ქალები და რეპროდუქციული ჯანმრთელობა Archives - WomenOfGeorgia

თამუნა გახოკიძე, თბილისი, 37 წლის
„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი. ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და “არამიანცის” კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი – პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“. „ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო. არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები – ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა. ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. “ციხის ბუნტში” მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა. საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით – ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა. მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.

ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ – ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი. ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა – პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

The post თამუნა გახოკიძე, თბილისი, 37 წლის appeared first on WomenOfGeorgia.

მაკა სუდაძე, 47 წლის, ახალციხე
“33 წლის ვიყავი მე და ჩემი მეუღლე რომ დავქორწინდით. ქალისთვის ეს ის ასაკია, როცა უკვე ყველა გათხოვებაზე ეკითხება. ყველაზე მეტად მაღიზიანებდა, როცა მეკითხებოდნენ – „რატომ არ თხოვდები, რამე პრობლემები ხომ არ გაქვს?!“ და პასუხსაც არ ელოდებოდნენ ხოლმე, ისე იწყებოდა შეგონებები – „გათხოვდი, ოჯახი აუცლებელია!“. მახსოვს, ჩემთვის იმდენად შემაწუხებელი იყო და უკვე ისეთი მობეზრებული მქონდა ეს ყველაფერი, რომ სანათესაოს შეკრებებზე აღარ დავდიოდი. საკუთარ თავზე იმხელა წნეხი გამოვცადე, რომ მსგავს კითხვას არასოდეს დავუსვამ ადამიანს. არადა, ქორწინებას იმდენი რამე მოყვება, რომ თუ ზუსტად არ გაქვს გადაწყვეტილი ვის და რატომ უნდა გაყვე, დიდია იმის ალბათობა, რომ ვერ შედგეს, ან ტანჯვად გექცეს ცხოვრება. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ქალმა ამ ზეწოლის მიუხედავად, ეს ნაბიჯი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგას.

მე და ჩემი მეუღლე 7 წელი ველოდებოდით შვილს. ჩვენი ერთად ყოფნის მყარი სურვილი და საერთო მიზანი რომ არა, შვილების გაჩენის ეტაპამდე ვერც მივიდოდით. იმ რეპროდუქცული ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, რომლის გამოც შვილი არ გვიჩნდებოდა, ყველაზე რთული იყო ის წნეხი, რაც საზოგადოებისგან მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვიბრძოდი, თითქოს კედელი მქონდა აღმართული და შიგნით ყველას არ ვუშვებდი, მაინც შეეძლოთ ადამიანებს სტრესის მოყენება და თავის მობზრება გაუთავებელი კითხვებით – „რატომ არ გყავთ შვილი?!“ „ვისი ბრალია?!“, რაც ცხოვრებას კიდე უფრო მიმძიმებდა. ამ საზოგადოებრივი ზეწოლით, ისეთი ფსიქოლოგიური ფონი ვითარდება, გგონია, რადგან შვილი არ გყავს, სიცოცხლეც არ გაქვს. ვიცი, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ მაშინ მძაფრად აღვიქვამდი ყველაფერს. აუტანელია მუდმივი კითხვები და მუცელზე ყურება. არ ვიცი, მე ამაზე რთული პერიოდი ცხოვრებაში არ მქონია.

ჩემს ქმარს რას ეუბნებოდნენ მაშინ, ზუსტად არ ვიცი. ალბათ, იყვნენ ისეთებიც, ვინც ეტყოდა, რომ დამშორებოდა. გავრცელებულ შეხედულებებით ხომ ასეა – ქალს თუ 2-3 წელი შვილი არ ჰყავს, კაცმა ასეთი ქალი უნდა გამოცვალოს. თითქოს კაცს ცოლი მარტო ბავშვების გასაჩენად მოჰყავს. მე ჩემი ქმრისთვის ოდესმე რომ შემემჩნია, რომ ყოყმანობს ან რაღაც მომენტში შეცბა, აუცილებლად გავშორდებოდი, მაგრამ მან ამ ყველაფერს ძალიან ღირსეულად გაუძლო.

