სოფლად მცხოვრები ქალები – ფერმერი ქალები და ქალები ბიზნესში Archives - WomenOfGeorgia

ნატალია ჩიტიაშვილი, 34 წლის, თბილისი
“23 წლის, სიყვარულით დავქორწინდი და ექვსი თვის იყო ჩემი შვილი, როცა ქმარს დავშორდი – მუდმივად კონფლიქტური სიტუაციები გვქონდა. ამის შემდეგ, არასდროს არაფერში დამხმარებია, არც ალიმენტს იხდის და ახლა, როცა ნინიკო უკვე 10 წლისაა, ალბათ, შვიდჯერ თუ ეყოლება ნანახი. სახლში, მშობლებთან დავბრუნდი, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და იქიდან მოყოლებული, შვილს მარტო ვზრდი. მალევე ვიშოვე ჩემი პირველი სამსახური, უნივერსიტეტში, დიპლომატიის ისტორიის და შემდგომ, სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი დავამთავრე, ვმუშაობდი მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა ჩემი დეპარტამენტი გაუქმდა, წამოსვლა მომიწია და 2016 წელს, გადავწყვიტე, საკუთარი საქმე წამომეწყო.

ჩემს მეგობარს ტანსაცმლის ბრენდი აქვს და მითხრა, მოდი, საბეჭდი აპარატი ვიყიდოთ, პირველ ეტაპზე მე შეგიკვეთავ და მერე სხვა კომპანიებისგანაც აიღებ შეკვეთებსო, თავისი ოფისიც დამითმო, ეს იყო ძალიან კეთილი ჟესტი მისი მხრიდან. ერთი პატარა საბეჭდი აპარატიდან დავიწყე და იმდენი შევძელი, რომ ამჟამად, საკუთარი სამკერვალო საწარმო მაქვს ყველა ტიპის მომსახურებით, რომელსაც სრულყოფილი შეკვეთების აღება შეუძლია. საწარმოში შვიდი ქალია დასაქმებული და სრულ განაკვეთზე მუშაობენ. როგორც თითქმის ყველა სხვა კომპანიაზე, პანდემიამ ჩვენზეც იქონია გავლენა – რაღაც პერიოდი საერთოდ გაჩერებაც მოგვიწია, რაც დიდი ზარალი იყო, მაგრამ აგვისტოს თვიდან ისევ შევძელით სრულყოფილად ამუშავება. ჩვენს დამკვეთებს ეტყობათ, რომ ჯერ კიდევ ვერ აკეთებენ შეკვეთებს თამამად, თუმცა, რაღაცნაირად, ნელ-ნელა ისევ დგებიან ფეხზე.

პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე – თებერვალში, ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამისვეს. საბედნიეროდ, პირველი სტადია იყო, მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ იყო გადასული, თუმცა ფიზიკურად და ემოციურად მაინც ძალიან რთული გადასატანი იყო. თებერვალშივე, მეგობართან, ირინკა კურტანიძესთან ერთად თურქეთში წავედი, სადაც ოპერაცია გავიკეთე.

როცა ეს დიაგნოზი გავიგე, პირველი ემოცია, რაც მქონდა, მკერდის დაკარგვის შიში იყო, რაც, ალბათ, ყველა ქალს აქვს, ვისაც ეს გამოუვლია. თურქეთში არაჩვეულებრივმა ექიმმა გამიკეთა ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ, თვალი გავახილე თუ არა, მოვიდა და მითხრა, ნუ გეშინია, შენი მკერდი ადგილზეაო. ასეთი ემპათიური ექიმი არასდროს მინახავს. თავიდან, როცა დიაგნოზი დამისვა და კვლევაზე გამიშვა, თავში მეტასტაზები გამოვრიცხოთო, დერეფანში ვიჯექი და უკვე მკერდზე ვეღარც ვფიქრობდი, იმდენად ცუდად გავხდი. ამ კაცმა ჩემი მეგობარი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ნერვიულობდა და სულ ბოდიშს ვუხდიდი, ამ ყველაფრის გავლა რომ მოუწია ჩემ გამო, გაიყვანა და უთხრა, ეს ძალიან რთული პერიოდია, მარტო ხართ აქ და იცოდე, რომ ახლა მე ვარ შენი ოჯახიო. მარტო ჩემთვის კი არა, ჩემ გვერდით მყოფისთვისაც რომ ემოციური იყო, ეს იცოდა და მასზეც იზრუნა. ეს მერე მომიყვა ირინკამ და ვიტირე.

მარტში ისევ წავედი თურქეთში, უკვე ქიმიოთერაპიის დასაწყებად. ამჯერადაც მეგობართან, ლევან ბერძენიშვილთან ერთად. პანდემიის გამო უკვე საავადმყოფოები იკეტებოდა და კოვიდ-ცენტრები ეწყობოდა, ისეთი მდგომარეობა იყო, კლინიკაში საკუთარ პაციენტებს ვეღარ იღებდნენ ქიმიოთერაპიისთვის. ერთი კვირა სასტუმროს ნომერში ვიყავით გამოკეტილი, უიშვიათესი გამონაკლისი დაუშვეს – დისტანციურად დამინიშნეს ქიმიოთერაპიის სქემა და მომცეს რეცეპტი. წამლები იქვე ვიყიდე და რომ ჩამოვედი, პირადი ნივთების ჩემოდნის გარდა, ერთი დამატებითი ჩემოდანი პრეპარატებით მქონდა სავსე. ისე მოხდა, რომ თბილისიდან ბოლო ფრენით წავედი თურქეთში და იქიდანაც ბოლო ფრენით ჩამოვედი.

პირველი ქიმიოთერაპია ძალიან რთული იყო. რამდენიმე დღე არის ურთულესი გადასატანი – რაღაცნაირად, რეალობას წყდები, ვერ ხვდები, სად ხარ. ხმაურზე ისტერიკა მემართებოდა და იმდენად დასტრესილი ვიყავი, შოკისგან სულ მეძინა. ქიმიოთერაპიასა და ოპერაციაზე რთული, თმის დაკარგვის მომენტი აღმოჩნდა, რომლის გადალახვასაც რამდენიმე თვე მოვანდომე. თმა ჩემთვის ჩემი იდენტობის ნაწილი იყო, გრძელი თმა მქონდა, რომელსაც ხან ერთ მხარეს ვიწევდი, ხან – მეორე მხარეს. ამ ჩვევების მოშლამ გამაგიჟა, ხელს რომ მოვიკიდებდი და თმის ნაცვლად, ჩალმა მხვდებოდა. პარიკიც ვიყიდე, თუმცა ერთი დღეც ვერ ვიხმარე, საკუთარ თავთან მქონდა დისკომფორტი. ქიმიოთერაპია ავტომატურად უკავშირდება ამ პროცესს და უცებ ხვდები, რომ რაღაცის ნაწილი ხდები, რისი ნაწილიც გუშინწინ არ იყავი. ყველაფერს ვკითხულობდი თმის ცვენასთან დაკავშირებით, მანამდე წარმოდგენა მქონდა, რომ პირველ ქიმიოთერაპიას რომ გავიკეთებდი, იმავე დღესვე დამცვივდებოდა და თურმე, სტანდარტულად, ორი კვირის მერე იწყება ცვენა. ის ორი კვირა ყოველდღე ვისინჯავდი თმას და ორი კვირის თავზე, როცა მეგონა, რომ გადავრჩი და იშვიათი გამონაკლისი ვიყავი, ხელი მოვისვი და თოჯინას თმასავით დაიწყო ჩამოსვლა. იმდენი ვიტირე… მეგობრებმა შემომთავაზეს კიდეც, თუ გინდა, ჩვენც გადავიპარსავთ თმას, ოღონდ შენ არ ინერვიულო და კარგად იყავიო, მაგრამ კიდევ ერთი გადაპარსული თავის ყურება აღარ შემეძლო. აქ ყველაზე რთული იყო ის, რომ შენი ნების საწინააღმდეგოდ მიდიხარ და მეორე – საკუთარი იდენტობის აღქმა როგორც გაქვს, მანდედან რომ გამოდიხარ, ესაა ძალიან მტკივნეული.

ქიმიოთერაპიის პერიოდში ჩემი შვილი საოცრად მივლიდა და ზრუნავდა ჩემზე, მოდიოდა და მძინარეს მკოცნიდა ხოლმე, მგონი, ამ პერიოდმა ნინიკო ძალიან გაზარდა. ძალიან ვცდილობდი, რომ დედის დაკარგვის შიში რაც არის, ეს არ ჰქონოდა და სულ ვეუბნებოდი, რომ არაფერი მჭირს და საფრთხე არ მემუქრება და ვიცი, რომ სჯეროდა ამის. ჩემი ოჯახიც ძალიან მეხმარებოდა, მშობლები, დები. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა, ნოემბერში ისევ მიწევს გამოკვლევა და გადამოწმება და ცოტა ვნერვიულობ.

ეს ყველაფერი რომ მორჩა, ისევ მოვძლიერდი და აგვისტოში, მე და ჩემს მეგობარს – თათული წიფურიას, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ბრენდი – Eya გვაქვს ძალიან საინტერესო ჩანთები, აბსოლუტურად ხელით გაკეთებული, გვაქვს ტანსაცმელიც, რომლის ყველა დეტალზე ჩვენ ვიზრუნეთ. ეს ყველაფერი უკვე გაყიდვაშია და ჩემი სამომავლო გეგმაც ჩვენი ბრენდის გაძლიერებას უკავშირდება. მინდა, საინტერესო აქსესუარები და ტანსაცმელი შევქმნა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: გედა დარჩია

The post ნატალია ჩიტიაშვილი, 34 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნინო ჭანიშვილი, 35 წლის, სოფელი ბოხვაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ქალი “მარშრუტკით”

„პროფესიით დიპლომატი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიას ვსწავლობდი. ახლა ეს ძალიან ტრენდულია, მაგრამ ჩემი სტუდენტობის პერიოდში ნაკლებად იყო, სტუდენტი რომ სწავლის პარალელურად მუშაობდა. ფინანსურად არ გვიჭირდა, მაგრამ გამოცდილებისთვის, დღეში ოთხი საათი მაღაზიაში ვმუშაობდი და მინიმალური ანაზღაურება მქონდა. მიმუშავია “საქართველოს ბანკშიც” „პრომოუტერად“, ასევე, სადაზღვევო კომპანიაში.

ბანკში მუშაობის პერიოდში, შემცირებაში მოვყევი და 6 თვე უმუშევარი ვიყავი, ტყუილად ხომ არ ვიქნები-მეთქი და გადავწყვიტე, მართვის მოწმობა ამეღო. პარალელურად, სოფლის მეურნებაში ვიყავი ჩართული – ძალიან კარგი ბოსტანი მქონდა, თხილი გავაშენე, ფიზიკურად ვმუშაობდი, “დრუჟბით” შეშას ვჭრიდი… მიწასთან მუშაობა ძალიან მიყვარს. როცა მართვის მოწმობა ავიღე, არც მიფიქრია, რომ მომავალში ვინმეს მეც მოვამზადებდი. მერე დეიდაჩემმაც გადაწყვიტა მართვის მოწმობის აღება და ერთ-ერთ ავტოსკოლას მიებარა. თუმცა ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, ვერაფერს ვიგებ, რამე მიშველეო. დავსხედით და ვამეცადინე, თითოეულ საკითხს დეტალურად ვუხსნიდი, ყველაფერი გაიგო და მითხრა, იცი, რას გეტყვი, ყველაფერს თავი დაანებე და ამ საქმეს მიჰყავი ხელი, ძალიან კარგად გამოგდისო. ჩემს მასწავლებელთან მივედი და ვუთხარი, მოდი, ერთ-ორ ჯგუფს მოვამზადებ, მოვსინჯავ, რა გამომივა-მეთქი. კარგად მოვამზადე ეს ბავშვები და წარმატებით ჩააბარეს. იმ პერიოდში, საცხოვრებლად ბათუმში ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ ამის გამო, გადავწყვიტე, სამი თვით ოზურგეთში დავრჩენილიყავი, მემუშავა და მერე წავსულიყავი. ამ სამ თვეში ჩემი მომავალი მეუღლეც გავიცანი, ჩემი მოსწავლე იყო, თბილისიდან იყო ჩამოსული და ისე მოხდა, რომ საბოლოოდ, ორივე ოზურგეთში დავრჩით.

ამ ამბებს რომ ვიწყებდი, მანქანა არ მყავდა. მამაჩემს, რომელსაც ორი “მარშრუტკა” ჰყავდა ამ დროს, ვუთხარი, ჯერ მე მანქანას ვერ ვიყიდი და მოდი, შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას ავიღებ და “მარშრუტკით” ვივლი-მეთქი. მამაჩემმა მლანძღა, შენ ხომ ქალი არ ხარო, მაგრამ საბოლოოდ, ავიღე მართვის მოწმობაც და ოზურგეთში ყველამ გამიცნო, როგორც “ქალი მარშრუტკით” – ასე დავდიოდი ჩემი “მარშრუტკით” აბსოლუტურად ყველგან, სადაც გამიხარდებოდა. ერთხელ ქორწილში მივდიოდი, ბენზინგასამართ სადგურზე, საწვავი რომ უნდა ჩამესხა, მივედი გამოპრანჭული – მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, კაბით და ოპერატორმა დამცინავად მითხრა, არ მითხრა ახლა, დაბადების დღეზე მივდივარო. ქორწილში მივდივარ, ვირითაც რომ ვიყო, ტრასპორტია და რაც მყავს, იმით დავდივარ-მეთქი, ვუთხარი.

ასეთი შემთხვევაც მქონდა – ჩემმა მოსწავლეებმა თქვეს, ქობულეთში წავიდეთ და ვიქეიფოთო. მაშინ მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვა, დიდი პრობლემა არ იყო, მაგრამ ლოგიკურია, მე ჩემი პასუხისმგებლობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩემი მოსწავლე ჩემი ტოლი და ჩემზე უფროსიც იყო. ვუთხარი, ახლა თქვენ იქ დალევთ, მერე საჭესთან დაჯდება ვინმე და მოდი, წაგიყვანთ ჩემი “მარშრუტკით” და მეც თქვენთან ერთად წამოვალ-მეთქი. გაუხარდათ და წავედით. რესტორანში ბევრი ხალხი იყო, ხან ერთი ჩემი მოსწავლე წამოხტებოდა, ნინო მასწავლებელს გაუმარჯოსო, ხან – მეორე. ერთი მელოტი, ერთი პატარა, ერთი ასაკოვანი… ეს ხალხი ვერ ხვდებოდა, რისი მასწავლებელი ვიყავი. უკან რომ უნდა წამოვსულიყავით, ჩემი “მარშრუტკა” არ დაიქოქა, მივედი, ავწიე კაპოტი, გავაკეთე და დავქოქე. ხალხი იყო გამოფენილი და აგაშენმა ღმერთმა, ახლა მივხვდით, რისი მასწავლებელი ხარო.

