გავიდე. იმ პერიოდში რამეც რომ მოხდეს, შენ არ ხარ დამნაშავე, მაგრამ მაინც უდიდესი სტრესია – რომ წაიქცეს ან სხვა რაღაც დაემართოს?! ყველაზე რთული ის არის, რომ ჩვენ მოხუცების ცხოვრებით ვცხოვრობთ აქ – ამათ რაც ესიამოვნებათ, ის უნდა ვაკეთოთ. ბევრჯერ გინდა ფანჯარა გააღო, გაანიავო და არ გაქვს უფლება. იმიტომ, რომ მას სცივა; გინდა რომ ტელევიზორი ისეთ დროს ჩართო, როცა შენ გინდა ყურება და ვერ ჩართავ. იმიტომ, რომ ის წუხდება და არ სიამოვნებს. ყველაფერში შეზღუდული ხარ, რადგან სხვის სახლში ხარ! მე მეცამეტე წელია სხვის სახლებში და სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ. კიდევ, ემოციურად ძალიან რთულია, როცა ის ვისაც უვლი, გარდაიცვლება. რამდენი ასეთი შემთხვევაც მქონდა, ჩემი გულის ნაწილი გადავაყოლე. ადამიანაია, რომელსაც შენ უვლი, ზრუნავ. სიკვდილის შემდეგ კი, როცა ვუყურებ მის ნივთებს იმ სახლში, რაღაც საშინელება მემართება. ეს სამუშაო მორალურად არის ძალიან ძნელი და არა იმდენად ფიზიკურად.

ქალის და კაცის ურთიერთობებს რომ ვაკვირდები, ვხედავ აქ მეტად ეხმარებიან ცოლებს და მეტ პატივს სცემენ ქალებს. აი, მაგალითად, ჩემი მოხუცის ბიჭი შვილი როცა მოდის ხოლმე, ხშირად ეჩქარება, რადგან ან სარეცხი აქვს გასარეცხი, ან საჭმელი გასაკათებელი. ამას როცა ვუყურებ და სიტუაციას ვადარებ საქართველოსთან, ვხვდები, რომ საქართველოში ქალებს მართლა საცოდაობაში გვიცხოვრია და მგონია, რომ ბევრ ქალს ამიტომაც აღარ უნდა უკან დაბრუნება.

ჩემი სიბერეც ძალიან მაშინებს. მე ხომ იმ პენსიით ვერ ვიცხოვრებ, რაც დღეს საქართველოშია?! ამათი მოხუცები ბედნიერები არიან, რადგან პენსიები აქვთ იმხელა, რომ მომვლელსაც ქირაობენ, საკუთარ წამლებსაც ყიდულობენ და ერთ ევროსაც არ ახარჯვინებენ შვილებს. ამიტომაც მე უკვე ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩემს სიბერეზე…

დაბრუნების მთავარი შიში ის არის, რომ მე ამ ასაკში მანდ სამუშაოს ვერ ვიპოვნი და სულ ვფიქრობ, რა უნდა აკეთოს საქართველოში ჩამოსულმა ჩემი ასაკის ქალმა?! ჩემს შვილებს შევყურო ხელებში? მე აღარ მინდა უკან გაჭირვებაში დავბრუნდე და ვერანაირ პერსპექტივას იმისას, რომ ეს არ მოხდება, ვერ ვხედავ. აქაურობას უკვე შევეგუე, შვილებთან სიშორესაც, თან არც ისეთი მოხუცი ვარ, ანუ მე ჯერ ისევ შემიძლია და აქ ვაგრძელებ მუშაობას!”

The post ციალა ცაძიკიძე, 59 წლის, იტალია appeared first on WomenOfGeorgia.