მიუხედავად ამისა, ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მქონდა, რომ საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი მეუღლის და მისი ოჯახის წინაშე. ეს დანაშაულის განცდა იმდენად მტანჯავდა, რომ 4-5 წლის შემდეგ ჩემს ქმართან საუბარი მე თვითონ დავიწყე, იქნებ დავშორდეთ და ბავშვები სხვაგან გააჩინო, ან რამე სხვა გზა მოძებნო შვილის ყოლის-მეთქი. თან როცა ვხედავდი, რომ მასაც ძალიან უნდოდა შვილი, ეს ჩემთვის დიდი პასუხიმგებლობა და სტრესი იყო. ამიტომ, ზოგჯერ მართლა მინდოდა ამ ტვირთისგან გავთავისუფლებულიყავი. კიდევ ერთი ადამიანი, ვისიც მერიდბოდა და მეშინოდა, რამე არ შემჩნეოდა, ჩემი დედამთილი იყო, რადგან ვიცოდი, ამას ვერ ავიტანდი. მაგრამ ამ ქალს, სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი ამ წლების განმავლობაში და არასოდეს არაფერი უგრძნობინებია, რაც დიდი სტიმული იყო ჩემთვის.

მოკლედ, ორსულობამდე გრძელი და რთული გზა გავიარე, ჩემი მეუღლისა და მისი ოჯახის გვერდში დგომით. ამ ყველაფერს ის ემატებოდა, რომ მკურნალობას დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება და მთელი ჩემი შემოსავლები ამას ხმარდებოდა. დავითვალე და 60 000 ლარი მაქვს გადახდილი მკურნალობებში. ეს არის ძალიან ძვირადღირებული მკურნალობა, რომელსაც სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად არ აფინანსებს და არც სადაზღვევო კომპანიები ფარავენ იმას, რაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება.

ერთ დღესაც ტესტი გავიკეთე და ორსულობა აჩვენა. ამ ამბის შემდეგ, ჩემთვის ყველაფერმა აზრი შეიძინა და ის შვიდწლიანი შავ-თეთრი სამყაროც ერთ დღეში ფერადი გხდა. მოგვიანებით კი ექოსკოპიაზე კიდევ ერთი სასწაული აღმოვაჩინეთ – ჩვენ ტყუპების მშობლები ვხდებოდით. ფეხმძიმობის შემდეგ ზეწოლის და კითხვების ახალი ტალღა დაიწყო – იყო თუ არა ხელოვნური განაყოფიერება, როგორი ბავშვები გაჩნდებიან და ა.შ. მოკლედ, ქალს ყველა ეტაპზე უწევს საკუთარი თავის და დაბადებული თუ ჯერ არ დაბადებული შვილების დაცვაც, რადგან ადამიანებმა არ იციან სად გაავლონ ზღვარი საკუთარ და სხვის პირად სივრცეს შორის.

თავიდანვე ბევრს ვფიქრობდი ჩემი შვილების თავისუფლებაზე. აი, მაგალითად, საკუთარი თვალით ვუყურებდი, როგორ ამოვიდა ჩემი სხეულიდან ორი სხვადასხვა ადამიანი. უბრალოდ, ერთი სქესით ბიჭია, მეორე გოგო. გააზრებული მაქვს, რომ ჩემი მოვალეობაა ხელი შევუწყო, რომ ორივე თავისუფალი და ჯანმრთელი გაიზარდოს, მიიღოს განათლება. დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს „გოგოსავით“ ჩაიცვას თუ „ბიჭივით“. გოგოს აუცილებლად ვარდისფერი და პომადა უნდა უყვარდეს, თუ ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მე თვითონ არასოდეს ე.წ. გოგოს თამაშები არ მითამაშია და ჩემს მშობლებს ეს ყველაფერი რომ შეეზღუდათ, ვერნაირად ვერ ვიქნებოდი ასეთი თავისუფალი, მებრძოლი და ძლიერი, ანუ ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. მერე საერთოდ 90-იან წლებში პოლიტიკაში ჩავერთე, რაც მაშინ, კიდევ უფრო, სასწაული იყო ქალისთვის. ჟვანიას გუნდში, ანუ შევარდნაძის ოპოზიციაში ვიყავი და ხალხს ეშინოდა. ამიტომ, გვიან ღამე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. მაშინ, 23-24 წლის გოგო ვიყავი და მამიდაჩემი ტიროდა ხოლმე – „ვაიმე, შენ ვერ გათხოვდები, მამიდა, ხან ამის მანქანაში ზიხარ, ხან იმისი“-ო. ჩემი ოჯახის ნდობა და მხარდაჭერა რომ არა, მე ვერ მოვიდოდი აქამდე. მერე უკვე მეუღლეც მიჭერდა მხარს და ამიტომ, ცხოვრების წესი არც დაოჯახების შედეგ შემიცვლია – ხან ტრეინინგზე ვიყავი, ხან შეხვედრაზე. ჩემი ქმარი ხშირად ხუმრებოდა, მე არ ვიცოდი ტურისტზე თუ ვიქორწინეო. ჩემი შვილებიც სხვა რეალობას უყურებენ სახლში. მაგალითად, მე არ ვარ ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული ქალი ან ცოლი და ჩემთან სტუმრად მოსულ ადამიანს, წინსაფრით არ ვხვდები. მე და ჩემი მეუღლე საქმეებსაც სულ ვინაწილებთ და ბავშვებსაც ერთად ვზრდით ჩვილობიდან. თან ტყუპები გვყავდა და ამიტომ, სულ ერთად ვიღვიძებდით – ერთი ერთს უცვლიდა, მეორეს მეორე. ეს თავისთავად ასე მოხდა, საგანგებო წინასწრი შეთანხმებების გარეშე. მე მთელი კვირაც დამიტოვებია ბავშვები ჩემს ქმართან და ძმასთან. კომფორტულადაც ვარ ხოლმე და არც ვნერვიულობ, რადგან დარწმუნებული ვარ ბავშვებს კარგად მოუვლიან. თან ვიცი, რომ ეს სწორია, რადგან მე ორივე მინდოდა ყოველთვის – შვილებიც და კარიერაც და ვიცი, რომ არაფერს ვაშავებ. კი, მეც შეიძლება ერთ დღეს შვიდნაირი საჭმელი გავუკეთო ოჯახის წევრებს, მაგრამ ეს ჩემი ვალდებულება არ არის და არც მინდა რომ იქცეს. რა თქმა უნდა, შარვალსაც ვუუთოვებ ჩემს ქმარს, როცა მას ეჩქარება, მაგრამ მასაც გაუკეთებია იგივე.. საერთოდ, დიდი სისულელეა ეს დაყოფილი მოვალეობები და „ქალის საქმე“ ან „კაცის საქმე“. კაცი მთელი სოფლისთვის თუკი აკეთებს ხაშლამას და ჩაქაფულს, საკუთარ შვილებს ბორში რომ მოუხარშოს, ეს რატომ არის სირცხვილი, უბრალოდ, მართლა არ მესმის.