ავტოსკოლა

რაღაც დანაზოგი რომ გამიჩნდა, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მანქანა მჭირდებოდა. ვიფიქრე, მანქანა რომ ვიყიდო, ხარჯი ხომ მომემატება, საწვავი სჭირდება, ზეთი, ნაწილები… მოდი, ვიყიდი და თან სასწავლოდაც ვამუშავებ, თუ მოგებას არ დატოვებს, იმდენს მაინც ხომ შეძლებს, ჩემი ფინანსები რომ არ დავახარჯო-მეთქი. ვიყიდე მანქანა და დავიწყეთ უკვე პრაქტიკული მომზადებაც. ამის მერე, გადავწყვიტე, ავტოსკოლის ლიცენზია გამეკეთებინა, უკვე შევძლებდი, ყველა კატეგორიაში გამეცა ავტოსკოლის მოწმობები. 2011 წელს დავარეგისტრირე შპს და დღემდე ამ საქმეში ვარ.

ნელ-ნელა დაიწყო განვითარება. მოედანი ვიქირავე, როგორიც საგამოცდო მოედანია, ისე გავაკეთე. თუმცა, ვერ ვაკეთებდი შესაბამის საფარს, რადგან ამ საფარის გაკეთება მინიმუმ, 20-25 ათასი ლარი ჯდება და ამას სხვის ტერიტორიაზე ვერ გავაკეთებდი. შესაბამისად, დავიწყე ზრუნვა იმაზე, შემეძინა მიწა და ჩემი მოედანი მქონოდა. სესხის დახმარებით, ვიყიდე მიწა. ასე შევიძინე შემდეგ მეორე ავტომობილი, მესამე. 2016 წელს, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების დარგის ლიდერი გავხდი – მესამე ადგილი მოვიპოვე ოქროს ნომინაციაში, 2018-სა და 2019 წელს პირველი ადგილი ავიღე. ესეც მიზრდის მოტივაციას. მეუბნებიან კიდეც, შენნაირი ენთუზიაზმით ოზურგეთში არავინ ცხოვრობსო. მე არ მგონია, რომ რამე მნიშვნელობა აქვს, სად იცხოვრებ, ყველგან შეგიძლია, რაღაც გააკეთო.

ამ პროცესებში ვიყავი, როცა ჩემი სოფლის გამგებელმა დამირეკა და მითხრა, სოფელში არასამთავრობო ორგანიზაცია შემოვიდა, ქალები შევკრიბე და ერთი თავი ქალი უნდათ, ვინც უხელმძღვანელებსო. მივედი და დამხვდა ფონდი “ტასო”, იმ დღესვე შექმენით ქალთა ჯგუფი – “ქალთა ერთობა”, რომლის ლიდერადაც ამირჩიეს. ეს არის თვითდახმარების ჯგუფი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის და შემდეგ გრანტიც მოვიპოვეთ, რომლის დამხარებითაც, სოფელში პატარა ბიბლიოთეკა გავაკეთეთ, ინვენტარი შევიძინეთ, ოთახი მოვაწყვეთ. იქ რომ ვისაუბრეთ, იმ დღესვე მითხრეს, რომ “საქართველოს ფერმერთა ასოციაციას” საგრანტო პროგრამა ჰქონდა გამოცხადებული. ავტოსკოლისთვის ტექნიკა მჭირდებოდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ვინმე უნდა დამხმარებოდა, არასდროს მქონია ამის პრეტეზია, ყოველთვის თვითონ ვფიქრობდი, საიდან მომეძიებინა თანხა საკუთარი ძალებით. მოკლედ, გადავდგი ეს ნაბიჯი, დიდი გრანტი არ იყო – სენსორული მონიტორები, ორი პლანშეტი, ნოუთბუქი და პროექტორი უნდა შემეძინა. სანამ შემარჩევდნენ, ფონდმა “ტასომ” ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დამიფინანსა სწავლა. “ფერმერთა ასოციაციაში” გასაუბრებაც გავიარე და იქ ისეთ ემოციებში ჩავვარდი, ტირილიც კი დავიწყე, მართლა არ წარმომედგინა, რომ ვინმე დაინახავდა, სადღაც ამ პატარა ოზურგეთში, მე რომ რაღაცას ვაკეთებდი. ისე დაემთხვა, რომ ნეგატიური დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ გავიმარჯვე. დავფინანსდი და შევიძინე ტექნიკა, რომელიც მართლა მჭირდებოდა. ასევე, დამიფინანსეს ბრენდინგი და ვებ-გვერდის დიზაინის შესწავლა – მალე საკუთარი ლოგო და ვებ-გვერდიც მექნება.

რაც შეეხება ამ ბიზნესს, არის შემთხვევები, როცა ათ დღეში, ერთ კვირაში აზეპირებინებენ მართვის მოწმობის საკითხებს და ბოლოს, კატასტროფულ შედეგებამდე მივდივართ. ერთხელ, სამინისტროში ვიყავი შეხვედრაზე და ავტოსკოლების ყველა წარმომადგენელი იმას ამბობდა, კანონი როგორ უნდა მოერგოს თავის ბიზნესს. ბოლოს, ავდექი და ვთქვი, რომ მე ყველაზე პატარა რაიონიდან ვარ და შეიძლება, სახელმწიფომ ისეთი რეგულაცია შეიმუშაოს, ჩემთვის ავტოსკოლა რომ მომგებიანი აღარ იყოს, მაგრამ მთავარია, მივიღოთ მეტი სიცოცხლე, მეტი ჯანმრთელი ადამიანი და არა – დასახიჩრებული. ესაა ჩემთვის უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ის, რომ ეს ყველაფერი ბიზნესად ვაქციო და იმაზე არ ვიფიქრო, რა დაემართება ადამიანს, როდესაც ჩემგან წავა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთ კვირაში და ათ დღეში დაზეპირება ურჩევნიათ, ნება რომ მისცე, ალბათ, 99% მართვის მოწმობას იყიდის და ამას ბავშვები კი არა, ზრდასრული ადამიანები გააკეთებენ. ავტოსკოლებში თუ არ მოწესრიგდა სიტუაცია და ეს დამოკიდებულება არ შეიცვალა, მცოდნე ახალი თაობა ვერ წამოვა. მძღოლის პროფესია ურთულესია და ჩემი აზრით, ასე უგულოდ არ უნდა ვიქცეოდეთ.

რადგან ავტოსაქმეში ვარ, მანქანის ყველა დეტალი ვიცი. მანქანა ისე არ რემონტდება, მე არ ვიცოდე, რა და რატომ გაფუჭდა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში – ყველა “ავტონაწილებს” ვიცნობ. ცოტა ხნის წინ, ავტოსერვისის გაკეთება გადავწყვიტე. ოზურგეთში სადაც არ უნდა მიხვიდე, ვულკანიზაცია იქნება თუ ავტოსამრეცხაო, “ქალის ადგილს” დიდად ვერ პოულობ – არ არის დასაჯდომი და ტრასაზე დგომა გიწევს. მე მაგის არც მრცხვენია, მაგრამ რა სასიამოვნოა, მანქანა როცა ირეცხება, ტრასაზე იდგე?! მინდა, იქვე პატარა კაფე გავაკეთო, სადაც საბავშვო კუთხეც იქნება, დედებმაც რომ ისარგებლონ. ესაა ჩემი სამომავლო გეგმა.

ის სტერეოტიპი, რომ ქალი ყველაფერს ვერ გააკეთებს, თავიდანვე დამსხვრეული მქონდა. ვერ წარმომიდგენია, თუკი მე მჭირდება, რატომ არ უნდა ვიტაქსაო, თუ გამიჭირდა და სამსახური არ მაქვს, რატომ არ უნდა ვიმუშაო ტრაქტორზე – ტრაქტორის მართვის უფლებაც მაქვს, სხვათაშორის. როცა მე და ჩემი ქმარი შეყვარებულები ვიყავით, მაშინ ვუთხარი, მე ჩემს შვილებს არასდროს მოვაშიებ-მეთქი და მაქვს მაგის იმედიო, ჩაილიპარაკა. დღემდე ვეხუმრები ამაზე. შეუძლებელი არაფერია, ზუსტად ვიცი.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ნინო ჭანიშვილი, 35 წლის, სოფელი ბოხვაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ლიკა მეგრელაძე, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
“კომლი”

“კომლის” ისტორია ძალიან საინტერესოა და თემატურადაც თუ შევხედავთ, ძლიერი, ყოჩაღი ქალების ამბავიცაა. დღემდე სოფლის მოსახლეობა კომლებით აღიწერება, ეს არის თითოეული ცალკე მდგომი ოჯახი სოფელში. საინტერესოა ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც – სიტყვა “კვამლიდან” მოდის, ანუ ეს არის ადგილი, საიდანაც კვამლი პერმანენტულად, ზამთარ-ზაფხულ ამოდის. კვამლის ამოსვლა იმას ნიშნავს, რომ იქ საჭმელი კეთდება, სითბოა, სასმელია, ჩაის ადუღებენ… გამქრალი კვამლი ჩამქრალ ცეცხლსა და გამქრალ კომლს ნიშნავს. სამწუხაროდ, გურიაში უკვე ბევრია ასეთი, გურიის ცენტრშიცა და მის მიმდებარე სოფლებში ძალიან ბევრი დაკეტილი სახლია, შესაბამისად, ჩამქრალი კვამლიც.

მე-19 საუკუნის ბოლოს, ამ სახლში ლაზარე ჩიტაიშვილი ცხოვრობდა. ლაზარეს ორი ქალიშვილი ჰყავდა, ამათგან უფროსი, მართა, გათხოვილი იყო ასევე გურულ რაჟდენ სადრაძეზე. რაჟდენ სადრაძის ოჯახი იმ დროისთვის ძალიან შეძლებული იყო, ახლა რომ მილიონერს იტყვიან. გურიიდან, სოფელ შემოქმედიდან ნოვოროსისკში იყო წასული, იქ ცხოვრობდა და სავაჭრო გემებისა და ღვინის სარდაფების მეპატრონე იყო. ჰყავდათ 5 შვილი და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ, თუმცა მერე კომუნისტებმა რა დღე აწიეს, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ… ყველაფერი წაართვეს, შვილები ყველანი გაიქცნენ. ბატონი ლაზარეს მეორე ქალიშვილი ანა, გვერდით სოფელში იყო გათხოვილი, ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავდა. ლაზარეს მეუღლე რომ გარდაეცვალა, მიხვდა, მისი გარდაცვალების მერე კომლი გაქრებოდა და ამიტომ, იშვილა შვილიშვილი, ანას ქალიშვილი მართა. აქ ერთი მაღალმთიანი სოფელია, მთისპირი, მიკროკლიმატითა და ვაზით განთქმული, იქიდან ჩამოისიძა ჯანმრთელი, ღონიერი ახალგაზრდა კაცი, ფილიპე მეგრელაძე და აქედან წამოვიდა ამ ოჯახში მეგრელაძეების გვარი. ბედნიერად ცხოვრობდნენ, ერთი ქალიშვილი და სამი ვაჟი ჰყავდათ. იმ დროისთვის იშვიათი ამბავი იყო და აქედან სამი, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. ბაბუაჩემმაც იქ გაიცნო ბებიაჩემი, ლოლაძის ქალი. საჩხერეში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის დირექტორი იყო, სხვათა შორის, სახლ-მუზეუმების ერთ-ერთი პირველი დირექტორი ქალი. ფოტოც მაქვს, დირექტორების შეკრებაა და ამდენ კაცში ერთი ბებიაჩემი დგას სულ ახალგაზრდა.

ოთხი შვილიდან, სამი ქუთაისში დაოჯახდა და ამასობაში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. უფროსი ვაჟი იმ დროს ჯარში იყო და ომის პირველსავე დღეებში დაიღუპა. ბაბუაჩემს არ ეკუთვნოდა წასვლა, მარა მაინც წავიდა, ჯერ დაიჭრა და მერე უკვე დაღუპვის ცნობაც მოვიდა. ერთი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა, რომელსაც ვაჟი შეეძინა. ამ დროს კომლში, სახლში მხოლოდ ერთი ვაჟი იყო დარჩენილი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში იყო გაწვეული და მოხუცები მარტო იყვნენ. ბებია ჰყვებოდა, ჩემმა მამამთილმა, ამ ორმეტრიანმა კაცმა, ურმით ჩამომაკითხა საჩხერეში, უკვე თბილისში ვაპირებდი გამგზავრებას, ქვრივი ვიყავი და ვიფიქრე, ძმები დამეხმარებიან და შვილებს გამაზრდევინებენო. ჩამოვიდა ეს კაცი, დამიჩოქა და მითხრა – შვილო, ნუ დაგვღუპავ, წამოიყვანე ეს ობლები, ჩვენ დაგეხმარებით და გაგიზრდით, ნუ დამიქცევ ოჯახს და კერიას ნუ ჩამიქრობო. ხათრი ვერ გაუტეხა ბებიამ და წამოვიდა თავისი გარდაცვლილი მეუღლის მშობლებთან. გარკვეული დროის მერე, უმცროსი ვაჟიც დაბრუნდა და ასეთი გაყოფა მოხდა – რადგან მამაჩემს მამა არ ჰყავდა და ობოლი იყო, ბაბუამ მკაცრად გადაწყვიტა, რომ ის რჩებოდა ოჯახში და ნაბოლარა ძმა უნდა წასულიყო. ასე გაგრძელდა აქ ცხოვრება – გაიზარდნენ მამაჩემი და მამიდაჩემი, მამიდაჩემი გათხოვდა, მამამ დედაჩემი შეირთო ცოლად, მეც დავიბადე და აქ გავიზარდე, ერთადერთი შვილი ვარ. ამასობაში, ის “ბედნიერი” 90-იანებიც მოგვადგა. 17-ჯერ მაინც გაიქურდა ეს სახლი, წიგნებიც კი წაიღეს, ხალიჩებიც, მაგრამ დედა მაინც კბილებით ინარჩუნებდა ყველაფერს. ამ დროს, მე უკვე დაოჯახებული ვიყავი და თბილისში ვცხოვრობდი. ის წესი ხომ იცით, ვისაც დედა გურული ჰყავს, თვითონაც გურული რომაა და ჩემს შვილებსაც სიგიჟემდე უყვართ აქაურობა, ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდით, ბმა არ გაგვიწყვიტავს. დედა 80 წლის რომ გახდა, მივხვდით, რომ უკვე მარტოს აღარ შეეძლო ამ ყველაფრის მოვლა და თან ჩვენც გვინდოდა, ახალი სული ჩაგვებერა აქაურობისთვის, სახლი აღვადგინეთ, დავიწყეთ ნელ-ნელა, ნელ-ნელა და შევედით ეშხში.