მინდა ჩემი გოგო ისე გაძლიერედეს, რომ იცოდეს რა უნდა, რადგან პატარა გოგოებზე განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს და ჩვენ ბავშვობიდან ვკლავთ მათში პიროვნებებს. ზოგჯერ მეც მიწევს ვებრძოლო ჩემს თავში სტერეოტიპებს, რადგან იმედნადაა გამჯდარი ეს ყველაფერი, რომ ვეღარც ვიაზრებთ, ისე ვამბობთ. თან დედობა საერთოდ სხვა განზომილებაა და ყველა ვცდილობთ სასათბურე პირობები შევუქმნათ ჩვენს შვილებს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ხშირად მიფიქრია, მომეწონება თუ არა ჩემნაირი რძალი ჩემი შვილისთვის და როგორც დედა, სხვანარად ვიწყებ ფიქრს – მეცოდება, რომ წარმოვიდგენ ჭურჭელს როგორ რეცხავს ან ალაგებს, მაგრამ იქვე ვებრძვი ხოლმე ჩემს თავს, რომ ეს არ არის სწორი. მშობლებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მათი გასავლელი გზაა, ისევე, როგორც ოდესღაც ჩვენი გზა იყო ის, რაც გავიარეთ.”

ავტორი: იდა ბახტურიძე

ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

The post მაკა სუდაძე, 47 წლის, ახალციხე appeared first on WomenOfGeorgia.

გვანცა ლაღიძე, 32 წლის, თბილისი
ჩემი დიაგნოზი

„ 2011 წელს მკერდის ავთვისებიანი, სწრაფადპროგრესირებადი სიმსივნე, მესამე სტადიაში დამიდგინეს. მაშინ 27 წლის ვიყავი. ჩემი სამსახიობო კარიერიდან გამომდინარე, ინტენსიური გადაღებები დამეწყო. გადაღებებისთვის სხეულის რუჯით დაფერვა დამჭირდა და რამდენჯერმე ვესტუმრე სოლარიუმს. ერთ-ერთი სეანსის შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდი და კაბა გავიხადე, მკერდზე თხილისოდენა სიმაგრე შევნიშნე. ცხადია მალევე მივედი ექიმთან, მაგრამ ჩემი დაძაბული რეჟიმიდან გამომდიმარე ბიოფსიისა და ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილების მიღებამდე, მთელი სამი თვე დამჭირდა. ამ სამი თვის განმავლობაში ვგრძნობდი, როგორ თანაცხოვრობდა ჩემს ორგანიზმში სრულიად უცხო სხეული და როგორ დინამიკაში იყო ჩემს ყოველდღიურ განწყობებთან.

თუმცა მაშინ არავის უფიქრია, რომ ეს ავთვისებიანი სიმსივნე იყო. ბიოფსიის პასუხი დამაფიქრებელი აღმოჩნდა ჩემი ექიმისთვის, რომელმაც კაბინეტშივე მირჩია, რომ დაუყონებლივ გამეკეთებინა ოპერაცია და თან მომდევნო დღესვე. რამდენადაც პოზიტიურად ვიყავი განწყობილი ექიმის კაბინეტში და მშვიდად მივიღე ოპერაციის შესახებ შეტყობინება, იმდენად ნეგტიურად იმოქმედა ექიმის ჩაფიქრებულმა მიმიკებმა და კაბინეტიდან გამოსულს დახმარება დამჭირდა. ახალგაზრდა ექთანმა წყალი დამალევინა, დამამშვიდა და მითხრა, რომ ეს არ იქნებოდა რთული ოპერაცია. მხოლოდ კვანძებს ამომიღებდნენ.

ოპერციას 40 წუთის განმავლობაში მიკეთებდნენ. ექიმების დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებით ადგილზევე დამჭირდა მკერდის მასტექტომია. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან მალევე ვახდენ მობილიზაციას კრიზისულ სიტუაციებში და ძალასაც ვიკრებ. ნარკოზიდან გამოსულმა დავინახე, რომ ექიმების გუნდი მეხვია თავს. ყველა მე მამშვიდებდა. როდესაც გავიაზრე, რომ მკერდის მოკვეთა დამჭირდა, ერთადერთი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ მე ახლა საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტი ძალა უნდა მეპოვნა, რომ ეს დაავადება დამემარცხებინა.

ჩემი განწყობა

საავადმყოფოში რეაბილიტაციის დროს პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებდი. ძალიან ბევრ პაციენტს შევხვდი იქ ყოფნის განმავლობაში ჩემი მსგავსი დიაგნოზით – ბევრს ხელი ქონდა ჩაქნეული, ბევრს ეშინოდა, მათთან საუბრით და მათი დამშვიდებით მეც ვძლიერდებოდი. ეს მაძლიერებდა, რომ სხვას ვაძლიერებდი. მინდოდა ის მეგრძნო, რასაც მე ვგრძნობდი.

რატომ ვიყავი პოზიტიური? იმიტომ რომ პირველ რიგში მქონდა იმედი და რაც მთავარია განწყობა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდი. ამ პოზიტიურ გნწყობას მაძლევდა ჩემი შვილი და ახლობელი ადამიანები, რომლებსაც ვჭირდებოდი და იმისათვის, რომ მათი იმედი არ გამეცრუებინა, უნდა მებრძოლა.

ცხადია, მეც არ ვარ რკინის, მეც ვერ ვაკონტროლებ ემოციებს, მაგრამ იმ დროს ვფიქრობდი, რომ რაციონალურად მეაზროვნა და ყურადღება გადამეტანა უფრო მნიშვნელოვანზე. ეს აღმოჩნდა ჩემი არამიწიერი შეგრძნებები, რომელიც გამოხატულია კონტაქტში გარესამყაროსთან. ამის გამომუშავება შესაძლებელია, თუ უფრო მეტად მოვუსმენთ სამყაროს და მოვუსმენთ საკუთარ თავს. ასევე განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, არა მარტო დაავადების დროს, არამედ ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას. აბსოლუტურად მნიშვნელოვანია შენი განწყობა, როგორ მომართავ ტვინს, როგორ ჩართავ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. იმიტომ რომ ტვინი აკონტროლებს ყველაფერს და მათ შორის სხვა ადამიანების შენს მიმართ დამოკიდებულებასაც.

მკურნალობის ერთი წელი

ოპერაციის შემდგომ, კვლავ ახალი ძალები უნდა მომეკრიბა, რომ ქიმიოთერაპიის ინტენსიური და გრძელვადიანი მკურნალობის კურსი ჩამეტარებინა. მთელი ეს მკურნალობის 1 წლიანი პერიოდი იყო შინაგანი სიმშვიდის პერიოდი, ბრძოლის, ბევრი ბარიერის გადალახვის პერიოდი. აქაც განწყობის თეორია იყო ჩემთვის მთავარი. ქიმიოთერაპიის 8 კურსი ჩავიტარე. გარდა იმისა, რომ ეს დაკავშირებულია ფიზიკურ ტკივილთან, ემოციურადაც დამაზიანებელია და რთული გადასატანია. თუმცა ვცდილობდი, რომ თერაპიის პარალელურად, მემუშავა და მეტი დრო გამეტარებინა ადამიანებთან.