ჩაის გზა და ჩაის ტური

ჩაისთან ძალიან ახლოს ვართ. დედა ჩაისა და სუბტროპიკული კვლევების ინსტიტუტში მუშაობდა ანასეულში. ეს იყო საკავშირო მნიშვნელობის ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში. მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ ასპირანტები – კონგოდან, შრი-ლანკადან, ინდოეთიდან, მოდიოდნენ და აქ სწავლობდნენ. მაშინ ვერ აღვიქვამდი ამას და მერე ამერიკაში რომ მოვხვდი და ვნახე აკადემიური ქალაქები, ეს იყო ტიპური, უმაღლესი დონის აკადემიური ქალაქი თავისი საბავშო ბაღით, კულტურის სახლით, მაღაზიებით… ჩემი ქალიშვილი ამერიკაშია გათხოვილი და ჩემი სიძე სიგიჟემდეა შეყვარებული გურიასა და ზოგადად, საქართველოზე. ჩაის გზის იდეა პირველად მისგან წამოვიდა. 2009 წელს, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო და ჩვენთან იყო სტუმრად ჩამოსული, ნახა ჩაის გავერანებული ბუჩქი, რომელსაც მოვლა აკლდა და მკითხა, ეს რა არისო, ჩაია-მეთქი. რას ლაპარაკობ, საქართველოში ჩაის რა უნდაო?! ვაიმე, როგორ გავბრაზდი!

დედაჩემთან წავიყვანე და ის მოუყვა საქართველოში ჩაის ისტორიას. თვითონაც დაძებნა, მოიძია ინფორმაცია ჩაიზე და მეორე წელს, უკვე ხელის სათხოვნელად რომ ჩამოვიდა და ქორწილი იყო, გამოაცხადა, ერთი ელექტრო სახერხი მიყიდეთ, ჩაის ფართობი უნდა აღვადგინოო. დაიწყო აღდგენა და თან დედაჩემი ეჩხუბებოდა, ჩაი აღარ მობრუნდება, თავი დაანებე, სიგიჟე და სისულელეა, ვინ არის აწი მაგის მომკრეფი, აგერ, ბოსტანში წამოდი, პომიდორი მომარწყვევინეო. ბებო! – უთხრა ქართულად – მოიცა, მოვლენ, მოკრეფენ და ფულს იმაში გადაგიხდიან, რომ ჩაი მოკრიფესო. ასე აგიხდეს 10 წლის მერე ყველაფერი კაი! ამასობაში დაიწყო გურიის მუნიციპალური და ევროკავშირის პროექტი – “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების საქმეში”, სადაც პატარა გრანტი მოვიგეთ და ამ გრანტით მოხდა ჩაის გზისა და ჩაის ტურის ორგანიზება.

საქართველოში ძალიან პოპულარული პროექტია ღვინის გზა, ყველამ იცის. ჩამოდიან ამ ღვინის ტურზე, ჩამოდიან იმიტომ, რომ ღვინოს საქართველოში საოცარი, უწყვეტი ისტორია აქვს, ეს არაა მხოლოდ სოფლის მეურნეობა და ყურძენი, ღვინო არის ჩვენი სულიერებისა და იდენტობის ნაწილი. ახლა რა ხდება ჩაიზე, ნაკლებად საინტერესო ამბავია?! ღვინოს დააგემოვნებს და მიირთმევს სამყაროს ნახევარი, მუსულმანური სამყარო საერთოდ არ გეახლება, ბუდისტები, ასევე, გარკვეული კონფესიების წარმომადგენლები. მაგრამ, ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც არ დაულევია რომელიმე ტიპის ჩაი. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა საქართვლოში ჩაის ისტორია. ქართული ჩაის დაბადების თარიღად 1847 წელი ითვლება, როცა ვორონცოვის განკარგულებით, ზუსტად ანასეულში, სადაც გურიელების სააგარაკე ნაკვეთი იყო, დაირგო პირველი ჩაი და ეს იყო საცდელი ნაკვეთი.

საოცარი ამბავია ლაო ჯონჯაოს ისტორია, რომელიც, ჩემი შეფასებით, უდიდესი პროექტი იყო. 1860-80-იან წლებში, პორტო-ფრანკო თავისუფალი სავაჭრო ზონა იყო ბათუმში. მოდიოდა და მოდიოდა ყველაფერი, ერთი ამბავი იყო, ყველას უნდოდა, ბათუმში ჰქონოდა მიწა. ამ პერიოდში, იყვნენ ძმები კონსტანტინე და სიმიონ პოპოვები, რომლებსაც ბიზნესი ჰქონდათ გაყოფილი, ერთი ინდოეთში დადიოდა და მეორეს – ჩინეთიდან ჩაი ჩამოჰქონდა და რუსეთის იმპერიის ყველა დიდ სახლში შეჰქონდა. კონსტანტინემ ჩაქვთან მიწის ნაკვეთი იყიდა, დააკვირდა, რომ ეს მიწა ისეთივე წითელი იყო, როგორც ჩინეთში, სადაც ჩაის ყიდულობდა. იდეა მოუვიდა, იქნებ, ამ ოხერმა აქაც გაიხაროსო. ერთ-ერთი წასვლის დროს, იქ მოელაპარაკა 23 წლის ჩინელ ჩაის ოსტატს, წამოსულიყო საქართველოში. “ივერია” წერდა: 1893 წლის 4 ნოემბერს, ბათუმს მოადგა გემი, ამ გემზე იჯდა ლაო ჯონჯაო თავისი ცოლით, 2 პატარა შვილით, თან ახლდა დედა, და, მოსამსახურეების მთელი ამალა და მუშები. თან მოჰქონდათ, ევკალიპტის ნერგები, ბამბუკის ნერგები, ჩაის ნერგები და ა.შ. დარგეს ჩაი, დააკვირდა და მიხვდა, რომ გამოვიდოდა ეს საქმე. პოპოვმა სახლი აუშენა აქ, რომელიც დღემდე დგას ნინოშვილის 12 ნომერში. ეს იყო ულამაზესი სახლი ჩინური ელემენტებით, იატაკი თეთრი მარმარილოთ იყო მოპირკეთებული და ცენტრში, მისაღებ ოთახში, ჩაის სიმბოლო – სამი ფოთოლი, მწვანე ქვებითაა გაკეთებული. დღეს ძროხები და ღორები დადიან იქ და ზედ სკორავენ, მაშინ, როცა ეს შეიძლება იყოს უნიკალური ცენტრი, ქართული ჩაის მუზეუმი. 1898 წელს, უკვე ჩაის პლანტაციები ჰქონდა და ქარხანა ააგო ამ კაცმა, სადაც ინგლისური ორთქლის მანქანებით მუშაობდნენ. ეს ქარხანა 90-იან წლებამდე არსებობდა და მერე თურქეთში გაიყიდა ნაწილებად.

1925 წელს ახალი ამბავი დაიწყო – საბჭოთა კავშირი. სტალინმა გადაწყვიტა, სააქციო საზოგადოება “ქართული ჩაი” შეექმნა, ჯარში და ციხეში ჩაი სჭირდებოდა და დაიწყო მასიური ინდუსტრიალიზაცია. მოვიდნენ ლაოსთან და უთხრეს, შენ ჩაიბარე ეს ამბავი, ოღონდ საბჭოთა კავშირის მოქალაქეოება მიიღეო. ლაომ უთხრა, მე უკვე დავიღალე, მოვხუცდი და მოდი, ჩემს ქვეყანაში წავალო. კაპიკებად დაათმობინეს ყველაფერი, პატარა ბიჭი ჩამოვიდა და უკვე ჭარმაგი კაცი წავიდა აქედან.

უკვე კომუნისტების პერიოდში, დაიწყო მეორე ეტაპი ქართული ჩაის ისტორიაში. იყო ასეთი მეცნიერი, ქალბატონი ქსენია ბახტაძე, აკადემიკოსი, მსოფლიო მნიშვნელობის სელექციონერი. მისი ხელმძღვანელობით, 29 ქართული ჯიში გამოიყვანეს, მათ შორის, მაღალმთიანი ზონისთვის, საჩხერესა და ტყიბულში რომელი ჩაიცაა გაშენებული, თურქეთში რა ჩაიცაა ახლა, აქ გამოყვანილი და წაღებულია. აქ ეს ჩაი სტიქიურად, თესლითაა გაშენებული. ჩაი თავის პირველად თვისებებს მაშინ ინარჩუნებს, როცა ნერგით, დამყნობითა და დაკალმებით მრავლდება. ასე გამოიყვანეს ეს ჯიშებიც, მაგრამ მერე მასიური წარმოება რომ დაიწყო, მაგას ვინღა უყურებდა. ეს ჩაი სულ თესლითაა გაშენებული, იმიტომაცაა ასე დაბუჩქული, ლაო ჯონჯაოს ჩაი ხესავით იზრდებოდა და ვარჯი ჰქონდა გაკეთებული. იქიდან რომ თესლი ჩამოვარდებოდა, სასწრაფოდ მოაშორებდნენ, რომ არ გადაჯიშებულიყო. აქაურ ჩაიში ჩინური უკვე აღარაფერია.

ვინც აქ მოდის, პირველ ეტაპზე, ვუყვები ამ ამბავს. მერე მივდივართ და ვნახულობთ ჩაის ბუჩქებს, უმეტესობას თვალით არ აქვს ნანახი, მით უმეტეს, ახალგაზრდებს. იშვიათად ნახავ ადამიანს თბილისში, ქართლისა და კახეთის ზონაში, ჩაის ბუჩქი რომ ნანახი ჰქონდეს. ჩემს პლანტაციაში ნახავთ 7-8 ჯიშის ჩაის ბუჩქს: ერთი წვრილფოთოლაა, მეორე უფრო ღია ფერის, მესამე მსხვილფოთოლაა, მეოთხეს უფრო მეწამული ფერი გადაჰკრავს და ა.შ. მერე დავკრიფავთ ჩაის ქუდით და კალათით, ვასწავლით, როგორი უნდა მოკრიფოს. თუ სტუმარი 2-3 დღითაა მოსული, თავად შეუძლია ნახოს ჩაის დამზადების პროცესი, მთელი შოუა. ამასობაში გაისეირნებს გომის მთისკენ, ურეკში, შეკვეთილში და რომ დაბრუნდება, ჩაი დახვდება მომღნარი, ანუ ზედმეტი წყალი იქნება აორთქლებული და ფოთოლი უფრო დამყოლი და მოღვენთილი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ადვილი იყოს მისი მოგრეხა. მერე მოვაგრეხინებ ხელით ნაზად, ფოთოლი რომ არ დაზიანდეს და გაიშალოს და გაიფურჩქნოს, წყალს როცა დაასხამ, ამისთვის სპეციალური მინის ჩაიდნები მაქვს. მერე ფერმენტაციის პროცესი უნდა გაიაროს და მოკლედ, შეუძლია, თავისი ხელით დაკრეფილი ჩაი დააგემოვნოს. თუ სტუმარი ვერ რჩება, ამ ყველაფერს ვუყვებით და პირდაპირ დაგემოვნებაზე გადავდივართ. ეს არის ჩაის ტური.

ღვინო

ტურისტი ჩემი თვითმიზანი არ არის, ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახის ცხოვრების წესი. მე მინდა,ზუსტად ის კომლი აღვადგინო, რომელიც იყო მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში. პირველ რიგში, მინდა, მარანი აღვადგინო პირველადი სახით, როგორც იყო. ჩაის ტური პირველი პროექტი იყო, მაგრამ კომლი ვერაფრით იქნება ღვინის გარეშე. ჩემი ამერიკელი სიძე, რომელიც მართლა საამაყო ბიჭია, ძალიან დააინტერესა ქართულმა ღვინომ. ერთადერთი ქართული რესტორანია ვაშინგტონში, რომელსაც “მეორე საელჩოს” ეძახიან, ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს ამ რესტორანში ქართულ სუფრას უძღვება სრულიად უსასყიდლოდ. სადღეგრძელოებს ამბობს, საქართველოს პრეზენტაციას აკეთებს, ქართულ ღვინოს უწევს პოპულარიზაციას. ერთხელ მითხრა – დედა, მე რომ სტუმრები ჩამომდის, სირცხვილი ხომ არის, რომ ჩვენ სახლში ვენახი არ გვაქვს, ბებოს სთხოვე, იქნებ, თხილები ამოვთხაროთ და ვაზი გავაშენოთო. ახლა სადაც ვაზია გაშენებული, ადრე ჩაი იყო, საბჭოთა კავშირის დიდი ბაზრის დაკარგვის შემდეგ, დედაჩემმა ამოაყრევინა ეს ჩაი და როგორც ყველამ გურიაში, თხილი გააშენა, უფრო მოვუვლით და უფრო მომგებიანიაო. მოვთხარეთ თხილის ბაღი, მოიყვანეს სპეციალური ტრაქტორი, მაშინ მე აქ არ ვიყავი და დედაჩემმა დამირეკა, გაგიჟდები, ქვევრი აღმოაჩინეს მიწაშიო. ეს რომ ჩემმა სიძემ გაიგო, გეგონება, ოქროთი ყოფილიყო ის ჭური სავსე, ისეთი ზეიმი მოაწყო. ახლა ხუთი ჯიშის ვაზი მაქვს დარგული: საკმიელა, კამური, ბადაგი, მტევანდიდი და რცხილათუბანი. ესენი გურული ჯიშებია, კიდევაა ბევრი, მაგრამ ახლა “ჯანი” მაინტერესებს და მაგის დარგვასაც ვაპირებ.

ამ შემოდგომაზე, ჩემი სიძის დიდი დაძალებით, ღვინო გავაკეთე. პირდაპირ მომაყენა ყურძენი და მითხრა – დედა, შენ უნდა გააკეთო შენი ღვინო! რა უნდა მექნა?! ტელეფონით მიღებული კონსულტაციებით, ისე, რომ არც მარანი მქონდა, არც ჭურჭელი, გავაკეთე ღვინო, ჩხავერი, როზე. გამოვიდა. დღეს გავუშვი 252 ბოთლი. ჩემს ღვინოს “კომლი” ჰქვია.

სოფლის პრობლემები და “ქალები ჩეჩმის წინააღმდეგ”

როგორც იცით, სოფელში ყველა ჩეჩმაზე იყო დამოკიდებული. ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა აქ არ იყო, არ არის და ვერც იქნება. უკვე თანამედროვე პირობებში, უნიტაზი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, შხაპი, ამდენი ქიმია გროვდება და ნიადაგი შავ დღეში ვარდება, წყლები ბინძურდება და ა.შ. ადრე იმ ჩეჩმის მოხმარებასაც თავისი წესი ჰქონდა. იქ მთელი ცოდნა იყო ჩადებული, ხდებოდა კომპოსტირება, ასე ღიად არ მიდიოდა ეს ყველაფერი. ახლა გაიმარტივა ცხოვრება ადამიანმა და რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა, მითხრეს, რატო ნერვიულობ კაცო, აგერ გაქვს მდინარე, იმაში გაუშვიო. ასეთი დამოკიდებულებაა. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, გავიმარჯვეთ გაეროს ქალთა ფონდის პროექტში, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და გვინდა, ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით, რა არის სეპტიკური ტუალეტი, რას ნიშნავს ეს და რატომაა საჭირო, რომ სხვა ქალებმაც გაიგონ, რომლებიც პასუხისმგებელი ვართ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი შვილებისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზეც. ვაპირებთ ბუკლეტების გამოცემას, უამრავ სპეციალისტთან გავიარეთ კონსულტაცია.

სოფელში მორწყვის ძალიან დიდი პრობლემაა. გურიის 42% წყალია, წყალს მიაქვს მთელი გურია და წყლის პრობლემა გვაქვს. მე გადასარევი ჭა მაქვს, მაგრამ გვალვის დროს მაინც შრება. ბოლომდე არა, მაგრამ დიდი მოხმარებისთვის უკვე არ არის. ჩვენი სოფლის მთავარ გზაზე გადის წყალმომარაგების დიდი მილი, რომელიც ოზურგეთს ამარაგებს, რამდენჯერაც ვიკითხეთ, ძალიან ძვირი პროექტია და არ გამოვაო. არსებობს ქვეყნები, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან ყიდულობენ წყალს და აქ ასეთი მდგომარეობაა. კომუნისტების დროს მილები უკვე გაყვანილი იყო, მაგრამ ვეღარ მოასწრეს, 90-იანებმა მოუსწრო და ის მილები ყველა ჯართში წავიდა.

სოფელში ბავშვები, ფაქტობრივად, აღარ არიან. სკოლა დახურვის პირასაა. მით უმეტეს, ეს არ არის მაღალმთიანი სოფელი, ოზურგეთიდან 4-5 კილომეტრშია, მაგრამ ახალგაზრდები აქ აღარ არიან. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალები სულ ან სეზონურად შრომით მიგრაციაში არიან წასული, რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, მოხუცებისა და ავადმყოფების მომვლელებად. არის გარშემო სოფლები, ვინმე რომ გარდაიცვლება, დამტირებელი ქალი არ არის. სასწაული მდგომარეობაა.

მინდა, მზის ენერგია გამოვიყენო ბოლომდე, მინდა, ჩემი კიკვატა გამოვიყენო სარწყავად და არ მიწევდეს არტენზიული წყლით მორწყვა. მინდა, ეკო სოფლის დინამიკა მივცე ამ ყველაფერს, დავდივარ და თითქოს წინაპრები მკარნახობენ, სად რა არის, სად რა უნდა ვქნა. ყველაფერი ისე მინდა გავაკეთო, როგორც თითქმის ორი საუკუნის წინ იყო, ოღონდ თანამედროვე ცოდნითა და მიდგომით.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ლიკა მეგრელაძე, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

მზია შარაშიძე, 46 წლის, სოფელი ციხისფერდი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
“15 წლის გავთხოვდი, 16 წელი მეუღლესთან შევასრულე. მანამდე წესიერად ნანახიც არ მყავდა, ერთადერთხელ, ბახმაროში, დედაჩემის რესტორანში შემოვიდა სიგარეტის საყიდლად. თვითონ შავგრემანი ბიჭი იყო, ბახმაროს მზეც თავისებურ ფერს აძლევს ადამიანს, მაშინ უცხოელები არ იყვნენ ჩვენს ქვეყანაში დიდად და რომ გადიოდა, დედაჩემს ვკითხე – დე, ნეტა, ქართველია ეს ბიჭი, ქართულად კი დამელაპარაკა, მაგრამ ისეთი შეხედულება აქვს-მეთქი. აქედან სამი დღე არ იყო გასული, მომიტაცა, ისე წამიყვანა, საერთოდ არ ვიცნობდი. მაშინ ისეთი დრო იყო, დიდი სირცხვილი იყო უკან მობრუნებული შვილი. დავრჩი და გავხდით მეუღლეები. პირველი ერთი წელი ძალიან გამიჭირდა, გამირთულდა მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, მაგრამ მალევე შვილი შემეძინა, შვილზე გადავიტანე სიყვარული და მივეჩვიეთ ერთმანეთს. ძალიან თბილი ხასიათის იყო, ჭიშკრის გადაღმა ისე არ გადავიდოდა, ჩემთვის საჩუქარი არ მოეტანა. ბავშვივით მივლიდა, ისედაც ბავშვი ვიყავი. ასე გავხდით 5 შვილის პატრონი, 28 წლის ასაკში უკვე ხუთივე მყავდა.

მეუღლე რომ დამეღუპა, 33 წლის ვიყავი. ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმთან რომ მივედით, უკვე დაგვიანებული იყო. სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან წავიყვანე, სამი წელი ვაცოცხლეთ ხელშეწყობით. რომ გარდაიცვალა, 42 წელი მერე შეასრულა. მაშინ უფროსი შვილი 16 წლის მყავდა. ისეთი კრიზისი მქონდა, ერთი წელი დედაჩემი დარჩა ჩემთან. ძალიან გამიჭირდა ამის გადალახვა, მე და ჩემი ქმარი მარტო ვცხოვრობდით და ახლა მე დავრჩი მარტო ხუთ შვილთან ერთად. ექვსი თვის განმავლობაში ვერაფრით ვეგუებოდი მომხდარს, მაგრამ ბოლოს, ჩემი შვილების მოწყენილ სახეებს რომ ვუყურებდი, ძალიან განიცდიდნენ, მამა რომ აღარ ჰყავდათ და დედაც ასეთ მდგომარეობაში იყო, ერთ დღესაც საკუთარ თავს ვუთხარი – მზია, შენ ძლიერი ქალი ხარ, ხუთი შვილი გააჩინე, იმათ უნდა ეპატრონო და არავის იმედად არ უნდა იყო-მეთქი. ასე წამოვდექი ფეხზე ნელ-ნელა. იმაზე მწყდება გული, რომ მაშინ ჩემს შვილებს უნივერსიტეტში ჩაბარების დრო ჰქონდათ და ვერ შევძელი, ხელი შემეწყო, ამის თავი აღარ მქონდა. იმაზე ვფიქრობდით, თავი როგორ გაგვეტანა და სხვისი ხელის შემყურე არ ვყოფილიყავით.

დავიწყე ჩურჩხელების გაკეთება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მზადდებოდა. მეგონა, ყურძნის ბადაგს დავწურავდი, მოვადუღებდი თათარასა და ფელამუშს და გავაკეთებდი ჩურჩხელას, მარა ასე მარტივად არ გამოვიდა ეს ყველაფერი, პირიქით, ძალიან რთული აღმოჩნდა. კონკრეტული დრო სჭირდება, განსაზღვრული გრამები… გავაკეთებდი, უგემრიელესი და ულამაზესი იყო, მაგრამ გაშრობას რომ დაიწყებდა, ტყდებოდა. მთელი ჩურჩხელა ძვირი ღირს, გატეხილი არავის უნდა და თუკი უნდა, დაბალ ფასში. რამდენიმე თვეში, როგორც იქნა, გამოვიმუშავე ტექნოლოგია და გავაკეთე ისეთი ჩურჩხელა, რომ არ ტყდებოდა, არც ობდებოდა, არც ხმებოდა. ძალიან რთულია იმის გადმოცემა, რამდენი ვიწვალე, სასურველ შედეგამდე რომ მივსულიყავი.

დავიწყე სიარული ბათუმის აგრობაზარში. აქ, ჩვენთან, მატარებლის გაჩერებაა გზაზე, “ელექტრიჩკა” ჩამოივლის და 50 თეთრად ჩადიხარ ბათუმში. ჩურჩხელებს ისე ვფუთავდი, რომ ყველანაირად დაცული ყოფილიყო და ყუთებში ვალაგებდი. უფროს ბიჭს სახლში ვტოვებდი, იქაურობისთვის რომ მიეხედა და უმცროსი – მე დამყვებოდა. ბაზარში ჩემი ადგილი არ მქონდა, მაგრამ დილით რომ ჩავდიოდი და ყუთები ჩამქონდა, მაგიდას ვიქირავებდი, დავაწყობდი ჩემს ჩურჩხელებს და დავდგებოდი. რომ გავყიდდი და გასინჯავდნენ, რა გემრიელიაო და მობრუნდებოდნენ, ათ ცალს, ოც ცალს კიდევ იყიდდნენ. რიგი დადგა და ბაზრის ხალხიც დაინტერესდა, ვიღაც ქალია მოსული, ჩურჩხელას ყიდისო. ფასზე ჰქონდათ ცოტა გართულება, მათ იაფად უნდოდა, მე უფრო ძვირად მინდოდა გამეყიდა, იმდენს ვმუშაობდი და ბავშვებსაც ვამუშავებდი, პატარები იყვნენ, ხელები სულ დაჩხვლეტილი ჰქონდათ ჩურჩხელების აცმაში. ძალიან დიდი შრომა იყო, სულს და გულს ვდებდი ამ ჩურჩხელებში. თავი გავაცანი ყველას, მომხმარებლები გავიჩინე, მაღაზიებსაც მიჰქონდათ, ყველგან და ყველაფერში ვეძებდი საშველს და სახიდებელს. ძალიან რთულია, როცა ობლების დედა ხარ, არ გინდა, შვილებს რამე მოაკლდეს და ყველაფერს უძლებ.

ახლა ჩურჩხელების ბიზნესი მაქვს, ვაწარმოებ და ვყიდი, ვიღებ შეკვეთებს და ამით ვცხოვრობთ. საშუალება არ მქონდა, რომ საწარმო სახლს გარეთ, ეზოში გამეკეთებინა, ფინანსური რესურსები აღარ მეყო. ამიტომ, სახლის ქვეშ გამოვჭერით მიწა და იქ ავაშენეთ, ყველანაირად დაცული და სუფთა გარემო მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანი რომ მოვა და ნახავს, კმაყოფილი დარჩეს. სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, საშუალოდ, 20 000 ჩურჩხელას ვაკეთებდი თვენახევარში. ქალები მყავდა დაქირავებული, რომლებიც მეხმარებოდნენ. ახლა რასაც ვაკეთებ, ზღვაში წვეთია ეს რაოდენობა. არანაირი ტექნიკა არ გამაჩნია, ყველაფერს ხელით ვაკეთებთ, მაგრამ ბევრნაირი ჩურჩხელა მაქვს ჩემი დარქმეული სახელწოდებებით. ვამზადებ ჩირებით, ვამზადებ ე.წ “გორგოლაჭებს,” კლასიკურ კახურ ჩურჩხელებს, უძაფო ასაწონ ჩურჩხელებს, ვაკეთებ ბროწეულის წვენითაც… ვცდილობ, მრავალფეროვანი არჩევანი მქონდეს. ჩემი ჩურჩხელების შეძენა შეიძლება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშიც. მონაწილეობას ვიღებ გამოფენებში. ყოველი წლის შემოდგომაზე ბათუმში იმართება სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა”, ტურისტები ჩამოდიან, ხალხი იკრიბება, ჩემი ჩურჩხელების დეგუსტაციას ვაწყობ, ადგილზე ვამზადებ, თავიანთი ხელით ვავლებინებ თათარაში, ვაგემოვნებინებ ჩურჩხელებს და ვყიდი. ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს.

შრომა თუ გიყვარს, სოფლის ცხოვრება ძალიან კარგია. რისი მოყვანაც შეიძლება, ყველაფერი გვაქვს. გვაქვს კარტოფილის მოსავალი, ყანები დათესილი, თხილისა და წაბლის მოსავალი. ვწურავ ღვინოს, მაქვს შავი და წითელი ადესას ჯიშის ყურძენი, ჩხავერი. სეზონურად ბიჭები თურქეთში გადადიან სამუშაოდ. პანდემიის გამო, ახლა შემოსავალი ნაკლები მაქვს, ბაზრები დაკეტილი იყო და აქედან გამომდინარე, მარტო მაღაზიებს ვაწვდიდი პრუდუქციას. მუშაობაც ნაკლები მიწევდა და სოფლის საქმეებს უფრო მივყავი ხელი, ვაპირებ, მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის პლანტაციები გავაშენო, გავაკეთე ბაღჩები, კიტრს, ლობიოს, პომიდროს სახლში ვკრეფ, სახლში მოწეული ჯანსაღი საკვები გვაქვს. ახლა საზღვარიც ჩაკეტილია თურქეთთან და უმცროსი ბიჭი კახეთშია წასული სამუშაოდ, მარწყვის კრეფასა და ვენახის გასხვლაზე იყო, ახლა ატმის კრეფა იწყება… ყველანაირად მეხმარებიან, რომ ხელმოკლედ არ ვიყოთ.

ვაპირებ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსთა აკადემიაში გავიარე კურსები, სადაც ბევრი რამე ვისწავლე. მომხმარებელი ჩემს ჩურჩხელებს “მზიას ჩურჩხელის” სახელით იცობს და მინდა, ბრენდირებული იყოს ჩემი პროდუქტი. საქართველოში ჩურჩხელას ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს და კონკურენციისაც არ მეშინია, ვცდილობ, სულ სიახლეებით შევიდე ბაზარზე და მყავს ერთგული მომხმარებელი.

გადავწყვიტე, მურაბები და კომპოტებიც გავაკეთო. ვაპირებ თაფლისა და შოკოლადის გოზინაყების დამზადებას და როგორც ჩურჩხელას, ისე ვაწარმოებ “მზიას გოზინაყს.”

ყველაფერი ძალიან დიდ სახსრებთან და შრომასთანაა დაკავშირებული და მე და ჩემი შვილები ამას გავუმკლავდით. რაც ყველაზე რთული იყო, ის ეტაპი გავიარეთ. ახლა ლოგოს მივიღებთ და შტრიხკოდს მოგვანიჭებენ. ბევრი გეგმა მაქვს და სულ ვცდილობ, წინ წავიდე. ყველაზე კარგი გრძნობაა, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ.”

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post მზია შარაშიძე, 46 წლის, სოფელი ციხისფერდი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ხათუნა ღურჭუმალიძე, 44 წლის, სოფელი ნასპერი, ცაგერის მუნიციპალიტეტი
დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. სოფელში 23 წლის წინ დავბრუნდი, მაშინ, როდესაც საქართველოში არეული დრო იყო.