ეს ის პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, როცა კარგს ვერ დაარქმევ, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ მომცა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, კიდევ უკეთესად დავიწყე სამყაროს აღქმა, კიდევ უკეთესად დავიწყე მოსმენა საკუთარი თავის და ყოველდღიუირი პრობლემების არარაობის აღიარება. რაც მთავარია ვისწავლე ყველა წუთის და ყველა მომენტის გამოყენება. დრო გახდა ჩემთვის უფრო ძვირფასი. და მივხვდი, რომ ადამიანები თუ ასე იცხოვრებენ, ეს იქნება საუკეთესო და ჰარმონიული ცხოვრება მათთვის. მართალია, ხშირად გვემართება, რომ სხვადასხვა პრიორიტეტები იწევს წინ, დროთა განმავლობაში გავიწყდება უფრო მნიშვნელოვანი და ერთვები რუტინაში, მაგრამ ყოველთვის, როცა მახსენდება ის რთული პერიოდი, ვცდილობ ვიფიქრო ისევ მნიშვნელოვანზე და ეს ცხოვრებაა. ქიმიის 8 თვიანი კურსის, ჰერცეპტინის პროგრამისა და სხივური თერაპიის გავლის შემდეგ, მე დავამარცხე სიმსივნე.

ჩემი გარეგნობა

ჩემი სხეულის ნაწილთან განშორება ცხადია არ იყო ასეთი მარტივი. მაგრამ ამაზე არასდროს ტრაგიკულად არ მიფიქრია. გაცილებით უფრო რთული პრობლემა მედგა, უფრო რთული ბარიერი, ვიდრე ვიზუალი. მე ვფიქრობდი, ახლობლებზე, 3 წლის იყო მაშინ ჩემი შვილი და ვფიქრობდი, რომ გასაზრდელი მყავს ბავშვი, არ უნდა მივეცე სასოწარკვეთას.

ქიმიოთერაპიის პროცესის განმავლობაშიც სარკეში არ ვიყურებოდი. ვიცოდი, რომ არ გამოვიყურებოდი ისე, როგორც ადრე, მაგრამ ამას აღვიქვამდი, როგორც პროცესს, ნორმას და დროებით მდგომარეობას. ვიცოდი, თმაც გამეზრდებოდა და ჩვეულ ფორმაში დავბრუნდებოდი. უბრალოდ ამ დროისთვის უნდა გამეძლო, რომ გამემარჯვებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა უამრავი საშუალება არსებობს, მკერდის იმპლანტაციის, მაინც უარს ვამბობ. რადგან ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მაკლია, მე ისევ გვანცა ვარ, ისევ ის გოგო ვარ და ის შრამიც მარცხენა მხარეს ჩემი ცხოვრების და ბრძოლის ისტორიის ნაწილია.

სტიგმა

საზოგადოებაში ძალიან ბევრი სტიგმა არსებობს სიმსივნესთან დაკავშირებით. ბევრი დღესაც აღიქვამს ამ დიაგნოზს დასასრულად. ამის ბრალი ხშირ შემთხვევაში დაბალი ცნობიერებაა. ეს საკითხი ბევრისთვის ტაბუდადებულია. ხშირად ექიმები უმალავენ პაციენტებს და ჩუმად ცდილობდნენ გამოსწორებას. მე მჯერა, რომ ნებისყოფით და სწორი, პოზიტიური მიდგომებით, სიმსივნე დაძლევადი დაავადებაა. სიმსივნური დიაგნოზი არაა ფინალი – ეს არის ახალი, ცოტა განსხვავებული, ცოტა რთული ცხოვრების დასაწყისი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დასასრული.

ადამიანები ჩემს გარშემო

ერთ-ერთი რთული ბარიერი ჩემს ბრძოლაში, ფინანსებთან იყო დაკავშირებული. შეუძლებელი იყო მკურნალობის თანხების მობილიზება მარტოს მომეხდინა. მე ვიყავი არააქტიური და ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი მეგობრები. სამწუხაროდ, იმ პერიოდში სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა იმდენად მოუქნელი იყო, რომ მკურნალობის პროცესი გვიანდებოდა. ამიტომ მეგობრების დახმარებით მოვიძიეთ დაფინანსება და მაშინ ერთ-ერთი კერძო საფინანსო ორგანიზაცია დამეხმარა.

გამიმართლა, რომ დედა მყავს ძალიან ძლიერი. მე მაქვს მაგალითი დედის სახით. ის არასდროს არ ტყდება. საოცრად პოზიტიურია, ბევრი ბარიერი გადალახა და რაციონალურად უდგებოდა ყველაფერს. მაყურებელი ვიყავი მისი სიძლიერის. მისი ემოცია მე მაძლიერებდა, მას ჩემი და ჩვენ პრაქტიკულად ერთად მოვიგეთ ეს ბრძოლა.

და რადგან ამ ბრძოლააში ადამიანები დამეხმარნენ, ხშირად ჩემთვის უცნობიც, ამიტომ ახლა, როცა მე უკვე გადარჩენილი მქვია, მინდა მედავეხმარო მათ. სამომავლოდ ვგეგმავ საქველმოქმოდო ფონდის შექმნას, რომლის ერთ-ერთი ხაზი სიმსივნით დაავდებულ ადამიანთა მკურნალობის დაფინანსება იქნება”

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: ნინა ბაიდაური

The post გვანცა ლაღიძე, 32 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.

ნინო ხაჟომია, 40 წლის, თბილისი
„ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით წესით უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ საბა თუ გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა სასწაული. ყველამ ვიცით, რომ ეკლესიაში არის ე.წ. „მიმდინარეობა“, რომელიც ეწიანაღმდეგება ყველანაირ პროგრესულ იდეას და მათ შორის კრძალავს ინ ვიტრო განაყოფიერებას. სხვათა შორის, წლების მერე, ერთ-ერთ მღვდელთან მომივიდა სერიოზული ჩხუბი, რომელმაც მითხრა, რომ ანათემაზე ხარ გადასაცემი, რადგან გაბედე, ღმერთის ნების წინააღმდეგ წახვედი და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთეო. ღმერთს უნდოდა შენ უშვილო ყოფილიყავიო. ამაზე ჩემი პასუხი საკმაოდ მკვახე იყო. ვუპასუხე: ღმერთს თუ უნდოდა უშვილო ვყოფილიყავი, მაშინ ინ ვიტროც წარუმატებელი იქნებოდა თქო და მოდი ანათემაზე ბებიაშენი გადაეცი თქო.

საბა გაჩნდა წარმატებით, თუმცა 9 თვის განმავლობაში სულ იყო იმის საშიშროება, რომ მომშლოდა. ამ პერიოდში არ მტოვებდა იმაზე ფიქრი, რომ აუცილებლად უნდა მყოლოდა მეორე შვილი, რომელსაც ვიშვილებდი…

ამ გადაწყვეტილებას თავისი წინაპირობაც ქონდა.

რამდენიმე ათეული წლის წინ, გადაცემაში „60 წუთი“ გავაკეთე გამოძიება კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრებ სამი წლის ასაკის ბიჭზე და მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე. მახსოვს ერთი კადრი: 3 წლის ბავშვმა თავისი ტანსაცმელი დაკეცა და ფეხსაცმელთან ერთად ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო, რომ სხვებს არ წაერთმიათ და მეორე დღეს შიშველი არ დარჩენილიყო. ეს იყო შოკისმომგვრელი სცენა ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გამჩენოდა, ერთ ბავშვს მაინც ვიშვილებდი და ოჯახურ მზრუნველობას მივცემდი.

ეს ფიქრი რეალურად მაშინ განვახორციელე, როცა საბა წლინახევრის იყო და მე და ჩემი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩავდექით….

ჩვენს გადაწყვეტილებას ძალიან აგრესიულად შეხვდნენ ჩვენი მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მორწმუნეა, ყველანაირად ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ მცდარი გადაწყვეტილება მივიღე. ამბობდა, რომ ეს „სირცხვილია“, რომ გენეტიკას მნიშვნელობა აქვს და არ გვეცოდინებოდა, როგორი გაიზდებოდა ჩვენი აყვანილი შვილი. ყურს არ ვუგდებდი არავის.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში შვილად აყვანის ორი გზა არსებობს: არალეგალური და ლეგალური. არალეგალური გზა იმაში მდგომარეობს, რომ წინასწარ არჩევ ქალს, რომელიც არის ორსულად და არ უნდა აბორტის გაკეთება ან ვერ გაიკეთა და აჩენს შვილს მისი შემდგომში გაშვილების მიზნით. ასეთ ქალებს უხდიან ფულს და ბავშვი სამშობიაროდან გამოდის უკვე მიმღები ოჯახის სახელით და გვარით. ოღონდ აუცილებლად რეგიონის სამშობიაროები უნდა იყოს, სადაც ადვილია ექიმებთან გარიგებაც. ზოგი ბავშვი 2,000 დოლარი ღირს, ზოგი 5, 000 და ზოგიც 10,000.