ოჯახში მეოთხე გოგო ვიყავი, ყველა ბიჭს ელოდებოდა. მახარობელს ბაბუაჩემისთვის უთქვამს, ვერა ვარ კაი მახარობელი, გოგო შეგვეძინაო. ბაბუმაჩემმა არ იჯავრო, გოგოც ივარგებსო. როდესაც სახლში მომიყვანეს, ბაბუამ ხელში ამიყვანა, გამცინებია და უკითხავს, ამ კერიაზე რომ მოდიხარ, დარჩენას რომ აპირებ და მე რომ მიშვებ, ის გეცინებაო?! მარტში დავიბადე და ბაბუა მაისში გარდაიცვალა… სკოლა და უნივერსიტეტი ქუთაისში დავამთავრე და შემდეგ, მამის კერა რომ არ გაციებულიყო და იმის გამოც, რომ იქ ცუდი პირობები იყო, დავბრუნდი სოფელში. სოფელმა გამაზრდევინა სამი შვილი, დამაახლოვა მიწასთან და შემაძლებინა, ვიყო ის, ვინც დღეს ვარ.

ჩემს სოფელს დევების ნასოფლარს ეძახდნენ. ამასთან დაკავშირებით, არსებობს ლეგენდა. სოფელში არის ორი ადგილი. ერთი – დევების ადგილი, სადაც დევები დიდ ნადიმს მართავდნენ, დიდ პურებს აცხობდნენ და შემოუსხდებოდნენ დიდი დევები დიდ მაგიდას, პატარა დევები – პატარა მაგიდას. მეორე ადგილას, ცოტა მოშორებით არის საქაჯია. გადმოცემის მიხედვით, იქ ქაჯთა ხელმწიფე ცხოვრობდა, რომელსაც ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. წელიწადში ერთხელ ცეკვები იმართებოდა სოფლის მოედანზე. ცეკვების დროს, ქაჯთა ქალიშვილებს დევებთან მიახლოება ეკრძალებოდათ. მაგრამ ხელმწიფის ქალიშვილს დევების ბიჭი შეჰყვარებია, რომელიც გადაცმული შეიპარა მასთან და სიყვარულის პირობა დადეს. საქაჯიის ახლოს, ერთერთ ადგილას, რომელსაც „საკაკილაო“ ჰქვია, კაკილა შეუწყვეტია ქაჯთა დედოფლისთვის დევს და ქალი დაფეხმძიმებულა. ქაჯთა ხელმწიფემ კარგად იცოდა, რომ დევის შვილს ვერ დაბადებდა ქაჯთა დედოფალი და დიდ ციხეში გამოუმწყვდევია ქალიშვილი. ის გოგონა ცრემლად დაღვრილა და მშობიარობას გადაჰყოლია. დღესაც არის საქაჯიის ადგილას ტბა, რომელსაც „ცრემლის ტბას“ ეძახიან. ამის შემდეგ ქაჯები ჩვენი სოფლიდან გადასულან და გამქრალან, დევები კი აღარ მობრუნებულან.

სოფელი ძალიან პატარაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. აქ არის წარმართული ხანის სალოცავი, ისკელიტა. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც სხვა სოფლებიდან მოდიან და ამ სალოცავს ავედრებენ საქონლის სიმრავლეს. თან მიაქვთ სამარხვო – ნიგვზიანი და ლობიანი პურები. როდესაც სოფელში ფიჭური კავშირგაბმულობის ანძებს დგამდნენ და ტრაქტორმა გზა გაჭრა, მიწიდან ამოიყარა კერამიკის ნაშთები, რომლებიც წავიღეთ ცაგერის მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს, ჩაუტარდა ექსერტიზა, ჩამოვიდა არქეოლოგთა ჯგუფი და დადგინდა, რომ ეს არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-VIII ათასწლეულის კოლხური კერამიკის ნაშთები. სოფელში არის ეკლესია, რომლის სამრეკლო მე-12 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, ხოლო ეკლესია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა ბერძნების მიერ. სოფლის ეკლესია იყო სამწიგნობრო ცენტრი, სადაც იწერებოდა და თარგმნიდნენ წიგნებს. “ვეფხისტყაოსანი” ნასპერშია გადაწერილი. სანამ სკოლა გაიხსნებოდა, ეკლესია უზრუნველყოფდა წერა-კითხვის გავრცელებას. დიდი ხნის ისტორია აქვს სოფლის სკოლასაც. შევისწავლე მისი ისტორია, მოვიძიე მასალები, დავადგინე ადამიანები, ვინც პირველად შემოიტანა წერა-კითხვა ჩვენს სოფელში და პირველი სკოლა გახსნა.

სოფელში დაბრუნების შემდეგ, საკმაოდ გამიჭირდა ცხოვრება. გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო… როდესაც მარტო დავრჩი და მომიწია უღელს მარტო შევბმოდი, არც გუთანი ვიცოდი, არც ზვინვა, მაგრამ მერე შვილებთან ერთად ვისწავლე. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ფიზიკურად ვშრომობდი, თავი რომ გადამერჩინა. ეს იყო ურთულესი გზა. რაც ბავშვები გაიზრდნენ, მას მერე ტექნიკურ იარაღზე ხელი არ მომიკიდებია, ესენი აკეთებენ ყველაფერს, მეხმარებიან. ახლა პარასკევს, შაბათს და კვირას ამოდიან, მაგრამ მთელი ზაფხული ერთად ვშრომობთ. მიმაჩნია, რომ ბავშვებმა ხელობა, ხელსაქმე უნდა ისწავლონ იმიტომ, რომ როდესაც გამიჭირდა, ლეიბებისა და საბნების კერვა იყო ჩემი ხელსაქმე, ამით დავიწყე. კარგად სწავლობდნენ, თვითონაც მეხმარებოდნენ და მაძლებინებდნენ, აქედან გამოვიდა ყველაფერი ეს, ჩემი ოჯახი.

გარდა იმისა, რომ მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ჩემი ყურადღება მიიქცია გადაშენებული ხეხილის ჯიშებმა. მაქვს ჩანაწერები, რომელი ვაშლის ჯიშები ხარობდა ჩემს სოფელში, რომელი ხილი იყო გავრცელებული, როგორ მოჰყავდათ. ამ ხეხილს ვეძებ დღესაც კოლმეურნეობის ყოფილ ეზოებში, ვაგროვებ და მინდა ლეჩხუმს, კერძოდ, ნასპერს დავუბრუნო აბელოური, თურაშაული, ყინულა ვაშლი, რომელიც გაზაფხულამდე ინახებოდა. გლეხკაცი რომ სამუშაოდ მიდიოდა, ეს ხეხილი მიჰქონდა საჭმელად. მე თვითონ მაქვს მეურნეობა, მყავს საქონელი, ღორები და მივსდევ მებოსტნეობა-მეხილეობასაც. ვისწავლე დანამყნობა, ჩითილების გამოყვანა, გაზაფხულიდან გამომყავს ჩითილები და ვუწევ რეალიზაციას, მომყავს ყველანაირი ბოსტნეული, რაც კი მოდის საქართველოში.

მიწასთან და ბუნებასთან სიახლოვემ განაპირობა ის, რომ ვიწერდი სოფლის მოსახლეობისგან ლეჩხუმური საჭმელების რეცეპტებს. მოვიყვანე ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი სანელებლები, ეს სანელებლები დავთესე ეზოში და გავაკეთე ლეჩხუმში გავრცელებული და უკვე დავიწყებული ე.წ. „ბებიას მარილი.“ მისი რეცეპტი ჩავიწერე დედაჩემის დედისგან, რომელიც 110 წლის გარდაიცვალა და რომელიც თავად ამზადებდა ამას ბუხრის კიდესთან. ეს არის ბოსტნეული კულტურების ერთობლივი ნაზავი, რომელსაც ლეჩხუმელი დიასახლისები აკეთებდნენ შემოდგომაზე და მთელი ზამთარი ჰყოფნიდათ, სანამ მწვანე მწვანილი არ გამოჩნდებოდა.

ყველაფერს საკუთარი ხელით ვამზადებ, მაქვს ორი ქვის ფილა, რომელბშიც ვფქვავ. აქ ბლენდერი და სხვა იარაღები არ გვჭირდება, რადგან მინდა, იმ მამა-პაპურ წესს დაუბრუნდნენ ოჯახები, რაც ლეჩხუმს ჰქონდა და რაც აქაურ ტრადიციებს შეესაბამება. საინტერესო იყო აჯიკების დამზადებაც, ლეჩხუმში გავრცელებული აჯიკები არის მთაში გასატანებელი აჯიკები, რადგან მთაში როცა მიდიოდნენ და საქონელი მიჰყავდათ, დიასახლისებს ისეთი სანელებლები უნდა გაეტანებინათ, რომლებიც დიდხანს არ გაუფუჭდებოდათ. ეს აჯიკები მზადდებოდა მაისი-ივნისის თვეში იმიტომ, რომ ამ დროისთვის ჩვენთან მწვანილი ბლომადაა, კეთდება მწვანილებით, ნივრითა და ნიგვზით, დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს თავის თვისებებს. ასევე საინტერესოა, ლეჩხუმში ძველი ტრადიციის მიხედვით ზეთის წარმოება. აქ ნიგოზი დიდი რაოდენობით მოდის და სხვა ნიგვზებისგან ცხიმიანობით განსხვავდება. ძველი ჩანაწერებიდან დავამუშავე, როგორ იხდება ნიგვზის ზეთი და ის ნებისმიერ სხვა ზეთზე გემრიელი და სასარგებლოა. ჩემი ოჯახი დიდი ხანია აწარმოებს ხალმის ყველსა და ხალმის მჟავესაც. ყველა თვის ყველი არ ინახება ხალამში, მას თავისი წესი აქვს – ზაფხულის ყველი ინახება მიწაში ჩარგულ ჭურში, რომელიც მარნის მეორე განყოფილებაში, ე.წ. „სადიასახლისოშია,“ იგოზება, იხურება და ყველიერის დროს იხსნება.

მერე ონის აგროფესტივალზე მოვხვდი, მანამდე აგროფესტივალში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ამ საქმიანობის შესახებ გაიგო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, რომელიც სახლში მესტუმრა და ნახა ვინ ვიყავი. მონაწილეობის მიღება მინდოდა იმიტომ, რომ ლეჩხუმი წარმომედგინა. ვიფიქრე, რა გამეკეთებინა ისეთი, რითაც მე საზოგადოებას ვეტყოდი, რომ აი, ეს არის ლეჩხუმი. ლეჩხუმს აქვს თავისი სამზარეულო, თავისი სახელი, თავისი ადგილი. წავიღე საწებლები, აჯიკები, ბებოს მარილი, ჩირები, ტყლაპები, მწვადები, რომლებიც ოჯახის ღორის ხორცისგან გავაკეთე, ხარისხიანი და გემრიელი რომ ყოფილიყო და გავმართეთ მაგიდა. მაგ დროს ისიც არ ვიცოდი, რომ პროდუქტები უნდა გამეყიდა, გამოსაფენად წავიღე, რომ ხალხს ენახა. ყველაფერი გაიყიდა და ამან მომცა მოტივაცია, რომ შემიძლია ვაწარმოო და გავყიდო. იქ რომ არ წავსულიყავი, ამას ვერ მივხვდებოდი.

ახლა მინდა, ბრენდირება გავუკეთო ამ ყველაფერს. ჩემი ოცნებაა სამზარეულო სახლის აშენება, მარტივი ხის სახლი მინდა სოფელში. ჩემი მიზანია, რომ აქაური ქალები დავასაქმო და ისინი ჩავრთო ამ სფეროში. ასევე, გადავწყვიტე, რომ ჩემი სოფლის ქალებს ინგლისური ესწავლათ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოსულ სტუმარს დავხვდეთ და გავიგოთ, რა სურს და როგორ უნდა მოვემსახუროთ. ამ ყველაფერში ცაგერის გამგებელი დამეხმარა. კვირაში ორჯერ მასწავლებელი ამოდის სოფელში და გაკვეთილი გვიტარდება. ამჟამად ჯგუფში რვა ქალი ვართ, მამაკაცები ხელს უწყობენ ამ ქალებს, რომ ისწავლონ. ბავშვებს იტოვებენ, გვეხმარებიან და პრობლემას არ გვიქმნიან. ამ ქალებს დავასაქმებ იმითაც, რომ სანელებლებსა და ტყემლებს ბლომად გავაკეთებთ სარეალიზაციოდ, ხალხი აღარ დატოვებს სოფელს და მიზანი და აზრი ექნება სოფელში არსებობასა და ყოფნას.

ჩემი დილა დილის 6 საათზე იწყება. მაღვიძარის გარეშე, ბუნებრივად მეღვიძება ამ დროს. დილით ვდგები, საქონელს, ღორებს, ქათმებს მივხედავ. 7 ძროხა მყავს, თუ ძროხები მოსაწველია – ვწველი, ჩალის ჩაყრა, გამოწმენდა, დაბაგვა… დედას საჭმელს გავუმზადებ და მერე ვემზადები სკოლისთვის. სკოლაში მუშაობა ჩემთვის ყველაზე ტკბილი პროცესია. მე მოსწავლეებს მზეებს ვეძახი, ისინი მზეები არიან. როდესაც რაიმე ეშლებათ, ღრუბელი მოგეფარა და მოდი, ამინდი გამოვიყვანოთ მეთქი, ვეუბნები. ეს მოსწავლეები არიან ჩემი სოფლის გაგრძელება და მჯერა, რომ ჩემი ყველა მოსწავლე ჩემზე წარმატებული ქალი და კაცი იქნება.

ახლა 3 მოსწავლე მყავს, კლასკომპლექტს ვასწავლი – პირველ და მესამე კლასებს. სოფელში არის ადგილები, ნაზანდურები, ნახორგვალი, სადაც ადრე ხორბლის ეს სახეობები მოჰყავდათ. ვეძებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პურს დათესავენ, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ამაში. ნებისმიერი თესლის, ნერგის გამოყვანა სიყვარულს უკავშირდება. ამის გარეშე ვერ ვარსებობ და ვერ ვცხოვრობ. მთავარია, მოსწავლესაც სიყვარული ასწავლო. როდესაც ის ხედავს, რომ გიყვარს, ორჯერ მეტი სიყვარულით გპასუხობს.