თავიდანვე ლეგალური გზა ავირჩიეთ. ოფიციალურად გავაფორმეთ განაცხადი შვილად აყვანაზე. განაცხადის ფორმაში შეგიძლია მიუთითო ის ძირითადი პირობები, რომელსაც ბავშვს უყენებ: ვთქვათ სასურველი კანის, თმის ან თვალის ფერი, ეთნიკური ან რელიგიური წარმომავლობა, ფიზიკური მონაცენები და ასე შემდეგ. იმისათვის რომ დაგვეჩქარებინა პროცესი, არანაირი წინაპირობა არ მიგვითითებია. ყველანაირ ბავშვზე ვიყავით თანახმა.

მიუხედავად ამისა რიგში ზუსტად 10 წელი ვიდექით!

განაცხადის გაკეთებიდან 4 წლის თავზე დავრეკე სააგენტოში, სადაც მითხრეს, 662-ე ხარ რიგშიო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარტივი არითმეტიკული გამოთვლით, 70-80 წლის ასაკში მოგვიწევდა ბავშვის აყვანა! აქ საქმე გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზთან. მზრუნველობამოკლებული ბავშვები კი არიან საქართველოში, მაგრამ გასაშვილებელთა სიაში ბავშვი არ ირიცხება, თუ 6 თვეში ერთხელ მაინც მას ვიღაც აკითხავს ბავშვთა სახლში. ეს შეიძლება შორეული ნათესავიც იყოს და ბავშვი მას ვერც კი ცნობდეს და ასე იცხოვროს ბავშვთა სახლში სრულწლოვნობის ასაკამდე, მაგრამ ის მოიაზრება პოტენციურად საკუთარ ოჯახში დასაბრუნებელ ბავშვად. ამიტომაცაა გრძელვადიანი პროცესი ბავშვის შვილად აყვანა.

ასე გავიდა მოლოდინის 10 წელი. 2013 წლის 28 დეკემბერი იყო. საახალწლო სამზადისში ვიყავი, როცა დამირეკეს და მითხრეს, ბავშვი გამოჩნდა და მისი ნახვა, რუსთავში, მიმღებ ოჯახში შეგიძლიათო. ნიკოლოზი ქვია და ის 9 თვის არისო. ჯერ მეგონა, რომ კომედი შოუს ბიჭები წინასაახალწლო ხუმრობას იღებდნენ ჩემზე. ჩემი გათვლებით, ასე ადრე რიგს არ უნდა მოეწია. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ნიკოლოზი ე.წ. ყველასგან „დაწუნებული ბავშვი“ იყო…

გადავწყვიტე, მეორე დღესვე მენახა ბავშვი. საბა მაშინ უკვე 11 წლის იყო.

წინა ღამით არ მეძინა. ეს იყო ყველაზე კრიზისული ღამე ჩემს ცხოვრებაში. უეცრად შემეშნდა ყველაფრის. შემეშინდა იმის, რომ რაღაც მომენტში მეტი ყურადღება არ მიმექცია საბასთვის და ნიკოლოზი არ გადასულიყო მეორე ადგილას, რომ არ მეგრძნო უცებ, რომ შეცდომა დავუშვი, რომ არ გამომეჩინა სისუსტე და ნათესავების შეგონებებისთვის ყური დამეგდო. ეს იყო ბრძოლების ღამე, რომელიც ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. გადაწყვეტილება მივიღე.

ჩვენმა პირველმა შეხვედრამ რუსთავში ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დამარწმუნა. დავინახე თუ არა პლედებში გახვეული ბავშვი, მივხვდი, რომ ის ჩემი შვილი იყო, რომელსაც 10 წელი ველოდებოდი.

ჩვენი თანხმობის შემდეგ, ბიუროკრატიული პროცედურები უნდა გაგვევლო – სასამართლო, რეესტრი, სოციალურ მუშაკთან შეხვედრები. ისე ბავშვს ჯერ ვერ წამოვიყვანდით. ამ პროცესს 2 თვე დასჭირდა.