ყველაზე დიდ ძალას სიყვარული მაძლევს, ნებისმიერი საქმის მიმართ დამოკიდებულებას სიყვარული სჭირდება. მიწასთან მუშაობასაც, რადგან მიწა ცოცხალი ორგანიზმია, ამ მიწის ნაწილი ხარ შენ თვითონ, მიწაა შენი პატრონი, გაჭმევს, გასმევს, შვილებს გაზრდევინებს. ეს ძალიან დიდი გზა, რომელიც გავიარე. უკერიო ქალის რა მცოდნიაო და მე კიდე, უკერიო ლეჩხუმის რა მცოდნია… კერიის გარეშე ლეჩხუმი არ არსებობს.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post ხათუნა ღურჭუმალიძე, 44 წლის, სოფელი ნასპერი, ცაგერის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

მერი მახარაძე, 68 წლის, ბოლნისი (სოფ. დისველი)
“ჩვენ აქ 90-იან წლებში მომხდარი მიწის მეწყერის გამო ჩამოგვასახლეს. სოფელი წაბლანი ზვავმა დაფარა და მოსახლეობის ნაწილი შიგ მოყვა თავის სახლებიან-საქონლიანად. მაშინ ამ ტრაგედიის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. გადაწყდა, რომ უნდა გადმოვესახლებინეთ ბოლნისში, სოფელ დისველში. აქ ტრიალ მინდორზე, 230 ოჯახზე უნდა აშენებულიყო ახალი სოფელი, თავისი ინფრასტრუქტურით და ყველაფრით.

აქ დაბლა ქათმების ფერმა იყო და მანამ სანამ სოფელი აშენდებოდა ისევ ჩამოსული ხალხის დახმარებით, სოფლის მოსახლეობის ნაწილი იმ ფერმის საერთო საცხოვრებელში შეასახლეს. 2-3 წელი მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველაფერი გაჩერდა და ეს სოფელი დღემდე ვერ აშენდა, როგორც ხედავთ. ამის მიუხედავად, აჭარიდან წამოსვლა მაინც მოგვიწია, რადგან გეოლოგების დასკვნით, ჩვენი სოფელი საცხოვრებლად ყოვლად გამოუსადეგარი იყო. იქიდან ჩამოსულმა ხალხმა საქონლის მოშენება და დაუმთავრებელი სოფლის მშენებლობის გაგრძელება გადაწყვიტა. წარმოიდგინეთ, არც ერთი სახლი არ იყო დასრულებული – ნაწილი გადასახური იყო, ხოლო დანარჩენი სახლები ყოვლად მოუწყობელი. აი, ასეთ პირობებში შესახლდა ეს ხალხი და თავისი შესაძლებლობებით გააგრძელეს სახლების და სოფლის მშენებლობა. ჩვენ ცოტა უფრო გაგვიმართლა იმით, რომ რვა შვილი გვყავდა და მრავალშვილიანობის გამო, ბოლნისის ცენტრში მოგვცეს გამართული სახლ-კარი.

დიდ გაჭირვებაში მოგვიწია ცხოვრების დაწყება, რადგან პურის რიგები ხომ იყო და თან ისეთი საშინელი ხარისხის ფქვილისგან აცხობდნენ, პურს მწანე ფერი ჰქონდა. ძაღლს რომ დაუგდებდი, არ ჭამდა. ჩემი დედამთილი ტიროდა ხოლმე, ეს ბავშვებს როგორ ვაჭამოო და მჭადებს აცხობდა. ისე გამოვიდა, რომ ოჯახებს მხოლოდ საკუთარი ძალებით უწევდათ და უწევთ ყველაფრის კეთება. ნაწილი უკანაც კი მიბრუნდა, მაგრამ არც იქ არის საცხოვრებელი პირობები, არც საძოვრებია და სიმინდი რომ სიმინდია, ისიც არ მოდის საკმარისი. იქ თავის რჩენის საშუალება კიდევ უფრო არ არის, აქ საძოვრები მაინც გვაქვს.

განათლებით ეკონომისტი ვარ. არ ვიცი როგორ ვახეხერხებდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 8 შვილი გავაჩინე, სულ ვმუშაობდი. ბოლო შვილი უკვე ბოლნისში გადმოსვლის მერე გამიჩნდა. აქაც მთელი ოჯახი თან ვმუშაობდით, თან ვსწავლობდით და ასე ვცხოვრობდით. დღეს არც ერთი ჩვენი შვილი ჩვენთან აღარ ცხოვრობს – ზოგი თბილისშია, ზოგი ბათუმში და ზოგი კი საქართველოში აღარ არის.

მას შემდეგ, რაც ეკო-მიგრანტების ცხოვრებით დაინტერესდნენ დონორები, შეიძლება ითქვას, რომ ხალხმა ცოტა სული მოითქვა. ჩვენ, მაგალითად, 2014 წელს 5 ოჯახი გავერთიანდით და კოოპერატივი შევქმენით. საბჭოთა გამოცდილების გამო, კოოპერატივების მიმართ არსებობს გარკვეული უნდობლობა. სინამდვილეში კი დღეს კოოპერატივს ბევრი საგადასახადო შეღავათი აქვს მინიჭებული სახელმწიფოს მხრიდან – ჩვენ არ ვიხდით მოგების გადასახადს და საშემოსავლოს. თუმცა, ეს დროებითია და ამ მოცემულობით, 2020 წლამდე ვისარგებლებთ ამ შეღავათებით. რა თქმა უნდა, გადასახადები თუ დაგვაწვება, ეს გაართულებს ჩვენს მდგომარეობას და ზოგადად, ალბათ, გადასახადები დასაწყისშივე მოკლავს იდეას. ჩვენი მუშაობის პრინციპი ასეთია – თუკი რამე გვაქვს კოოპერატივში გადასაწყვეტი, ყველა ვიკრიბებით, განვიხილავთ, ვდისკუსიობთ და საბოლოო გადაწყვეტილებას შეთანხმებულად ვიღებთ.

ჩვენ, როგორც კოოპერატივმა, ეს შენობა შევისყიდეთ, რომელიც მაშინ ძველი და დანგრეული იყო. ამავე პერიოდში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში რძის საწარმო დაგვიფინანსეს, როგორც მეცხოველეობით დაინტერესებულ თემს, რათა რძე უფრო მომგებიანი ყოფილიყო აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. იმ პროექტის დახმარებით დავაშენეთ მეორე სართული, შევიძინეთ სტერილიზატორები, სხვადასხვა დანადგარები და საწარმოსთვის საჭირო სხვა ძირითადი აღჭურვილობა. აქ მესაქონლეობას სულ მისდევს ხალხი, მაგრამ რეალიზიაციის პრობლემა იყო. ადამიანებს უწევდათ რძის ნაწარმი ყოველ კვირას ბაზარში გასაყიდად წაეღოთ. იქაც რეალიზაციას ან გაუკეთებდნენ, ან ვერა და ძალიან წვალობდნენ. ჩვენი არსებობით დღეს უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ადგილზე ვიბარებთ რძეს და შემდგომ დისტრიბუციას საჭიროების მიხედვით ვაკეთებთ.

ამ კოოპერატივმა გაგვამდიდრაო ვერ ვიტყვით, ჯერ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ და დიდ მოგებაზე ვერ გავდივართ, მაგრამ დასაქმებულები ვართ და ვღებულობთ ანაზღაურებას. ამასთან ერთად, ჩვენ ვართ მოწილეები, ანუ მოგების შემთხვევაში წილის თანაბრად გაყოფის უფლება გვაქვს. ჩვენი კლიენტია ის, ვისაც აინტერესებს ნატურალური რძის პროდუქტები. ამ ეტაპზე მუდმივად ვამარაგებთ რამდენიმე სუპერ-მარკეტებისა და რესტორნების ქსელს. პროდუქტი „დისველი“-ს სახელით არის ბაზარზე და ჩვენი მთავარი ნიშაა, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ფხვნილებისგან დამზადებულ პროდუქტს ფასში კონკურენციას ვერ ვუწევთ. ამიტომ, ყველაზე რთული ეტაპი ისევ რეალიზაციაა ჩვენთვის.

სხვადასხვა ორგანიზაციებიც ძალიან დაგვეხმარნენ, მაგალითად, CENN და ბევრი ტრეინინგი თუ სასწავლო კურსი გავიარეთ. ჩვენ პირუტყვთან და რძესთან შეხება მანამდეც გვქონდა, მაგრამ ფაქტიურად, ყველაფერი ახალი დავნერგეთ. ის რაც ოჯახში კეთდება ერთ პატარა ქვაბში, იმას 700-800 ლიტრიან პასტერილიზატორს ვერ მოარგებ. ასევე, ის ცოდნა და უნარები, რაც საბაზრო პროდუქტის შექმნას ეხება, ამ ტრეინინგებიდან, სხვადასხვა საწარმოებში ვიზიტებიდან და მათი გამოცდილებების გაზიარებებიდან შევიძინეთ. მართლა ყველაფერი გავითვალისწინეთ, რაც ვისწავლეთ და საწარმოს ხარისხის თვითკონტროლის პროგრამებიც დავნერგეთ. ჩვენ დღემდე მუდმივი თვითგანვითარების პროცესში ვართ. ვეძებთ სხვადასხვა შესაძლებლობებს, როგორ გავხადოთ უფრო მომგებიანი საწარმო იმისთვის, რომ ოჯახებსაც უკეთესად წაადგეს და სოფელსაც მეტად მიეხმაროს. უფრო შემოსავლიანი როცა გახდება ჩვენი საწარმო, სოფლის ბაღის, გზების მშენებლობისთვის და სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამებისთვის გვინდა წილი გავიღოთ. ეს ჩვენი წესდების მიხედვითაც გვაქვს განსაზღვრული, რომ მოგების 5% სოფლის განვითარების პროექტებში დავხარჯოთ. მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ კოლექტივი ვართ და ვიცით, რომ ვიღაცისთვის სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ.

მანამდე კი ჩვენც ბევრ პრობლემას ვებრძვით. შენობა რადგან ორსართულიანია, მოუხერხებელია რძის და პროდუქტის მუდმივად ქვევიდან-ზევით ან პირიქით ტარება. ამიტომ, გვინდა, რომ ახალი დარბაზი მოვაშენოთ, სადაც უფრო მარტივად შევძლებთ წარმოებას. ამისათვს კრედიტი გამოვიტანეთ, მაგრამ, ცხადია, ჯერ კიდევ გვჭირდება დონორების მხარდაჭერა. მაგალითად, ძალიან გვინდა მზის პანელები გვქონდეს თბილი წყლისთვის, რადგან დენის ძალიან დიდი ხარჯი გვაქვს, რაც ასეთი პატარა წარმადობის საწარმოსთვის მძიმე ტვირთია. მსგავს რამეებში განსაკუთრებით გვჭირდება ვინმესგან მხარდაჭერა. თუკი რომელიმე ორგანიზაციას ექნება მხარდაჭერის სურვილი, ეს ძალიან დაგვეხმარება განვითარებაში. გვაქვს იმედი, რომ ინვესტორებიც დაინტერესდებიან მომავალში, ჩადებენ ფულს და წარმოებას გავაფართოვებთ, რადგან კოოპერატივი ნელ-ნელა უკვე იწყებს მოგებაზე გასვლას.

ახლა ეტიკეტირების მძიმე ეტაპებს გავდივართ. ეტიკეტზე უნდა დავიტანოთ, რომ ეს არის ქართული ნატურალური რძის პროდუქტი. ამისათვის კი სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევები გვჭირდება, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამის გარეშე ბაზარზე ვერ გავალთ.

სხვათაშორის, ძალიან დატვირთული გრაფიკით ვცხოვრობთ და ძირითადად, ქალები ვმუშაობთ ბევრს, რადგან ეს საქმე მაინც ქალებმა წამოვიწყეთ, უფრო სწორად ხუთმა ქალმა და ერთმა კაცმა. დილის 11 საათიდან ვიწყებთ და ვამთავრებთ მაშინ, როცა პროდუქციას ვაგზავნით და ეს არის ღამის 2-3 საათი. ამიტომ, გრაფიკი გვაქვს შედგენილი და ყოველ მეოთხე დღეს ერთი გოგო ისვენებს. გარდა აქ მუშაობისა, ამ ქალებს ხომ სახლშიც უწევთ კეთება, თან ისე, რომ ზოგს შემცვლელიც არავინ ჰყავს იქ. მართლა ისე გამოდის, დასვენებისთვის დრო პრაქტიკულად არ გვაქვს.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტოგრაფი: სალომე ცოფურაშვილი

The post მერი მახარაძე, 68 წლის, ბოლნისი (სოფ. დისველი) appeared first on WomenOfGeorgia.

მანონი ახვლედიანი, 48 წლის, სოფელი ღვირიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი
„სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ, ღვირიშის საჯარო სკოლაში ვმუშაობ. ასევე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენი თემიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ჩემი გადაწყვეტილება, რომ დეპუტატი გავმხდარიყავი, ოჯახმა და საზოგადოებამ კარგად მიიღო, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, პირიქით. მანამდე 15 წელი სოფლის მაღაზიაში ვმუშაობდი. შეურაცხყოფად არავინ მიიღოს, მაგრამ მაღაზიაში მომუშავე ადამიანს ხშირად ვაჭრუკანად მიიჩნევენ და ის, რომ საზოგადოებამ დეპუტატად აირჩიოს, ბევრს ნიშნავს, პატივისცემას უნდა იმსახურებდე.  დეპუტატად პოლიტიკისთვის არ მოვსულვარ. არც მატერიალური დაინტერესება მქონია, მინდოდა, სოფელს დავხმარებოდი. პასუხისმგებლობის გრძნობა არც მანამდე მაკლდა, მაგრამ რაც დეპუტატი გავხდი, კიდევ უფრო მომემატა. გაჭირვებისა და სიდუხჭირისაგან წელში გაწყვეტილი ხალხის ფეხზე დადგომაზე ვოცნებობ. მინდა, ჩემი საქმიანობით ხელი შევუწყო სოფლის განვითარებას და მგონი, ასე თუ ისე, ვახერხებ. ვფიქრობ, ახალი სისხლი გადაესხა რაღაც-რაღაცებში.  მაქვს ოცნებები – ვაშლის ბაღების გაშენება მინდა და ზანდურის ჯიშის ხორბალი უნდა ავაღორძინო. ამაში ჩემი სკოლაც, ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართული.

„ზანდურის სახლი“

ზანდური ხორბლის სახეობაა, ლეჩხუმის ენდემი. ამბობენ, ზანდურის გენზე დგას მსოფლიოს ხორბალიო.  ხორბალზე მნიშვენლოვანი საკვები დედამიწაზე არ არსებობს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ხორბალი ზანდურის გენზე დგას, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ოქროს ფასია თითოეული მარცვალი. რამდენადაც ვიცით, ზანდურის თესლი ლეჩხუმიდან გაიტანეს საზღვარგარეთ, მაგრამ ამ მარცვალმა მუტაცია განიცადა, ის გენი, ის თვისებები აღარ აქვს, რაც ჰქონდა, რადგან შეგუებული იყო ამ მიწას და იმ საკვებს, რასაც მისგან იღებდა. ზანდურით პირველ რიგში იმიტომ დავინტერესდი, რომ  ლეჩხუმურია. ხალხი ლეჩხუმს ისე კარგად არ იცნობს, არ ჩანს საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობ, რომ ლეჩხუმის სახელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბებიაჩემიც ხშირად ახსენებდა ზანდურის პურს და ამანაც გამიღვივა სიყვარული. ლევან ოზბეთელაშვილმა, რომელიც ბოტანიკის ინსტიტუტში მუშაობს, ჩაგვიტარა ზანდურთან დაკავშირებით პატარა ლექცია, რომელსაც ბავშვებთან ერთად დავესწარი. ვიფიქრე, რომ საწყის ეტაპზე შემეგროვებინა ის ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ზანდურთან იყო დაკავშირებული, რითაც მოჰყავდათ და მერე თანდათან განვავრცე  ჩემი ფიქრები და იდეები. დავიწყეთ მასალების მოპოვება – ზოგი სახლში მქონდა, ოჯახში. მერე მეზობლებთან გადავედი, გავცდი მეზობლებსაც და სოფლებში დავიწყე მოძიება ბავშვებთან ერთად. ეს ნივთები – შნაკვი, ძღავი, კაკაბა, კევრი, კავი, წიფხა, უკვე ხმარებიდან ამოღებულია და ფაქტობრივად, სხვენზე იყო შემოგდებული. მაგალითად, წიფხა ლეჩხუმური ჭურჭელია, ველური ბლის კანისგან კეთდებოდა, ძალიან ლამაზად არის დაწნული, გვერდები ამოყვანილი, ამოგვირისტებული აქვს. ეს ყველაფერი ბეღელში გამოვფინე, გადავწყვიტე, უფრო გამელამაზებინა იქაურობა და „ზანდურის სახლი“დამერქმია.  ეთნოგრაფიული მასალა რომ არის შეგროვებული, თვალისთვის სასიამოვნოა, მაგრამ ეს ყველაფერი მინდა ემსახურებოდეს იმას, რომ რეალურად მივიღოთ ხორბლის მოსავალი და დავაცხოთ ზანდურის პური. თესლი ფიზიკურად არ არის, ძლივს მოვაგროვეთ, დავთესეთ და ძალიან ვუფრთხილდებით. მოსავალს ველოდებით, რომ კიდევ გადავამრავლოთ და იქნებ ყანაც დავთესოთ. ვცდილობ, პოპულარობა გავუწიო ამას და იქნებ ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანები მოვაბრუნო აქეთ, ძალიან დიდი რესურსი და ბაზა გვაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ. გაზარმაცებული კი არ ჰქვია ჩვენს ხალხს, ცნობიერება აქვთ განადგურებული, საზღვარგარეთ გარბიან და იქ ნაშოვნი ფული მერე რესტორნებში, ბინებსა და უძრავ ქონებაში იხარჯება. შეუძლიათ, ეს თანხა თავიანთ სოფლებში დააბანდონ, ხეხილის ბაღი გააშენონ, ვაზი ჩაყარონ, რამე ქნან… ასეთი გეგმა მაქვს და რეალობად მინდა ვაქციო – დავთესოთ ხორბლის ყანები, მოვიწიოთ მოსავალი და რეალიზაცია გავუკეთოთ. ვფიქრობ, მოსახლეობაში გამოჩნდებიან დაინტერესებული ადამიანები.  აუცილებლად დადგება დრო, როცა ბიო პროდუქტებზე იქნება ძალიან დიდი მოთხოვნა, ამის იმედი მაქვს. მომავალ თაობაზე ვაკეთებ გათვლას, რომ დაინტერესდნენ ეს ბავშვები და ხორბალი დათესონ. მარტო ფულის გულისთვის კი არა, იმისთვისაც, რომ ლეჩხუმი წამოწიონ წინა პლანზე.

„ზანდურის სახლი“  ეკოტურიზმის განვითარებასაც  შეუწყობს ხელს, სოფელში რომ ტურისტი შემოვა, სანახავი ექნება.  აქ არის ვაკე ადგილი და მინდა, ეთნო სოფელი გავაკეთოთ, ეთნო კუთხე ლეჩხუმური ოდა სახლით, თავისი ჩუქურთმიანი აივნებით, ბუხრით. მინდა ფაცხები დაიდგას, დასასვენებელი მერხები… პირველი აგური შეიძლება მე ჩავდო ამ საქმეში, მაგრამ ეკონომიკური საშუალება დიდი არაფერი მაქვს, ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. რომ დაინახოს ეს მთავრობამ, ხელისუფლებამ, კეთილმა ადამიანმა, მთავრობაც ხომ ადამიანებისგან შედგება და იქნება ვინმე დაინტერესდეს. დაინახონ, რომ მეც რაღაც გავაკეთე და ჰაერზე არ ვამბობ ამ ყველაფერს. ამისთვის ბევრი შრომა დამჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თავს არ დავიშურებ.

რაც ეს ძველი ნივთები მოვიძიე, სულ ვფიქრობ, რა სიყვარულითაა ნაკეთები.  ჩვენ არ დავიცავით ის სიმეტრიები, ის სიყვარული და რუდუნება არ ჩავდეთ, შემოქმედებითობა განადგურდა. 15-16 კილომეტრი მაინც იქნება ხვამლიდან, იქ მოიპოვებდნენ ამ ქვებს და ალბათ როგორი გაჭირვებით მოჰქონდათ, რომ სახლის კუთხეებში ჩაედგათ სილამაზისთვის. მათ ჰქონდათ ეს შეგრძნება და ჩვენ – დავკარგეთ. იქნებ, აღვადგინოთ.

ბავშვობაში ტრაქტორისტობაზე ვოცნებობდი. ტრაქტორი რომ ვიყიდე, მაშინ ვხუმრობდი, ერთი ოცნება ამიხდა მეთქი. ვაშლის ბაღების გაშენებაც ბავშვობის ოცნება იყო. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, ვიყიდე პანტა ვაშლი, დავთესეთ, შვილები მომეხმარნენ, მართლა მძიმე შრომა გავწიეთ. თურმე მწიფე არ ყოფილა თესლი და არ ამოვიდა, კრახი განვიცადე. მერე არასამთავრობოდან იყვნენ მოსული და მითხრეს, ჩვენ დაგეხმარებით სარწყავი სისტემითო. არ მეგონა, თუ რამეს მართლა გააკეთებდნენ და დავწერე პროექტი, პასუხისმგებლობა მომემატა, არც ისე იოლი იყო. გორში ვიყიდე ნერგები, დავხანით და დავრგეთ, მიწა ბეტონივით იყო გამაგრებული, ორმოები ძლივს ამოვთხარეთ. შვილებივით ვუვლიდი ნერგებს, უფრო მეტადაც. პირველად რომ მოისხა, მეზობლები დამყავდა სანახავად, უბედნიერესი ვიყავი. დღეში ათჯერ მაინც მივდიოდი და ვეფერებოდი ამ ვაშლებს. ახლაც თვალწინ მიდგას ის ორი წითელი ვაშლი. მერე პომიდორი, ბულგარული, ბადრიჯანიც დავრგე. ყოველ მეხუთე დღეს 200 ლიტრი წყალი შემქონდა და ვწამლავდი, რომ დაავადება არ გასჩენოდა, ამის გამო მხედველობა დამიქვეითდა.  ერთ წელიწადს ხახვი და ნიორიც დავთესე, 60 მეტრიანი მწკრივები იყო, ქვემოდან რომ გახედავდი, ზემოთ ასვლამდე სული შეგიწუხდებოდა. კვალს რომ ვთოხნიდი, მიჭირდა, ნიადაგი არ იყო დამუშავებული, ისედაც მძიმე მიწაა და თავში რომ ამოვიდოდი, ცრემლებს ვყრიდი, მაგრამ რომ გავხედავდი, ის ბედნიერება და სიამოვნების გრძნობა რომ მახსენდება, ახლაც ჟრუანტელი მივლის.

ფუტკარიც მყავს. ისტერიკულად მეშინოდა ფუტკრის, ვერ ვეკარებოდი და ჩემი მეუღლე უვლიდა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, მერე მამაჩემი უვლიდა, მაგრამ ფუტკარი სხვისი მოვლილი არ გამოდის, შენ უნდა მოუარო და მიხედო, როგორც პატარა ბავშვს. მე ვერ ვუვლიდი, მეშინოდა, ვერ ვეკარებოდი და თანდათან განადგურდა. 4 სკა დარჩა 23-დან. მერე მეგობარმა მითხრა, დაგეხმარები, ნუ გაანადგურებო. რამდენჯერმე ამოვიდა მოსახმარებლად, ფუტკარს ისეთი შრომა სჭირდება, სულ უხერხულად ვიყავი.  ერთი წელი მეხმარებოდა, მეორე წელს შემრცხვა, სულ ხომ ვერ დავუძახებდი და გავრისკე, მივეკარე. თავიდან კანკალ-კანკალით ვუვლიდი, მერე ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის მოძიება. გადავწყვიტე, რომ გაზაფხულზე დედები გამომეყვანა. დედების გამოყვანა დაახლოებით იმას ნიშნავს, ქალი რომ ამშობიარო, საკეისრო გაუკეთო. პირველი დანამყნების დროს ისეთი სტრესი მივიღე, სამი საათის განმავლობაში მოძრაობა აღარ შემეძლო. ძნელი კი არაა, მაგრამ ემოციურად დავიძაბე. ახლა 54 სკა მყავს. მძიმე შრომა გავწიე, გამომივიდა  და მეფუტკერობასთან დაკავშირებითაც მაქვს გეგმები, ფუტკრის რძის წარმოებასა და ნუკლეუსების რეალიზაციას ვაპირებ. თაფლსაც ვყიდი. საქართველოში მეფუტკრეობა პრიორიტეტად არ აღიარა სახელმწიფომ და არ ეხმარება ამ დარგს. დიდი ხარჯი კი გავწიე, ეს ყველაფერი რომ შექმნილიყო.

ჩემი მეუღლე 14 წლის წინ გარდაიცვალა და მას მერე ამ ყველაფერს მარტო ვუძღვები. 14-15 წლის რომ ვიყავი, რაღაცას რომ დამავალებდნენ, არ მინდოდა წასვლა, მშიშარა ვიყავი – ბაყაყების, გველების, პეპლების, სიბნელის მეშინოდა. წასვლა-წამოსვლაც მეზარებოდა და რომ მთხოვდნენ, წყალი მოიტანეო, მეშინია, ვერ წავალ წყაროზე მეთქი, ვპასუხობდი. სულ იმას მეუბნებოდნენ, ზარმაცი ხარო და მთელი ცხოვრებაა ვცდილობ, ეს კომპლექსი მოვიხსნა ბევრი შრომით. შინაგანად მართლა ზარმაცი ვარ, განა ტყუილია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს საზოგადოების წინაშე. საკუთარ თავთან უნდა ვიყო მართალი და შინაგანად თუ მაქვს ეს სიწრფელე, ბედნიერიც მაშინ ვარ. თუ რაღაც შემეშალა, სიყალბე გამომივიდა, რომ მოვალ სახლში ადგილს ვერ ვპოულობ, ტირილამდე მივსულვარ.  სინანულია ჯოჯოხეთიო, ხომ ამბობენ, რამდენჯერ გამომივლია ჯოჯოხეთი იმის გამო, რომ შეიძლება რაღაც ცუდად ვთქვი, არ ვიყავი სწორი…

სოფლის რუტინით არ ვცხოვრობ, ყოველდღე ვშრომობ და ვიბრძვი.  ზამთარში 8 საათზე მეღვიძება, ფეისბუქს ჩავხედავ, რომ გამომაცოცხლოს, მერე ვდგები და ვიწყებ შრომას.  ყველაზე მეტად მიყვარს, დილით ჯეჯილზე რომ ნამია წვეთებად, ბრილიანტებივით, ფოტოებს ვუღებ. დავდგები და ბუნებას ვუყურებ. კიდე ფუტკრებთან მიყვარს ფუთფუთი. ყველაზე დიდ ენერგიას მიწასთან მუშაობისგან ვიღებ.“

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post მანონი ახვლედიანი, 48 წლის, სოფელი ღვირიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

მირანდა ჩხეტიანი, 33 წლის, სოფელი ტვიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი
ქუთაისში კი დავიბადე, მაგრამ მთელი ბავშვობა აქ, სოფელში გავატარე. სკოლაც აქ დავამთავრე, სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა ქალაქში, მშობლებთან უნდა დავბრუნებულიყავი,  ბებიაჩემი უკვე იმ ასაკში იყო, რომ მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, შემოვრჩი აქაურობას. ქალაქში რატო არ მივდივარ? აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ ჩემი საქმიანობით, აქ ცხოვრებით.

ჩემს ოჯახს მუდმივად ჰქონდა ვაზთან და მეღვინეობასთან შეხება, ბაბუა მყავდა, მაგალითად აგრონომი, მამაჩემიც აყენებდა ღვინოს, ჩემი ძმაც ერკვევა ამ ამბავში. დროთა განმავლობაში შემიყვარდა მეც ვაზი და მასთან ურთიერთობა. ამიტომ გადავწყვიტე მეცადა ბედი.

თავიდან დავიწყე მევენახეობით, გავაშენე ვაზი. სულ თავიდან ვმუშაობდი ვაზის სანერგე მეურნეობაში, რომელიც ჩვენს სოფელში დაარსდა. იქ დავიწყე მუშაობა, შემდეგ ანაზღაურების სახით წამოვიღე ვაზი და 500 ძირი დავრგე. მეორე წელს 200 ძირი დავამატე და ამ ეტაპზე მაქვს 700 ძირი ჩემი გაშენებული ვაზი, 5 წლის და 4 წლის. უკვე მოსავალსაც იძლევა.

2017 წელს პირველი ღვინო დავბეჭდე ბოთლებში, ეგეც მეგობრების დახმარებით. 2018 წლის მოსავლის რაღაც მცირე რაოდენობა  დავბეჭდე, რომელიც ქვევრის გარეშე მქონდა დადუღებული და ახლა მარტის ბოლოდან უკვე ვგეგმავ ქვევრების გახსნას და, სავარაუდოდ, მაისიდან ქვევრის ღვინოც მექნება.  ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე (ტვიში არის მიკროზონა), ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო დგებოდა და დგება. ახლაც მეტ-ნაკლებად ასეა, მაგრამ კლიმატიდან გამომდინარე, უჭირს. მე პირადად 2018 წლის მოსავალი რომ დავბეჭდე, იყო სულ დამშრალებული, ნახევრადტკბილი აღარ იყო.

ღვინის რეალიზაცია დაწყებული მაქვს. ამჟამად ქუთაისის ერთ-ერთ ღვინის ბარში მაქვს შეტანილი მცირე რაოდენობით. ქვევრებს რომ გავხსნი, შემდეგ უკვე თბილისიდანაც და მარტვილიდანაც მაქვს შემოთავაზება. ახლა ქვევრების 700-800 ბოთლის დაბეჭდვას ვგეგმავ, თუმცა მომავალში, რა თქმა უნდა რაოდენობა მოიმატებს და ავალ 1000-1500 ბოთლზე.