ამ ხნის განმავლობაში გამუდმებით მეფიქრებოდა ნიკოლოზის ბიოლოგიურ დედაზე. ამ ქალის მიმართ გარკვეულ სოლიდარობას ვგრძნობდი. იქნებ ძალიან უჭირდა, იქნებ საჭმლის ფული არ ქონდა, რომ ბავშვისთვის მოევლო და იძულებული გახდა შვილი დაეტოვებინა?! გადავწყვიტე, ეს ქალი მომეძებნა, როგორც ქალი ქალს დავლაპარაკებოდი და თუ მეტყოდა, რომ შვილის დაბრუნება უნდოდა, მას ყოველთვიურად მატერიალურად დავეხმარებოდი. დავიწყე ამ ქალის ძებნა, მივაგენი რეგიონსა და სოფელს, სადაც ცხოვრობდა. ერთადერთი რატომაც გავჩერდი იყო ის, რომ ძიების პროცესში შევიტყვე, ამ ქალს არცერთი დღე არ უბრძოლია თავისი შვილისთვის. მან ნიკა სამშობიაროშივე მიატოვა და იქიდან გაიპარა…

2014 წლის 28 თებერვალს ნიკა ჩვენს სახლში შემოვიდა და იმ ღამეს პირველად გვეძინა ერთად, ჩახუტებულებს.

ჩემი შიშები, რომ ჩემს ბიოლოგიურ შვილს მეტ ყურადღებას დავუთმობდი, უსაფუძვლო გამოდგა. არანაირი მნიშვნელობა არ ქონია, ბიოლოგიურ შვილს გააჩენ, მუცლად ატარებ, თუ აიყვან. მთავარია ის ამაგი, მზრუნველობა და სიყვარული, რომელიც ბავშვის მიმართ გაქვს. არც კი მახსოვს, რომ ნიკა არ არის ჩემი გენეტიკური შვილი და განსხვავება ნიკასა და საბას შორის არ არსებობს ჩემში.

ვთვლი, რომ ძალიან დიდი შეცდომაა, როცა მშობელი ტყუილში აცხოვრებს შვილს, რომელიც აყვანილია და ამ ამბავს უმალავს. მგონია, რომ მშობლები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეგოისტური მიზნები ამოძრავებთ. ბავშვმა აუცილებლად უნდა გაიგოს იმის შესახებ, თუ ვინ არიან მათი ბიოლოგიური მშობლები. როგორც კი ნიკა გახდება იმ ასაკის, როცა შეეძლება გააცნობიეროს ეს ყველაფერი და თუ მოინდომებს, მაშინ ვეტყვი მისი დედის ვინაობას. ახლა ნიკა 4 წლისაა, მაგრამ გვაქვს მაინც შესამზადებელი დიალოგები. მაგალითად მეკითხება ხოლმე, „დედიკო, მე შენი ძუძუ ვჭამე?“ მე ვპასუხობ: „არა დე, არ გიჭამია. შენ ჩვენს სახლში რომ მოხვედი, უკვე დიდი ბიჭი იყავი და ჩვეულებრივ საჭმელს ჭამდი“. ნიკა ისევ მეკითხება: „და სად ვიყავი აქამდე?“ მე: „იყავი ერთ კარ ოჯახში, რომელიც გივლიდა რამდენიმე თვე და მერე ჩვენთან წამოგიყვანეთ.“

მას შემდეგ რაც ნიკა ჩვენთან მოვიდა, ორ დაბადების დღეს აღვნიშნავთ: 28 თებერვალს – მისი სახლში მოყვანის დღეს და 13 მარტს, მისი გაჩენის დღეს. ვფიქრობ ეს მას მომავალში დაეხმარება უმტკივნეულოდ გააცნობიეროს ყველაფერი და ჩვენც გაგვიმარტივდება ახსნა.

ყველაზე მეტად მანგრევს ის სტრეოტიპი, როცა მეუბნებიან, რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა რომ აყვანილია, ეს მისთის სტრესული იქნებაო. ვფიქრობ, რომ სტრესი მაშინ ექნება, თუ დავუმალავ და მაინც ე.წ. „კეთილისმოსუნეებისგან“ გაიგებს ამ ამბავს. მაშინ ბავშვი სავარაუდოდ დაგადანაშაულებს იმაში, რომ ტყუილში აცხოვრე.

სულ მუდმივად ვფიქრობ, ვიეჭვიანებ თუ არა, როცა გაიზრდება, ნიკას დედამისის ნახვა და მასთან ცხოვრება რომ მოუნდეს. ამ დროს, საკითხს ასე ვსვამ: თუ ჩვენ, მშობლებს, შვილი იმისთვის არ გვინდა, რომ სიბერეში მოგვიარონ და „ამაგი“ დაგვიბრუნონ, არამედ იმისთვის, რომ ინდივიდებად და მოსიყვარულე ადამიანებად გავზარდოთ, არანაირი ეჭვიანობის საფუძველი არ არსებობს.“

The post ნინო ხაჟომია, 40 წლის, თბილისი appeared first on WomenOfGeorgia.