„აწარმოე საქართველოში“ პროექტი მქონდა შეტანილი, მარნისა და საოჯახო სასტუმროს გახსნაზე, მაგრამ უარი მივიღე. როგორც მითხრეს, საოჯახო სასტუმროებს აღარ აფინანსებენ, ამიტომ ჩემი მარნისა და საოჯახო პროექტის დაფინანსება ვერ მოხდა.

მარტო ცხოვრება სიყვარულიცაა, მიჩვევაც და სხვა ყველაფერიც. მე იმ დონეზე მიყვარს აქაურობა, რომ მირჩევნია აქ ვიყო. ბედნიერად ვგრძნობ თავს. არ მეზარება და ვშრომობ დღე და ღამე. შეძლებისდაგვარად ვახერხებ კარმიდამოს მოვლას, მშობლებიც მეხმარებიან, ყველაფერ ამას მარტო ვერ აუხვალ. არასდროს მიფიქრია აქაურობის დატოვება, არც მიმაჩნია სწორად, რომ ადამიანებმა აქამდე, ჩვენამდე მოიყვანეს ეს ყველაფერი და ჩვენ კიდევ ავდგეთ და ყველა დედაქალაქში გავიქცეთ.

ბებიის გარდაცვალების შემდეგ მოთხოვნა იყო, რომ წავსულიყავი ქალაქში და არ მეცხოვრა მარტოს აქ, მაგრამ მე აქ მირჩევნია ვიყო და ჩემს კარმიდამოს მოვუარო, ვიდრე თბილისში უსაქმოდ ვცხოვრობდე.

რაღაც პერიოდი რთული იყო სოფელში ქალის ცხოვრება. მითუმეტეს, ღვინის კეთებასთან მაინც კაცი ასოცირდება ხოლმე. სოფელში ჩნდებოდა კითხვა, რომ რატომ არ მივდივარ, რატომ ვრჩები აქ. მაგრამ ახლა, პირიქით, თუ ვინმეს რამე დასჭირდება, აბა, შეშის დახერხვა, აბა, ეზოს მოთიბვა და სხვა, ყველა მეძახის. ჭირს ახალგაზრდობა სოფელში. ადგილზე ვინც არის დარჩენილი, უკვე ყველა ასაკშია.

ვაზის მოვლა რთულია. გაზაფხულზე მიწა უნდა დამუშავდეს, შემდეგ გასხვლა უნდა ვენახს, დაწამვლა ხომ ყველაზე მეტი სამძიმოა, მანქანა უნდა გაიკეთო და დაწამლო, მერე არის მწვანე ოპერაციები, გამოფურჩქვნა და სხვა. რასაც მარტო ვერ ვაკეთებ, ოჯახი მეხმარება, მაგალითად, ჩემი ძმა მეხმარება შეწამვლაში. გასხვლით მხოლოდ მე ვსხლავ. არავის ვასხვლევინებ.

სოფელში საყოფაცხოვრებო პრობლემები გვაქვს. გზა არ არის, მაღაზია არ არის, “ფეჩზე” ვთბებით, წყლის სისტემაც არ არის კარგად გაკეთებული.

მაისის ბოლოს იგეგმება ჰოლანდიაში მეღვინე ქალთა გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიღებენ ქალები მონაწილეობას. გამოფენას ჰქვია „ღვინო და ქალები.“ ვგეგმავ წასვლას და ალბათ 99% -ით წავალ. 12 მეღვინე ქალი მიდის საქართველოდან, ერთ-ერთი მე ვარ.  ქალი მეღვინე ჩემ გარდა ლეჩხუმში არაა. რაჭაში ვიცნობ მე პირადად ერთს, რომელიც აწარმოებს რაჭულ „შავს,“ შავი ღვინოა, ხვანჭკარა.

ქალებს, რომლებიც ამ საქმეში ჩართვას ფიქრობენ, ვეტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეუშინდეთ. წინ რთული გზაა, ბევრი პრობლემით და წინაღობით, მაგრამ შემართებით და სურვილით ყველაფერი გამოვა. მომხმარებელი რომ გაღიარებს, მოეწონება შენი პროდუქტი და კმაყოფილი იქნება, ეს იქნება უდიდესი სტიმული და სიხარული, რომ აკეთოთ ის საქმე, რაც გიყვართ“.

ავტორი: ნინო გამისონია

ფოტო: ნინო ბაიდაური

The post მირანდა ჩხეტიანი, 33 წლის, სოფელი ტვიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი appeared first on WomenOfGeorgia.

ქეთევან სუჯაშვილი, 51 წლის, ყაზბეგი
ოდითგანვე ესეთი წეს-ჩვეულება იყო აქა: კაცები რო მიდიოდნენ ცხორში, მოხევე ქალები რჩებოდნენ ადგილზე. ქალები თავის საქმესაც აკეთებდნენ და კაცისასაც. ოჯახის უფროსად დედა მიიჩნეოდა, რომელიც საკუჭნაოსაც განაგებდა და საქმესაც ანაწილებდა ოჯახის სხვა წევრებზე.

ყაზბეგში დავიბადე. მამაჩემს სამი გოგო ყავდა და გულდაწყვეტილი იყო, ბიჭი რომ არ გაუჩნდა. ჩვენ კიდევ გოგოები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მამას უბიჭობა არ ეგრძნო, შრომაშიც არ ჩამოვუვარდებოდით ბიჭებს. დღეს მეტყვის ხოლმე, ბიჭი რომ მყოლოდა შენნაირი ყოჩაღი ვერ იქნებოდაო.

ეკონომიკურზე ჩავაბარე და დიდ ხანს ვმუშაობდი რუსთავის საგადასახადოში, მანამ სანამ ჩემი ქმარი სამუშაოდ კახეთში არ გადავიდა და მეც მომიწია სამუშაოზე უარის თქმა და მასთან ერთად გადასვლა იქ საცხოვრებლად. აქ გარკვეუწილად მამაჩემმაც ითამაშა როლი, კაცის გადაწყვეტილებას რომ დავმორჩილებოდი. კახეთში ცხოვრების პერიოდში დიდი ხნით მოვწყდი ჩემს პროფესიას და 12 წლის თანაცხოვრების მერე, უკვე როცა ქმარს დავცილდი და ყაზბეგში დავბრუნდი , ძალიან გამიჭირდა საკუთარი ადგილის პოვნა და თვითრეალიზაცია.

36 წლის ვიყავი, როცა მკერდის სიმსივნე დამიდგინეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ტრაგედია იყო, უფრო ჩემმა დებმა და ოჯახის წვრებმა გადაიტანეს მძიმედ. მახსოვს პირველად ჩემმა პატარა დამ რომ იტირა ოპერაციის წინ, ეს იყო დიდი შოკი და მაშინ გავიაზრე, რომ ადამიანი სასრულია. დედა მე მიფრთხილდებოდა და არაფერს მეუბნებოდა, მე კი დედას. ეს დაავადება ჩემთვის იყო საჩუქარივით – საიდანღაც უნდა გამოვსულიყავი და სადღაც წავსულიყავი. ყველაზე საინტერესო რაც აღმოვაჩინე, ეს იყო ადამიანის მნიშვნელოვნების განცდა, თითქოს სხვა ყველაფერი, რაც შეგიქმნია, აზრს კარგავს. უფრო თანამგრძნობი და მიმტევებელი გამხადა ადამიანების მიმართ.

ოპერაციის შემდეგ ქიმიის რამდენიმე კურსი გავიკეთე. რეაბილიტაციის პერიოდში მახსოვს ძალიან მჭირდებოდა ბევრი საუბარი და ამაში ჩემი და მეხმარებოდა, ბევრს ვფიქრობდი მომავალზე, რას გავაკეთებდი და როგორ დავიბრუნებდი თვითრწმენას, სად მოვძებნიდი ჩემს ადგილს.

ერთ დღეს ზაფხულში მახსოვს, ისრაელიდან ტურისტებმა მომაკითხეს „Do you have a shower?”,- მკითხეს და პანტომიმის ილეთებით ამიხსნეს რასაც გულისხმობდნენ. რამდენიმე დღე ჩემთან დარჩნენ და მერე მთელი ზაფხულის მანძილზე სხვა ტურისტებსაც მიგზავნიდნენ. ასე მოვსინჯე 7 წლის წინ ტურიზმში ბედი და წარმატებითაც გამომივიდა. სულ ვცდილობდი, აღებული თანხებით რაღაცეები შემეცვალა, რომ სახლი სტუმრებისთვის უფრო კეთილმოწყობილი გამხდარიყო. საინტერესო ისაა, რომ ტურიზმისთვის, როგორც ბიზნესისთვის შეხედვა თავიდან გამიჭირდა, რადგან სტუმართ-მასპინძლობა ისედაც ჩვენი ჩვეულებაა და აბა ამ ჩვეულებაში ფული როგორ უნდა აიღო?!

ჩემი კიდევ ერთი ბარიერი ტურისტებთან ურთიერთობაში ინგლისური ენის არცოდნა იყო. ჟესტების ენას ხშირად მივმართავდი და სხვათა შორის ჩემი უცხოელი ტურისტები და პარტნიორები ამაში მეხმარებოდნენ. საერთოდ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს როცა საქმიანი ურთიერთობა ქალებთან მაქვს, მათთან ერთად დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლოში გადის და წარმატებითაც. მაინც ერთნაირი გამოცდილება გვაქვს და უკეთესად გვესმის ერთმანეთის გასაჭირის. მახსოვს, ერთ ზაფხულს ბევრი სტუმარი მყავდა. მაშინ მარტოკა ვმუშაობდი და ყველაფრის კეთება მე მიწევდა – დალაგება, სადილით გამასპინძლება. ერთ საღამოს სამზარეულოში რომ შევედი ჭურჭლის უზარმაზარი გორის დასარეცხად, სტუმარმა გოგონებმა მითხრეს, ქეთინო დაღლილი ხარ და წადი დაწექიო. ვიფიქრე, დავწვები და ჭურჭელს ხვალ მივხედავ-თქო. მეორე დილით მთელი სამზარეულო დასუფთავებული დამხვდა და მაცივარზე მიკრული იყო ფურცელი, სადაც ეხატა გაღიმებული სახე და ეწერა Kiss. მივხვდი იმ გოგოების ნამოქმედარი რომ იყო. ავდექი, წავისვი წითელი პომადა, ვაკოცე ფურცელს და მივაკარი უკან. იმდენი ვიხალისეთ იმ დილას. ასე ნელ-ნელა ვსწავლობდი და ვიმახსოვრებდი ინგლისურ სიტყვებს. ახლა უკვე ტელეფონზეც შემიძლია გავაგებინო სტუმარს ჩემი სათქმელი და მისიც გავიგო.

ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს. ყველა ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ აქ მოდიან სხვა ქვეყნები და მაცნობენ თავის კულტურას და ხალხს. ერთმა ინგლისში ცნობილმა უკრაინელმა კულინარმა ოლია ჰერკულესმა, თავის ცნობილ კულინარიულ წიგნში ჩემი მოხევური კერძების რეცეპტებიც შეიყვანა და ჩემი სურათებით გამოაქვეყნა.

ტურისტები ხშირად მეკითხებიან, კაცები სადა გყავთო, რადგან ამ საქმეში მე, დედა და ჩემი დები ვართ ჩართული. ამის ჩემებური ახსნა მაქვს: საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენი კაცები ცხოვრობდნენ როგორც მეფეები, იოლად შოულობდნენ ფულს და ოჯახებს აცხოვრებდნენ, შემდეგ დაიშალა ეს კავშირი აღარ იყო სამუშაო და კაცებმა ვეღარ გაიგეს რა უნდა ეკეთებინათ . ამ დროს ისევ ქალმა აიღო ხელში ყველაფერი, რომ შვილები გადაერჩინა. საქართველო თუ გადარჩა ამ პერიოდში, ისევ ქალების ჟინით, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს და სასტუმრო ბიზნესშიც წამყვანი როლი მაინც ქალებს უკავიათ.

ყაზბეგში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, ეროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებით, რომლის აქტიური წევრი გავხდი. ამ ჯგუფის მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულია სოფლის პრობლემების გადაწყვეტაში. ამ მიდგომამ აქაურ ხალხს ბევრი რამის გაკეთების საშუალება მისცა. ჩვენი გამოცდილება დასაკარგი არაა და მუნიციპალიტეტებმა ეს უნდა გამოიყენოს. ჩვენ უფრო გვესმის სოფელს რა ჭირდება, იმიტომ რომ ამ წიაღში გვიწევს ყოველდღიური ცხოვრება. ჩემი ინიციატივით მოვაწესრიგეთ გერგეთის ასასვლელთან ნაგვის პრობლემა და დავამატეთ სანაგვე ბუნკერები, დავნომრეთ ქუჩები ქვემო გერგეტში ხევისბერის და გერგეტის ქუჩა. ახლა გვაქვს ინიციატივა, ყაზბეგი ზამთარშიც მომხიბლელი გავხადოთ ტურისტებისთვის და სათხილამურო ბიგელი დავამონტაჟოთ. მთავარია თვითმმართველობამ მოგვისმინოს და დაგვიჯეროს.

ახლა ვგეგმავ ყაზბეგში ქალთა კლუბის შექმნას. რეგიონებში განსაკუთრებით უჭირთ ქალებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, რადგან აქ ცოტა თავშეყრის ადგილია ქალებისთვის. მინდა შევქნა, ადგილი სადაც მივალთ ქალები და თუნდაც გულს ამოვიღებთ, დავჯდებით და ვისაუბრებთ, ერთმანეთს აზრებს გავუცვლით და რაღაცეებს ვასწავლით. იდეა რომ წარმოიშვება, ქალები არიან ხოლმე ამის ხორცშემსხმელები და გვჭირდება სივრცე, სადაც გავუზიარებთ ერთმანეთს იდეებს. ქალები ბევრს ვშრომობთ და გვინდა ძლიერი ბირთვი შევქმნათ უკეთესი ცხოვრებისათვის სოფლად.

ასევე მინდა შევქმნა კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების სარეაბილიტაციო ცენტრი ყაზბეგში. ვიცი ეს რა რთულია – თუ ძლიერი არ ხარ და გვედრში არავინ გიდგას, გაგიჭირდება დაიბრუნო ცხოვრების იმედი. მინდა ასეთ ქალებს საუბრებით, ინფორმაციის მიწოდებით და გვერდში დგომით, ისევ დავუბრუნო სიცოცხლის სურვილი და საკუთარი თავი ვაპოვნინო, როგორც ეს ერთხელ მე თვითონ შევძელი.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინა ბაიდაური

The post ქეთევან სუჯაშვილი, 51 წლის, ყაზბეგი appeared first on WomenOfGeorgia.